"ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდის და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 28.01.1999
ძალის დაკარგვა 17.11.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).003.000468
გამოქვეყნების წყარო სსმ, 3(10), 31/01/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
"ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდის და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:"Baltica TD";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 1.0in 1.0in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.012.003.468
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის, საქართველოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ერთობლივი ბრძანება №24/17/23
1999 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
"ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდის და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე
"საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდის და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე აქციზური მარკების შემოღების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის № 355 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებთ:
დამტკიცდეს დებულება "ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდის და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების შესახებ".
დ. ონოფრიშვილი
მ. ჩიკვილაძე
თ. მაღლაკელიძე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდის და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
წინამდებარე დებულება შემუშავებულია "საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდის და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე აქციზური მარკების შემოღების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის ბრძანებულების შესაბამისად და განსაზღვრავს ამ საქონლის აქციზური მარკებით ნიშანდების წესებს. მისი შესრულება სავალდებულოა აღნიშნული საქონლის ყველა მწარმოებლისა და იმპორტიორისათვის.
მუხლი 2🔗. აქციზური მარკების ნიშანდების წესები და მოთხოვნები
1. აქციზური საქონლის აქციზური მარკებით ნიშანდება ხორციელდება აქციზური მარკების დაწებების მეშვეობით ამ საქონელზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. აქციზურ საქონელზე აქციზური მარკის ნიშანდება განხორციელებულ უნდა იქნეს ისეთი სახით და იმდაგვარად, რომ აქციზური მარკის მოხსნამ და/ან საქონლის გამოყენებამ უნდა გამოიწვიოს აქციზური მარკის დაზიანება.
3. აქციზური მარკების დაწებებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი წებო, რომელიც საქონლიდან აქციზური მარკის დაზიანების გარეშე აძრობის საშუალებას არ იძლევა.
4. თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდება ხორციელდება პოლიეთილენის საფარველის შიგნიდან (მისი არსებობის შემთხვევაში).
5. თამბაქოს ნაწარმი, რომელიც შეფუთულია მუყაოს მაგარ კოლოფში, აქციზური მარკა ეწებება კოლოფის მარცხენა მხარეს, რომელიც მოიცავს მარცხენა გვერდით მხარეს, გახსნის ადგილს და კოლოფის უკანა მხარეს (დანართი № 1, სურ. 6)
6. თამბაქოს ნაწარმი, რომელიც შეფუთულია ქაღალდის რბილ კოლოფში, აქციზური მარკა ეწებება ზემოდან შეფუთვის შუა ნაწილში, იმგვარად, რომ მან მოიცვას კოლოფის სამი მხარე, მათ შორის კოლოფის გახსნის ნაწილი (დანართი № 1, სურ. 7).
7. თამბაქოს ნაწარმი,რომელიც შეფუთულია "ასტრას" ტიპის სიგარეტის/პაპიროსის კოლოფში, აქციზური მარკა ეწებება კოლოფის წინა მხრიდან, გახსნის ადგილას (დანართი №1, სურ. 8).
8. სიგარა და სიგარილა, რომელიც დაფასოებულია კოლოფში აქციზური მარკა ეწებება კოლოფის გახსნის ადგილას პოლიეთილენის საფარველის შიგნიდან (მისი არსებობის შემთხვევაში).
9. სიგარა და სიგარილა, რომელიც დაფასოებული არის ცალობით, აქციზური მარკა ეწებება პოლიეთილენის საფარველის შიგნიდან (მისი არსებობის შემთხვევაში).
10. ალკოჰოლიანი სასმელები და ლუდი, რომლებიც ჩამოსხმულია ბოთლებში, აქციზური მარკა ტარაზე ეწებება ზევიდან მისი გახსნის ადგილას (თავსახურზე) რუსული ანბანის ასო "П" -ს ფორმით, იმგვარად, რომ აქციზური მარკის მთლიანი ფორმატი მჭიდროდ მიეწებოს გახსნის ადგილს და ტარის გვერდებს (დანართი №1, სურ 4).
11. ალკოჰოლიანი სასმელები და ლუდი, რომლებიც ჩამოსხმულია ლითონის ქილებში აქციზური მარკა ეწებება ზევიდან, გახსნის ადგილას და გვერდით მხარეებზე გადადის თანაბრად მარკის მთლიანი ფორმატის სიგრძით იმგვარად, რომ აქციზური მარკის მთლიანი ფორმატი მჭიდროდ მიეწებოს გახსნის ადგილს და ტარის გვერდებს (დანართი №1, სურ 2).
12. ალკოჰოლიანი სასმელები და ლუდი, რომლებიც ჩამოსხმულია "ტეტრა-პაკი"-ს ტიპის პაკეტებში აქციზური მარკა ეწებება ზემოდან გახსნის ადგილას მთლიან სიგრძეზე და თანაბრად გადადის ორივე გვერდით მხარეზე იმგვარად, რომ აქციზური მარკის მთლიანი ფორმატი მჭიდროდ მიეწებოს გახსნის ადგილს და ტარის გვერდებს (დანართი №1, სურ5).
13. ალკოჰოლიანი სასმელები და ლუდი, რომლებიც ჩამოსხმულია პლასტიკურ ჭიქებში, აქციზური მარკა ეწებება ზემოდან გახსნის ადგილას მთლიან სიგრძეზე და თანაბრად გადადის ორივე გვერდით მხარეზე იმგვარად, რომ აქციზური მარკის მთლიანი ფორმატი მჭიდროდ მიეწებოს გახსნის ადგილს და ტარის გვერდებს (დანართი №1, სურ 1).
14. ალკოჰოლიანი სასმელები და ლუდი, რომლებიც ჩამოსხმულია ქილებში აქციზური მარკა ეწებება ზემოდან გახსნის ადგილას მთლიან სიგრძეზე და თანაბრად გადადის ორივე გვერდით მხარეზე იმგვარად, რომ აქციზური მარკის მთლიანი ფორმატი მჭიდროდ მიეწებოს გახსნის ადგილს და ტარის გვერდებს (დანართი №1, სურ 3).
15. საქონლის აქციზური მარკებით ნიშანდება, რომლებსაც გააჩნიათ სხვა განსხვავებული სახის შეფუთვა აღნიშნული სახის პროდუქციის მწარმოებელი და/ან იმპორტიორი ვალდებულია წინასწარ აცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ასეთ შემთხვევაში ნიშანდების წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
მუხლი 3🔗. პასუხისმგებლობა აქციზური საქონლის აქციზური მარკებით ნიშანდებაზე
1. მეწარმე სუბიექტები, რომლებიც ანხორციელებენ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოებას, იმპორტს და რეალიზაციას, ვალდებულნი არიან დაიცვან ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
2. მეწარმე სუბიექტები, რომლებიც არ შეასრულებენ, ან არასრულად შეასრულებენ ამ დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს პასუხისმგებლები არიან თავის ქმედებებზე. მათ მიმართ გამოყენებული იქნება ამ დებულებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული ზომები.
3. ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდის და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდება, რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე დებულებას არ დაიშვება. ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდის და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდება, რომელიც ხორციელდება ამ დებულების მოთხოვნათა გადახრით და/ან დარღვევით განიხილება, როგორც არამარკირებული. აკრძალულია ასეთი სახის საქონლის წარმოება, იმპორტირება და რეალიზაცია. აღნიშნულის მცდელობისას საქონელი ექვემდებარება სრული მოცულობით კონფისკაციას.