ჩარჩო შეთანხმება ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის
მიღების თარიღი 20.06.2007
ძალაში შესვლა 20.06.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 480420010.03.030.000659
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 05/07/2007
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
ჩარჩო შეთანხმება ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;}
span.FootnoteTextChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
span.abzacixml0 { }
span.tarigixml0 { font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 46.3pt 56.7pt 49.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ჩარჩო შეთანხმება
ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის
საქართველოს მთავრობა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა (თითოეული ცალკე მოხსენიებული როგორც „მხარე“ და ერთდ მოხსენიებული როგორც „მხარეები“):
სურთ რა მხარეებს შორის გააღრმაონ მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა, გააფართოონ ვაჭრობა და გააძლიერონ ეკონომიკური ურთიერთობები;
აღიარებენ რა საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციებისათვის ღია და პროგნოზირებადი გარემოს ხელშეწყობის მნიშვნელობას;
აღიარებენ რა, რომ მხარეებს შეუძლიათ მიიღონ სასრგებლო გაზრდილი საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციებისაგან, და რომ ვაჭრობის ხელშემშლელმა საინვესტიციო ღონისძიებებმა და პროტექციონისტურმა სავაჭრო ბარიერებმა შესაძლოა შეამციროს ეს სარგებელი;
ცდილობენ რა ხელი შეუწყონ გამჭვირვალობას და აღმომფხვრან მექრთამეობა და კორუფცია საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში;
აღიარებენ რა კერძო ინვესტიციების, მათ შორის, როგორც შიდა, ისე უცხოური ინვესტიციების აუცილებელ როლს შემდგომი ზრდისათვის, სამუშაო ადგილების შექმნისათვის, ვაჭრობის გაფართოებისათვის, ტექნოლოგიების გაუმჯობესებისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებისათვის,
აღიარებენ რა მათ ეკონომიკებს შორის ვაჭრობის მზარდ მნიშვნელობას მომსახურების სფეროში;
მხედველობაში იღებენ რა არასატარიფო ვაჭრობის ბარიერების შემცირების სასურველობას მათ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით;
აღიარებენ რა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ადეკვატურად და ეფექტიანად დაცვისა და აღსრულების, ასევე ინტელექტუალური საკუთრების სფეროს კონვენციების წევრობისა და მათი დაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელობას;
აღიარებენ რა თითოეული მხარის შრომის კანონმდებლობის შესაბამისად მშრომელთა უფლებების ადეკვატურად და ეფექტიანად დაცვისა და აღიარებული საერთაშორისო შრომის უფლებების დაცვის გაუმჯობესების უზრუნველყოფის მნიშვნელობას;
სურთ რა, რომ უზრუნველყონ, რომ მათი ვაჭრობა და გარემოსდაცვითი პოლიტიკა ორმხრივად ხელს უწყობს მდგრად განვითარებას;
სურთ რა ერთმანეთის ტერიტორიებზე წაახალისონ და ხელი შეუწყონ საწრმოებსა და კერძო სექტორის სხვა ჯგუფებს შორის კონტაქტებს;
აღიარებენ რა მათ შორის ვაჭრობისა და ინვესტიციებთან დაკავშირებული პრობლემების რაც შეიძლება სწრაფად მოგვარების სასურველობას;
სურთ რა კიდევ უფრო გააძლიერონ მრვალმხრივი სავაჭრო სისტემა შემდგომი ორმხრივი და ორმხრივად სასარგებლო შეთანხმებების დადებითი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ეგიდით;
აღნიშავენ რა, რომ მხარეები არიან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები და ადასტურებენ არ, რომ ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ ეს ჩარჩო შეთანხმება („შეთანხმება“) არ ათავისუფლებს მხარეებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან დაკავშირებული ან ამ ორგანიზაციის ეგიდით დადებული სხვა ხელშეკრულებებით, შეთანმხებებით და დოკუმენტებით განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობებისაგან;
მოიხსენიებენ რა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის დადებულ შეთანხმებას „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ (შემდგომში „ორმხრივი ინვესტიციების შესახებ შეთანხმება“), რომელიც ხელმოწერილია 1994 წლის 7 მარტს მხარეებს შორის და ადასტურებენ რა, რომ ეს შეთანხმება არ ათავისუფლებს მხარეებს ორმხრივი ინვესტიციების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობებისაგან; და
ცდილობენ რა შექმნან მეაქანიზმი გაძლიერებული თანამშრომლობისა და უფრო ყოვლისმომცველი ხელშეკრულებების მეშვეობით მათი ვაჭრობის გაფართოების ინიციატივების შესახებ შემდგომი დიალოგისათვის;
თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები ადასტურებენ მათ სურვილს ხელი შეუყწონ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და გააფართოონ და გაამრაველფეროვნონ მხარეებს შორის საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა.
მუხლი 2🔗
1. მხარეები ამ შეთანხმებით ქმნიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ვაჭრობისა და ინვესტიციების საბჭოს („საბჭო“), რომლის შემადგელობაშიც შევლენ თითოეული მხარის წარმომადგენლები. საქართველოს მხარეს წარმოადგენს საქართელოს ეკონომიკური განვითარების სამინიტრო, ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენს აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისი (USTR). ორივე მხარეს შეიძლება დახმარება გაუწიონ სხვა სამთავრობო ერთეულების ოფიციალურმა პირებმა, გარემოებების შესაბამისად.
2. საბჭო შეიკრიბება იმ დროს და იმ ადგილას, როგორც შეთანხმდებიან მხარეები. მხარეები ეცდებიანა, რომ შეხვდნენ, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ.
მუხლი 3🔗.
საბჭო:
1. განახორციელებს მხარეთა შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების მონიტორინგს, მოახდენს ვაჭრობისა და ინვესტიციების გაფართოების შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, განსაზღვრავს შესაბამის საკითხებს, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების, მშრომელთა უფლებების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, რომელთა შესახებ შესაძლოა საჭირო იყოს მოლაპარაკება შესაბამის შეხვედრაზე.
2. განიხილავს მხარეებისთვის საინტერესო სპეციფიკურ სავაჭრო საკითხებსა და საინვესტიციო საკითხებს, რომლებიც არ წარმოიშობა ორმხრივი ინვესტიციების შესახებ შეთანხმებით.
3. დაადგენს მხარეებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ბარიერებს და იმუშავებს ამ ბარიერების აღმოსაფხვრელად; და
4. საჭიროების შემთხვევაში ეცდება მიიღოს კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების რჩევა საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მუხლი 4🔗
მხარეს შეუძლია საბჭოს გადასცეს ვაჭრობასთან დაკავშირებული სპეციფიკური საკითხი, ან ინვესტიციებთან დაკავშირებული სპეციფიკური საკითხი, რომელიც არ წარმოიშვება ორმხრივი ინვესტიციების შესახებ შეთანხმებით, მეორე მხარისათვის წერილობითი მოთხოვნის გადაცემით, რომელიც უნდა შეიცავდეს ამ საკითხის აღწერას. საბჭომ მოთხოვნის გადაცემის შემდეგ სწრაფად უნდა განიხილოს ეს საკითხი, თუ მომთხოვნი მხარე თანახმა არ არის უფრო გვიან თარიღზე. თითოეული მხარე, ისეთი ზომების მიღებამდე, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მეორე მხარის სავაჭრო ან საინვესტიციო ინტერესებზე, ეცდება საბჭო უზრუნველყოს შესაძლებლობით განიხილოს ეს საკითხი.
მუხლი 5🔗
ეს შეთანხმება არ ზღუდავს თითოეული მხარის კანონმდებლობით ან სხვა ნებისმიერი შეთანხმებით განსაზღვრულ უფლებებსა და მოვალეობებს.
მუხლი 6🔗
ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის შემდეგ.
მუხლი 7🔗
ნებისმიერ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ეს შეთანხმება მეორე მხარისათვის შეთანხმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების გაგზავნით. შეწყვეტა ძალაში შევა მხარეებს შორის შეთანხმებული თარიღიდან, ან თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, 180 დღის შემდეგ შეწყვეტის შესახებ შეტყობინების გადაცემის თარიღიდან.
მოწმეთა თანდასწრებით, ქვემოთ ხელმომწერი სათანადოდ უფლებამოსილი პირები ხელს აწერენ ამ შეთანხმებას.
შესრულებულია ვაშინგტონში, 2007 წლის 20 ივნისს
, ორ პირად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)