„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4944-რს
სარეგისტრაციო კოდი
010120000.05.001.016373
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110706015, 06/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა:

1. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ვიზის მისაღებად უცხოელი,საქართველოს ვიზის გაცემის, გაგრძელების ა და მოქმედების შეწყვეტის წესით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, ავსებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმის  განცხადება-ანკეტას.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2პუნქტი:

„21. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო რეესტრის სააგენტო უფლებამოსილია გამოიკვლიოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები და მოითხოვოს ამ გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები.“.

2. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა ასევე შეიძლება გაიცეს პირზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა ან რომელზედაც დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობითი ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს მთავრობის წევრს.“.

3. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. სააგენტო უცხოელზე დროებითი ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს მთავრობის წევრის შესაბამისი წერილობითი ინიციატივის საფუძველზე. ამ შემთხვევაში არ ხდება ამ კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების გადამოწმება. დაინტერესებული პირის მიერ წარმოსადგენი დამატებითი დოკუმენტები  და მათი წარმოდგენის წესი განისაზღვრება ამ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით  გათვალისწინებული წესით.“.

4. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12.ამ კანონის 22-ე მუხლის 1პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირზე გაცემული დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედება და ამ პირის საქართველოში ყოფნის ვადა აგრეთვე შეწყდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.“.

5. 50-ე მუხლის 83 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„83. საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადება და თანდართული დოკუმენტები სააგენტოს წარედგინება საქართველოში ბინადრობის ნებართვის შესახებ განცხადების წარდგენისათვის დადგენილი წესით. თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული საქართველო დან გასვლის ვალდებულების გადავადების საკითხით, იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს წარმოების შეწყვეტა. საკითხის განხილვისას/გადაწყვეტისას უცხოელ განმცხადებელთან კომუნიკაცია ხორციელდება საქართველოში ბინადრობის ნებართვის შესახებ საკითხის განხილვისას/გადაწყვეტისას დაინტერესებულ პირთან კომუნიკაციისათვის დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ივნისი.

№4944-რს