ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო გრანტის შესახებ

მიღების თარიღი 10.10.2007
ძალაში შესვლა 17.01.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000684
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 29/01/2008
matsne.gov.ge 478 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.10.2007 მიღება
17.01.2008 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო გრანტის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.BalloonTextChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.5pt 45.0pt 1.0in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო გრანტის შესახებ საქართველო და თურქეთის რესპუბლიკა ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობების ფარგლებში, ითვალისწინებენ რა 1996 წლის 4 აპრილის შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო წვთრნის, ტექნიკისა და მეცნიერების სფეროში“ და 1997 წლის 14 ივლისის შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო მომზადების სფეროში თანამშრომლობის“ შესახებ, სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და საქართველოში შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციის საქმეში წვლილის შეტანის მიზნით შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი I თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს 2007 წლის გრანტის სახით გაუწევს დახმარებას 2 822 000 (ორ მილიონ რვაას ოცდაორი ათასი) ახალი თურქული ლირის ეკვივალენტით აშშ დოლარებში.     მუხლი II გრანტის დახმარების ნაწილით, რომელიც შეადგენს 2 550 000 (ორი მილიონ ხუთას ორმოცდაათი ათასი) ახალი თურქული ლირის ეკვივალენტს აშშ დოლარებში, მოხმარდება მატერიალურ დახმარებას და მომსახურებას, ხოლო 272.000 (ორას სამოცდათორმეტი ათასი) ახალი თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარებში გადაეცემა ფულადი დახმარების სახით, მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი III 2 822 000 (ორი მილიონ რვაას ოცდაორი ათასი) ახალი თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარებში გრანტი ორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებს შორის განხორციელდება ამ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით, ცალკე ხელმოსაწერ ფულადი დახმარებისა და ლოგისტიკის სფეროში განსახორციელებელი ოქმების საფუძველზე. ეს ხელშეკრულება თურქეთის რესპუბლკის გენერალური შტაბის მიერ, ხოლო საქართველოს მხრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.     მუხლი IV საქართველო თანახმაა, რომ თურქეთის რესპუბლიკიდან წინასწარი თანხმობის მიღების გარეშე ნივთები და მომსახურების უფლება არ გადასცეს სხვა ქვეყანას ან მესამე მხარეს.     მუხლი V ამ ხელშეკრულებაში, მხარეთა თანხმობის საფუძველზე შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკეული ოქმების სახით და წარმოადგენენ ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული ოქმები ძალაში შევა ამ ხელშეკრულების მეექვსე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.     მუხლი VI ეს ხელშეკრულება ძალაში რჩება ლოგისტიკის სფეროში განსახორციელებელ ოქმით განსაზღვრული მატერიალური დახმარებისა და მომსახურების საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სრულყოფილად ათვისებამდე. ეს ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან. ამ ხელშეკრულების განხორციელებისას წარმოქმნილი ნებისმიერი დავა გადაწყდება მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით. ეს ხელშეკრულება შესრულებულია ქ. ანკარაში, 2007 წლის 10 ოქტომბერს, ორ დედნად ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. მხარეთა მიერ ამ ხელშეკრულების ტექსტის განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს სახელით თეიმურაზ ზავრაშვილი პოლკოვნიკი საქართველოს თავდაცვის ატაშე თურქეთის რესპუბლიკაში თურქეთის რესპუბლიკის სახელით ალფასან ერდოიანი ბრიგადის გენერალი გენერალური შტაბის თავდაცვის დაგეგმვისა და რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი