⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.12.2006)
გაუქმებულია:

გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული საქონლის აღრიცხვისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 31.03.2003
ძალის დაკარგვა 26.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №162
სარეგისტრაციო კოდი 190040000.11.117.005763
გამოქვეყნების წყარო სსმ, 31, 07/04/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,145 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.03.2003 მიღება
26.12.2006 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული საქონლის აღრიცხვისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo-English;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:-4.5pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo-English","sans-serif";} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt .75in 44.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.005.763 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №162 2003 წლის 31 მარტი ქ. თბილისი გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული საქონლის აღრიცხვისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე “საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-19 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ინსტრუქცია გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული საქონლის აღრიცხვისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის შესახებ. 2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს 2003 წლის 1 აპრილიდან. მ. გოგიაშვილი ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული საქონლის აღრიცხვისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის შესახებ     მუხლი 1🔗. 1. გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. 2. გრანტად არ ჩაითვლება სამეწარმეო და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები.     მუხლი 2🔗. საბუღალტრო აღრიცხვის მიზნებისათვის გრანტის მიმღები შეიძლება იყოს: 1. საქართველოს სახელმწიფო საქართველოს პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილი ორგანოს (ორგანიზაციის) სახით; 2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო; 3. საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო იურიდიული პირი, მისი წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება.     მუხლი 3🔗.  ამ ინსტრუქციის მეორე მუხლში მითითებული ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომლებმაც დადებული ხელშეკრულებების (მემორანდუმების) შესაბამისად მიიღეს გრანტი და იყენებენ მას საკუთარი საჭიროებისათვის, ადგენენ შემდეგ ბუღალტრულ გატარებებს: 1. ფულადი ფორმით მიღებულ გრანტებზე ა) თანხის შემოსავალში აღება დებეტი 115 “ხაზინაში გახსნილი გრანტების ანგარიში” კრედიტი 405 “გრანტებით და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული შემოსავლები”. ბ) თანხის ხარჯვა დებეტი 206 “გრანტებიდან და ჰუმანიტარული დახმარებიდან გაწეული ხარჯები” კრედიტი 115 “ხაზინაში გახსნილი გრანტების ანგარიში” გ) ხარჯების ჩამოწერა გრანტებით და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებულ შემოსავლებზე დებეტი 405 “გრანტებით და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული შემოსავლები” კრედიტი 206 “გრანტებიდან და ჰუმანიტარული დახმარებიდან გაწეული ხარჯები”         2. ნატურალური ფორმით მიღებულ ძირითად საშუალებებზე ა) ძირითადი საშუალებების მიღება დებეტი 01 “ძირითადი საშუალებები” (საშუალებათა სახეების მიხედვით) კრედიტი 250 “ძირითადი საშუალებების ფონდი” ბ) ხარჯებისა და შემოსავლების ასახვა დებეტი 206 “გრანტებიდან და ჰუმანიტარული დახმარებიდან გაწეული ხარჯები” კრედიტი 405 “გრანტებით და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული შემოსავლები” გ) წლის ბოლოს გრანტებიდან გაწეული ხარჯების დახურვა დებეტი 405 “გრანტებით და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული შემოსავლები” კრედიტი 206 “გრანტებიდან და ჰუმანიტარული დახმარებიდან გაწეული ხარჯები”  3. ნატურალური ფორმით მიღებულ მცირეფასიან და სწრაფცვეთად საგნებზე ა) მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების მიღება დებეტი 070 “მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნები” კრედიტი 260 “მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების ფონდი” ბ) ხარჯებისა და შემოსავლების ასახვა დებეტი 206 “გრანტებიდან და ჰუმანიტარული დახმარებიდან გაწეული ხარჯები” კრედიტი 405 “გრანტებით და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული შემოსავლები” გ) წლის ბოლოს გრანტებიდან გაწეული ხარჯების დახურვა დებეტი 405 “გრანტებით და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული შემოსავლები” კრედიტი 206 “გრანტებიდან და ჰუმანიტარული დახმარებიდან გაწეული ხარჯები” 4. სხვა მატერიალური ფასეულობების მიღება (მასალები სასწავლო, სამეცნიერო და სხვა მიზნებისათვის, კვების პროდუქტები, მედიკამენტები და შესახვევი საშუალებები, სამეურნეო მასალები, სათბობი, საწვავი, სათადარიგო ნაწილები, სამშენებლო მასალები, დასადგმელი მოწყობილობა და სხვა ანალოგიური მასალები) ა) მატერიალური ფასეულობების შემოსავალში აღება დებეტი 05 და 06 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშები კრედიტი 405 “გრანტებით და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული შემოსავლები” ბ) ნატურალური ფორმით მიღებული გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებით მოწოდებული სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვა (ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული მატერიალური ფასეულობები). დებეტი 206 “გრანტებიდან და ჰუმანიტარული დახმარებიდან გაწეული ხარჯები” კრედიტი 05 და 06 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშები გ) წლის ბოლოს ხარჯების დახურვა დებეტი 405 “გრანტებით და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული შემოსავლები” კრედიტი 206 “გრანტებიდან და ჰუმანიტარული დახმარებიდან გაწეული ხარჯები”     მუხლი 4🔗. სამინისტროები და სახელმწიფო უწყებები, რომლებთანაც გაფორმებული ხელშეკრულებების (მემორანდუმების) შესაბამისად გრანტები უნდა გადაეცეს სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს ფულადი სახსრების სახით მიღებული გრანტების მოძრაობას ასახავენ შემდეგი გატარებებით: ა) ფულადი გრანტის მიღება დებეტი 115 “ხაზინაში გახსნილი გრანტების ანგარიში” კრედიტი 405 “გრანტებით და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული შემოსავლები” ბ) გრანტის გადაცემა სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებზე   დებეტი 405 “გრანტებით და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული შემოსავლები” კრედიტი 115 “ხაზინაში გახსნილი გრანტების ანგარიში”     მუხლი 5🔗. სამინისტროები და სახელმწიფო უწყებები, რომლებთანაც გაფორმებული ხელშეკრულებების (მემორანდუმების) შესაბამისად გრანტით მიღებული საქონელი (მატერიალური ფასეულობები) უნდა გადაეცეს სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს აღნიშნული მატერიალური ფასეულობების მოძრაობას ასახავენ შემდეგი ბუღალტრული გატარებებით: ა) მატერიალური ფასეულობების შემოსავალში აღება (შენახვა-დასაწყობება) დებეტი 01,05,06,07 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშები კრედიტი შესაბამისად 250,400, 260 სუბანგარიშები ბ) მატერიალური ფასეულობების გადაცემა დანიშნულების (განწერის) მიხედვით დებეტი 250 “ძირითადი საშუალებების ფონდი” კრედიტი 01 “ძირითადი საშუალებები” დებეტი 260 “მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების ფონდი” კრედიტი 07 “მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნები” დებეტი 405 “გრანტებით და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული შემოსავლები” კრედიტი 05,06 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშები     მუხლი 6🔗. 1. იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროები და სახელმწიფო უწყებები, რომლებთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება (მემორანდუმი) გრანტის მიღებაზე და გრანტით გათვალისწინებული ფულადი სახსრები და საქონელი განწერის მიხედვით პირდაპირ გადაეცემა სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს გაცემული თანხებისა და საქონლის ასახვა განმანაწილებელი ორგანიზაციების ბუღალტრულ ანგარიშებზე არ წარმოებს. გამანაწილებელი ორგანიზაცია ადგენს მხოლოდ განწერას (განაწილებას). 2. გრანტის უშუალოდ მიმღები (მომხმარებელი) ახდენს მიღებული გრანტის შემოსავალში აღებას, რაზედაც შეადგენს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მოცემულ ბუღალტრულ გატარებებს.     მუხლი 7🔗.  ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული საქონლის (მატერიალური ფასეულობების) აღსარიცხავად პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია* და მიმღები* იყენებს გრანტების აღრიცხვისათვის ამ ინსტრუქციის მიხედვით დადგენილ მეთოდოლოგიას.     მუხლი 8🔗.  წლის განმავლობაში 405 ანგარიშის კრედიტში აღრიცხული გრანტებითა და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული შემოსავლები აღირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში (სპეცშემოსავლების ნაწილში), ხოლო 206 ანგარიშის დებეტში აღრიცხული გრანტებიდან და ჰუმანიტარული დახმარებიდან გაწეული ხარჯები – სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებში (სპეცშემოსავლების ნაწილში).     მუხლი 9🔗.  ნატურალური ფორმით მიღებული გრანტები და ჰუმანიტარული დახმარებით მღებული საქონელი რომლის ღირებულებაც მოცემული არ არის თანმხლებ საბუთებში, უნდა აისახოს ბუღალტრულ ანგარიშგებაზე თანდართულ განმარტებებში. *  იგულისხმება საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 “საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის (ფულადი სახსებისათვის) გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ” დებულების თაობაზე ბრძანებულების მე-2 მუხლის შესაბამისად პროგრამის განმხორციელებელი და მიმღები.