შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ

მიღების თარიღი 09.11.2005
ძალაში შესვლა 01.11.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 480400000.03.030.000619
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 06/12/2006
matsne.gov.ge 2,247 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.11.2005 მიღება
01.11.2006 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-style:italic;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml {mso-style-name:kvekana_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ საქართველოს მთავრობა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში “ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი. - მიზნად ისახავენ რა ერთმანეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებას, ურთიერთხელსაყრელ პირობებში; - გადაწყვიტეს რა, რომ შექმნან ხეშემწყობი პირობები ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული ინვესტიციებისათვის; - აღიარებენ რა, რომ ასეთი ინვესტიციების ხელშეწყობა და დაცვა წაახალისებს კერძო ბიზნეს ინიციატივებს და გაზრდის ორივე ქვეყნის კეთილდღეობას; შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗.  განსაზღვრებები წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის, 1. ტერმინი “ინვესტიცია” გულისხმობს ნებისმიერი სახის აქტივებს ინვესტირებულს ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის მიერ მეორე ხელშემკვრელ მხარის კანონებისა და წესების შესაბამისად ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ შემდეგით; ა) მოძრავი და უძრავი ქონება და მასთან დაკავშირებული საკუთრების უფლებები, ისეთი როგორიცაა იპოთეკა, საგარანტიო უფლება, გარანტიის უზრუნველყოფა და მსგავი უფლებები; ბ) აქციები, ობლიგაციები, თამასუქები (სავალო ვალდებულებები) და კომპანიაში მოწილეობის სხვა ფორმები; გ) ფულის მოთხოვნა და კონტრაქტის შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია, რომელსაც გააჩნია ეკონომიკური ღირებულება; დ) ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, მათ შორის საავტორო უფლებები, სამრეწველო საკუთრების უფლებები (ისეთი როგორიცაა პატენტები, სამრეწველო ნიმუშები და მოდელები, სავაჭრო ნიშნები, საფირმო სახელწოდებები) და ნოუ-ჰაუ; ე) გუდვილი; ვ) ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება მინიჭებული კანონით ან კონტრაქტის საფუძველზე, მათ შორის ბუნებრივი რესურსების მოძიების, დამუშავების, მოპოვებისა და გამოყენების კონცესია. ფორმის ნებისმიერი სახის ცვლილება, რომლის დროსაც აქტივები არის ინვესტირებული, არ უნდა ახდენდეს ზეგავლენას მათ ხასიეთზე, როგორც ინვესტიციაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ცვლილება შესაბამისობაშია იმ ხელშემკვრელი მხარის კანონებთან და წესებთან, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა ინვესტირება. 2. ტერმინი “ინვესტორი” გულისმობს: ა) საქართველოს შემთხვევაში: I) ფიზიკურ პირს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, II) ნებისმიერ იურიდიული პირს, რომელიც ჩამოყალიბებულია ან რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ბ) ლიტვის რესპუბლიკის შემთხვევაში; I) ფიზიკურ პირს, რომელნიც არიან ლიტვის რესპუბლიკის მოქალაქეები, მისი წესებისა და კანონების შესაბამისად; II) პირებს, რომელთაც არ გააჩნიათ მოქალაქეობა და რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ლიტვის რესპუბლიკაში, მისი წესებისა და კანონების შესაბამისად; III) ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც ჩამოყალიბებულია ლიტვის რესპუბლიკის კანონებისა და წესების შესაბამისად. 3. ტერმინი “შემოსავალი” ნიშნავს ინვესტიციების საშუალებით მიღებულ ყველა თანხებს, რომელიც მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება, მოგებას, კაპიტალურ შემოსავლებს, სარგებელს, დივიდენდს, როიალტისა და საფასურს. 4. ტერმინი “ტერიტორია” გულისხმობს: ა) საქართველოს შემთხვევაში -საქართველოს ტერიტორიას, მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ სივრცეს მის საზღვრებში, კერძოდ, სახმელეთო სივრცეს, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ წიაღს და მათ ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეს, ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მდებარე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართაც ვრცელდება საქართველოს სუვერენიტეტი და იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ბ) ლიტვის რესპუბლიკის შემთხვევაში-ლიტვის რესპუბლიკის ტერიტორიას, რომელზეც ლიტვის რესპუბლიკა ახორციელებს სუვერენიტეტს და სხვა ტერიტორიებს რომელზეც ლიტვის რესპუბლიკა ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებებს ან იურისდიქციას საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. 5. ტერმინი “კანონები და წესები” ორივე ხელშემკვრელი მხარის შემთხვევაში გულისხმობს ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ძალაში მყოფ კანონებსა და წესებს.     მუხლი 2🔗. ინვესტიციათა ხელშეწყობა თითოეული ხელშემკვრელი მხარე წაახალისებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს რათა მათ განახორციელონ ინვესტიციები მის ტერიტორიაზე და ასეთ ინვესტიციებს დაუშვებს თავისი კანონებისა და წესების შესაბამისად.     მუხლი 3🔗.  ინვესტიციათა დაცვა და მინიჭებული რეჟიმი 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებსა და ინვესტიციებიდან მიღებულ შემოსავლებს მიანიჭებს სამართლიან და ობიექტურ რეჟიმს და სრულ და მუდმივ დაცვასა და უსაფრთხოებას. 2. არცერთმა ხელშემკვრელმა მხარემ არ უნდა შეუშალოს ხელი მის ტერიტორიაზე გაუმართლებელი, დისკრიმინაციული ან თვითნებური ღონისძიებების შემოღებით მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ ინვესტიციათა მართვას, შენარჩუნებას, გამოყენებას, სარგებლობასა და განკარგვის უფლებას. 3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს მიანიჭებს არა ნაკლებ ხელშემწყობ რეჟიმს, ვიდრე ის ანიჭებს თავისი ინვესტორების ან მესამე სახელმწიფოს ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, რომელიც უფრო მეტად არის ხელსაყრელი. 4. წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ უნდა იქნას განმარტებული იმგვარად, რომ მოითხოვდეს ხელშემკვრელი მხარის მხრიდან გაავრცელოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებზე, ნებისმიერი სახის რეჟიმის სარგებლობა, უპირატესობა ან პრივილეგია მინიჭებული ნებისმიერი მესამე ქვეყნის ინვესტორებისათვის გამომდინარე: ა) ნებისმიერი სახის არსებული ან მომავალში შექმნილი საბაჟო კავშირებიდან, საერთო ბაზარიდან, თავისუფალი სავაჭრო ზონიდან, რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა ფორმებიდან ან მსგავს საერთაშორისო შეთანხმებაში მონაწილეობიდან, რომლის წევრიც შესაძლოა გახდეს ერთერთი ხელშემკვრელი მხარე; ბ) ნებისმიერი არსებული ან მომავალში ხელმოწერილი შეთანხმებით, რომელიც დაკავშირებულია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებასთან ან ნებისმიერ სხვა ნორმასთან, რომელიც დაკავშირებული დაბეგვრასთან.     მუხლი 4🔗. ექსპროპრიაცია 1. არცერთმა ხელშემკვრელმა მხარემ არ უნდა მოახდინოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის ინვესტიციის ექსპროპრიაცია ან ნაციაონალიზაცია, ან განახორციელოს ნებისმიერი სახის ღონისძიება, რომელსაც ექნება მსგავსი შედეგი (შემდგომში ექსპროპრიაცია), გარდა იმ შემთხვევისა როცა: ა) ასეთი ექსპროპრიაცია გამომიდნარეობს საზოგადოებრივი მიზნებიდან და ხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურის მიხედვით; ბ) ასეთი ექსპროპრეაცია ხორციელდება არა დისკრიმინაციულ საფუძველზე; გ) გაიცემა დაუყოვნებელი, ადექვატური და ეფექტური კომპენსაცია. 2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტში აღნიშნული კომპენსაცია უნდა იყოს ექვივალენტური ჩამორთმეული ინვესტიციის საბაზრო ღირებულების იმ მომენტისათვის, სანამ მოხდება ექსპროპრიაცია ან მომავალი ექსპროპრიუაციის შესახებ საზოგადოებისათვის გახდება ცნობილი, რომელიც იქმნება უფრო ადრე, და გადახდილ უნდა იქნას დაგვიანების გარეშე. კომპენსაცია უნდა მოიცავდეს სარგებლის განაკვეთს, რომელიც გამოითვლება ლიბორის (LIBOR) საფუძველზე ექსპროპრიაციის დღიდან სრული გადახდის დღემდე; 3. ინვესტორს, რომლის ქონებაც იქნა ექსპროპრირებული, წინამდებარე შეთანხმების მე-8 მუხლიდან გამომდინარე მათი უფლების ხელყოფის გარეშე, უნდა მიეცეს მისი შემთხვევის დაუყოვნებლად განხილვის უფლება, ექსპროპრიაციის განმახორციელებლი ხელშემკვრელი ქვეყნის სასამართლო ორგანოს ან სხვა კომპეტენტური და დამოუკიდებელი უფლებამოსილი ორგანოების მიერ რათა დადგინდეს ასეთიექსპროპრიაცია და ნებსიმიერი მასთან დაკავშირებული კომპენსაციის გადახდა შეესაბამება თუ არა წინამდებარე მუხლის დებულებებს და ექსპროპრიაციის განმახორციელებელი ხელშემკვრელი მხარის წესებსა და კანონებს.     მუხლი 5🔗. კომპენსაცია და დანაკარგებისათვის 1. ხელშემკვრელი მხარის ინვესტორი, რომელმაც განიცადა დანაკარგი მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით ომის გამო, საგანგებო მდგომარეობით, რევოლუციით, აჯანყებით, ან სხვა მსგავსი მოვლენით ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელი მხარის მიერ უნდა მიენიჭოს არა ნაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ის, რომელსაც იგი ანიჭებს თავის ინვესტორს ან ნებისმიერი მესამე ქვეყნის ინვესტორებს, რომელიც უფრო მეტად ხელსაყრელი იქნება ინვესტორისათვის. 2. მიუხედავად წინამდებარე მუხლის 1-ლი პარაგრაფის დებულებებისა ხელშემკვრელი მხარის ინვესტორი, რომელმაც განიცადა დანაკარგი მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, გამომდინარე: ა) მეორე ხელშემკვრელი მხარის შეიარაღებული ძალების ან სახელმწიფო ორგანოების მიერ მისი ინვესტიციის მთლიანად ან ნაწილობრივ ჩამორთმევით, ან ბ)მეორე ხელშემკვრელი მხარის შეიარაღებული ძალების ან სახელმწიფო ორგანოების მიერ მისი ინვესტიციის მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურებით, რომელიც არ გამომდინარეობდა არსებული მდგომარეობის გადაუდებელი საჭიროებიდან, ნებისმიერ შემთხვევაში ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის მიერ უნდა მიეცეს რესტიტუცია ან კომპენსაცია, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა იყოს დაუყოვნებელი, ადექვატური და ეფექტური.     მუხლი 6🔗. ტრანსფერები 1. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ, მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებისათვის უნდა უზრუნველყოს ინვესტიციებთან დაკავშირებული გადახდების შეუზღუდავი გადარიცხვები მის ტერიტორიაზე და ტერიტორიიდან, კერძოდ, კი: ა) საწყისი კაპიტალისა და დამატებითი თანხების ინვესტიციის შენარჩუნების ან გაზრდისათვის; ბ) ინვესტიციებიდან შემოსავლები; გ) ინვესტიციის მთლიანად ან ნაწილობრივი გაყიდვით ან ლიკვიდაციით მიღებული შემოსავლების; დ) ინვესტიციებთან უშუალოდ დაკავშირებული სესხის დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრების; ე) ამ შეთანხმების მე-4 და მე-5 მუხლის შესაბამისად გადასახდელი კომპენსაციის; ვ) მე-7 მუხლში მითითებული გარანტიის ან დაზღვევის კონტრაქტის შესაბამისად გადახდილი თანხის; ზ) შემოსავლებსა და სხვა სახის ანაზღაურებებს პერსონალისათვის, რომელნიც დასაქმებულნი არიან საზღვარგარეთიდან და მუშაობენ ინვესტიციებთან დაკავშირებულ საკითხებზე. 2. ევროკავშირის მიერ გამოყენებული ზომებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, გადარიცხვები განხორციელებულ იქნას იმ ვალუტაში, რომლითაც გაკეთებული იქნა საწყისი ინვესტიცია ან ნებისმიერ თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, ინვესტორთან შეთანხმების შესაბამისად, არსებული საბაზრო გაცვლითი კურსით გადარიცხვის განხორციელების დღეს და უნდა განხორდიელდეს ზედმეტი დაყოვნების გარეშე. 3. ხელშემკვრელი მხარეები წინამდებარე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებში მითითებულ ტრანსფერებს მიანიჭებენ არა ნაკლებ ხელშემწყობ რეჟიმს, ვიდრე ანიჭებენ ნებისმიერი მესამე ქვეყნის ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს. 4. წინამდებარე მუხლის ზემოაღნიშნული დებულებების მიუხედავად, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეინარჩუნოს სამართლიანი, არადისკრიმინაციული და კეთილსინდისიერად გამოყენებული ღონისძიებები, დაკავშირებული დაბეგვრასთან, კრედიტორთა უფლებების დაცვასთან, ან უზრუნველყოს სხვა წესებთან და კანონებთან შესაბამისობა.     მუხლი 7🔗. სუბროგაცია თუ ხელშემკრველი მხარე ან მისი წარმომადგენელი ორგანო (“პირველი ხელშემკვრელი მხარე”) ახორციელებს თანიხს გადახდას თავისი ინვესტორებისათვის იმ გარანტიის ან დაზღვევისკონტრაქტის შესაბამისად, რომელიც მან გასცა მეორე ხელშემკვრელი მხარის (“მეორე ხელშემკვრელი მხარე”) ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, მეორე ხელშემკვრელმა მხარემ მხედველობაში უნდა მიიღოს: ა) კანონის შესაბამისად ან შესაბამის იურიდიულ საფუძველზე პირველ ხელშემკვრელ მხარეში, დაზღვეული მხარის ყველა უფლებისა და მოთხოვნის გადაცემა, და ბ) რომ პირველი ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილი სუბროგაციის საფუძველზე გამოიყენოს ასეთი უფლებები და ცხოვრებაში გაატაროს ასეთი მოთხოვნები, ისეთივე ზომით როგორც განახორციელებს დაზღვეული მხარე.     მუხლი 8🔗. საინვესტიციო დავის გადაწყვეტა 1. დავა, ერთი ხელშემკვრელი მხარესა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის, ზემოაღნიშნული მხარის ტერიტორიაზე ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა გადაწყდეს კეთილგანწყობილ ატმოსფეროში მოლაპარაკებების გზით. დავის შემთხვევაში, ინვესტორმა აღნიშნულის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელებულია ინვესტიცია, მათ შორის დეტალური ინფრომაციიას ჩათვლით. 2. თუ ასეთი დავის გადაწყვეტა არ მოხდა კეთილგანწყობილ ატმოსფეროში მოლაპარაკებების გზით, 1-ელ პუნქტში მითითებული წერილობითი განაცხადის გაკეთებიდან ექვსი თვის განმავლობაში, დავის მონაწილე რომელიმე მხარეს შეუძლია დავა განხილვისათვის მიაწოდოს: ა) შეთანხმების მონაწილე მხარეს კომპეტენტურ სასამართლოს; ან/და ბ) საერთაშორისო არბიტრაჟს: I. საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრში (ICSID), რომელიც ჩამოყალიბებულია ქვეყნებსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავების მოგვარების კონვენციის თანახმად, რომელიც შესრულებულია ვაშინგტონში 1965 წლის 18 მარტს; ან II. ან ნებისმიერ ad hoc საარბიტრაჟო ტრიბუნალში, რომელიც ჩამოყალიბებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) საარბიტრაჟო წესების მიხედვით. დავის მონაწილე მხარეები შესაძლოა წერილობით შეთანხმდედ აღნიშნული წესების შეცვლაზე. ამ მიზნით თითოეული ხელშემკვრელი მხარე აქედან გამოდმინარე აღიარებს ზემოაღნიშნულ საერთაშორისო აბიტრაჟს. 3. თუ დავა წარმოიქმნება და დავის მონაწილე მხარეები გადაწყვეტენ აღნიშნული დავა განსახილველად მიაწოდონ წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტში მითითებულ ერთ-ერთ საარბიტრაჟო ორგანოს, ისინი უარს ამბობენ თავის უფლებაზე მიმართონ სხვა არბიტრაჟს. 4. სასამართლო გადაწყვეტილება საბოლოოა და ორივე მოდავე მხარისათვის სავალდებულო. ორივე ხელშემკვრელმა მხარემ დაყოვნების გარეშე უნდა უზრუნველყოს ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილების შესრულება, აღიარებული შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის წესებისა და კანონების შესაბამისად, ასევე უნდა უზრუნველყოს თავის ტერიტორიაზე ასეთი გადაწყვეტილების ეფექტური შესრულება. 5. არცერთმა ხელშემკვრელმა მხარემ თავდაცვის მიზნით არ უნდა ამტკიცოს, რომ დანაკარგის დაბრუნება ან მთლიანად მიყენებული ზარალის ან მისი ნაწილის სხვა სახით კომპენსაცია მიღებულ იქნა ან იქნება მიღებული გარანტიის ან დაზღვევის კონტრაქტის შესაბამისად.     მუხლი 9🔗. მხარეებს შროის დავის მოგვარება 1. ნებისმიერი სახის დავა ხელშემკვრელ მხარეებს შორის, რომელიც შეეხება წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციას ან მის განხორციელებას, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა გადაწყდეს დიპლომატიური არხების საშუალებით. 2. თუ ხელშემკვრელი მხარეები დავის დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით, შესაძლოა იგი წარედგინოს საარბიტრაჟო ტრიბუნალს. 3. თითოეულ ინდივიდუალურ საქმესთან დაკავშირებით საარბიტრაჟო ტრიბუნალი უნდა შედგეს შემდეგი წესით. არბიტრაჟზე მოთხოვნის მიღების დღიდან ორი თვის განმავლობაში, როდესაც ერთ-ერთმა ხელშემკვრელმა მხარემ მიიღო მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნა არბიტრაჟის შესახებ, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნიშნავს ტრიბუნალის ერთ წევრს. ეს ორი წევრი ერთად, შემდგომი ორი თვის განმავლობაში, აირჩევს ტრიბუნალის მესამე წევრს, რომელიც იქნება მესამე ქვეყნის მოქალაქე. მესამე ტრიბუნალის წევრი, ორივე ხელშემკვრელი მხარის თანხმობით, დანიშნულ უნდა იქნას საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარედ. 4. თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი ვერ იქნა ჩამოყალიბებული წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ვადებში, ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს, სხვა შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში, შეუძლია სთხოვოს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს ნებისმიერი საჭირო დანიშვნების განხორციელება. თუ ის აღმოჩნდება რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, ან თუ იგი სხვა მიზეზით ვერ განახორციელებს დაკისრებულ ფუნქციას, შესაბამისი დანიშვნების განსახორციელებლად მოწვეულ უნდა იქნას სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი. იმ შემთხვევაში თუ ვიცე-პრეზიდენტი აღმოჩნდება რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, ან სხვა მიზეზით ვერ განახორციელებს დაკისრებულ ფუნქციას, შემდგომ იერარქიულ საფეხურზე მდგომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს თანამდებობის პირს, რომელიც არ არის არცერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე უნდა ეთხოვოს შესაბამისი დანიშვნების განხორციელება. 5. საარბიტრაჟო ტრიბუნალი თვითონ ადგენს თავის საკუთარ პროცედურებს. საარბიტრაჟო ტრიბუნალი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. გადაწყვეტილებები იქნება საბოლოო და სავალდებულო შესასრულებლად თითოეული ხელშემკვრელი მხარისათვის. 6. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა დაფაროს თავისი არბიტრის და საარბიტრაჟო პროცედურებში თავისი მონაწილეობის ხარჯები. თავმჯდომარის მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები და დარჩენილი ხარჯები თანაბრად უნდა გადანაწილდეს მხარეებს სშორის. თუმცა, საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია დაადგინოს, რომ ხარჯების მეტი წილი დაეკისროს ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს. აღნიშნული გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის.     მუხლი 10🔗 უფრო მეტად ხელშემწყობი დებულებები თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა ან ვადლებულებების საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, არსებული დღეისათვის ან მიღებული შემდგომში, მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს ანიჭებენ უპირატეს ხელშემწყობ რეჟიმს. ვიდრე ენიჭება წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, ასეთი უპირატესი ხელშემწყობი რეჟიმი უნდა იქნას გამოყენებული.     მუხლი 11🔗. კონსულტაციები რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მეორე ხელშემკვრელი მხარე დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს გამართოს კონსულტაციები წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციაზე ან მის განხორციელებასთან დაკავშირებით.     მუხლი 12🔗 შეთანხმების გამოყენება 1. წინამდებარე შეთანხმება გავრცელდება შეთანხმების ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მისი კანონებისა და წესების შესაბამისად მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებზე, როგორც შეთანხმების ძალაში შესვლამდე ისე მას შემდეგ, მაგრამ არ გავრცელდება არცერთ დავაზე ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოიშვა ან ნებისმიერი სახის საჩივარზე, რომელიც გადაწყდა შეთანხმების ძალაში შესვლამდე. 2. წინამდებარე შეთანხმება ასევე არ გავრცელდება ისეთ საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია მიწის შესყიდვასთან, გამოყენებასთან, ექსპლუატაციასთან ან განკარგასთან. ეს საკითხები რეგულირდება თითოეული ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და წესების შესაბამისად.     მუხლი 13🔗 შესწორებები და დამატებები წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისას ან მისი ძალაში შესვლიდან ნებისმიერ დროს წინამდებარე შეთანხმების დებულებებში შესაძლოა შეტანილ იქნას შესწორებები და დამატებები ხელშემკვრელი მხარეების წერილობითი ურთიერთშეთანმხებით. ასეთი შესწორებები და დამატებები ძალაში შედის შეთანხმების მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.     მუხლი 14🔗 ძალაში შესვლა, ხანგრძლივობა და შეთანხმების შეწყვეტა 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისათვის ყველა საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო შეტყობინების მიღების დღიდან. 2. შეთანხმება ძალაშია (15) წლის განმავლობაში. ამის შემდეგ ძალაში დარჩება იგივე ვადებით მანამ, სანამ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის თორმეტ (12) თვეში შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. 3. შეთანხმების გაუქმებამდე განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, აღნიშნული შეთანხმების 1-12 მუხლები ძალაში დარჩება შეთანხმების გაუქმების დღიდან 10 წლის განმავლობაში. შესრულებულია ქ. თბილისში ორ პირად, 2005 წლის 9 ნოემბერს, თითოეული ქართულ, ლიტვურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. წინამდებარე შეთანხმება სხვადასხვა ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს. საქართველოს მთავრობის სახელით ლიტვის რესპუბლიკის მთავრობის სახელით