სს "კასპიგაზი" - აქციონერთა მორიგი საერთო კრების ჩატარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სააქციო საზოგადოება „კასპიგაზის” აქციონერთა საყურადღებოდ
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 25 ივლისს დღის 12 საათზე საქართველოს „მეწარმეთა შესახებ” კანონის თანახმად, სს „კასპიგაზის” დირექტორატი იწვევს საზოგადოების აქციონერებს სს „კასპიგაზის” მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება ქ. კასპში, წერეთლის ქუჩა №46, სს „კასპიგაზის” ადმინისტრაციულ შენობაში.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. 2010 წლის წლიური ანგარიში:
ა) წლიური ანგარიშის წარმოდგენა დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშთან ერთად;
ბ) საზოგადოების მიერ 2010 წლის მოგება-ზარალის შესახებ.
2. დირექტორის ანგარიშის დამტკიცება;
3. სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცება.
4. 2011 წლისათვის აუდიტის არჩევის შესახებ.
5. სხვადასხვა
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ საზოგადოების დირექტორატში.
დირექტორი ლ. კენჭაძე