საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 26.03.2003
ძალის დაკარგვა 26.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №151
სარეგისტრაციო კოდი 190040000.11.117.005739
გამოქვეყნების წყარო სსმ, 31, 07/04/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPGrotesk;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPAcademi;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; letter-spacing:2.75pt; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; letter-spacing:2.5pt; font-weight:bold;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc1, li.MsoToc1, div.MsoToc1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:12.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc3, li.MsoToc3, div.MsoToc3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:24.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:.5in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; letter-spacing:5.0pt; font-weight:bold;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:300.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"SPGrotesk","sans-serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-style:italic;} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Arial Unicode MS","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.data, li.data, div.data {mso-style-name:data; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.5pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.prezident, li.prezident, div.prezident {mso-style-name:prezident; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.kanoni, li.kanoni, div.kanoni {mso-style-name:kanoni; margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .75in 44.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.005.739
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №151
2003 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის “ი” ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. გოგიაშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით განსაზღვრული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის კომპეტენცია განსაზღვრულია ამ დებულებით.
2. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის საქმიანობის პრინციპებსა და სამართლებრივ საფუძვლებს, მის უფლებამოსილებებს, მუშაობის ორგანიზაციასა და სტრუქტურულ აგებულებას.
3. დეპარტამენტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4. დეპარტამენტის დებულებას, სტრუქტურას და საშტატო განრიგს, აგრეთვე მათში ცვლილებებს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
5. დეპარტამენტის საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას ზედამხედველობს ფინანსთა მინისტრი, ხოლო ფინანსთა მინისტრის ბრძანებით საქმიანობის კოორდინაციას უწევს მინისტრის მოადგილე.
თავი II
დეპარტამენტის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი
მუხლი 2🔗
დეპარტამენტის ამოცანები:
ა) კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ) სახელმწიფოს მიერ აღებული გრანტების აღრიცხვა;
გ) გრანტებითა და ჰუმანიტარული დახმარებებით იმპორტირებული საქონლის აღრიცხვა და გამოყენების მონიტორინგი;
დ) საზღვარგარეთის ქვეყნების ტექნიკური დახმარებებით იმპორტირებული საქონლის აღრიცხვა და გამოყენების მონიტორინგი;
ე) საზღვარგარეთის ქვეყნების ტექნიკური დახმარების პროექტების (შემდგომში – ტექნიკური დახმარება) კოორდინაცია;
ვ) ჰუმანიტარული დახმარების პროექტების კოორდინაცია.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტის ფუნქციები:
ა) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და დანერგვისათვის საჭირო წინადადებების მომზადება;
გ) ყოველწლიურად საერთაშორისო, სხვადასხვა საქველმოქმედო და ჰუმანიტარული ორგანიზაციებისადმი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება იმ აქტუალური სფეროებისა და დარგების შესახებ, რომლებიც დაუყოვნებლად საჭიროებენ დახმარების გაწევას;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო ორგანიზაციების მომართვის საფუძველზე შესაბამისი შუამდგომლობების აღძვრა საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოების წინაშე;
ე) საქართველოს პრეზიდენტის, სახელმწიფო მინისტრის, ფინანსთა მინისტრის და მოადგილეების მითითებების, დავალებების და ბრძანებების ოპერატიული და ეფექტური შესრულება;
ვ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული სამსახურებრივი ბარათებით დასმული საკითხების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტის უფლებამოსილებანი:
ა) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისგან მოითხოვოს და მიიღოს დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო მონაცემები და ინფორმაცია;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით სახელმწიფო ორგანოებისგან მოითხოვოს და მიიღოს სამსახურებრივი დანიშნულების ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ტექნიკური დახმარების პროექტების, გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარების განმახორციელებელი (მიმღები, კოორდინატორი, ზედამხედველი, დონორი) საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, უცხოეთის ქვეყნების წარმომადგენლებისაგან, სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირებისაგან მოითხოვოს და მიიღოს დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო მონაცემები და ინფორმაცია;
დ) ამოცანების და ფუნქციების ეფექტურად შესრულების მიზნით სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები;
ე) ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით სამინისტროს სათათბირო საბჭოზე განსახილველად წარადგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები;
ვ) მოაწყოს თათბირები, სემინარები, შეხვედრები;
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობა გაუწიოს დეპარტამენტის თანამშრომლებს მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მივლინებაზე;
თ) გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
მუხლი 5🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეებსა და დეპარტამენტის სხვა მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ვ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების, ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
მუხლი 6🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს შორის ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს ანაწილებს და საქმიანობის სფეროებს განსაზღვრავს დეპარტამენტის უფროსი.
3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის გადაწყვეტილებით უფლებამოსილი პირის წარდგინების საფუძველზე.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები:
ა) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავენ და ზედამხედველობენ დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფების საქმიანობას.
ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობენ დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობენ დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) დეპარტამენტის უფროსის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებებით ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
1. გრანტების სამმართველო.
2. ჰუმანიტარული დახმარების სამმართველო.
3. საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამების სამმართველო.
მუხლი 8🔗
გრანტების სამმართველო ახორციელებს:
ა) სახელმწიფო საგრანტო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში, თანადაფინანსების თანხების მოცულობის განსაზღვრა და საბიუჯეტო დეპარტამენტისათვის მიწოდება;
ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ასიგნებების დაგეგმვისათვის საბიუჯეტო დეპარტამენტისათვის სახელმწიფო საგრანტო ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
გ) სახელმწიფოს მიერ აღებული გრანტების აღრიცხვა;
დ) სახელმწიფო საგრანტო ხელშეკრულებების პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ე) სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული გრანტებით იმპორტირებული საქონლის აღრიცხვა;
ვ) სახელმწიფო ორგანოების მიერ აღებული გრანტების აღრიცხვის, გამოყენებისა და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ზ) კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის (ფულადი სახსრებისათვის) გრანტის სტატუსის დადგენის თაობაზე წინადადებების მომზადება, შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება და განხილვა;
თ) გრანტის სტატუსით იმპორტირებული საქონლის აღრიცხვა;
ი) გრანტის სტატუსით იმპორტირებული საქონლის გამოყენების მონიტორინგი და მისი განხორციელების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
კ) მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე აღმოჩენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ლ) იმპორტირებულ საქონელზე გრანტის სტატუსის მოხსნის თაობაზე წინადადებების მომზადება;
მ) გრანტის სტატუსით იმპორტირებული საქონლის შესახებ შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება;
ნ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს, ასევე საქართველოსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულების ფარგლებში საქონლის იმპორტის დადასტურება, ამ ხელშეკრულებათა ფარგლებში გამოყოფილი დახმარებების აღრიცხვა და კოორდინაცია;
მუხლი 9🔗
ჰუმანიტარული დახმარების სამმართველო ახორციელებს:
ა) კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის დადგენის თაობაზე წინადადებების მომზადება, შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება და განხილვა;
ბ) ჰუმანიტარული დახმარებების სტატუსით იმპორტირებული საქონლის აღრიცხვა;
გ) ჰუმანიტარული დახმარებების სტატუსით იმპორტირებული საქონლის გამოყენების მონიტორინგი და მისი განხორციელების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
დ) მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე აღმოჩენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ე) იმპორტირებულ საქონელზე ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მოხსნის თაობაზე წინადადებების მომზადება;
ვ) ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით იმპორტირებული საქონლის შესახებ შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება;
ზ) კანონმდებლობის შესაბამისად ჰუმანიტარული ორგანიზაციების შესაბამისი თხოვნის საფუძველზე შუამდგომლობის პროექტების მომზადება საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოებთან.
თ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს, ასევე საქართველოსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულების ფარგლებში საქონლის იმპორტის დადასტურება, ამ ხელშეკრულებათა ფარგლებში გამოყოფილი დახმარებების აღრიცხვა და კოორდინაცია;
მუხლი 10🔗
საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამების სამმართველო ახორციელებს:
ა) სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში, ტექნიკური დახმარების პროექტებისათვის თანადაფინანსების თანხების მოცულობის განსაზღვრა და საბიუჯეტო დეპარტამენტისათვის მიწოდება;
ბ) როგორც დონორ ორგანიზაციების და ქვეყნების წარმომადგენლებთან, ასევე სახელმწიფო ორგანოებთან ტექნიკური დახმარების პროექტებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებსა და შეხვედრებში მონაწილეობის მიღება, მათი განხილვა და აღნიშნული პროექტების განხორციელების დაწყებისათვის საჭირო საქმიანობის წარმართვა;
გ) ტექნიკური დახმარების პროექტებით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით შესაბამისი სამუშაოების წარმოება და ზედამხედველობა;
დ) ტექნიკური დახმარების პროექტებით განსაზღვრული თანამონაწილეობის /თანადაფინანსების განაცხადების მიღება, განხილვა და დასაფინანსებლად წარდგენა;
ე) ტექნიკური დახმარების პროექტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით გამართულ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება;
ვ) ტექნიკური დახმარების პროექტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ზ) ტექნიკური დახმარების მიმდინარეობის შუალედური შეფასების და საზედამხედველო მისიებთან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება;
თ) ტექნიკური დახმარებების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მიღება და დამუშავება;
ი) იმ პრიორიტეტული სფეროებისა და დარგების განსაზღვრა და საზღვარგარეთის ქვეყნებისა და ორგანიზაციებისათვის წარდგენა, რომლებიც საჭიროებენ ტექნიკური დახმარების აღმოჩენას;
კ) ტექნიკური დახმარების კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და განხორციელება;
მუხლი 11🔗
1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
3. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებენ მის დავალებებს.
მუხლი 12🔗
1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები განისაზღვება თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 13🔗
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის ბრძანებით.