სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ტიპიური დებულების დამტკიცებისა და თანმდევ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 25.02.2003
ძალის დაკარგვა 04.05.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების მინისტრი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 430210000.12.216.005705
გამოქვეყნების წყარო სსმ, 15, 28/02/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,732 სიტყვა · ~19 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.02.2003 მიღება
04.05.2005 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ტიპიური დებულების დამტკიცებისა და თანმდევ ღონისძიებათა შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:DumbaNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:16.0pt; font-family:DumbaNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:27.0pt 42.5pt 26.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.11.101.005.696 საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება №16 2003 წლის 25 თებერვალი ქ. თბილისი სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ტიპიური დებულების დამტკიცებისა და თანმდევ ღონისძიებათა შესახებ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე და მათ შესასრულებლად: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულება. 2. სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებმა უზრუნველყონ შესაბამისი ტიპური დებულების დამტკიცებიდან ორი კვირის ვადაში ტიპიური დებულებიდან გამომდინარე დაქვემდებარებული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შემუშავება და განათლების სამინისტროში დასამტკიცებლად წარდგენა; ა. კარტოზია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სახელმწიფო დაწესებულებების ტიპური დებულება ეს დებულება ,,განათლების შესახებ” და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად განსაზღვრავს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებისა და ლიკვიდაციის წესდების დამტკიცების და წესდებაში ცვლილებების შეტანის, დაწესებულების ორგანიზაციის, მართვის და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების, მართვის ორგანოების ფორმირების, სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ზოგად საფუძვლებს. თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნება 1. ზოგადსაგანმანათლებლო სახელმწიფო დაწესებულება (შემდგომში– “დაწესებულება”) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით. 2. დაწესებულება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს იძენს წესდების დამტკიცების შემდეგ.     მუხლი 2🔗. დაწესებულების სახეები და მიზნები 1. დაწესებულებებია: ა) დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (შემდგომში – დაწყებითი სკოლა); ბ) საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (შემდგომში – საბაზო სკოლა); გ) საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (შემდგომში – საშუალო სკოლა); დ) ლიცეუმი; ე) გიმნაზია. 2. დაწესებულების მიზანია შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის შესრულება. 3. დაწყებითი სკოლა ასრულებს სკოლის დაწყებით ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას, საბაზო სკოლა – სკოლის საბაზო, ან დაწყებით და საბაზო საგანმანათლებლო პროგრამებს, ხოლო საშუალო სკოლა – სკოლის საშუალო, საშუალო და საბაზო, ან საშუალო, საბაზო და დაწყებით ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს. თითოეული პროგრამა შეიცავს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტით დადგენილ ძირითად ნაწილს (სავალდებულო მინიმუმს) და დამატებით ნაწილს. 4. ლიცეუმი ასრულებს შესაბამისი განხრის ლიცეუმის საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც შეიცავს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტით მისთვის დადგენილ ძირითად ნაწილს (სავალდებულო მინიმუმს) და ლიცეუმის განხრის შესაბამის დამატებით ნაწილს. 5. გიმნაზია ასრულებს გიმნაზიის საშუალო ან საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს. თითოეული პროგრამა შეიცავს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტით გიმნაზიისათვის დადგენილ ძირითად ნაწილს (სავალდებულო მინიმუმს) და ზოგადი განათლების შესაბამის დამატებით ნაწილს. 6. თუ დაწესებულებას აქვს პანსიონი, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად იგი ასრულებს შესაბამის სააღმზრდელო პროგრამასაც. 7. დაწესებულება, რომელიც ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას, ვალდებულია შეასრულოს დაკვეთის შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამა. 8. დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა ექვსწლიანია. იგი დასრულდება მე-6 კლასში. 9. საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა სამწლიანია. იგი დასრულდება მე-9 კლასში. 10. საშუალო სკოლის, ლიცეუმისა და გიმნაზიის საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები სამწლიანია.     მუხლი 3🔗. დაწესებულების წესდება 1. დაწესებულების წესდება უნდა შეიცავდეს: ა) დაწესებულების სახის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო სკოლა, ლიცეუმი ან გიმნაზია) მითითებით მის სრულ სახელწოდებას და დაწესებულების იურიდიულ მისამართს; ბ) დაწესებულების მართვის ორგანოების – დირექტორის, პედაგოგიური საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებებს; გ) დაწესებულების მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს; დ) სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ორგანიზაციის საფუძვლებს; ე) საფინანსო საქმიანობის საფუძვლებს; ვ) ფასიანი მომსახურების ფორმებს; ზ) საზოგადოებრივი კონტროლის ფორმასა და ფარგლებს; თ) წესდებაში ცვლილებების შეტანის წესს. 2. დაწესებულების წესდებას შეიმუშავებს განათლების სამინისტროს მიერ დანიშნული დაწესებულების იურიდიულ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. 3. დაწესებულების წესდებაში ცვლილებათა პროექტს (მათ შორის, წესდების ახალ რედაქციას) ერთობლივად შეიმუშავებს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან: დაწესებულების დირექტორი (ან მის მიერ დანიშნული ერთი წარმომადგენელი), პედაგოგიური საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს მიერ დანიშნული თითო წარმომადგენელი. დირექტორი ვალდებულია სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილი პროექტი წარუდგინოს პედაგოგიურ საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს. თუ დირექტორი არ ეთანხმება პედაგოგიური საბჭოსა და/ან სამეურვეო საბჭოს მიერ წერილობით გამოთქმულ შენიშვნებს, იგი ვალდებულია პედაგოგიურ საბჭოსა და/ან სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები. პედაგოგიურ საბჭოსა და/ან სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დირექტორი ვალდებულია წესდების პროექტი პედაგოგიური საბჭოსა და სამეთვალყურეო საბჭოს დასკვნისა და თავისი მოსაზრებების თანხლებით დასამტკიცებლად წარუდგინოს განათლების სამინისტროს. ამ პუნქტით დადგენილი პროცედურები უნდა შესრულდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. დაწესებულების წესდებას და წესდებაში შეტანილ ცვლილებებს დაწესებულების სახის შესაბამისად ამტკიცებს: ა) საშუალო, საბაზო და დაწყებითი სკოლების, ლიცეუმისა და გიმნაზიის წესდებას – საქართველოს განათლების მინისტრი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი.     მუხლი 4🔗. დაწესებულების ავტონომია  დაწესებულება განათლების სისტემის მართვის სახელმწიფო ორგანოების ჩაურევლად, მოქმედი კანონმდებლობისა და თავისი წესდების შესაბამისად დამოუკიდებლად წყვეტს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესთან და დაწესებულების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. თავი II დაწესებულების ორგანიზაცია და სახელმწიფო კონტროლი     მუხლი 5🔗. დაწესებულების უფლებამოსილება  დაწესებულებას, თავისი მართვის ორგანოების გადაწყვეტილების საფუძველზე, უფლება აქვს: ა) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე და განსაზღვროს დაწესებულების მუშაკთა დანიშვნის წესი ამ დებულებითა და საკუთარი წესდებით დადგენილი წესით; ბ) განსაზღვროს დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამა სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტისა და საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამის აუცილებელი შესრულების პირობით; გ) სასწავლო პროცესის განხორციელებისას თავად აირჩიოს სახელმძღვანელოები, რომელთაც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვთ “სახელმძღვანელოს” გრიფი; დ) დამოუკიდებლად წარმართოს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი; ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო (მათ შორის უცხოეთის) დაწესებულებებთან თავისი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში; ვ) დამოუკიდებლად მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და საკუთარი წესდების შესაბამისად წარმართოს სამეურნეო-საფინანსო საქმიანობა, მართოს გადაცემული ქონება და საფინანსო სახსრები; ზ) ამ დებულებითა და საკუთარი წესდებით დადგენილი წესით გადაწყვიტოს მის უფლებამოსილებაში შემავალი სხვა საკითხები; თ) მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და საკუთარი წესდების შესაბამისად განკარგოს საკუთარი ქონება და ფინანსური სახსრები; ი) ამ დებულებითა და საკუთარი წესდებით დადგენილი წესით გადაწყვიტოს მის უფლებამოსილებაში შემავალი სხვა საკითხები; კ) სასწავლო პროცესის განხორციელებისას თავად აირჩიოს სახელმძღვანელოები, რომელსაც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვთ “სახელმძღვანელოს” გრიფი.     მუხლი 6🔗. დაწესებულების მოსამსახურეები 1. დაწესებულების დირექტორის, ადმინისტრაციის თანამდებობის პირების, პედაგოგთა და სხვა მოსამსახურეთა სამართლებრივი მდგომარეობა, სამსახურში მიღება-გათავისუფლება, უფლება-მოვალეობა, შესასრულებელი სამუშაო, ხელფასი და სამსახურის ვადა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, დაწესებულების წესდებითა და დაწესებულებასა და დამხმარე ან შტატგარეშე მოსამსახურეებს შორის დადებული ხელშეკრულებებით.     მუხლი 7🔗. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ორგანიზაცია დაწესებულებაში 1. დაწესებულებაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ორგანიზაციის ფორმები დგინდება დაწესებულების შინაგანაწესით, რომელსაც სამეურვეო საბჭოსა და პედაგოგიური საბჭოს თანხმობით ამტკიცებს დაწესებულების დირექტორი. 2. დაწესებულების შინაგანაწესით დგინდება დაწესებულებაში მოსწავლეთა ჩარიცხვის, მოსწავლეთა მომდევნო ან სხვა კლასში გადაყვანის, აგრეთვე კლასში დატოვებისა და დაწესებულებიდან გარიცხვის პირობები და წესები, მოსწავლეთა ცოდნის შეფასების სისტემა და კრიტერიუმები, ქცევისა და სწავლის პირობები, მოსწავლეთა უფასო და ფასიანი მომსახურების სახეები (კვება, სამედიცინო, ფსიქოლოგიური, ლოგოპედიური და სხვ.), სასწავლო რეჟიმი (სასწავლო მეცადინეობათა ყოველდღიური რაოდენობა, სასწავლო გეგმითა და სასკოლო განრიგით განსაზღვრული თანმიმდევრობა, გაკვეთილებს შორის შესვენებათა ხანგრძლივობა და გრაფიკი, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის შიდაკონტროლის წესი და განხორცილების ფორმები). შინაგანაწესის დამტკიცება და შესაბამისად მასში ცვლილებების შეტანა უნდა მოხდეს სასწავლო წლის დაწყებამდე 15 დღით ადრე მაინც. 3. ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის (დიაბეტით დაავადებულები და სხვ.), რომლებიც არ შედიან “განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიაში, მათი სწავლისა და აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად შინაგანაწესით შეიძლება დადგინდეს ისეთი შეღავათები, რომელიც ხელს შეუწყობს მათ სრულფასოვან ინტეგრაციას სასწავლო პროცესში. შეღავათებით არ შეიძლება დადგინდეს დაბალი საგანმანათლებლო სტანდარტი, გამოცდის, ატესტაციისა და ცოდნის შეფასების სხვა ფორმებისაგან გათავისუფლება. 4. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის უკეთ წარმართვის მიზნით დაწესებულება ვალდებულია თითოეულ სასწავლო კლასს (სახელმძღვანელო კლასი) დაუნიშნოს კლასის ხელმძღვანელი პედაგოგი. მას ნიშნავს დირექტორი პედაგოგიური საბჭოს თანხმობით. ხელმძღვანელი ვალდებულია ხელი შეუწყოს სახელმძღვანელო კლასში ზნეობრივი ნორმებისა და დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილი წესების დაცვას, მოსწავლეთა ესთეტიურ აღზრდას, დაეხმაროს მოსწავლეებს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში. კლასის ხელმძღვანელ პედაგოგს დაწესებულების არასაბიუჯეტო სახსრებიდან (მისი არსებობის შემთხვევაში) უნდა მიეცეს დამატებითი გასამრჯელო. 5. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობის მიზნით დაწესებულებაში შეიძლება შეიქმნას სხვადასხვა სახისა და დანიშნულების ნებაყოფლობითი გაერთიანებანი (მშობელთა, მშობელთა და მასწავლებელთა, მზრუნველთა და სხვ.). 6. დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით არ შეიძლება შეიზღუდოს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა უფლებები, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.     მუხლი 8🔗. დაწესებულების მართვის ორგანიზაცია  დაწესებულების მართვას მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და დაწესებულების წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებენ: დაწესებულების დირექტორი, დაწესებულების ადმინისტრაცია, პედაგოგიური საბჭო და სამეურვეო საბჭო.     მუხლი 9🔗. დაწესებულების დირექტორი. მისი უფლებამოსილება 1. დაწესებულების საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელიც წარმოადგენს დაწესებულების უმაღლესი თანამდებობის პირს. 2. დაწესებულების დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს პედაგოგიურ საბჭოსა და დაწესებულების ადმინისტრაციას; ბ) ზედამხედველობს დაწესებულების სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს; პასუხისმგებელია სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზაციაზე; გ) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, ანაწილებს მოვალეობებს დაწესებულების ადმინისტრაციაში; დ) წარმოადგენს დაწესებულებას სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს დაწესებულების სახელით; ვ) ამტკიცებს დაწესებულების საშტატო განრიგს ამ დებულებისა და სკოლის წესდების საფუძველზე წყვეტს დაწესებულების ადმინისტრაციის, პედაგოგების და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრის საკითხებს; ზ) მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და დაწესებულების წესდების შესაბამისად განაგებს დაწესებულების ქონებას და საფინანსო სახსრებს; პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე; თ) უფლება აქვს სამეურვეო საბჭოსთან და პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრული წესითა და პირობებით არასაბიუჯეტო საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს სახელმწიფო სტიპენდიებისა და ხელფასების დანამატები, დაწესებულების სტიპენდიები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარება. ი) ხელს აწერს დაწესებულების საფინანსო დოკუმენტებს; კ) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოსა და პედაგოგიური საბჭოს თანხმობით, დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის უცხოეთის, დაწესებულებებთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ლ) ახორციელებს ამ დებულებითა და დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; მ) უფლებამოსილია გადადგეს თანამდებობიდან წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადება უნდა წარედგინოს იმ თანამდებობის პირს, რომელმაც იგი დანიშნა. განცხადების ასლი უნდა წარედგინოს დაწესებულების პედაგოგიურ საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს. დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდება შესაბამისი ბრძანების გამოცემის დღიდან. ნ) ანგარიშვალდებულია განათლების სამინისტროს (შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროების) წინაშე. ო) პასუხისმგებელია დაწესებულების საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე. 3. მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და დაწესებულების წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს - ბრძანებებს. 4. დირექტორის არყოფნის, მის მიერ თავის მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის, ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევებში დირექტორის მოვალეობებს ასრულებს დაწესებულების წესდებით განსაზღვრული თანამდებობის პირი.     მუხლი 10🔗. დაწესებულების ადმინისტრაცია. მისი უფლებამოსილება 1. დაწესებულების ადმინისტრაცია ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს, უზრუნველყოფს დაწესებულების საქმისწარმოებას, ზედამხედველობს დაწესებულების წესდების, შინაგანაწესისა და დირექტორის გადაწყვეტილებების შესრულებას. 2. დაწესებულების ადმინისტრაცია : ა) დირექტორის დავალებით შეიმუშავებს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს დაწესებულების სასწავლო-აღმზრდელობით და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების პროექტებს; ბ) მოქმედი კანონმდებლობის ამ დებულების, დაწესებულების წესდებისა და შინაგანაწესის შესაბამისად წარმართავს საქმისწარმოებასა და ბუღალტერიას; გ) სამეურვეო საბჭოსთან და პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს დაწესებულების არასაბიუჯეტო საფინანსო რესურსების ხარჯთაღრიცხვის პროექტს; დ) ამზადებს და დირექტორს სამეურვეო საბჭოზე განსახილველად წარუდგენს წლიური ანგარიშის პროექტს; ე) ახორციელებს დაწესებულების წესდებითა და დირექტორის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;     მუხლი 11🔗. პედაგოგთა საერთო კრება. მისი უფლებამოსილება 1. დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სკოლის პედაგოგთა არანაკლებ 2/3. დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება ტარდება წელიწადში არანაკლებ ორჯერ. პედაგოგთა საერთო კრებას იწვევს და უძღვება დაწესებულების დირექტორი. 2. პედაგოგთა რიგგარეშე კრება შეიძლება მოწვეულ იქნეს დირექტორის, ადმინისტრაციის, პედაგოგიური საბჭოსა და დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/3-ის ინიციატივით. 3. დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება: ა) ირჩევს წარმომადგენლებს პედაგოგიურ საბჭოში; აფასებს პედაგოგიური საბჭოს მუშაობას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ვადამდე გაიწვევს თავის წარმომადგენლებს პედაგოგიური საბჭოდან; ბ) ისმენს პედაგოგიური საბჭოში თავისი წარმომადგენლების ანგარიშს; გ) განიხილავს დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას და თავის რეკომენდაციებს წარუდგენს დირექტორსა და პედაგოგიურ საბჭოს.     მუხლი 12🔗. დაწესებულების პედაგოგიური საბჭო. მისი უფლებამოსილება 1. პედაგოგიური საბჭო წარმოადგენს დაწესებულების დირექტორის სათათბირო ორგანოს, რომელიც შეიმუშავებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს დაწესებულების სასწავლო-სააღმზრდელო საკითხებთან დაკავშირებით. 2. პედაგოგიური საბჭოს სხდომები მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. სხდომებს მოიწვევს და უძღვება დაწესებულების დირექტორი. 3. პედაგოგიური საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა დირექტორის ან პედაგოგიური საბჭოს 1/3-ის ინიციატივით. 4. პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის მიღება შეუძლია დაწესებულების ყველა პედაგოგს. 5. პედაგოგიური საბჭო: ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს დაწესებულების სასწავლო-სააღმზრდელო და მეთოდურ საქმიანობასთან დაკავშირებით; ბ) უფლებამოსილია შეიმუშაოს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგინოს ცვლილებები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის დამატებით ნაწილში; გ) უფლებამოსილია შეიმუშავოს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგინოს მოსწავლეთა ტესტირებისა და გამოცდების დანიშვნის საკითხები; დ) უფლებამოსილია აირჩიოს სახელმძღვანელოები განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდებულ სახელმძღვანელოთა შორის; ე) ასრულებს ამ დებულებით და დაწესებულების წესდებით დადგენილ სხვა ფუნქციებს.     მუხლი 13🔗. სამეურვეო საბჭო. 1. დაწესებულების სამეურვეო საბჭო იქმნება დაწესებულებაში შემოსავლის მოზიდვის და რაციონალური განკარგვის მიზნით. 2. სამეურვეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ, საბჭოს თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოადგილის მიერ. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს საბჭოს წევრთა ერთ მესამედს და შესაბამისი დაწესებულების დირექტორს, სხდომის მოწვევის საფუძველების მითითებით. სამეურვეო საბჭოს პირველი სხდომა იმართება არჩევიდან 10 დღის ვადაში. 3. სამეურვეო საბჭოს მიერ განსახილველი საკითხები წინასწარ, სხდომამდე ერთი კვირით ადრე, ეგზავნებათ საბჭოს წევრებს საბჭოს თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოადგილის მიერ, დაწესებულების ადმინისტრაციის დახმარებით. 4. სამეურვეო საბჭო, როგორც წესი, გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. 5. დაწესებულების დირექტორს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მუშაობაში, სათათბირო ხმის უფლებით. 6. სამეურვეო საბჭო ვალდებულია სასწავლო წლის მანძილზე ორჯერ მაინც მოამზადოს ანგარიში და წარუდგინოს დაწესებულების მოსწავლეთა მშობლების (კანონიერი წარმომადგენლების) საერთო კრებას. ანგარიში ასევე ეგზავნება შესაბამის განათლების განყოფილებას.     მუხლი 14🔗. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება და ურთიერთობა დაწესებულების დირექტორთან 1. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია: ა) განიხილოს და დაწესებულების დირექტორს მიაწოდოს თავისი რეკომენდაციები დაწესებულების წესდებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით; ბ) განიხილოს და დაამტკიცოს დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილი დაწესებულების მართვის სტრატეგიული გეგმა, წარმოადგინოს წინადადებები გეგმაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით; გ) განიხილოს და დაამტკიცოს დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილი დაწესებულების საკადრო და არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების მართვის სტრატეგია, წარმოადგინოს წინადადებები სტრატეგიაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით; დ) განიხილოს და დაამტკიცოს დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილი მატერიალური რესურსების გამოყენების გეგმა, წარმოადგინოს წინადადებები გეგმაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით; ე) მოიზიდოს დამატებითი (არასაბიუჯეტო) ფინანსური და მატერიალური რესურსები; ვ) მონიტორინგი გაუწიოს დაწესებულების ფინანსური და მატერიალური რესურსების გამოყენებას და დაამტკიცოს დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ანგარიში; ზ) შეიმუშაოს და მონიტორინგი გაუწიოს დებულებებს დაწესებულებაში დისციპლინის დაცვის, მოსწავლეთა ან მშობელთა საჩივრების განხილვის, დაწესებულების ობიექტების გამოყენებისა და სამეურვეო საბჭოს კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხების შესახებ; თ) მონიტორინგი გაუწიოს დაწესებულებაში მოსწავლეთა დასწრებას; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმაროს სკოლის დირექტორსა და პედაგოგიურ საბჭოს სახელმწიფო კურიკულუმის ბაზაზე სასკოლო კურიკულუმის შემუშავებაში; კ) დაიცვას, მშობელთა, მასწავლებელთა და მოსწავლეთა უფლებები. 2. თუ სამეურვეო საბჭო არ დაამტკიცებს დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილ რომელიმე სტრატეგიულ ან მართვის გეგმას, ან ანგარიშს გაწეული სამუშაოს შესახებ, საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ათი დღის ვადაში დაწესებულების დირექტორს შეუძლია მოითხოვოს გადაწყვეტილების წერილობთი დასაბუთება ან სამეურვეო საბჭოს კონკრეტული რეკომენდაციები. 3. მოთხოვნილი ინფორმაციის მიღების შემდეგ, დირექტორს უფლება აქვს ხელმეორედ წარუდგინოს სამეურვეო საბჭოს გეგმა ან ანგარიში დასამტკიცებლად.     მუხლი 15🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. დაწესებულება ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს; სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ორგანოა საქართველოს განათლების სამინისტრო (ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი რესპუბლიკის განათლების სამინისტრო). 2. დაწესებულების სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება შემდეგი ფორმებით: ა) საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებაზე კონტროლი; ბ) საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაზე კონტროლი; გ) განხორციელებული საქმიანობის კანონიერების კონტროლი; დ) განხორციელებული საქმიანობის მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის კონტროლი. 3. საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესრულებაზე ზედამხედველობითა და სახელმწიფო გამოცდების ჩატარების გზით მოსწავლეთა ცოდნის შემოწმებით. 4. დაწესებულება ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სასკოლო ოლქის სამმართველოს, (ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი რესპუბლიკის განათლების სამინისტროს). დაწესებულების საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით 5. საქართველოს განათლების სამინისტრო (ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი რესპუბლიკის განათლების სამინისტრო) უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დაწესებულების დირექტორის ბრძანება, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, ამ დებულებასა და დაწესებულების წესდებას. 6. აკრძალულია განათლების სისტემის მართვის ორგანოების მიერ დაწესებულების კონტროლის სხვა რაიმე ფორმის გამოყენება (სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შემოწმება, მასწავლებლის მიერ გაკვეთილის წარმართვის შემოწმება, გაკვეთილზე დასწრება და ა.შ.). ამასთანავე, კონტროლის განმხორციელებელი ორგანო უფლებამოსილია წერილობით დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში შეისწავლოს დაწესებულებაში სასწავლო პროცესის ორგანიზაცია და მიმდინარეობა, მისი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობითა და დაწესებულების წესდებით დადგენილ ნორმებთან. 7. დაწესებულება ვალდებულია განათლების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება. 8. თუ დაწესებულების კონტროლის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები, საქართველოს განათლების სამინისტრო (ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი რესპუბლიკის განათლების სამინისტროები) უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დაწესებულებაში საკადრო საკითხებთან დაკავშირებით. თავი III დაწესებულების მართვის ორგანოების ფორმირების წესი     მუხლი 16🔗. დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება 1. დაწესებულების დირექტორის დაწესებულების სახის მიხედვით თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება შემდეგი ფორმით: ა) საშუალო სკოლის, გიმნაზიისა და ლიცეუმის დირექტორს – საქართველოს განათლების მინისტრი, შესაბამისი სასკოლო ოლქის წარდგინებით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი, შესაბამისი განათლების განყოფილების წარდგინებით; ბ) საბაზო სკოლის დირექტორს – სასკოლო ოლქის სამმართველოს უფროსი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი, შესაბამისი განათლების განყოფილების წარდგინებით; გ) დაწყებითი სკოლის დირექტორს – შესაბამისი განათლების განყოფილების უფროსი. 2. დაწესებულების დირექტორად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგად უწყვეტი მუშაობის არანაკლებ სამი წლის სტაჟი. 3. დაწესებულების დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება მხოლოდ ღია კონკურსის საფუძველზე ან არა უმეტეს 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით. 4. დაწესებულების დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს, განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საკონკურსო დებულების საფუძველზე, ატარებს დირექტორის თანამდებობაზე წარმდგენი განათლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო (სასკოლო ოლქის სამმართველო, განათლების განყოფილება). 5. ღია კონკურსი დაწესებულების დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ტარდება დაწესებულების დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების არა უგვიანეს მე-60 და არა უადრეს 45-ე დღეს. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 6. დირექტორის თანამდებობაზე წარმდგენი განათლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ვალდებულია გამოსაცდელი ვადით დანიშნული დირექტორის გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ ორი კვირის ვადაში დირექტორის თანამდებობაზე დამნიშვნელ თანამდებობის პირს წარუდგინოს თავისი დასკვნა, აგრეთვე შესაბამისი დაწესებულების სამეურვეო საბჭოსა და პედაგოგიური საბჭოს რეკომენდაციები დირექტორის თანამდებობასთან შესაბამისობის შესახებ. დაწყებითი სკოლის სამეურვეო და პედაგოგიური საბჭო ვალდებულნი არიან გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ ორი კვირის ვადაში განათლების განყოფილებას წარუდგინონ თავიანთი რეკომენდაციები დირექტორის თანამდებობასთან შესაბამისობის შესახებ. 7. შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია გამოსაცდელი ვადით დანიშნული დირექტორის თანამდებობასთან შესაბამისობის საკითხი განიხილოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბრალეული გაჭიანურების გარეშე. იგი არ არის შეზღუდული წარდგენილი დასკვნებითა და რეკომენდაციებით. გამოსაცდელი ვადის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში პირი უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან და დაწესებულების დირექტორის დანიშვნაზე უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა ერთი კვირის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩატარების შესახებ.     მუხლი 17🔗. დაწესებულების ადმინისტრაციიის ფორმირება 1. დაწესებულების ადმინისტრაცია შედგება დირექტორის, დირექტორის პირველი მოადგილის არა უმეტეს ორი მოადგილის, საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსისა და კანცელარიის გამგისგან. 2. დაწესებულების ადმინისტრაციის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. დაწესბულების დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში როგორც წესი, დირექტორის პირველი მოადგილეა. დანარჩენი მოადგილეების რაოდენობასა და მათი უფლებამოსილებების სფეროს ამ დებულების შესაბამისად განსაზღვრავს დაწესებულების წესდება. 4. დაწესებულების დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგად უწყვეტი მუშაობის არანაკლებ სამი წლის სტაჟი.     მუხლი 18🔗. პედაგოგიური საბჭოს არჩევის წესი 1. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა. 2. პედაგოგიური საბჭოს წევრთა რიცხვი უნდა შეადგენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-ს და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულების პედაგოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. პედაგოგიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით. 3. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს დირექტორს და დაწესებულების ნებისმიერ პედაგოგს. 4. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარჩევად ჩატარდეს ფარული კენჭისყრაც.     მუხლი 19🔗. სამეურვეო საბჭოს ფორმირების და დათხოვნის წესი 1. იმ დაწესებულებაში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა ხუთასს არ აღემატება, სამეურვეო საბჭო შედგება არანაკლებ შვიდი და არა უმეტეს ცხრა წევრისაგან. 2. იმ დაწესებულებაში ან დაწესებულებებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა ხუთასს აღემატება სამეურვეო საბჭო შედგება არანაკლებ ცხრა და არა უმეტეს თერთმეტი წევრისაგან. 3. სამეურვეო საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც ხმათა უმრავლესობით ირჩევს საბჭო პირველსავე სხდომაზე, შექმნიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში. 4. სამეურვეო საბჭოს ყველა წევრი სამი წლის ვადით აირჩევა მშობელთა (კანონიერი წარმომადგენლების) საერთო კრებაზე, რომელსაც მოიწვევს დაწესებულების დირეტორი ან ადმინისტრაცია. 5. დაწესებულების (დაწესებულებების) მოსწავლეთა მშობლების (კანონიერი წარმომადგენლების) საერთო კრება უფლებამოსილია აირჩიოს სამეურვეო საბჭო, თუ მას ესწრება შესაბამისი დაწესებულების მოსწავლეთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მშობელი (კანონიერი წარმომადგენელი). 6. სამეურვეო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს არანაკლებ 18 წლის ასაკის ფიზიკური პირი. 7. სამეურვეო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც არ ესწრება მშობელთა (კანონიერ წარმომადგენელთა) საერთო კრებას, თუ არსებობს მისი წერილობითი თანხმობა სამეურვეო საბჭოს წევრობაზე. 8. სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატების დასახელების უფლება აქვთ დაწესებულების დირექტორს და მშობელთა საერთო კრებაზე დამსწრე ნებისმიერ მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს). სამეურვეო საბჭოს წევი აირჩევა, როგორც წესი, ღია კენჭისყრით, თუ კრებამ უმრავლესობით არ მიიღო ფარული კენჭისყრის ჩატარების გადაწყვეტილება. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვა კანდიდატებთან შედარებით მეტ ხმას მიიღებს. 9. სამეურვეო საბჭოს წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს განათლების სამინისტროს (აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროების), მისი ტერიტორიული ორგანოს ან დაწესებულების მოსამსახურე. 10. სამეურვეო საბჭო შექმნილად ითვლება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედის არჩევის დღიდან. 11. სამეურვეო საბჭოს გამოკლებული წევრის მაგივრად ახალი წევრის არჩევა ხდება დაწესებულების მშობელთა (კანონიერი წარმომადგენლების) საერთო კრებაზე. საბჭოს ახალი წევრის არჩევა ძველი წევრის გამოკლების დღიდან არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღის ვადაში უნდა მოხდეს. 12. თუ სამეურვე საბჭო ვერ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს დაკისრებულ ფუნქციებს, დაწესებულების დირექტორი მოიწვევს მშობელთა (კანონიერ წარმომადგენელთა) კრებას, რომელიც განიხილავს სამეურვე საბჭოს შედგენლობის დათხოვნის საკითხს. 13. სამეურვეო საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში, ათის დღის ვადაში დირექტორი მოიწვევს მშობელთა (კანონიერ წარმომადგენელთა) კრებას, რომელზეც აირჩევა საბჭოს ახალი შემადგენლობა. თავი IV დაწესებულების სამეურნეო და საფინანსო საქმიანობის საფუძვლები     მუხლი 20🔗. დაწესებულების ქონება და დაფინანსება 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად დაწესებულებას სახელმწიფოს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება. 2. დაწესებულება უფლებამოსილია მხოლოდ საქართველოს განათლების სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა; ბ) უძრავი ქონების რაიმე ვალდებულებით დატვირთვა; გ) სესხის აღება; დ) თავდებობა; ე) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა. ვ) სხვა გადაწყვეტილებები დაწესებულების ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი დაკავშირებული არ არის საგანმანათლებლო საქმიანობასთან. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის “გ” და “დ” ქვეპუნქტებში მითითებული მოქმედების განხორციელებისათვის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული ხელშეკრულების დადებისათვის სავალდებულოა პედაგოგიური საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს წერილობითი თანხმობა. დირექტორი ვალდებულია პედაგოგიურ საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს წერილობით წარუდგინოს შესაბამისი ხელშეკრულების პროექტი და ხელშეკრულების განმარტებითი ბარათი, რომელშიც დეტალურად იქნება დასაბუთებული ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობა, მისი გავლენა სასწავლო-აღმზრდელობით პროცესზე, მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტი და სხვა შესაძლო შედეგები. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული ხელშეკრულების დადებისათვის საჭირო თანხმობის მისაღებად დირექტორი ვალდებულია დამფუძნებელს წარუდგინოს შესაბამისი ხელშეკრულების პროექტი და ხელშეკრულების განმარტებითი ბარათი, რომელშიც დეტალურად იქნება დასაბუთებული ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობა, მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტი და სხვა შესაძლო შედეგები, აგრეთვე პედაგოგიური საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს წერილობითი თანხმობები. 6. დაწესებულების დაფინანსების წყაროა: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების შესრულებით მიღებული შემოსავალი; დ) შემოწირულობები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 7. დაწესებულების სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება დაწესებულების მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. დაწესებულების სახსრებისა და შემოსავლების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.     მუხლი 21🔗. დაწესებულების ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა მომსახურება 1. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოსა და პედაგოგიური საბჭოს თანხმობით სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებს ზემოთ შექმნას ფასიანი კლასი, თუ არსებობს კლასის გახსნისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობები და დაწესებულებას აქვს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ფასიან კლასში სწავლების ფასი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დაწესებულება უფლებამოსილია სახელმწიფო დაკვეთის სავალდებულო შესრულების პირობით სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებს ზემოთ განცალკევებული ფასიანი კლასების შექმნის გზით ეწეოდეს ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას (მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებას, დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას) სამივე საფეხურის სკოლაში. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი წესითა და პირობების დაცვით. თავი V დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია     მუხლი 22🔗. დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია 1. დაწესებულება იქმნება განუსაზღვრელი ვადით. 2. დაწესებულების ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.