„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო სახელოვნებო სკოლის ტიპური დებულების” დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.03.2003
ძალის დაკარგვა 29.03.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების მინისტრი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 040030000.11.101.005732
გამოქვეყნების წყარო სსმ, 24, 26/03/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს განათლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 23.03.2007
დოკუმენტის ტექსტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო სახელოვნებო სკოლის ტიპური დებულების” დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Chveul;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:9.0pt; font-family:Chveul;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 52.05pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.101.005.732
საქართველოს განათლების მინისტრის
ბრძანება №31
2003 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო სახელოვნებო სკოლის ტიპური დებულების” დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სახელმწიფო სახელოვნებო სკოლის ტიპური დებულება”.
ა. კარტოზია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო სახელოვნებო სკოლების ტიპური დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო სახელოვნებო სკოლა (შემდგომში –სკოლა) არის სახელოვნებო განათლების საბაზო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის დაფუძნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და პროფესიული განათლების მქონე პედაგოგიური კადრების არსებობის შემთხვევაში ხდება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ, კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო აფხაზეთსა და აჭარაში – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროების მიერ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კულტურის სამინისტროებთან შეთანხმებით.
2. სკოლას აქვს საკუთარი ბეჭედი და ბლანკი სახელწოდების აღნიშვნით, თავისი ბალანსი, საბიუჯეტო და სპეცსახსრების ხარჯთაღრიცხვა საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთის საბანკო დაწესებულებაში.
3. სკოლა საკუთარი სახელით განახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს საქმიან კონტაქტებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით შეუძლია გამოვიდეს მოსარჩლედ და მოპასუხედ სასამართლოში.
4. სკოლას აქვს იურიდიული მისამართი.
II. საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის, “განათლების შესახებ”, “კულტურის შესახებ”, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების, წინამდებარე ტიპური დებულებისა და ამ დებულების შესაბამისად.
III. სკოლის მიზანი და ამოცანები
1. სკოლის მიზანია:
ა) მისცეს ბავშვებს შესაბამისი სახელოვნებო პროფილის საბაზო (სამუსიკო, სამხატვრო, ქორეოგრაფიული და ა. შ.) განათლება;
ბ) მოამზადოს განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული ბავშვები შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გასაგრძელებლად.
2. სკოლის ამოცანებია:
ა) აზიაროს ბავშვები ხელოვნების საფუძვლებს;
ბ) გააცნოს და შეაყვაროს ქართული ეროვნული და მსოფლიოს ხელოვნების კლასიკური მემკვიდრეობა.
გ) იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიკურ აღზრდაზე, მოამზადოს აქტიური მსმენელი და მაყურებელი.
IV. სკოლის ორგანიზაცია და სტრუქტურა
1. სწავლების ორგანიზაცია სკოლაში ხორციელდება კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებული და საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შესაბამისად.
2. სასწავლო პროცესი ორგანიზებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მუშაობის განრიგის გათვალისწინებით.
3. სკოლაში შეიძლება გაიხსნას შემდეგი განყოფილებები: სამუსიკო, სამხატვრო, ქორეოგრაფიული, თეატრალური და ა. შ.
4. სკოლაში ახალი განყოფილების გახსნა წარმოებს დირექტორის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. სწავლების შინაარსი და ვადა განისაზღვრება საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად.
6. სკოლაში შესვლის უფლებით სარგებლობენ საქართველოს ყველა მოქალაქის შვილები. ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხოეთის სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილები აღნიშნულ სკოლებში მიიღებიან საერთო წესით. სკოლაში მიიღებიან 6-12 წლის ასაკის ბავშვები (განყოფილების სპეციფიკის გათვალისწინებით).
7. ცალკეულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, დასაშვებია უფროსი ასაკის ბავშვების ჩარიცხვა. სასწავლო გეგმის შესრულების შემთხვევაში მათი სწავლების ვადა შეიძლება შემცირებულ იქნეს.
8. სკოლაში შემსვლელნი აბარებენ მისაღებ გამოცდებს ხელოვნების ამა თუ იმ დარგში ნიჭიერების გამოვლენის მიზნით (მუსიკა, მხატვრობა, ქორეოგრაფია, თეატრალური ხელოვნება და ა. შ.). სკოლასთან შეიძლება ჩამოყალიბდეს მოსამზადებელი ჯგუფები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის სამეურნეო ანგარიშზე. ჯგუფების მიზანია ბავშვების ზოგადი მუსიკალური, სამხატვრო, ქორეოგრაფიული და ა.შ. უნარ-ჩვევების გამომუშავება და ნიჭიერების გამოვლენა-განვითარება.
9. მოსამზადებელი ჯგუფები თავიანთ საქმიანობას წარმართავენ სპეციალური სასწავლო გეგმითა და პროგრამებით.
10. სკოლას უფლება აქვს სამეურნეო ანგარიშზე გახსნას ჯგუფები ნებისმიერი ასაკის მოსწავლეთათვის (სწავლების ინდივიდუალური გეგმებით).
11. სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარმოებს დირექტორის ბრძანებით, მიმღები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.
12. სკოლაში მიღების თაობაზე იწერება განცხადება დირექტორის სახელზე, განცხადებას თან ერთვის ფოტოსურათი, დაბადების მოწმობის ასლი, ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლიდან.
13. სკოლის მოსწავლეები საერთო განათლებას იღებენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში.
14. სკოლას შეიძლება ჰქონდეს ფილიალები.
15. ფილიალის პედაგოგიური, სასწავლო-დამხმარე და ტექნიკური პერსონალი ითვლება სკოლის შტატში, ხოლო მოსწავლეები – სკოლის კონტინგენტში.
16. ფილიალში შეიძლება ფუნქციონირებდეს სკოლის ყველა ან ზოგიერთი განყოფილება.
V. სასწავლო პროცესის ორგანიზაცია და სტრუქტურა
1. მეცადინეობა სკოლებში იწყება და მთავრდება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის დადგენილ ვადებში. არდადეგები ემთხვევა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის განსაზღვრულ პერიოდებს. სასწავლო პროცესი ორგანიზებული უნდა იქნეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მუშაობის განრიგის გათვალისწინებით.
2. სკოლის სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის ძირითად ფორმას წარმოადგენს გაკვეთილი (ინდივიდუალური და ჯგუფური).
3. გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით (აკადემიური საათი).
4. ცოდნის კონტროლის ფორმებია: მიმდინარე (გაკვეთილზე გამოკითხვა) და პერიოდული (ღია და დახურული კონცერტები, საკონტროლო გაკვეთილები, გამოფენები, გამოცდები, ჩათვლები).
5. ცოდნის შეფასების ნიშნებია “ფრიადი” (5), “კარგი” (4), “საშუალო” (3), “არადამაკმაყოფილებელი” (2).
6. მოსწავლის ყოფაქცევის შეფასებაა “სანიმუშო”, “დამაკმაყოფილებელი” და “არადამაკმაყოფილებელი”.
7. სემესტრული შემაჯამებელი ნიშნები იწერება პედაგოგის მიერ მოსწავლის მიმდინარე აკადემიური მოსწრების მიხედვით. საგანში, რომელშიც ტარდება გამოცდა, წლიურ შემაჯამებელ ნიშნად ითვლება გამოცდის შედეგად მიღებული შეფასება.
8. ცალკეულ შემთხვევებში, სკოლის დირექტორის ნებართვით, მოსწავლეს შეიძლება მიეცეს გამოცდების ვადაზე ადრე ჩაბარების უფლება.
VI. სკოლის ხელმძღვანელობა
1. სკოლის უმაღლესი თანამდებობის პირი არის დირექტორი. იგი წარმართავს სკოლის მთელ საქმიანობას, ხელმძღვანელობს პედაგოგიურ საბჭოსა და ადმინისტრაციას, წარმოადგენს სკოლას სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში და მოქმედებს მისი სახელით.
2. სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა ხდება საქართველოს განათების სამინისტროს მიერ კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი განათლების სამინისტროს მიერ კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით.
3. დირექტორის დანიშვნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სკოლის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობას, მაგრამ არ უნდა იყოს 3 წელზე ნაკლები. თუ სკოლა ასრულებს რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამას, მაშინ დირექტორი ინიშნება უხანგრძლივესი საგანმანათლებლო პროგრამის ვადით.
4. სკოლის დირექტორად ინიშნება პიროვნება, რომელსაც აქვს საგანმანათლებლო დაწესებულების პროფილის შესაბამისი უმაღლესი სახელოვნებო განათლება, პედაგოგიური, შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ორგანიზაციული საქმიანობის უნარ-ჩვევები.
5. დირექტორი ხელმძღანელობს სკოლას პედაგოგიურ საბჭოზე დაყრდნობით და პერსონალურად პასუხისმგებელია სახელმწიფოს წინაშე სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხზე, აგრეთვე სკოლის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობაზე.
6. სკოლის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს სკოლას, უზრუნველყოფს კადრების სწორ შერჩევას, ქმნის აუცილებელ პირობებს სწავლისა და მუშაობისათვის;
ბ) სკოლის მუშაობის შესახებ აბარებს ანგარიშს შესაბამის ორგანოებს;
გ) ადგენს სკოლის შინაგანაწესს და აკონტროლებს მის დაცვას;
დ) დადგენილი წესით, ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოზე იღებს და სამუშაოდან ათავისუფლებს სკოლის ყველა მუშაკს.
ე) თვალყურს ადევნებს პედაგოგ-თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას;
ვ) ესწრება მეცადინეობებს, აკონტროლებს სწავლების ხარისხს;
ზ) დადგენილი წესის შესაბამისად წარადგენს წამყვან პედაგოგებს ჯილდოებზე;
თ) სასწავლო და შრომითი დისციპლინის დარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით სჯის თანამშრომლებს;
ი) უშუალოდ ხელმძღვანელობს პედაგოგიურ საბჭოს;
კ) ადგენს საბიუჯეტო და სპეცსახსრების ხარჯთაღრიცხვას;
ლ) აკონტროლებს სკოლის ხარჯებს (გასავლისა და შემოსავლის).
7. დირექტორის ბრძანების შესრულება სავალდებულოა სკოლის მოსწავლეთა და სკოლაში მომუშავე ყველა თანამშრომლისათვის.
8. სკოლის დირექტორს აქვს უფლება ჰქონდეს პედაგოგიური დატვირთვა.
9. დირექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში კონკურსის საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორი. მოადგილეს სასწავლო დარგში უნდა გააჩნდეს საგანმანათლებლო დაწესებულების პროფილის შესაბამისი უმაღლესი სახელოვნებო განათლება (ქორეოგრაფებისათვის დასაშვებია საშუალო პროფესიული განათლებაც), სპეციალობის მუშაობის არანაკლებ 5 წლის პედაგოგიური სტაჟი, სასწავლო პროცესის წარმართვის უნარი.
10. დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში:
ა) მართავს სასწავლო აღმზრდელობით პროცესს, პასუხისმგებელია სკოლაში სასწავლო პროცესის სწორად წარმართვასა და ორგანიზაციაზე, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შესრულებაზე, ადგენს მეცადინეობის ცხრილს და უზრუნველყოფს მის შესრულებას;
ბ) აკონტროლებს სასწავლო დოკუმენტაციას, მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას და ყოფაქცევას;
გ) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს მეთოდურ მუშაობას;
დ) ადგენს და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს ჩათვლებისა და გამოცდების განრიგს.
ე) დირექტორის არყოფნის დროს ასრულებს მის მოვალეობას.
11. დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში:
ა) წარმართავს სკოლის სამეურნეო საქმიანობას;
ბ) უშუალოდ პასუხისმგებელია დირექტორის წინაშე სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვაზე, აღჭურვასა და მოვლა-პატრონობაზე.
12. განყოფილების ხელმძღვანელი:
ა) ყოველი სემესტრის დასაწყისში, პედაგოგთა აზრის გათვალისწინებით, ადგენს განყოფილების სამუშაო გეგმას, იხილავს განყოფილების თათბირზე და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში; დადგენილ ვადებში აბარებს ანგარიშს მისი შესრულების შესახებ;
ბ) წარმართავს და ახორციელებს მეთოდურ მუშაობას;
გ) ამზადებს მასალებს მეცადინეობის ცხრილის შესადგენად, რომელსაც წარუდგენს დირექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში;
დ) ამტკიცებს მასწავლებლის თემატურ და ინდივიდუალურ გეგმებს, აკონტროლებს მათ შესრულებას;
ე) თვალყურს ადევნებს მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას, დისციპლინას, ესწრება მეცადინეობებს და მეთოდურ დახმარებას უწევს მასწავლებლებს;
ვ) კონსულტაციებს უწევს სკოლაში შემსვლელებს, მონაწილეობს მისაღები გამოცდების ორგანიზებასა და ჩატარებაში.
13. პედაგოგიური საბჭო:
ა) არის სკოლის მმართველობითი ორგანო, რომლის შექმნის, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება “განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებით და თვით დაწესებულების წესდებით.
ბ) პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში შედიან სკოლის დირექტორი (თავმჯდომარე), დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, განყოფილების ხელმძღვანელები, პედაგოგები, სასწავლო – დამხმარე პერსონალი;
გ) დირექტორის არყოფნის დროს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში;
დ) მდივნის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელსაც ირჩევენ ერთი წლის ვადით;
ე) პედაგოგიური საბჭო იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ;
ვ) საბჭო იხილავს სკოლის სამუშაო გეგმას;
ზ) სახავს სასკოლო და სკოლის გარეშე ღონისძიებებს;
თ) ისმენს დირექტორის, დირექტორის მოადგილეების, განყოფილების ხელმძღვანელების და სხვათა ანგარიშს ჩატარებული მუშაობის შესახებ;
ი) იღებს გადაწყვეტილებას სკოლის სასწავლო პროცესში ცვლილებების ან ნოვატორული წინადადებების განხორციელების, ღია კონცერტების, გამოფენების გამართვის თარიღების, გამოცდების ჩატარების, წარჩინებულ მოსწავლეთა ჯილდოსა და გრანტებზე წარდგენის, ქების სიგელების გაცემის, სკოლიდან გარიცხვის შესახებ და სხვა;
კ) პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში შედის დირექტორის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ(ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით).
14. კლასის ხელმძღვანელი:
ა) სკოლაში, რომლის მუშაობის ძირითად ფორმას წარმოადგენს ჯგუფური მეცადინეობა (ქორეოგრაფიული, სამხატვრო და ა.შ.), დირექტორის მიერ შეიძლება დაინიშნოს კლასის ხელმძღვანელი;
ბ) აკონტროლებს კლასის მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას და დისციპლინას;
გ) ეცნობა კლასის მოსწავლეთა ცხოვრებისა და სწავლის პირობებს, აუცილებლობის შემთხვევაში ეხმარება პრობლემების დაძლევაში;
დ) აწარმოებს დოკუმენტაციას დასწრებისა და ყოფაქცევის შესახებ;
ე) საჭიროების შემთხვევაში ამყარებს კონტაქტს მშობლებთან.
VII. მოსწავლეები
1. სკოლის მოსწავლე ვალდებულია აითვისოს საგანმანათლებლო პროგრამა, გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, დაიცვას წესრიგი და აქტიური მონაწილეობა მიიღოს სკოლის ღონისძიებებში, კონცერტებში, გამოფენებში და სხვა.
2. სკოლაში მიღებულია წახალისების და დასჯის ფორმები:
ა) წარჩინებული მოსწრების, გამორჩეული ნიჭის მოსწავლეს შეიძლება გამოეცხადოს მადლობა, დასახელდეს წლის საუკეთესო მოსწავლედ და მის მიმართ გამოყნებულ იქნას წახალისების სხვადასხვა ფორმები.
ბ) ყოფაქცევის წესების დარღვევის, საპატიო ან არასაპატიო მიზეზით საგანმანათლებლო პროგრამის შეუსრულებლობისთვის მოსწავლე შეიძლება დატოვებულ იქნეს იმავე კლასში ან დასჯილ იქნეს დირექციის მიერ (შენიშვნა, საყვედური, სკოლიდან გარიცხვა).
3. მოსწავლეს, რომელიც საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა ჩათვლებსა და გამოცდებზე ან მიიღო არადამაკმაყოფილებელი ნიშანი, ენიშნება განმეორებითი ჩათვლა ან გამოცდა, რომლის ვადები დგინდება დირექციის მიერ.
4. მოსწავლე, რომელიც გადადის ერთი სკოლიდან მეორეში, წინასწარი შემოწმების საფუძველზე ჩაირიცხება (თავისუფალი ადგილის შემთხვევაში, განთესვის ხარჯზე) შესაბამის კლასში.
5. მოსწავლეს, რომელმაც არ ჩააბარა გამოსაშვები გამოცდები არასაპატიო მიზეზით,სკოლის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ნაცვლად მიეცემა ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ.
6. სკოლის კურსდამთავრებული, რომელმაც ჩააბარა გამოსაშვები გამოცდები, იღებს სახელოვნებო საბაზო განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო მოწმობას.
VIII. მასწავლებელი, კონცერტმაისტერი, სასწავლო-დამხმარე პერსონალი
1. სკოლის მასწავლებელს უნდა გააჩნდეს შესაბამისი საშუალო ან უმაღლესი პროფესიული სახელოვნებო განათლება და ეწეოდეს პედაგოგიურ მუშაობას დიპლომში მითითებული კვალიფიკაციის შესაბამისად.
2. მასწავლებელს უფლება აქვს:
ა) ისარგებლოს კაბინეტებით, სასწავლო მეთოდური მასალებით, არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;
ბ) მონაწილეობა მიიღოს სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში, სასწავლო პროცესის სრულყოფაში, სკოლის საზოგადოებრივ საქმიანობაში.
3. მასწავლებელი ვალდებულია:
ა) თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატაროს პროფესიულ დონეზე საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნათა გათვალისწინებით;
ბ) გაითვალისწინოს თითოეული მოსწავლის უნარი, შესაძლებლობები და ინტერესები, დახმარება გაუწიოს მოსწავლეს დამოუკიდებელი მუშაობის ორგანიზაციაში;
გ) იზრუნოს პედაგოგიური და შემოქმედებითი დაოსტატებისათვის, დახვეწოს, სრულყოს სწავლისა და აღზრდის ფორმები და მეთოდები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;
დ) ხელი შეუწყოს შინაგანად თავისუფალი, დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბებას, მისი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა-განვითარებას;
ე. მონაწილეობა მიიღოს პედაგოგიური საბჭოს, განყოფილების თათბირების მუშაობაში, შეიმუშაოს და შეიტანოს წინადადებები სასწავლო პროცესის სრულყოფის საკითხებზე;
ვ) დაესწროს ჩათვლებსა და გამოცდებს;
ზ) დაიცვას სკოლის შინაგანაწესი; სასწავლო პროცესის ან შინაგანაწესის დარღვევისათვის მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინარული ღონისძიებები;
თ) მასწავლებლის მიერ გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში გაკვეთილი ანაზღაურებულ უნდა იქნეს იმავე თვეში.
4. სამუსიკო და ხელოვნების სკოლის კონცერტმაისტერი:
ა) არის შესატყვისი საშუალო ან უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე პირი;
ბ) აქტიურ მონაწილეობას იღებს სასწავლო აღმზრდელობით და შემოქმედებით მუშაობაში;
გ) ცალკეულ შემთხვევაში ატარებს მეცადინეობას მასწავლებლის გარეშეც, ამ უკანასკნელის ნებართვით.
5. სკოლის სასწავლო-დამხმარე პერსონალს წარმოადგენენ ლაბორანტი, ბიბლიოთეკარი:
ა) ლაბორანტი ახორციელებს დამხმარე სამუშაოებს სასწავლო-შემოქმედებით პროცესში სახელოსნოებისა და კაბინეტ-ლაბორატორიების გამოყენების მიზნით;
ბ) ბიბლიოთეკარი უზრუნველყოფს სათანადო ლიტერატურით პედაგოგებსა და მოსწავლეებს.
IX. სკოლის ქონება
1. სკოლის ქონებას შეადგენს მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (შენობა, სასწავლო ინვენტარი, სპეციალური აღჭურვილობა) და ფინანსები. სკოლის ბალანსზე რიცხული ქონების გასხვისება და ვალდებულებით დატვირთვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანხმობით. მთელი ქონების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დირექტორს.
2. სკოლის ძირითად ფინანსურ წყაროს შეადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, სწავლების საფასურის დადგენილი წილობრივი შემონატანი და თვით სკოლის მიერ მოპოვებული ფინანსური რესურსები (სამეურნეო ანგარიშზე არსებული ჯგუფებიდან შემოსული თანხები, ფასიანი კონცერტები, გამოფენა-გაყიდვები, შემოწირულობანი, მიზნობრივი პროგრამული დაფინანსებითა და გრანტებით მოპოვებული თანხები).
X. სკოლის ძირითადი დოკუმენტაცია
სკოლაში წარმოებს შემდეგი ძირითადი დოკუმენტაცია:
ა) საკლასო ჟურნალი;
ბ) მოსწავლეთა კონტინგენტის მოძრაობის ანბანური წიგნი;
გ) პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმების წიგნი;
დ) მოსწავლეთა პირადი საქმეები, ინდივიდუალური გეგმები;
ე) მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ჟურნალი;
ვ) მოსწავლეთა სკოლის დამთავრების მოწმობების სარეგისტრაციო ჟურნალი;
ზ) დირექტორის ბრძანების წიგნები (სკოლის სპეციფიკის შესაბამისად);
თ) პედაგოგთა კვირეული დატვირთვის წიგნი;
ი) ინდივიდუალური და ჯგუფური სამეცადინო ცხრილები;
კ) თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების ჟურნალი;
ლ) მისაღები გამოცდების ოქმები;
მ) გამოსაშვები გამოცდების ოქმები;
ნ) საინვენტარო წიგნი;
ო) სკოლის ბიბლიოთეკის ფონდის საინვენტარო წიგნი;
პ) შემოსული და გასული საბუთების აღრიცხვის ჟურნალი და სხვა.