,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – "მეტროლოგიის ცენტრის" დებულების დამტკიცების შესახებ
სტანდარტიზაციია,მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება ძალადაკარგული სახელმწიფო მმართველობა
მიღების თარიღი 25.02.2003
ძალის დაკარგვა 17.06.2005
გამომცემი ორგანო სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დეპარტამენტი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 040030000.12.216.005705
გამოქვეყნების წყარო სსმ, 17, 07/03/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – "მეტროლოგიის ცენტრის" დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:4.0pt; margin-right:0in; margin-bottom:4.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 52.05pt 1.0in 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.12.216.005.705
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის (საქსტანდარტის)
თავმჯდომარის ბრძანება №44
2003 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – "მეტროლოგიის ცენტრის" დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 25 ოქტომბრის №445 ბრძანებულების პუნქტი 2-ის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის "მეტროლოგიის ცენტრის" დებულება.
მ. ჯანიკაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,მეტროლოგიის ცენტრის" დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მეტროლოგიის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 25 ოქტომბრის №445 ბრძანებულებით შექმნილი ორგანიზაცია.
2. ცენტრი ანგარიშვალდებულია საქსტანდარტის წინაშე.
3. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით ,,სტანდარტიზაციის შესახებ", ,,გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ", ,,პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ", საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქსტანდარტის თავმჯდომარის ბრძანებებით, სხვა ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.
4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და ანგარიშწორების ანგარიში ბანკში.
5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჩარგლის ქ. №67.
II. ცენტრის მიზნები და ამოცანები
6. ცენტრი საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 25 ოქტომბრის №445 ბრძანებულების შესაბამისად ახორციელებს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში პრაქტიკული საქმიანობის და ღონისძიებების გატარებას, რომლის ძირითადი მიზანია:
ა) შესაბამისი აკრედიტაციის მიღების შემდეგ გაზომვის საშუალებების დამოწმება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) შესაბამისი აკრედიტაციის მიღების შედეგად, ქვეყანაში სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის სერტიფიკაცია დადგენილი წესით;
გ) ცენტრის საგამოცდო და დამამოწმებელი ლაბორატორიების მეშვეობით ქვეყნის მასშტაბით გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფა.
7. დასახული მიზნების მიღწევისა და ფუნქციების შესასრულებლად საქსტანდარტის მიერ ცენტრს გადაეცემა ქონება ბალანსიდან ბალანსზე უსასყიდლო უზუფრუტის ფორმით საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს თანხმობით.
III. ცენტრის უფლებები და მოვალეობები
8. დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულებისათვის ცენტრი უფლებამოსილია:
ა) ჩაატაროს გაზომვის საშუალებების, მათ შორის ორგანიზაციების სანიმუშო გაზომვის საშუალებების დამოწმება სათანადოდ ატესტირებული უფლებამოსილი პირის მეშვეობით. საჭიროების შემთხვევაში მუშა გაზომვის საშუალებების დაკალიბრება არსებული წესით;
ბ) უზრუნველყოს ცენტრის უმაღლესი სიზუსტის გაზომვის საშუალებების პერიოდული დამოწმების და ატესტაციის ორგანიზაცია;
გ) მოახდინოს სახელმწიფოში სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაცია არსებული წესით;
დ) დადოს ხელშეკრულებები დაინტერესებულ პირებთან მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღოს შემოწირულობანი;
ე) მონაწილეობა მიიღოს კონფერენციების, სიმპოზიუმების ორგანიზებასა და მუშაობაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
9. ცენტრი ვალდებულია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა;
ბ) შეუთანხმოს საქსტანდარტს დადგენილი წესით ცენტრის აპარატის საშტატო განრიგი და მასთან ერთად განსაზღვროს ხელფასის ფონდი;
გ) გაწეული მუშაობის შესახებ წარუდგინოს ანგარიში საქსტანდარტს.
IV. ცენტრის სტრუქტურა და მართვა
10. ცენტრის მიზნებისა და დასახული ამოცანების მისაღწევად ცენტრს გააჩნია შემდეგი ორგანიზაციული სტრუქტურა:
ა) ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქსტანდარტის თავმჯდომარე. დირექტორი მოქმედი კანონებისა და ცენტრის დებულების ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და ერთპიროვნულად, იგი არის ცენტრის წარმომადგენელი და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორ წარმართვაზე;
ბ) ცენტრის დირექტორი ანგარიშვალდებულია საქსტანდარტის ;
გ) ცენტრის დირექტორი ხსნის ანგარიშს ბანკში, დებს ხელშეკრულებებს, ამტკიცებს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, წესებს, რეგლამენტს და სხვა დოკუმენტებს;
დ) ლაბორატორიების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი. აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს. სერტიფიკაციის ორგანოების უფროსები და ლაბორატორიის გამგეები პასუხისმგებლები არიან ამ სტრუქტურული ერთეულების მუშაობაზე;
ე) მეტროლოგიის ცენტრი აწარმოებს მათზე დაქვემდებარებული ლაბორატორიების და განყოფილებების მართვას;
ვ) ცენტრის განყოფილების უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი. განყოფილების უფროსები პასუხისმგებელნი არიან ამ სტრუქტურული ერთეულების მუშაობაზე და ანგარიშვალდებულნი არიან ცენტრის დირექტორის წინაშე;
ზ) ცენტრის განყოფილების უფროსი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ამ განყოფილების მუშაკებს. განყოფილების უფროსი ხსნის ანგარიშს ბანკში, დებს ხელშეკრულებებს, ცენტრის ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
თ) ცენტრის მიერ შესრულებულ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქსტანდარტი კანონმდებლობის შესაბამისად, რაც გულისხმობს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობის და საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის განხორციელების ზედამხედველობას.
V. ცენტრის დაფინანსება
11. ცენტრი თვითდაფინანსებაზე არსებული ორგანიზაციაა და მისი დაფინანსების წყაროა:
ა) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
ბ) ბიუჯეტიდან აუცილებლობის შემთხვევაში გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები;
დ) მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
12. ცენტრის მიერ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება ხორციელდება სახელშეკრულებო ფასებით.
13. ცენტრი შემოსავლებს წარმართავს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნისა და განახლებისათვის, უმაღლესი სანიმუშო გაზომვის საშუალებების მათ შორის ეტალონების საზღვარგარეთის ქვეყნების ეტალონებთან შესადარებლად და დასამოწმებლად, პროდუქციის გამოსაცდელად, საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის, ინფორმაციული ფონდის შექმნის, კადრების ხელახალი მომზდების, ანაზღაურების დონის ამაღლების, სამეურნეო და სოციალური პირობების მოგვარებისათვის.
14. ცენტრი საქსტანდარტთან შეთანხმებით ახორციელებს სესხის აღებას, უძრავი ქონების შეძენას, თავდებობას.
15. ცენტრი ახორციელებს საქსტანდარტის ფინანსურ მხარდაჭერას საკუთარი შემოსავლებიდან.
VI. ანგარიშგება და აღრიცხვა
16. ცენტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და ანგარიშგებას. ცენტრის საქმიანობის წლიური ანგარიში მოწმდება დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. ცენტრის ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტები და წლიური ბალანსი წარედგინება საქსტანდარტს
VII. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
17. ცენტრის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, აგრეთვე დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.