⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.03.2005)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.09.2004
ძალის დაკარგვა 09.03.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
ნომერი №890
სარეგისტრაციო კოდი 040030000.11.111.006661
გამოქვეყნების წყარო სსმ, 103, 21/09/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,394 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.09.2004 მიღება
09.03.2005 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 42.55pt 45.0pt 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.111.006.661 საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ბრძანება �890 2004 წლის 7 სექტემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ �საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის �74 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-12 პუნქტის �ა� და �ჟ� ქვეპუნქტებისა და �საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სასწავლო ცენტრის შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 16 აგვისტოს �336 ბრძანებულების მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სასწავლო ცენტრის თანდართული წესდება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ი. მერაბიშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სასწავლო ცენტრის წ ე ს დ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი ��� მუხლი 1🔗. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სასწავლო ცენტრის სტატუსი 1. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს (შემდგომში � სამინისტრო) სასწავლო ცენტრი (შემდგომში � ცენტრი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დანიშნულებაა სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. 2. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად. 3. ცენტრის სრული სახელწოდებაა �საჯარო სამართლის იურიდიული პირი � საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სასწავლო ცენტრი�. 4. ცენტრს აქვს ბეჭედი, შტამპი, დამოუკიდებელი წლიური ბალანსი, ანგარიშები ბანკში (მათ შორის სავალუტო) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა. 5. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 6. ცენტრის იურიდიული მისამართია: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი �72. ��� მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები და ამოცანები 1. ცენტრი მსმენელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათი პროფესიული სრულყოფის მიზნით ახორციელებს: ა) სწავლების მიმართულებების, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შემუშავებასა და დამტკიცებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სტანდარტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დაცვით; ბ) სპეციალობათა ნუსხის შედგენასა და დამტკიცებას სახელმწიფო მოთხოვნათა გათვალისწინებით; სწავლების ფორმის შემოღებასა და გაუქმებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით; გ) სამეცნიერო-კვლევით მუშაობას; ე) კავშირის დამყარებას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; ვ) უმაღლესი განათლების მქონე კადრების პროფესიულ მომზადებას სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსათვის. 2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი მიზნებიდან გამომდინარე ცენტრი იძენს და განკარგავს ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, წყვეტს მის კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებს. ��� მუხლი 3🔗. საქმიანობის საგანი ცენტრის საქმიანობის საგანია: ა) სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; ბ) კვლევითი და გამოყენებითი სამეცნიერო საქმიანობა. ��� მუხლი 4🔗. სასწავლო პროცესი 1. ცენტრის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ორგანიზაციის ფორმები დგინდება ცენტრის შინაგანაწესით, რომელსაც ამტკიცებს ცენტრის დირექტორი. 2. შინაგანაწესით დგინდება ცენტრში მსმენელთა ჩარიცხვის, მათი ცოდნის შეფასების სისტემა და კრიტერიუმები, სწავლების პირობები, სასწავლო რეჟიმის, მეცადინეობების რაოდენობა, სასწავლო პროცესის შიდა კონტროლის წესი, ფორმები და სხვა. ��� მუხლი 5🔗. მიღების წესი 1. ცენტრში მიიღებიან უმაღლესი განათლების მქონე ქმედუნარიანი პირები. 2. ცენტრში მსმენელთა ჩარიცხვა ხდება სამინისტროში სპეციალური შემოწმებისა და ტესტირების გავლის შემდეგ. 3. კანდიდატთა შერჩევის წესი და პირობები განისაზღვრება შინაგანაწესით. ��� მუხლი 6🔗. სწავლების ფორმა ცენტრში სწავლება ხორციელდება დასწრებული, უფასო სწავლების ფორმით. ��� მუხლი 7🔗. საგანმანათლებლო სერტიფიკატი 1. ცენტრი მსმენელის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით ათვისების შემთხვევაში გასცემს სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატს. 2. გამოცდების ჩაბარების წესი და პირობები განისაზღვრება ცენტრის შინაგანაწესით. ��� მუხლი 8🔗. მსმენელთა დისციპლინური პასუხისმგებლობა 1. მსმენელის მიერ ცენტრის შინაგანაწესის დარღვევა იწვევს ერთ-ერთ შემდეგი სახის პასუხისმგებლობას: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური. 2. შინაგანაწესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში მსმენელი გარიცხული იქნება ცენტრიდან. თავი II ცენტრის მართვა ��� მუხლი 9🔗. ცენტრის მართვა ცენტრის მართვას ახორციელებს: ა) ადმინისტრაცია; ბ) სამეცნიერო საბჭო. ��� მუხლი 10🔗. ადმინისტრაცია 1. ადმინისტრაციაში შედის დირექტორი და სასწავლო ნაწილი. 2. დირექტორი არის ცენტრის უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი წარმართავს ცენტრის საქმიანობას, წარმოადგენს მას სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში, ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოსა და ადმინისტრაციას, მოქმედებს ცენტრის სახელით. 3. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 4. დირექტორი პასუხისმგებელია სასწავლო, სამეცნიერო, აღმზრდელობითი და საორგანიზაციო-სამეურნეო საქმიანობის ხარისხსა და დონეზე. 5. დირექტორი უფლებამოსილია: ა) გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომელთა შესრულება სავალდებულოა ცენტრის ყველა თანამშრომლისა და მსენელისათვის; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და მინისტრთან შეთანხმებით, დანიშნოს და გაათავისუფლოს ცენტრის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები და თანამშრომლები; გ) ცენტრის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში; დ) პირადი ხელმოწერით დაადასტუროს ცენტრის დოკუმენტაცია; ე) ცენტრის სახელით დაამყაროს კავშირი სხვა, მათ შორის საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით, განიხილოს და დაამტკიცოს ცენტრის ადმინისტრაციული აქტები, სამეცნიერო საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე წარადგინოს წინადადებები სამინისტროს წინაშე სტრუქტურული ერთეულებისა და სპეციალობების შექმნისა და გაუქმების, მსმენელთა მიღებისა და ჩარიცხვის ფორმებისა და წესების შესახებ. 6. დირექტორი ვალდებულია: ა) დაიცვას ცენტრის წესდება; ბ) გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბაროს მინისტრს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ��� მუხლი 11🔗. სამეცნიერო საბჭო 1. სამეცნიერო საბჭო არის ცენტრის მართვის კოლეგიალური სათათბირო ორგანო, რომლის შექმნა და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ წესდებით და სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მიერ დამტკიცებული სამეცნიერო საბჭოს დებულებით. 2. საბჭოს კომპეტენციაში შედის: ა) წინადადებების მომზადება ცენტრის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად; ბ) ცენტრის სასწავლო პროცესების, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, ადმინისტრაციულ-სამეურნეო საქმიანობის ორგანიზაციის ყველა საკითხის შემდგომი სრულყოფის მიზნით, გადაწყვეტილებების მიღება; გ) სასწავლო გეგმების, პროგრამების, სასწავლო-სამეცნიერო და მეთოდური ლიტერატურის განხილვა და დამტკიცება; დ) სამეცნიერო მუშაობის მიმართულებების, გეგმების დამტკიცება; ე) ცენტრის საორგანიზაციო, საშტატო და სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის ეფექტურობის განხილვა. ��� მუხლი 12🔗. სამეურვეო საბჭო 1. ცენტრში შემოსავლის მოზიდვისა და რაციონალური განკარგვის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო. 2. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობას ცენტრის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო. ��� მუხლი 13🔗. ცენტრის მუშაკთა უფლება-მოვალეობები ცენტრის მუშაკთა უფლება-მოვალეობები, შესასრულებელი სამუშაო, ხელფასი განისაზღვრება მუშაკსა და ცენტრს შორის დადებული ხელშეკრულებით. თავი III ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები ��� მუხლი 14🔗. ცენტრის ბიუჯეტი ცენტრის დაფინანსება, მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ქონების შეძენა და გასხვისება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ��� მუხლი 15🔗. ცენტრის დაფინანსება 1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი; დ) შემოწირულობები და გრანტები; ე) კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები. 2. ცენტრის შემოსავალი მთლიანად ხმარდება მისი ფუნქციების შესრულებასა და დასახული მიზნების განხორციელებას. ��� მუხლი 16🔗. საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან შეთანხმებით 1. ცენტრის საკადრო და უზრუნველყოფითი (სამეურნეო, საფინანსო, სამედიცინო და კავშირგაბმულობის) მომსახურება ხორციელდება სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან შეთანხმებით. სამინისტროს თანხმობით ცენტრმა შეიძლება განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ის სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის მეორე პუნქტის �ბ� და �გ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ��� მუხლი 17🔗. საბუღალტრო ანგარიშგება ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს. ��� მუხლი 18🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. 2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო. ��� მუხლი 19🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანა, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ცენტრის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.