„შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონსი ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1597
სარეგისტრაციო კოდი
300.130.000.05.001.001.116
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 21, 12/07/2002

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ.35) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის წესი

საქართველოდან შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტი და რეექსპორტი დაიშვება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.“.

2. 61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 61. შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის კონტროლის ხელშემწყობი ღონისძიებანი

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან ერთად:

ა) უზრუნველყოს სახელმწიფოს 51%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში არსებული შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ინვენტარიზაციის განხორციელება;

ბ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს აღნიშნულ საწარმოებში არსებული შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების რეალიზაციისა და რეალიზაციიდან შემოსული თანხების მიზნობრივად გამოყენების წესი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 25 ივნისი.

№1597–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონსი ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.06.2002.
როდის იქნა მიღებული „შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონსი ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონსი ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.06.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1597. სარეგისტრაციო კოდი — 300.130.000.05.001.001.116.
რამდენი მუხლისგან შედგება „შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონსი ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონსი ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2002 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონსი ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1597, 25.06.2002, სარეგისტრაციო კოდი 300.130.000.05.001.001.116 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/13960/