საქართველოში შემოტანილ თამბაქოს ნაწარმზე სატერმინალო მომსახურების დაწესების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.012.003.079
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ბრძანება№205
1997 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოში შემოტანილ თამბაქოს ნაწარმზე სატერმინალო მომსახურების დაწესების შესახებ
საქართველოში შემოტანილი თამბაქოს ნაწარმის აღრიცხვისა და კონტროლის სრულყოფის მიზნით, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. დაწესდეს საქართველოში შემოტანილ თამბაქოს ნაწარმზე საბაჟო სატერმინალო მომსახურება;
2. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტმა ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით 1997 წლის 1 სექტემბრამდე შეიმუშაოს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებული თამბაქოს ნაწარმის საბაჟო კონტროლის და საბაჟო სატერმინალო მომსახურების დროებითი წესები და განსაზღვროს მომსახურების საფასური;
3. აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბატონ თ. აბულაძეს.
მინისტრი მ. ჭკუასელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოში შემოტანილ თამბაქოს ნაწარმზე სატერმინალო მომსახურების დაწესების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
- სად არის „საქართველოში შემოტანილ თამბაქოს ნაწარმზე სატერმინალო მომსახურების დაწესების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოში შემოტანილ თამბაქოს ნაწარმზე სატერმინალო მომსახურების დაწესების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1394760/