საგნობრივი ოლიმპიადების დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.02.2003
ძალის დაკარგვა 29.03.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების მინისტრი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 430210000.11.101.005695
გამოქვეყნების წყარო სსმ, 15, 28/02/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს განათლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 23.03.2007
დოკუმენტის ტექსტი
საგნობრივი ოლიმპიადების დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Chveul;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx; color:black;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:22.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx; color:black;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx; color:black;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:9.0pt; font-family:Chveul;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:LitNusx; color:black;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New"; color:black;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:28.35pt 51.05pt 56.7pt 51.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.11.101.005.695
საქართველოს განათლების მინისტრის
ბრძანება №15
2003 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
საგნობრივი ოლიმპიადების დებულების დამტკიცების შესახებ
„განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მხულის 1-ლი პუნქტის და მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნტის შესასრულებლად და მოსწავლეთა საგნობრივი ოლიმპიადების ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველსაყოფად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „მოსწავლეთა საგნობრივი ოლიმპიადების დებულება”.
2. მოსწავლეთა სანობრივი ოლიმპიადების, ცენტრალურმა საორგანიზაციო კომიტეტმა (ბ-ნი თ. ტატიშვილი), ადგილობრივმა საორგანიზაციო კომიტეტებმა, ოლიმპიადების თავმჯდომარეებმა ოლიმპიადების ჩატარების, ორგანიზაციული საკითხები მოაგვარონ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
3. მოსწავლეთა საგნობრივი ოლიმპიადების დებულება დაეგზავნოს ქვეყნის ქალაქებისა და რაიონები განათლების განყოფილებებმა და ოლიმპიადების საორგანიზაციო კომიტეტებს.
ალ. კარტოზია
მოსწავლეთა საგნობრივი ოლიმპიადების დებულება
1. საქართველოს განათლების სამინისტრო ოლიმპიადებს ატარებს მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში (არაქართულენოვანი სკოლებისათვის), საქართველოს ისტორიაში, გეოგრაფიაში, ინფორმატიკაში, ასტრონომიასა და უცხოურ ენებში (რუსული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული).
2. ოლიმპიადა მიზნად ისახავს გააღრმაოს მოსწავლეთა მიერ სკოლაში მიღებული ცოდნა, გამოავლინოს ნიჭიერი, შემოქმედებითი აზროვნების უნარის მქონე და ცალკეული საგნით დაინტერესებული მოსწავლეები, დაეხმაროს სკოლას სწავლების ხარისხის ამაღლებაში.
3. ოლიმპიადების რაიონულ და ზონურ ტურებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სახელმწიფო და არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებების VIII-XI კლასების მოსწავლეებს (ასტრონომიაში – XI კლასის), მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში – IX-XI კლასების მოსწავლეებს. ოლიმპიადების დასკვნით ტურებში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ IX-XI (მათემატიკაში VI – XI, ბიოლოგიასა და ფიზიკაში VIII – XI, გეოგრაფიაში – VIII – X, ასტრონომიაში – XI) კლასების მოსწავლეები. აგრეთვე, ყველა საგანში პროფესიული სასწავლებლების I-III კურსების მოსწავლეები.
4. ოლიმპიადები ტარდება სამ ეტაპად: რაიონული, ზონური და დასკვნითი. სამივე ტური დასწრებულია (ასტრონომიაში რაიონული ტური არ ტარდება). ფიზიკასა და ქიმიაში დასკვნითი ტური ჩატარდება ორ ეტაპად: თეორიული და ექსპერიმენტული. ექსპერიმენტულ ტურზე დაიშვებიან მოსწავლეები, რომლებიც თეორიულ ტურში დააგროვებენ ქულათა მაქსიმუმის 60 და მეტ პროცენტს.
5. ოლიმპიადების ხელმძღვანელობისათვის იქმნება რაიონული, ზონური და ცენტრალური საორგანიზაციო კომიტეტები, რომელთა შემადგენლობას შესაბამისად ამტკიცებს რაიონის (ქალაქის) განათლების განყოფილება, სასკოლო ოლქის განათლების სამმართველო (იქ, სადაც ოლქი არ არის – ზონის ცენტრის განათლების განყოფილება) და განათლების სამინისტრო. ზონის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაში შეყვანილ უნდა იქნენ ზონაში შემავალი რაიონების წარმომადგენლები.
6. რაიონული საორგანიზაციო კომიტეტი:
ა) ქმნის ოლიმპიადების რაიონულ ჟიურის და ხელმძღვანელობს მის მუშაობას;
ბ) ადგენს ოლიმპიადების ჩატარების ადგილსა და დროს და აცნობებს მას სკოლებს;
გ) აზუსტებს რაიონულ ტურში გამარჯვებულ მოსწავლეთა სიას და წარუდგენს მას შესაბამისი ზონის საორგანიზაციო კომიტეტს;
დ) აჯამებს რაიონული ტურის შედეგებს და წარუდგენს განათლების განყოფილებას.
7. ზონური საორგანიზაციო კომიტეტი:
ა) ქმნის ზონური ტურების ჟიურის და ხელმძღვანელობს მათ მუშაობას;
ბ) აჯამებს ზონაში შემავალი რაიონებში გამარჯვებულ მოსწავლეთა რაოდენობას და უშვებს მათ ზონურ ტურზე;
გ) ადგენს რაიონული ტურის დავალებებს და უგზავნის რაიონულ საორგანიზაციო კომიტეტებს;
დ) ადგენს ზონური ტურის დავალებებს მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში, საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიაში;
ე) ატარებს ზონურ ტურებს, აჯამებს შედეგებს და ზონაში გამარჯვებულ მოსწავლეთა სიას მათ ნამუშევრებთან ერთად უგზავნის ცენტრალურ საორგანიზაციო კომიტეტს;
ვ) ორგანიზებას უწევს დასკვნით ტურზე მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეების გაგზავნას;
8. ცენტრალური საორგანიზაციო კომიტეტი:
ა) არჩევს ოლიმპიადების ჟიურის თავმჯდომარეებს საგნების მიხედვით და დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს;
ბ) კოორდინაციას უწევს საგნობრივი ჟიურის მუშაობას;
გ) ადგენს ზონური და დასკვნითი ტურების ჩატარების გრაფიკს და დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს;
დ) ხელმძღვანელობს დასკვნითი ტურის ჩატარებას;
ე) აჯამებს დასკვნითი ტურის შედეგებს და წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას
9. რაიონული ტური ტარდება რაიონის ცენტრში, ზონური – ზონის ცენტრში, დასკვნითი – თბილისში.
10. ზონური ტურების ჩასატარებლად შექმნილია 17 ზონა:
ა) თბილისი – თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის;
ბ) ქ. სოხუმი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის;
გ) ქ. ბათუმი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის;
დ) ქ. ქუთაისი – ქუთაისის, ტყიბულის, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანის, ხონისა და ბაღდათის რაიონების ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის;
ე) ქ. რუსთავი – რუსთავის, მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონების ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის;
ვ) ქ. გორი – გორის, ქარელის, ხაშურის, კასპის, რაიონის ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის;
ზ) ქ. ცხინვალი – ქ. ცხინვალის, ცხინვალისა და ჯავის რაიონების ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის;
თ) ქ. ზუგდიდი – ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხისა და მესტიის რაიონების ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის;
ი) ქ. ზესტაფონი – ზესტაფონის, თერჯოლისა და ხარაგაულის რაიონების ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის;
კ) ქ. ჭიათურა – ჭიათურის და საჩხერის რაიონების ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის;
ლ) ქ. სენაკი – სენაკის, აბაშის, ფოთის, ჩხოროწყუსა და მარტვილის რაიონების ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის;
მ) ქ. მცხეთა – მცხეთის, თიანეთის, დუშეთის, ახალგორისა და ყაზბეგის რაიონების ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის;
ნ) ქ. ახალციხე – ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა, ნინოწმინდის და ბორჯომის რაიონების ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის;
ო) ქ. გურჯაანი – გურჯაანის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონების ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის;
პ) ქ. თელავი – თელავის, ახმეტის და ყვარლის რაიონების ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის;
ჟ) ქ. ოზურგეთი – ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის რაიონების ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის;
რ) ქ. ამბროლაური – ამბროლაურის, ონის, ცაგერის და ლენტეხის რაიონების ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის. (ინფორმატიკაში ზონების ჩამონათვალი თან ერთვის)
11. რაიონული ტური ტარდება იანვარში, ზონური – თებერვალში, დასკვნითი – მარტსა და აპრილში. ზონური და დასკვნითი ტურების ჩატარების გრაფიკს ადგენს განათლების სამინისტრო.
12. რაიონულ ტურში მონაწილეობის მისაღებად სკოლები შეარჩევენ საუკეთესო მოსწავლეებს და სიას წარუდგენენ რაიონის საორგანიზაციო კომიტეტს.
13. ზონურ ტურზე დაიშვებიან მოსწავლეები, რომლებიც რაიონულ ტურში დააგროვებენ ქულათა მაქსიმუმის 60 და მეტ პროცენტს.
14. ცენტრალური საორგანიზაციო კომიტეტისაგან მიღებული პაკეტი დავალებებით საგნების მიხედვით იხსნება ზონური ტურის ჩატარების დღეს მოსწავლეთა თანდასწრებით. სამუშაოს შესასრულებლად მოსწავლეებს ეძლევათ 12-ფურცლიანი რვეული. დავალებების შესასრულებლად განსაზღვრულია 4 ასტრონომიული საათი. უცხოურ ენებში დროის ხანგრძლივობას განსაზღვრავენ კომისიის თავმჯდომარეები. ამ დროის განმავლობაში მოსწავლეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ორ ან სამ (უცხოური ენის) საგანში.
15. საჭიროების შემთხვევაში დავალებები ითარგმნება სხვა ენაზე, რისთვისაც წინასწარ მოწვეულ უნდა იქნეს სათანადო კვალიფიკაციის მუშაკი.
16. ზონური ტურის მონაწილე მოსწავლეთა ნამუშევრებს ასწორებს ჟიური და აძლევს შეფასებას. სია იმ მოსწავლეებისა, რომლებმაც მიიღეს ქულათა მაქსიმუმის 50 და მეტი პროცენტი (უცხოურ ენებში 70 და მეტი პროცენტი), ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენასა და ლიტერატურაში – 12-15 ქულა, რუსულ ენასა და ლიტერატურაში – 19-23 ქულა) იგზავნება ცენტრალური საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე არა უგვიანეს მესამე დღისა ტურის ჩატარებიდან. სიასთან ერთად იგზავნება ზონურ ტურში გამარჯვებულ მოსწავლეთა ნამუშევრებიც.
17. ცენტრალური საორგანიზაციო კომიტეტის ჟიური გადაამოწმებს ნამუშევრებს და დაადგენს დასკვნით ტურზე დაშვებულ მოსწავლეთა სიას (დასკვნით ტურზე დაიშვებიან ის მოსწავლეები, რომლებმაც მიიღეს ქულათა მაქსიმუმის 60% და მეტი, უცხოურ ენებში 80% და მეტი, გარდა ინფორმატიკის და მშობლიური ენისა და ლიტერატურისა), აღნიშნულის შესახებ დროულად ეცნობება შესაბამისი რაიონის განათლების განყოფილებას.
18. დასკვნითი ტური ტარდება იმავე რეგლამენტით და წესით, როგორც ზონური. მოსწავლეთა დაშიფრულ ნამუშევრებს ჟიური ასწორებს და გამოავლენს გამარჯვებულებს, რომლებიც ჯილდოვდებიან განათლების სამინისტროს დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით. გამარჯვებულ მოსწავლეთა სია წარედგინება განათლების სამინისტროს.
19. იმავე და წინა წელს ჩატარებულ დასკვნით ტურში გამარჯვებულ მოსწავლეთაგან მიღებული შედეგების საფუძველზე შეირჩევა კანდიდატები საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის მისაღებად.
20. საქართველოს განათლების სამინისტრო აჯილდოებს იმ მასწავლებლებს და სხვა მუშაკებს, რომლებიც ხელს უწყობენ მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას, ამზადებენ მოსწავლეებს ოლიმპიადებისათვის და რომელთა მოსწავლეები წარმატებას მიაღწევენ ოლიმპიადებში.
21. ზონურ და დასკვნით ტურებში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეები იგზავნებიან განათლების განყოფილების მიერ დანიშნული პასუხისმგებელი პირის თანხლებით, რომელსაც ევალება მათი უსაფრთხო მგზავრობისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.
ინფორმატიკაში მოსწავლეთა ოლიმპიადის ზონური ტურის ჩასატარებლად განსაზღვრულია 10 ზონა:
1. თბილისი – თბილისის, მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, კასპის, ყაზბეგის რაიონების ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის (სსსგ „ინფორმატიკის“ მთავარი ცენტრის ბაზაზე);
2. ქ. ბათუმი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის (აჭარის ინფორმატიკის სასწავლო ცენტრში);
3. ქ. ქუთაისი – ქუთაისის, ქ.ტყიბულისა და ტყიბულის ზონის, ქ.წყალტუბოსა და წყალტუბოს ზონის, ქ. ჭიათურისა და ჭიათურის ზონის, ამბროლაურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, ლენტეხის, ონის, სამტრედიის, საჩხერის, ცაგერის, ხარაგაულის, ხონის რაიონების ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის (ქუთაისის ინფორმატიკის რეგიონულ ცენტრში);
4. ქ. რუსთავი – რუსთავის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის რაიონების ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის (რუსთავის ინფორმატიკის სასწავლო-მეთოდურ ცენტრში);
5. ქ. ხაშური – გორის, ბორჯომის, ზნაურის, ქარელის, ცხინვალის, ხაშურის, ჯავის რაიონების ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის (ხაშურის ინფორმატიკის სასწავლო ცენტრში);
6. ქ. ზუგდიდი – ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის რაიონების ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის (ზუგდიდის ინფორმატიკის რეგიონულ ცენტრში);
7. ქ. ფოთი – ფოთის, აბაშის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, სენაკის, ჩოხატაურის რაიონების ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის (ფოთის ინფორმატიკის ცენტრში);
8. ქ. ახალციხე – ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდის რაიონების ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის (სამცხე-ჯავახეთის ინფორმატიკის რეგიონულ ცენტრში);
9. ქ. გურჯაანი – გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, საგარეჯოს და სიღნაღის რაიონების ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის (გურჯაანის იფორმატიკის სასწავლო ცენტრში);
10. ქ. თელავი – თელავის, ახმეტის, ყვარლის რაიონების ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის (თელავის ინფორმატიკის რეგიონულ ცენტრში).