„საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 28 იანვრის №23/18 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№131
სარეგისტრაციო კოდი
000000200.01(2).004.000374
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 74, 18/08/2000

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო  სარეგისტრაციო კოდი           200.012.004.374

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების  მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №131/81

2000 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 28 იანვრის №23/18 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 7 ივლისის №295 ბრძანებულების მოთხოვნათა შესრულების მიზნით შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები ”საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის 1999 წლის 28 იანვრის №23/18 ბრძანებაში:

დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები;

„8. ლუდის აქციზური მარკების სპეციფიკიდან გამომდინარე, ლუდის მეწარმე სუბიექტებისათვის დაწესდეს აქციზური მარკების დანაკარგების კომპენსაციის ზღვრული ოდენობა მათ მიერ აქციზური მარკების სამსახურიდან მიღებული აქციზური მარკების საერთო რაოდენობის არა უმეტეს 7%-ისა, მათ შორის, ნიშანდების პროცესში დაზიანებულისათვის – 2%, ხოლო ფაქტობრივად უკანდაბრუნებულ, ვადაგასულ პროდუქციაზე – არა უმეტეს 5%-ისა;

9. ლუდის მწარმოებლებმა დაზიანებულ აქციზურ მარკებზე კომპენსაციის მისაღებად აქციზური მარკების სამსახურში უნდა წარადგინონ ცნობა შესაბამისი საგადასახადო ინსპექციიდან უკანდაბრუნებულ ვადაგასულ პროდუქციაზე რაოდენობის ჩვენებით.“.

აღნიშნული დამატებები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

მ. მაჭავარიანი