⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.04.2009)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.09.2008
ძალის დაკარგვა 16.04.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №641
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.012189
გამოქვეყნების წყარო სსმ, 141, 24/09/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,109 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.09.2008 მიღება
16.04.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.012.189 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №641 2008 წლის 18 სექტემბერი  ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის  №50 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის დებულება“. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 29 იანვრის №99 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მდგრადი გავნითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“. 3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ი. ღვალაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტოს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტოს (შემდგომში – სამინისტრო) მდგრადი განვითარების დეპარტამენტი (შემდგომში –  დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.     მუხლი 2🔗.    დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. II თავი დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები     მუხლი 4🔗. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: ა) ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის, გარემოსდაცვითი და ბუნებრივი რესურსით სარგებლობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავების კოორდინაცია; ბ) სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია; გ) სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების მომზადების და განხორციელების კოორდინაცია; დ) საქართველოში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა; ე) საქართველოში „კიოტოს ოქმით“ განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა; ვ) სამინისტროს ურთიერთობის კოორდინირება საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და რეგიონული გარემოსდაცვითი კონვენციების სამდივნოებთან; ზ) მონაწილეობა საერთაშორისო და რეგიონულ კონვენციებთან მიერთების პროცედურული ღონისძიებების ორგანიზებაში, საქართველოს მიერ საერთაშორისო კონვენციებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი; თ) სამინისტროს სისტემაში საერთაშორისო წყაროების დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების მომზადებისა და განხორციელების კოორდინირება.     მუხლი 5🔗. თავისი საქმიანობის განხორციელებისას დეპარტამენტი: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს ნორმატიული აქტების პროექტებს; ბ) უზრუნველყოფს გარემოს დაცვის გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის (მდგრადი განვითარების სტრატეგიის) და გარემოსდაცვითი საშუალოვადიანი გეგმის (გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის) შემუშავებას; გ) უზრუნველყოფს სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო, საბიუჯეტო და სხა წყაროებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების კოორდინირებას; დ) უზრუნველყოფს მინისტრის სამართლებრივი აქტების, მინისტრის ცალკეული დავალებების შესრულებას; ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.  თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა     მუხლი 6🔗. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 7🔗. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.     მუხლი 8🔗. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს; დ) წელიწადში ერთხელ (საანგარიშო წლის ბოლოს) მინისტრს (კურატორ მინისტრის მოადგილეს) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ე) უზრუნველყოფს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისათვის აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე; თ) დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს; ი) კომპეტენციის ფარგლებში პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; კ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ლ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.     მუხლი 9🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ბ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; გ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე; დ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის პერიოდში.     მუხლი 10🔗. 1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ სამუშაოს და საინფორმაციო მასალას; გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 3. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.     მუხლი 11🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 12🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) პოლიტიკის სამმართველო; ბ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო; გ) ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების სამმართველო; დ) პროექტების კოორდინაციის სამმართველო.     მუხლი 13🔗. 1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში პოლიტიკის სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია: ა) კოორდინირება და ორგანიზება გაუწიოს ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესს და მიიღოს მონაწილეობა მის შემუშავებაში; ბ) ითანამშრომლოს მდგრადი განვითარების ცალკეული თემატური მიმართულებების მიხედვით შესამუშავებელი კონცეფციების, პროგრამების, მოქმედებათა გეგმების შემმუშავებლებთან და ხელი შეუწყოს შემუშავების პროცესში სამინისტროს შესაბამისი რგოლების მონაწილეობას; გ) ითანამშრომლოს მდგრადი განვითარების საკითხების თაობაზე როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე; დ) მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, პროგრამების და სახელმწიფო მიზნობრივი გარემოსდაცვითი პროგრამების შემუშავებაში; ე) კოორდინირება და ორგანიზება გაუწიოს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავების პროცესს და მონაწილეობა მიიღოს მის შემუშავებაში; ვ) კოორდინირება გაუწიოს და მოამზადოს სამინისტროს საშუალოვადიანი დაგეგმვის დოკუმენტი; ზ) კოორდინირება და ორგანიზება გაუწიოს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადებას; თ) გაანალიზოს მდგომარეობა გარემოს დაცვის სფეროში სტრატეგიული ხასიათის პროგრამებისა და გეგმების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე და შეიმუშაოს რეკომენდაციები მათი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით; ი) მონაწილეობა მიიღოს რეგიონული მასშტაბის გარემოს დაცვის მოქმედებათა გეგმების და სტრატეგიების შემუშავების პროცესში, შეიმუშაოს რეკომენდაციები მათი განხორციელების თაობაზე. 2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამმართველო უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს ინფორმაცია სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების, სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისაგან; ბ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და/ან რეგიონული მასშტაბის გარემოსდაცვითი სტრატეგიების, გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში;  განახორციელოს საერთაშორისო ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის ანალიზი; გ) ორგანიზება გაუწიოს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამით, რეგიონული და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა გეგმებით, ასევე სექტორული გარემოსდაცვითი გეგმებით გათვალისწინებული ანგარიშების მოსმენას ამ ღონისძიებათა მიმდინარეობის შესახებ. განახორციელოს ამ პროგრამების და გეგმების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი; დ) მონაწილეობა მიიღოს ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში, წარადგინოს წინადადებები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვის სფეროში ახალი ნორმატიული აქტების მიღების, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.     მუხლი 14🔗. 1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია: ა) მონაწილეობა მიიღოს და კოორდინირება გაუწიოს სამინისტროს ურთიერთობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და რეგიონული გარემოსდაცვითი კონვენციების სამდივნოებთან; ბ) კოორდინირება გაუწიოს საერთაშორისო და რეგიონული კონვენციების ეროვნული პასუხისმგებელი საკონტაქტო პირების საქმიანობას; გ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და რეგიონულ კონვენციებთან მიერთების პროცედურული ღონისძიებების ორგანიზებაში; დ) მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრაში და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კოორდინირებაში; ე) განახორციელოს საერთაშორისო ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის ანალიზი; ვ) მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში და კოორდინირება გაუწიოს ქვეყანაში შესაბამის განსახორციელებელ შიდა პროცედურებს; ზ) განახორციელოს საქართველოს მიერ საერთაშორისო კონვენციებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი და მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზებაში; თ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს და მონაწილეობა მიიღოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზებაში. 2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამმართველო უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; ბ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტრატეგიების, გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში; გ)  სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები კონვენციებზე ეროვნული პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირების დანიშვნის შესახებ, აგრეთვე არსებული დიპლომატიური არხების საშუალებით უზრუნველყოს კონვენციების შესაბამისი სამდივნოების ინფორმირება; დ) განახორციელოს მუშაობა კონვენციების მოთხოვნათა რეალიზებაში; ე) კონვენციების ეროვნული პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირებისაგან პერიოდულად მოითხოვოს ანგარიშები და ორგანიზება გაუწიოს მათი ანგარიშების მოსმენას; შეაფასოს მათ მიერ გაწეული საქმიანობა და სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე. ვ) კოორდინირება გაუწიოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და ამ საკითხთან დაკავშირებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაამყაროს შესაბამისი კავშირები როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების სამთავრობო, არასამთავრობო, სამეცნიერო და სხვა ორგანიზაციებთან; ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიერთების/რატიფიცირების აუცილებლობის შესახებ, შეთანხმებაზე ეროვნული საკონტაქტო პირების მიერ მომზადებული მასალის საფუძველზე; თ) მინისტრის აპარატიდან პერიოდულად მიიღოს საზღვარგარეთის ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მინისტრის შეხვედრების განრიგი და ჩატარებული შეხვედრების ოქმების ასლები; ი) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყებებიდან დროულად მიიღოს ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი როგორც საერთაშორისო შეხვედრების, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტის შესახებ.     მუხლი 15🔗. 1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია: ა)  საქართველოს კლიმატის ცვლილების პრობლემებზე წარმოებულ სამუშაოთა სახელმწიფო რეგულირების, სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა. იგი პასუხისმგებელია საქართველოში კლიმატის ცვლილების მდგომარეობის შესახებ ქვეყნის მმართველობითი ორგანოების და დაინტერესებული მხარეების ფაქტობრივი და პროგნოზული ინფორმაციით უზრუნველყოფაზე; ბ) კლიმატის ცვლილების შესუსტების  ღონისძიებებთან დაკავშირებით  სამინისტროს წინაშე რეკომენდაციების წარდგენა; საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა, კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ზომების განმახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მისი ანალიზი და ამ ანალიზის საფუძველზე კონკრეტული პროექტების შემუშავება; გ) კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს ეროვნული შეტყობინებების მომზადება ქვეყნის შესაბამის სამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით; დ) კლიმატის ცვლილების ეროვნული პროგრამის განხორციელება; ე) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებათა შესრულებისათვის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებში საქართველოს შესაბამისი სამინისტროების, უწყებების, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა ორგანიზაციების სამუშაოთა კოორდინაციის მიზნით წინადადებების მომზადება; ვ) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად საქართველოში სათბურის გაზების ემისიის შემცირებისაკენ და შთანთქმის გაძლიერებისაკენ მიმართული პროექტების მომზადება; ზ) „კიოტოს ოქმით“ განსაზღვრული სუფთა განვითარების მექანიზმის (სგმ) ამოქმედებით კონვენციის საბოლოო მიზნის მიღწევისათვის ღონისძიებათა განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; თ) საქართველოში „კიოტოს ოქმით“ განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა. 2. სამმართველო უფლებამოსილია წარადგინოს სამინისტროს ინტერესები გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისა და კიოტოს ოქმის ხელმძღვანელ ორგანოებსა და მუშა ჯგუფებში, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.     მუხლი 16🔗. 1. პროექტების კოორდინაციის სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია: ა) რეგულარულად შეაგროვოს ინფორმაცია საქართველოში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო, სამეცნიერო, არასამთავრობო და კერძო სექტორში მიმდინარე პროექტების შესახებ; ბ) კოორდინაცია გაუწიოს საქართველოში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო დაწესებულებებში მიმდინარე პროექტებს; გ) უზრუნველყოს სამინისტროში მიმდინარე საერთაშორისო წყაროებიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე პერიოდული ანგარიშგება; დ) მიაწოდოს წინადადებები სამინისტროს ხელმძღვანელობას და პროექტის ხელმძღვანელებს პროექტების მიმდინარეობისას წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრისა ან ცვლილებების შესახებ; ე) პროექტებით დაგეგმილი ღონისძიებების დუბლირების თავიდან აცილების მიზნით, შეითანხმოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული საპროექტო წინადადებები დასაფინანსებლად წარდგენამდე; ვ) ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორ ორგანიზაციებთან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში პროექტების მომზადებისა და მათ განსახორციელებლად ფინანსური სახსრების მოზიდვის მიზნით. 2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამმართველო უფლებამოსილია: ა) რეგულარულად მოითხოვოს სამინისტროს მხარდაჭერით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო, სამეცნიერო, არასამთავრობო და კერძო სექტორში მიმდინარე პროექტების განმახორციელებელი ერთეულების მხრიდან პროექტის მიმდინარეობის შესახებ სამინისტროს წინაშე ინფორმაცია; ბ) სარეკომენდაციო სახით მიმართოს სამინისტროს ხელმძღვანელობას დაგეგმილი პროექტების მიზანშეწონილობის შესახებ. თავი VI დასკვნითი დებულებები     მუხლი 17🔗. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.