სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 08.09.97 წ. №1-3/548 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი მიწა/ქონება
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.012.003.297

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის

ბრძანება№1-3/426

1998 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 08.09.97 წ.№1-3/548 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 08.09.97 წ. №1-3/548 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებაში.

2. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის „დ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი სიტყვები – „ან ფინანსური უზრუნველყოფის შესაბამის დოკუმენტებს“.

3. გაუქმდეს დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხის საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადებითად გადაწყვეტის შემდეგ, მყიდველი გამოსასყიდ თანხას იხდის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში“.

4. დაევალოს სამინისტროს იურიდიულ სამმართველოს ამ ბრძანების დადგენილი წესით რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

5. დაევალოს სამინისტროს საორგანიზაციო-საინფორმაციო სამმართველოს ბრძანების რეგისტრაციის შემდეგ მისი გაზეთ „მესაკუთრეში“ გამოქვეყნება და ტერიტორიულ ორგანოებამდე დაყვანა.

6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეებს: ზ.ბახტაძეს და მ. გაბუნიას.

ა. სილაგაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 08.09.97 წ. №1-3/548 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 08.09.97 წ. №1-3/548 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 08.09.97 წ. №1-3/548 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 08.09.97 წ. №1-3/548 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1395013/