⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (18.04.2005)
გაუქმებულია:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 26.03.2003
ძალის დაკარგვა 18.04.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №153
სარეგისტრაციო კოდი 190040000.11.117.005749
გამოქვეყნების წყარო სსმ, 31, 07/04/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,777 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.03.2003 მიღება
18.04.2005 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.5pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt .75in 44.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.005.749 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №153 2003 წლის 26 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის “ი” ქვეპუნქტისა და 29-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. გოგიაშვილი იურიდიული დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიული დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) სამინისტროს   სტრუქტურული ქვედანაყოფია.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით,  საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე, რომელიც ახორციელებს დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება  მინისტრის ბრძანებით. თავი II დეპარტამენტის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ბ) სხვა უწყებებიდან შემოსულ, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის ორგანოების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის ორგანოების სამართლებრივი უზრუნველყოფა; დ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის “საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორცილებისათვის ხელშეწყობა; ე) სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის კოორდინაცია; ვ) სამინისტროში და სამინისტროს სისტემის ორგანოებში მომზადებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით პარლამენტში წარდგენის პროცედურების კოორდინაცია; ზ) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოებში; თ) მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და განხილვაში მონაწილეობის მიღება; ი) სამინისტროში  შემოსული საჩივრების და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; კ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემის ორგანოებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების და მოქმედ ნორმატიული აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი გაუქმების შესახებ წინადადებების მომზადება; ლ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვის, სამინისტროში შესამუშავებელ კანონპროექტთა ნუსხის საბოლოო შეთანხმებისა და წარდგენის უზრუნველყოფის ორგანიზება საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან; მ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტის კოორდინაცია; ნ) სამინისტროში და სამინისტროს სისტემის ორგანოებში მომზადებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით პარლამენტში წარდგენის პროცედურების კოორდინაცია; ო) მინისტრის ბრძანებებითა და მოქმედი კანონმდებლობის სხვა აქტებით გათვალისწინებული ფუნქციები და ამოცანები.     მუხლი 6🔗. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის ორგანოებისაგან გამოითხოვოს ნებისმიერი  (მათ შორის სამართლებრივ დავასთან დაკავშირებული) ინფორმაცია; ბ) სათანადო მინდობილობის საფუძველზე წარმოადგინოს ფინანსთა სამინისტრო და ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოები სასამართლოში; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს ნორმატიული აქტების პროექტები; დ) სხვა უწყებებიდან შემოსული, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ შემუშავებულ ნორმატიული აქტების პროექტებთან დაკავშირებით მოამზადოს სამართლებრივი დასკვნები; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარადგინოს წინადადებები ნორმატიული აქტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; ვ) კოორდინაციისა და ზედამხედველობის მიზნითა და “საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონით დაკისრებული ამოცანების უზრუნველსაყოფად, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემის ორგანოებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია დაწესებულებაში მიმდინარე კანონშემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის თაობაზე; ზ) საჩივრებისა და განცხადებების განხილვისა და სასამართლოებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის ორგანოებისაგან კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია; თ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა     მუხლი 7🔗.  დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 8🔗.  დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის გადაწყვეტილებით კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.     მუხლი 9🔗.  დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეებსა და დეპარტამენტის სხვა მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) ხელს აწერს  დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს; ვ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების, ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში; ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.       მუხლი 10🔗. 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს შორის ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს ანაწილებს და საქმიანობის სფეროებს განსაზღვრავს  დეპარტამენტის უფროსი. 3.  დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის გადაწყვეტილებით, უფლებამოსილი პირის წარდგინების საფუძველზე. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები: ა) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავენ და ზედამხედველობენ დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფების საქმიანობას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობენ დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში; დ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობენ დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) დეპარტამენტის უფროსის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებებით ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 11🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველო; ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო.     მუხლი 12🔗. პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველო ახორციელებს: ა) ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ბ) სხვა უწყებებიდან შემოსული, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას; გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის ორგანოების სამართლებრივ უზრუნველყოფას; დ) ნორმატიული აქტების შემუშავების და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადებას; ე) სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაციას პარლამენტთან კანონშემოქმედებითი საქმიანობის სფეროში და ხელს უწყობს საპარლამენტო მდივნისათვის “საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებას; ვ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვის  ორგანიზებას და უზრუნველყოფს სამინისტროში შესამუშავებელ კანონპროექტთა ნუსხის საბოლოო შეთანხმებასა და წარდგენას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან; ზ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტის კოორდინაციას; თ) კოორდინაციისა და ზედამხედველობის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემის ორგანოებისაგან დაწესებულებაში მიმდინარე კანონშემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის საჭიროებისამებრ გამოთხოვას; ი) სამინისტროში და სამინისტროს სისტემის ორგანოებში მომზადებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით პარლამენტში წარდგენის პროცედურების კოორდინაციას; კ) კანონმდებლობით და მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 13🔗. 1. პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი სამმართველოს შემადგენლობაში შედის პარლამენტთან ურთიერთობის განყოფილება. 2. პარლამენტთან ურთიერთობის განყოფილება: ა) კოორდინაციას უწევს სამინისტროს ურთიერთობას პარლამენტთან კანონშემოქმედებითი საქმიანობის სფეროში და ხელს უწყობს საპარლამენტო მდივნისათვის “საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებას; ბ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვას და უზრუნველყოფს სამინისტროში შესამუშავებელ კანონპროექტთა ნუსხის საბოლოო შეთანხმებასა და წარდგენას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან; გ) წარადგენს წინადადებებს სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაში ცვლილებების შეტანის თაობაზე; დ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტას; ე) კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ კანონმდებლობით (საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით) განსაზღვრულ შემთხვევებსა და წესით შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადებას და ზედამხედველობს მათ მიერ აღნიშნული ნორმატიული აქტების დადგენილ ვადებში წარდგენას; ვ) კოორდინაციისა და ზედამხედველობის გაწევისა და მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების სრულყოფილად განხორციელების მიზნით საჭიროებისამებრ გამოითხოვს ინფორმაციას სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემის ორგანოებისაგან დაწესებულებაში მიმდინარე კანონშემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის თაობაზე;  ზ) კოორდინაციას უწევს სამინისტროში და სამინისტროს სისტემის ორგანოებში მომზადებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით პარლამენტში წარდგენის პროცედურებს; თ) სისტემატურად წარუდგენს ანგარიშს დაწესებულების საპარლამენტო მდივანს სამინისტროში მიმდინარე კანონშემოქმედებითი პროცესის მდგომარეობაზე; ი) დაწესებულების საპარლამენტო მდივნის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.  3. პარლამენტთან ურთიერთობის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 14🔗. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს: ა) სამინისტროს და სამინისტროს სისტემის ორგანოების წარმომადგენლობას ყველა ინსტანციის სასამართლოში; ბ)  მოქალაქეებისა და იურიდიული პირების საჩივრების, განცხადებების განხილვასა და განხილვაში მონაწილეობას სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე; გ)  მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციის გამოთხოვას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის ორგანოებისაგან; დ)  სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადებას მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; ე) მოქმედი კანონმდებლობით, მინისტრის დავალებებით გათვალისწინებულ სხვა  უფლებამოსილებებს.      მუხლი 15🔗. 1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2.   დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი: ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ)  ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს; გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრვი მოვალეობების შესრულებაზე; დ) ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 3. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.    4. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებენ მის დავალებებს.     მუხლი 16🔗. 1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები განისაზღვება თანამდებობრივი ინსტრუქციებით. თავი IV დასკვნითი დებულებანი     მუხლი 17🔗. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის ბრძანებით.