„სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესატანების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესატანების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესატანების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №23-26, 1994-1995 წწ., მუხ.564) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი აბზაცი:
„ – გრანტით მიღებული სახსრებიდან გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ გაცემული ანაზღაურება (გათავისუფლება ეხება მხოლოდ ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულებას).“.
2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ამ კანონით განსაზღვრული სავალდებულო დაზღვევის შესატანების გადახდის ვალდებულება არ ეკისრება შემოსავლის გამცემ პირს, თუ შემოსავლის მიმღები პირი წარუდგენს მას საქართველოს საგადასახადო ორგანოების მიერ მინიჭებულ გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდს. ასეთ შემთხვევაში შემოსავლის მიმღები პირის მიერ სავალდებულო სადაზღვევო შესატანების გადახდის წესი საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სოციალური გადასახადის გადახდის წესის ანალოგიურია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 25 ივნისი.
№1588-რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესატანების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.06.2002.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესატანების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესატანების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.06.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1588. სარეგისტრაციო კოდი — 290.090.000.05.001.001.111.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესატანების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესატანების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესატანების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე, №1588, 25.06.2002, სარეგისტრაციო კოდი 290.090.000.05.001.001.111 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/13930/