⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.09.2002)
გაუქმებულია:

სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოფიცერთა შემადგენლობის ატესტაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 10.10.2001
ძალის დაკარგვა 06.09.2002
გამომცემი ორგანო სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 130070000.11.111.005013
გამოქვეყნების წყარო სსმ, 113, 23/10/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,369 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.10.2001 მიღება
06.09.2002 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოფიცერთა შემადგენლობის ატესტაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:SPGrigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:1.4pt;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.petiti10, li.petiti10, div.petiti10 {mso-style-name:petiti10; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni {mso-style-name:chveulebrivi-wigni; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.65pt 52.05pt 49.65pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 130.070.000.11.111.005.013 საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ბრძანება №18 2001 წლის 10 ოქტომბერი ქ. თბილისი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოფიცერთა შემადგენლობის ატესტაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე "სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულების  საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოფიცერთა შემადგენლობის ატესტაციის შესახებ ინსტრუქცია. 2. ბრძანება გაეცნოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოფიცერთა შემადგენლობას. 3. ბრძანება ძალაში შედის ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-10 დღეს. ვ. ქუთათელაძე ინსტრუქცია საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოფიცერთა შემადგენლობის ატესტაციის შესახებ I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, აჭარის ა. რ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში და აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში, ოფიცერთა შემადგენლობის ატესტაცია იმართება კადრების სწორი შერჩევისა და განაწილების უზრუნველყოფის, დისციპლინისა და პირადი პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით.     მუხლი 2🔗 ატესტაციის დროს ობიექტური შეფასება ეძლევა თითოეული ოფიცრის საქმიან და პიროვნულ თვისებებს, განისაზღვრება შესაბამისობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან და მისი სამსახურებრივი პერსპექტივა, იქმნება სამსახურში დასაწინაურებელი რეზერვი. II. ატესტაციას ჩატარების წესი     მუხლი 3🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული ოფიცერი 1. ატესტირებას ექვემდებარება: ა) ოფიცერი სამ წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი) ბ) ოფიცერი, რომელიც წარდგენილია ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასაწინაურებლად. გ) ოფიცერი, რომელიც ამთავრებს სუს-ს აკადემიას. დ) ოფიცრის პირველადი წოდების მისანიჭებლად წარდგენილი სამხედრო მოსამსახურე. 2. ატესტირებას არ ექვემდებარება: ა) ოფიცერი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. ბ) ოფიცერი, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.     მუხლი 4🔗. ატესტაციის დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 2. ოფიცერი, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტირებას ექვემდებარება მომავალ წელს.     მუხლი 5🔗. საატესტაციო კომისია 1. ოფიცერთა ატესტაციას ახორციელებენ შებამისად საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, აჭარის ა.რ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის საატესტაციო კომისიები. 2. საატესტაციო კომისიების თავმჯდომარეებს ნიშნავს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი. 3. საატესტაციო კომისიის წევრებს ნიშნავს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით. 4. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 5. კომისიის თვითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება, კომისიის სხდომები უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი. 6. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად. 7. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.     მუხლი 6🔗. ატესტაციის მომზადება 1. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კადრების სამმართველოში ნოემბერ-დეკემბრის თვეში დგება იმ ოფიცერთა ატესტაციის ჩატარების ღონისძიებათა გეგმა, რომელთა ატესტაციაც უნდა განხორციელდეს მომავალ წელს. 2. ატესტაციის ჩატარების ღონისძიებათა გეგმა მტკიცდება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მიერ და მასში გათვალისწინებულია: ა) ოფიცერთა შემადგებლობის ატესტაციის გრაფიკისა და სქემის შემუშავება და დამტკიცება; ბ) გრაფიკებისა და წინამდებარე ინსტრუქციის მოთხოვნათა დაყვანა საატესტაციო კომისიის წევრებამდე და ატესტაციას დაქვემდებარებულ ოფიცერთა ხელმძღვანელებამდე; გ) უშუალო ხელმძღვანელების მიერ ატესტაციას დაქვემდებარებულ ოფიცრებთან საუბრების ჩატარება, რომლის დროსაც პრინციპული შეფასება მიეცემა მათ საქმიანობას სამი წლის განმავლობაში; დ) ატესტაციის მომზადებას და მის მიმდინარეობაზე კონტროლი.     მუხლი 7🔗. ოფიცერთა შემადგენლობა წონასწარ ეცნობა ატესტაციის ჩატარების ვადებს. III. ატესტაციის შინაარსი     მუხლი 8🔗. ატესტაციაში ობიექტური შეფასება უნდა მიეცეს: 1. ოფიცრის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას კონკრეტულ სამუშაო უბანზე. მასში უნდა აისახოს მუშაობის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები და ნაკლოვანებები, ნაჩვენები უნდა იყოს ოფიცრის პროფესიული და პირადი თვისებები, მათ შორის, პირველ რიგში პატრიოტიზმი, პოლიტიკური განათლების დონე, საქმის გაძღოლის უნარი, კომპეტენტურობა, ცოდნის დონე დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის, აგრეთვე სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ნორმატიული აქტების ცოდნა და მათი მოთხოვნების დაცვა; ორგანიზატორული თვისებები, პასუხისმგებლობა და ინიციატივა; მუშაობის სტადიაში მთავარის გამოყოფის, განსაკუთრებულ ვითარებაში მოქმედების და ორიენტირების უნარი, სიახლის გრძნობა; აღმზრდელის თვისებები, მისი წვლილი კადრების შერჩევისა და მომზადებაში, დისციპლინის განმტკიცებაში; კონსპირაციის დაცვა მუშაობაში; ანალიზის უნარი და დოკუმენტების შედგენის ხარისხი; საბრძოლო და ფიზიკური მომზადება; მისი როლი და ქცევა კოლექტივში, რეაგირება კრიტიკულ შენიშვნებზე; დამოკიდებულება ნეგატიური მოვლენებისადმი სამსახურში და ყოფა-ცხოვრებაში. 2. სხვა დამახასიათებელი თვისებები; პირადი ინტერესები, მოთხოვნილებები, გატაცებები; დამოკიდებულება მატერიალურ უზრუნველყოფასთან, ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ქცევის კულტურა. 3. ატესტაციის დასკვნაში აუცილებლად უნდა მიეთითოს, შეეფერება თუ არა ოფიცერი დაკავებულ თანამდებობას.     მუხლი 9🔗. ატესტაციის ტექსტში აღნიშნული უნდა იყოს მისი ნაკლოვანებები სამსახურში და პირად ქცევაში, რომლის გამოსწორებასაც უნდა მიაქციოს ყურადღება. დასკვნაში უნდა იყოს მოცემული რეკომენდაციები, თუ შემდგომში სად, რომელ უბანზეა შესაძლებელი მისი გამოყენება.     მუხლი 10🔗. ატესტაციაში შესაძლებელია შემდეგი რეკომენდაციები: 1. დაკავებულ თანამდებობასთან მისი შესაბამისობის შესახებ. 2. უფრო მაღალ თანამდებობაზე დაწინაურების შესახებ (კონკრეტული თანამდებობის მიუთითებლად). 3. აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე გაგზავნის შესახებ. 4. სხვა სამუშაოზე გადაყვანის შესახებ( ოპერატიულზე, სამძებროზე, ხელმძღვანელ, პედაგოგიურ, სამეურნეო და სხვა.) მიეთითება გადაყვანის მოტივები. 5. მაღალი თანამდებობიდან დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ მისი საფუძველი და რა თანამდებობაზეა მიზანშეწონილი მისი გადაყვანა. 6. ზღვრულ ასაკს მიღწეული ოფიცრისათვის სამხედრო სამსახურის ვადის გაგრძელების შესახებ; 7. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ (“სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების რომელი პუნქტის საფუძველზეა მიზანშეწონილი დათხოვნა და რა თანამდებობაზეა შესაძლებელი რეზერვში ყოფნისას მისი გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობის დროს).     მუხლი 11🔗. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებული ოფიცრების ატესტაციაში ნაჩვენები უნდა იყოს, თუ რა თანამდებობაზე შესაძლებელია მათი დანიშვნა. IV. ატესტაციის განხილვა და დამტკიცება     მუხლი 12🔗. თითოეული ატესტაცია განხილულ უნდა იქნეს საატესტაციო კომისიის სხდომაზე.     მუხლი 13🔗. საატესტაციო კომისიები ვალდებულნი არიან გაეცნონ ატესტაციებს, დაადგინონ მათი შესაბამისობა ამ ინსტრუქციის მოთხოვნებთან და გააკეთონ სათანადო დასკვნები.     მუხლი 14🔗. საატესტაციო კომისიები ატესტაციებს განიხილავენ როგორც ოფიცრების გამოძახებით კომისიაზე, ისე მათი გამოძახების გარეშე. გამონაკლისს წარმოადგენს ის საატესტაციო დასკვნები, რომლებიც ითვალისწინებენ ოფიცრების თანამდებობრივ შეუფერებლობას. ასეთ შემთხვევაში ოფიცრის გამოძახება საატესტაციო კომისიაზე სავალდებულოა.     მუხლი 15🔗. საატესტაციო კომისიას უფლება აქვს კომისიის სხდომაზე გამოიძახოს ატესტაციის შემდგენელი უშუალო ხელმძღვანელი.     მუხლი 16🔗. ოფიცრის პირველად წოდებაზე წარსადგენი ატესტაცია საატესტაციო კომისიების მიერ არ განიხილება.     მუხლი 17🔗. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში ატესტაციის ტექსტს და აქედან გამომდინარე დასკვნას ადგენს ოფიცრის უშუალო უფროსი, რომელსაც განიხილავს საატესტაციო კომისია.     მუხლი 18🔗. საატესტაციო კომისიის დასკვნის ტექსტი თვითოეულ ატესტაციაზე შედის ოქმში. ოქმის ბოლოს ნაჩვენები უნდა იყოს იმ ოფიცრების გვარები, რომლებიც გამოძახებულნი იყვნენ საატესტაციო კომისიის სხდომაზე. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. საატესტაციო კომისიის დასკვნა, ცნობები გამოძახებულ ოფიცერთა შესახებ და კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრების გვარები ოქმიდან გადაიტანება ატესტაციაში და მოწმდება კომისიის მდივნის მიერ.     მუხლი 19🔗. სახელმწიფო უშიშროების აკადემიის მსმენელებზე (ასპირანტებზე) ატესტაციას ამტკიცებს აკადემიის რექტორი.     მუხლი 20🔗. დამტკიცებულ ატესტაციას ოფიცერს აცნობს მისი უშუალო უფროსი,დანაყოფში მისი მიღებიდან ათი დღის ვადაში. გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ ოფიცერი იმყოფება მივლინებაში, შვებულებაში ან სამკურნალოდ. ატესტაციის შედეგები მათ გამოეცხადებათ დაბრუნებისთანავე.     მუხლი 21🔗. ატესტაციის დასკვნის გამოცხადებისას ოფიცერთან ტარდება პირადი საუბარი. ატესტაციის დასკვნის გაცნობის შესახებ ოფიცერი ხელს აწერს ატესტაციის დედანს თარიღის ჩვენებით. ატესტაცია ერთვის მის პირად საქმეს.     მუხლი 22🔗. ატესტაცია ოფიცრის პირველადი წოდების მინიჭების შესახებ გამოეცხადება ოფიცერს მხოლოდ ბრძანებაზე ხელმოწერის შემდეგ.     მუხლი 23🔗. ატესტაციის ჩატარების შემდეგ სამსახურების, სამმართველოებისა და განყოფილებების მიერ დგება ანგარიში სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად.