,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ნიმუშის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2011 წლის 1 ივლისი
ქ. ქარელი
,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ნიმუშის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ნიმუშის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის №110 დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართი შეიცვალოს ახალი №3 დანართით.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე პ. ღვინიაშვილი
დანართი №3
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის
აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულება
1. აღნიშნული წესი შემუშავებულია ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე.
2. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (შემდგომში _ ოქმი) და საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე (შემდგომში _ საჯარიმო ქვითარი) გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე.
მუხლი 2. ოქმის მომარაგება, გაცემა და დაბრუნება
1. ოქმის შეკვეთას მუნიციპალიტეტის გამგეობა აწარმოებს ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
2. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.
3. ოქმების გაცემა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურისათვის ხორციელდება მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
4. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.
მუხლი 3. ოქმების შენახვა
1. ოქმების შენახვა ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. ოქმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე კარადაში.
3. სათავსვო, სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
4. ოქმები ინახება ამ ფორმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან ან პირებთან.
მუხლი 4. ოქმების შევსება და წარმოება
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს უფლებამოსილი პირები ავსებენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.
2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი; ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, ასეთების არსებობის შემთხვევაში;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
4. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულები, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
5. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ოქმის შედგენისას დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში.
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში.
7. ოქმი, მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
მუხლი 5. ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირები.
მუხლი 6. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ოქმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი 4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის/ოქმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილ უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში.
3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.