კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.08.2008
ძალის დაკარგვა 29.12.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 220090000.40.036.012106
გამოქვეყნების წყარო სსმ, 117, 14/08/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 25.12.2009
დოკუმენტის ტექსტი
კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:21.3pt 1.0in 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.40.036.012.106
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის
ბრძანება №4
2008 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების, 56-ე მუხლის მეოთხე პუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქადაგიძე
კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების
წ ე ს ი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ამ წესის მიზანია დადგინდეს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ კომერციული ბანკების (შემდგომში – ბანკი) მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხები.
2. სააგენტოს უფლება აქვს ბანკების მიმართ გამოიყენოს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები, თუ ბანკმა ან მისმა რომელიმე ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა:
ა) დაარღვია ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სააგენტოს ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესები, დადგენილებები, მოთხოვნები, წერილობითი მითითებები;
ბ) დაარღვია ნებისმიერი პირობა ან შეზღუდვა, რომელიც დართული აქვს საბანკო ლიცენზიას ან სააგენტოს შესაბამის დებულებას;
გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;
დ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამავე კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი მოთხოვნები.
3. ბანკებისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ სააგენტო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სააგენტოს უფროსის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.
4. ბანკებისათვის ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულის კანონის 563 მუხლით გათვალისწინებული სააგენტოს საბჭოში საჩივრის განხილვის წესის მიღებამდე, ძალაშია მისი ბანკისათვის გაცნობისთანავე. სააგენტო უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის აღსრულება უზრუნველყოს მის მიერ გაცემული საინკასო დავალების საფუძველზე.
5. ბანკის მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხები მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
მუხლი 2🔗. ფულადი ჯარიმის ოდენობა
1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ნებადართული საქმიანობის გარდა ბანკის მიერ სხვა საქმიანობის წარმოებისას, ბანკი ჯარიმდება დარღვევის გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-ის ოდენობით.
2. სააგენტოს ნებართვის გარეშე ბანკის (ბანკის ფილიალის ან სხვა სტრუქტურული ერთეულის) მიერ საბანკო ოპერაციების წარმოებისას ბანკი ჯარიმდება დარღვევის გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-ის ოდენობით.
3. ბანკის მიერ სააგენტოს ინსტრუქციებით, დებულებებით, წესებით, დადგენილებებით, მოთხოვნებითა და წერილობითი მითითებებით აკრძალული ოპერაციების წარმოებისას ბანკი ჯარიმდება ასეთი ოპერაციის წარმოების გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-ის ოდენობით.
4. სააგენტოს მიერ დადგენილი წესით ყოველწლიური დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების ჩაუტარებლობისა და/ან აუდიტორული დასკვნის დადგენილ ვადებში სააგენტოში წარუდგენლობის შემთხვევაში ბანკი ჯარიმდება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
5. ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის თაობაზე სააგენტოს წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:
ა) კვარტალური და აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგებების დადგენილი ფორმითა და/ან დადგენილ ვადებში ბეჭდვით ორგანოში გამოუქვეყნებლობის თითოეულ შემთხვევაში – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) ბანკის კვარტალური და აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგებების გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციისა და გამოქვეყნებული კვარტალური და აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგებების ელექტრონული ვერსიის დადგენილ ვადაში სააგენტოსათვის წარუდგენლობის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
6. სააგენტოს ინსტრუქციებით, დებულებებით, წესებით, დადგენილებებით, მოთხოვნებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი შემდეგი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:
ა) საფინანსო ანგარიშგების, სხვა ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში სააგენტოსათვის წარუდგენლობის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) სააგენტოში არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
გ) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წესების დარღვევის შემთხვევაში, თითოეულ ფაქტზე 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
დ) ბანკის მიერ ნაკისრი ვალდებულებების (ბალანსურ ან გარებალანსურ უწყისებში) აღურიცხველობის შემთხვევაში, აღურიცხველობის თითოეულ ფაქტზე 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
ე) სააგენტოში წარდგენილი დადგენილი ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების არასწორად გაანგარიშების შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
ვ) კრებსითი საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში – დადგენილ ლიმიტს გადაჭარბებული თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით დარღვევის თითოეულ დღეზე;
ზ) საბალანსო საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში – დადგენილ ლიმიტს გადაჭარბებული თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით დარღვევის თითოეულ დღეზე;
თ) საბალანსო და კრებსითი საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტების ერთდროულად დარღვევის შემთხვევაში, დადგენილ ლიმიტებს გადაჭარბებულ თანხებს შორის უდიდესის 0,1 პროცენტის ოდენობით დარღვევის თითოეულ დღეზე.
7. სააგენტოს ინსტრუქციებით, დებულებებით, წესებით, დადგენილებებით, მოთხოვნებით დადგენილი და წერილობითი მითითებებით მოთხოვნილი შემდეგი დოკუმენტაციის წარუდგენლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:
ა) ბანკის აქციონერთა საერთო კრების, სამეთვალყურეო საბჭოსა და სარევიზიო კომისიის კრების ოქმების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში, 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) ბანკის სამეწარმეო რეესტრის, წესდების, ბანკის ფილიალების სარეგისტრაციო დოკუმენტებისა და მათში ცვლილებების შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
გ) ბანკის აქციონერებთან დაკავშირებული საფინანსო და იურიდიული დოკუმენტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
დ) ბანკის ადმინისტრატორებთან დაკავშირებული დოკუმენტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
ე) ბანკთან და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში სააგენტოში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
8. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამავე კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი შემდეგი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით: ა) ბანკის შემოწმების თაობაზე სააგენტოს განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სასმსახურისათვის დადგენილი წესით წარუდგენლობის ან/და დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
– 30 დღემდე დაგვიანებისათვის 100 (ასი) ლარის ოდენობით;
– 30 და მეტი დღით დაგვიანებისათვის 300 (სამასი) ლარის ოდენობით;“;
ბ) ბანკის შემოწმების თაობაზე სააგენტოს განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის გამოვლენის შემთხვევაში 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
გ) იდენტიფიკაციის გარეშე ნებისმიერი პირისათვის საბანკო მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
დ) მონიტორიგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ე) ბანკის შემოწმების თაობაზე სააგენტოს განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი წესით წარუდგენლობის ან/და დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
– 30 დღემდე დაგვიანებისათვის 100 (ასი) ლარის ოდენობით;
– 30 და მეტი დღით დაგვიანებისთვის 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
ვ) ბანკის შემოწმების თაობაზე სააგენტოს განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის გამოვლენის შემთხვევაში 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
9. დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ბანკის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ, ამავე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია ბანკის მიმართ გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა სანქციები.
10. ამ მუხლში აღნიშნული დარღვევების გამოვლენისას დარღვევის და აქტივების არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია ბანკის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების ნაცვლად გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა სანქციები.
მუხლი 3🔗. ფულადი ჯარიმისაგან გათავისუფლება
1. სააგენტო ბანკს ათავისუფლებს უკვე დაკისრებული და არგადახდილი ფულადი ჯარიმისაგან, ასევე ახალი ფულადი ჯარიმის დაკისრებისა და გადახდისაგან, თუ:
ა) ბანკში მოქმედებს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;
ბ) ბანკს გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია.
2. განსაკუთრებულ შემთხვევებში სააგენტოს შეუძლია ბანკი გაათავისუფლოს ფულადი ჯარიმის დაკისრებისა და გადახდისაგან, თუ ფულადი ჯარიმის გადახდის შედეგად შესაძლებელია:
ა) ბანკის ფინანსური მდგომარეობა ისე გაუარესდეს, რომ საფრთხე შეექმნას მის მომავალ ფუნქციონირებასა და გადახდისუნარიანობას;
ბ) ბანკი გახდეს არალიკვიდური და ვეღარ განახორციელოს კლიენტთა დეპოზიტების მომსახურება, რომლის შედეგადაც შესაძლებელია შეფერხდეს ანგარიშსწორება საბანკო სისტემაში.
3. ფულადი ჯარიმის დაკისრებისა და დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან ბანკის გათავისუფლების შესახებ სააგენტო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სააგენტოს უფროსის განკარგულების სახით.