საქართველოს ტრანსპორტის, ფინანსთა, ეკონომიკის, შინაგან საქმეთა მინისტრების, სტატისტიკის, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტების თავმჯდომარეების 1998 წლის 22 ივნისის №38 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ სახელმძღვანელო დოკუმენტის საავტომობილო ტრანსპორტში სდ 20522344-001-98 „სატრანსპორტო საგზაო ბარათის წარმოებისა და გამოყენების წესში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.005.272
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთობლივი
ბრძანება №42
2002 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ტრანსპორტის, ფინანსთა, ეკონომიკის, შინაგან საქმეთა მინისტრების, სტატისტიკის, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტების თავმჯდომარეების 1998 წლის 22 ივნისის №38 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ სახელმძღვანელო დოკუმენტის საავტომობილო ტრანსპორტში სდ 20522344-001-98 „სატრანსპორტო საგზაო ბარათის წარმოებისა და გამოყენების წესში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” მე-9 და 24-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის №111 ბრძანების „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1
საქართველოს ტრანსპორტის, ფინანსთა, ეკონომიკის, შინაგან საქმეთა მინისტრების, სტატისტიკის, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტების თავმჯდომარეების 1998 წლის 22 ივნისის №38 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ სახელმძღვანელო დოკუმენტის საავტომობილო ტრანსპორტში სდ 20522344-001-98 „სატრანსპორტო საგზაო ბარათის წარმოებისა და გამოყენების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკების დამზადებას, შენახვას და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელზე გაცემას ცენტრალიზებულად ახორციელებს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია” (შემდგომში – ადმინისტრაცია)”.
მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკები მზადდება ადმინისტრაციის მიერ, ქვეყანაში საავტომობილო ტრანსპორტის მოთხოვნაზე გაანგარიშებული საჭირო ოდენობით, არანაკლებ ნახევარი წლის მარაგისა ერთ ჯერზე”;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკები ადმინისტრაციის რეგიონალურ სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე გაიცემა განაცხადის საფუძველზე. გაცემა ფიქსირდება სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკების გაცემის ჟურნალში, რომლის ფორმა მოცემულია მე-2 დანართში”;
გ) მე-3 პუნქტში სიტყვები „გაიცემა დეპარტამენტის მიერ დაფუძნებული სახაზინო საწარმოების” შეიცვალოს სიტყვებით „გასცემს ადმინისტრაცია სტრუქტურული ქვედანაყოფების”;
დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკები გაიცემა საფასურის გადახდის შემდეგ, გარდა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელებისა, რომლებიც დადგენილი წესით რეგულირებისათვის ადმინისტრაციას უხდიან რეგულირების ყოველწლიურ საფასურს”.
3. მე-5 მუხლი:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკების გაცემის და აღრიცხვის ჟურნალი (დანართი 2) არის კრებსითი საბუთი ადმინისტრაციისათვის”;
ბ) პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტში სიტყვები „საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის” შეიცვალოს სიტყვით „ადმინისტრაციის”;
გ) პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში და მე-2 პუნქტში სიტყვები „ტერიტორიული ორგანოს” შეიცვალოს სიტყვებით „ადმინისტრაციის რეგიონალური სტრუქტურული ქვედანაყოფის”;
დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სატრანსპორტო საგზაო ბარათის მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალი გაიცემა ადმინისტრაციის მიერ”;
4. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში სიტყვის „დაწესებულებებთან” შემდეგ დაემატოს სიტყვა „ადმინისტრაციასთან”;
5. მე-7 მუხლის მე-3 და მე-9 პუნქტის „ჟ” ქვეპუნქტში სიტყვის “დაწესებულების” შემდეგ დაემატოს სიტყვა „ადმინისტრაციის”.
6. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „სახაზინო საწარმოს” შეიცვალოს სიტყვით „ადმინისტრაციის”.
7. მე-8 მუხლში სიტყვის „დაწესებულებათა” შემდეგ დაემატოს სიტყვები „ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა”.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ადეიშვილი
ზ. ნოღაიდელი
გ. გაჩეჩილაძე
კ. ნარჩემაშვილი
ბ. შოშიტაიშვილი
თ. ბერიძე