საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოლოგიის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.07.2008
ძალის დაკარგვა 02.06.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №558
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.012066
გამოქვეყნების წყარო სსმ, 107, 29/07/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,109 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.07.2008 მიღება
02.06.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოლოგიის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadMtavr;} @font-face {font-family:"Acad Nusx";} @font-face {font-family:"AZGeorgia times";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadMtavr;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:"Acad Nusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:"Acad Nusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"AZGeorgia times","sans-serif"; letter-spacing:2.0pt;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:200%; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.012.066 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №558 2008 წლის 23 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოლოგიის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოლოგიის სამსახურის დებულება“. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ი. ღვალაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოლოგიის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გეოლოგიის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.     მუხლი 2🔗. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშირისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.     მუხლი 3🔗. სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. თავი II სამსახურის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი     მუხლი 4🔗. 1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის საქმიანობის სფეროებია: ა) საქართველოს ტერიტორიის სახელმწიფო გეოლოგიური შესწავლა, გეოლოგიური დარგის სახელმწიფო რეგულირებისა და სახელმწიფო მართვის პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება; ბ) სასარგებლო წიაღისეულის რესურსების გეოლოგიური შეფასება, წიაღით სარგებლობის, დაცვის და წიაღისეულის რესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა; გ) საქართველოს წიაღის ერთიანი სახელმწიფო ფონდის განმტკიცება, ფონდის მდგომარეობის აღრიცხვა, მართვა და სახელმწიფო გეოინფორმაციული სისტემის შექმნის უზრუნველყოფა; დ) საქართველოს ტერიტორიის გეოლოგიური გარემოს მონიტორინგის განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა; ე) წიაღის და წიაღისეულის რესურსების შესახებ ინფორმაციის მომზადება. 2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ამოცანებია: ა) საქართველოში გეოლოგიის დარგის მიმდინარე და პერსპექტიული განვითარების სტრატეგიული გეგმების შემუშავება. პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მის საფუძველზე სახელმწფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, მათი რეალიზების უზრუნველყოფა და განსახორციელებელ სამუშაოთა კოორდინირება; ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ეკონომიკური, მეცნიერულ-ტექნიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრა, საერთაშორისო ხელშეკრულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; გ) საქართველოს წიაღის ერთიან სახელმწიფო ფონდში (მათ შორის სასარგებლო წიაღისეულის საბადოების სახელმწიფო ფონდი) სტრატეგიული მნიშვნელობის უბნების გამოყოფა და მინერალური რესურსების სახელმწიფო რეზერვის შექმნის ხელშეწყობა; დ) ქვეყნის მინერალური ნედლეულის ბაზის აღწარმოების, განმტკიცებისა და განვითარების უზრუნველყოფა, სახელმწიფოს მინერალურ-რესურსული პოლიტიკის კონცეფციის შემუშავება; ე) გეოლოგიური შინაარსის, სხვადასხვა დანიშნულებების სახელმწიფო რუკების შედგენისა და გამოცემის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით; ვ) გეოლოგიური გარემოს მონიტორინგის ერთიანი სახელმწიფო სისტემის შექმნისა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, საშიში (სტიქიური) გეოლოგიური პროცესების შესწავლის და პროგნოზირების, მიწისქვეშა ჰიდროსფეროს დაცვის ღონისძიებების შემუშავების, მიწისქვეშა ჰიდროსფეროს ეკოლოგიური მდგომარეობისა და საშიში გეოლოგიური მოვლენების მონიტორინგული მონაცემების კომპიუტერული ბანკის შექმნის ხელშეწყობა; ზ) თანამედროვე მეცნიერული მიღწევების გამოყენებით, გეოტექნოლოგიური და გეოინფორმაციული სისტემების ათვისება, დანერგვა და საერთაშორისო ქსელში ჩართვის ხელშეწყობა, ერთიანი სახელმწიფო გეოინფორმაციული სისტემის შექმნა და მართვის უზრუნველყოფა; თ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო საუწყებათშორისი კომისიის მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ი) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; კ) წიაღის გეოლოგიური შესწავლის, წიაღით სარგებლობისა და წიაღის დაცვის საერთო წესების დადგენა, ამ სფეროებში ნორმატიული დოკუმენტების (ინსტრუქციების, სტანდარტების, ლიმიტების, ნორმების და წესების), სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება; ლ) საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გეოლოგიური თვალსაზრისით უნიკალური ობიექტების აღრიცხვა.     მუხლი 5🔗. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) წარუდგინოს სამინისტროს დასამტკიცებლად სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებით და სახელმწიფო დაკვეთებით გათვალისწინებული გეოლოგიური სამუშაოების პროექტები; ბ) მოამზადოს გეოლოგიის დარგში ინფორმაციები, შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს სამინისტროს ხელმძღვანელობას შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტები; დ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მოითხოვოს სასარგებლო წიაღისეულის მარაგების რაოდენობის, მათი გამოყენებისა და აღწარმოების შესახებ სათანადო ინფორმაცია; ე) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი. თავი III სამსახურის ხელმძღვანელობა     მუხლი 6🔗. 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.     მუხლი 7🔗. სამსახურის უფროსი: ა) ახორციელებს ხელმძღვანელობას და წარმართავს სამსახურის საქმიანობას ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში; ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებისას; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებს; დ) წარმართავს სამსახურის ურთიერთობას სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და ყოველწლიურად მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით და სამინისტროს შინაგანაწესის მოთხოვნათა შესაბამისად კონტროლს უწევს და ახორციელებს ზედამხედველობას საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე. თავი IV დასკვნითი დებულებანი     მუხლი 8🔗. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით და დადგენილი წესით.