შეთანხმება საქართველროს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 05.11.2007
ძალაში შესვლა 01.07.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 480210000.03.030.000700
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 01/08/2008
matsne.gov.ge 939 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.11.2007 მიღება
01.07.2008 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველროს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 1.0in 45.0pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველროს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი, ხელმძღვანელობენ რა საქართველოს რესპუბლიკასა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის შესახებ ხელშეკრულების დებულებებით, რომელსაც ხელი მოეწერა თბილისში 1993 წლის 20 აპრილს, ითვალისწინებენ რა იმ საერთაშორისო შეთანხმებათა დებულებებს, რომლებიც სავალდებულოა ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოებისთვის ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში, ითვალისწინებენ რა ევროკავშირში პოლონეთის რესპუბლიკის წევრობას, მიზნად ისახავენ რა კიდევ განამტკიცონ და განავითარონ ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 1. ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობის მიზანია: 1) ეკონომიკური პოტენციალის გამოყენება ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობათა განმტკიცების მიზნით; 2) ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობათა გაძლიერება, კერძოდ, ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ინოვაციების სფეროებში; 3) ურთიერთობების გაძლიერება ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.     მუხლი 2🔗 ამ შეთანხმების პირველ მუხლში მითითებული თანამშრომლობა განხორციელდება შემდეგი საშუალებებით: 1) თანამშრომლობა ხელშემკვრელ მხარეთა ეკონომიკურ ორგანიზაციებს შორის; 2) ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ეკონომიკური ორგანიზაციების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე საწარმოო ნაგებობათა დაპროექტება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია და ტექნოლოგიური მოდერნიზაცია ან ხელშემკვრელ მხარეთა ეკონომიკური ორგანიზაციების მიერ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება თავიანთ ტერიტორიებზე ან მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე; 3) თანამშრომლობის განვითარება საფინანსო და სადაზღვევო სექტორებში; 4) თანამშრომლობა სერტიფიცირებისა და სტანდარტიზაციის სფეროში; 5) კონტრაქტების ხელმოწერა ხელშემკვრელ მხარეთა იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებენ ეკონომიკურ ორგანიზაციებს; 6) ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ეკონომიკური ორგანიზაციების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული მომსახურების მხარდაჭერა, იმ მომსახურებათა ჩათვლით, რომლებიც ხელს უწყობს ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებზე და მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელებას; 7) ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროში გამოცდილების სხვადასხვა ფორმით გაზიარების დაწყება და ხელშეწყობა, ექსპერტებისა და ტექნიკური პერსონალის გაცვლისა და ტრენინგების ორგანიზაციების ჩათვლით; 8) ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე ორგანიზებულ გამოფენებსა და ბაზრობებზე, ბიზნესმისიებსა და სხვა სარეკლამო ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა; 9) თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში.     მუხლი 3🔗 1. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ხელს შეუწყობენ წარმომადგენლობითი ოფისების, ფილიალებისა და სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ ეკონომიკურ ორგანიზაციათა შექმნას და საქმიანობას. 2. წარმომადგენლობითი ოფისების, ფილიალების და სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული სხვა ეკონომიკური ორგანიზაციების შექმნისა და მათი საქმიანობის განხორციელების წესი განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის მოქმედი კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც ეს ორგანიზაციები ანხორციელებენ საქმიანობას.     მუხლი 4🔗 ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ხელშემკვრელ მხარეთა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაცვლიან ინფორმაციას, რომელიც შეეხება: 1) კანონებს, რომლებიც არეგულირებს: ეკონომიკური საქმიანობის, ინვესტიციების, სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციის, ლიცენზიების, კონცესიების და ნებართვების გაცემის პირობებს, სამრეწველო და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების, საავტორო და შესაბამისი უფლებების დაცვას და საერთო ინტერესის სხვა სფეროებს. 2) საქმიანობას, რომელიც მიმართულია ხელშემკვრელ მხარეთა ეკონომიკურ ორგანიზაციებს შორის მჭიდრო ურთიერთობათა განმტკიცებისაკენ, საერთაშორისო გამოფენების, ბაზრობებისა და ბიზნესმისიების ორგანიზაციების ჩათვლით.     მუხლი 5🔗 1. ხელშემკვრელი მხარეები შექმნიან საქართველო-პოლონეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათშორისო კომისიას, შემდგომში „კომისია“. 2. კომისია პასუხისმგებელია შემდეგზე: 1) ეკონომიკური თანამშრომლობის მდგომარეობის რეგულარულად განხილვა და შეფასება; 2) ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების გზაზე არსებული შეფერხებების განსაზღვრა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ზომების შემოთავაზება; 3) ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისათვის წინადადებების მომზადება; 4) წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასთან ან ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვა. 3. კომისია შედგება საქართველოსა და პოლონეთის განყოფილებებისგან, რომლებსაც ხელმძღვანელობენ თავმჯდომარეები. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნიშნავს შესაბამისი განყოფილების თავმჯდომარეს. თითოეული თავმჯდომარე ნიშნავს მოადგილეს და განყოფილების მდივანს. დეტალური საკითხების განხილვის მიზნით, კომისიამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაძლებელია შექმნას სამუშაო ჯგუფები და განსაზღვროს მათი ფუნქციები. 4. კომისიის სხდომები გაიმართება საჭიროებისამებრ, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ მაინც, მონაცვლეობით საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკაში. ერთ-ერთი თავმჯდომარის ინიციატივით შესაძლებელია მოწვეულ იქნეს კომისიის საგანგებო სხდომა ან თავმჯდომარეთა შეხვედრა. 5. კომისიის სხდომის ოქმი შედგება ქართულ, პოლონურ და ინგლისურ ენებზე. 6. სხდომებს შორის პერიოდში კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება კომისიის თავმჯდომარეთა ან მათი მოადგილეებისა და მდივნების მიერ, თავმჯდომარეთა შეხედულებისამებრ. 7. კომისიის მიერ მიღებული საპროცედურო წესი განსაზღვრავს მის საქმიანობას.     მუხლი 6🔗 1. წინადებარე შეხვედრების დებულებები არ ლახავს ხელშემკვრელ მხარეთა იმ უფლებებმა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს იმ საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომელთა მხარეებსაც წარმოადგენენ საქართველო ან პოლონეთის რესპუბლიკა, და საერთაშორისო ორგანიზაციებში მათი მონაწილეობიდან. 2. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, ხელმოწერილს ლუქსემბურგში 1996 წლის 22 აპრილს, რომელიც აწესებს პარტნიორობას, ერთის მხრივ, ევროპის გაერთიანებებსა და მათ წევრ სახელმწიფოებს და, მეორეს მხრივ, საქართველოს შორის, მასში შეტანილ დამატებებთან და შესწორებებთან ერთად, უპირატესი ძალა გააჩნია იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებსაც არეგულირებს წინამდებარე შეთანხმება. 3. წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ ლახავს პოლონეთის რესპუბლიკის იმ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს ევროკავშირში მისი წევრობიდან.     მუხლი 7🔗 უთანხმოებებს და დავებს, რომლებიც შეეხება წინამდებარე შეთანხმებას ან დაკავშირებულია მის შესრულებასთან, ხელშემკვრელი მხარეები წყვეტენ კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.     მუხლი 8🔗 1. წინადებარე შეთანხმება ძალაში შევა მხარეთა მიერ მისი გაფორმებისათვის აუცილებებლი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო შეტყობინების მიღების დღეს. 2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში რჩება ექვსი თვით ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის წერილობითი ნოტის მიღების შემდეგ, რომელიც ადასტურებს მის განზრახვას მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე შეთანხმებას. 3. ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, წინამდებარე შეთანხმების ცვლილებები და დამატებები ფორმდება დამატებითი ოქმების სახით, რომლებიც შეადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის ამ მუხლის 1 პუნქტში განსაზღვრული წესის შესაბამისად. შესრულებულია ----------- 2007 წლის ----------ორ პირად, თითოეული ქართულ, პოლონურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის                          პოლონეთის რესპუბლიკის სახელით                                                     მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)                                        (ხელმოწერილია)