შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელორუსიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ
მიღების თარიღი 07.03.2002
ძალაში შესვლა 29.10.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000740
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, -, 01/11/2009
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელორუსიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml {mso-style-name:kvekana_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ბელორუსიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა და ბელორუსიის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მონაწილე მხარეებად“ წოდებულნი,
სურთ რა ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო თანამშრომლობას საავტომობილო მიმოსვლის სფეროში და ტრანზიტს მათი ტერიტორიების გავლით,
ურთიერთქმედების პრინციპებიდან და ორმხრივი ინტერესებიდან გამომდინარე,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
წინამდებარე შეთანხმებების დებულებები გამოიყენება საქართველოსა და ბელორუსიის რესპუბლიკას შორის მგზავრებისა და ტვირთების საავტომობილო ტრანსპორტით ორმხრივი და მათი ტერიტორიების ტრანზიტით გავლისას, აგრეთვე მესამე ქვეყნებიდან/ში გადაზიდვებისას.
მუხლი 2🔗
შეთანხმებაში გამოყენებულ განსაზღვრებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
„გადამზიდავი“ – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია ერთ–ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე და აქვს უფლება განახორციელოს საერთაშორისო სამგზავრო ან სატვირთო გადაზიდვები ამ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
„სატრანსპორტო საშუალება:
ა) ერთ–ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია შესაბამისად და გამოიყენება მხოლოდ ტვირთების გადასაზიდად.
ბ) ერთ–ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მგზავრთა გადაყვანისათვის განკუთვნილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტობუსი), რომელიც თავისი აგებულებითა და მოწყობილობით, გამოიყენება ცხრაზე მეტი პირის გადასაყვანად მძღოლის ჩათვლით.
„ნებართვა“– დოკუმენტი, რომელიც აძლევს უფლებას ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას შევიდეს მეორე მხარის ტერიტორიაზე, დატოვოს ან იმოძრაოს ტრანზიტით ამ ტერიტორიის გავლით.
„ტრანზიტი“ – ტვირთის გადაზიდვა (დატვირთვის და გადმოტვირთვის გარეშე) და მგზავრების გადაყვანა (ჩასხდომისა და გადმოსხდომის გარეშე) ერთი მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული გადამზიდავის მიერ, მეორე მხარის ტერიტორიის გავლით მესამე ქვეყანაში ან მესამე ქვეყნიდან.
„კვოტა“– ნებართვის რაოდენობა, რომელიც აძლევს უფლებას გადამმზიდველს განახორციელოს ორმხრივი საავტომობილო გადაზიდვები საქართველოსა და ბელორუსიის რესპუბლიკას შორის, ტრანზიტით მათი ტერიტორიების გავლით, აგრეთვე მესამე ქვეყნიდან/ში გადაზიდვები.
„კაბოტაჟი“ – ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვას და მგზავრების გადაყვანას, მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე განლაგებულ პუნქტებს შორის.
„ სპეციალური ნებართვა“ – ერთჯერადი დოკუმენტი, რომელიც აძლევს უფლებას ერთი ქვეყნის სატრანსპორტო საშუალებას შევიდეს ან იმოძრაოს ტრანზიტით მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე, თუ ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მთლიანი წონა, გაბარიტები, ღერძზე მოსული დატვირთვა აღემატება ამ ქვეყნის ტერიტორიაზე დადგენილ ნორმებს.
კომპეტენტური ორგანოები:
საქართველოდან– ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია;
ბელორუსიის რესპუბლიკიდან – ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო.
ნაწილი I. მგზავრთა გადაყვანა
მუხლი 3🔗
წინამდებარე შეთანხმება გამოიყენება ყველა სახის სამგზავრო გადაყვანისათვის, რომელიც ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების (ავტობუსების) მეშვეობით მხარეთა ქვეყნებს შორის და ტრანზიტით მათი ტერიტორიების გავლით.
მუხლი 4🔗
წინამდებარე ნაწილში გამოყენებულ განსაზღვრებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
1. „ რეგულარული გადაყვანები“ – გადაყვანები, რომლებიც ხორციელდება წინასწარ შეთანხმებული განრიგით, წინასწარ დამტკიცებული ტარიფებით, განსაზღვრული მარშრუტით დადგენილი გასაჩერებელი ადგილებით.
რეგულარული გადაზიდვების განხორციელების პირობები განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულებით მხარეთა კომპეტენტურ ორგანოთა შორის შეთანხმების საფუძველზე.
2. „არარეგულარული“ ( ჩარტერული, ტურისტული) გადაყვანები“:
ა) „ მგზავრობა დახურული კარით“ – გადაყვანა, როდესაც ერთი და იგივე შემადგენლობის მგზავრთა ჯგუფი მთელი მგზავრობის განმავლობაში გადაიყვანება ერთი და იგივე ავტოსატრანსპორტო საშუალებით და ბრუნდება იმ ქვეყანაში, სადაც ეს ავტოსატრანსპორტო საშუალება არის რეგისტრირებული.
ბ) გადაყვანები, რომლის დროსაც ავტოსატრანსპორტო საშუალება ახორციელებს მგზავრობას დანიშნულების პუნქტამდე მგზავრებით და უკან ბრუნდება ცარიელი.
გ) გადაყვანები, რომლის დროსაც ავტოსატრანსპორტო საშუალება ახორციელებს მგზავრობას დანიშნულების პუნქტამდე ცარიელი და უკან ბრუნდება მგზავრებით, იმ პირობით, რომ მგზავრები ადრე გადაყვანილი იყო ამავე გადამზიდველის მიერ.
დ) გადაყვანები, რომლებიც არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს ანუ სხვა სახის გადაყვანები.
მუხლი 5🔗
1. წინამდებარე შეთანხმებების მე–4 მუხლის მე–2 პუნქტის ა,ბ,გ, ქვეპუნქტებში ნახსენები არარეგულარული გადაზიდვები არ საჭიროებს ნებართვას. ისინი ხორციელდება საკონტროლო დოკუმენტის (ფორმულარის) საფუძველზე.
2. საკონტროლო დოკუმენტი (ფორმულარი) უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
გადაზიდვის სახეობა;
მარშრუტი;
გადამზიდველი (გადამზიდველები);
შევსებული მგზავრებთა სრული სია;
ავტოსტრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ნომერი.
3. წინამდებარე შეთანხმების მე–4 მუხლის მე–2 დ ქვეპუნქტში მითითებული არარეგულარული გადაზიდვები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ნებართვების საფუძველზე, რომელსაც გასცემს მეორე ქვეყნის კომპეტენტური ორგანო. აღნიშნული ნებართვების რაოდენობა, ფორმა და შინაარსი განისაზღვრება წინამდებარე შეთანხმებების 22 მუხლში მითითებული ერთობლივი კომისიის მიერ.
მუხლი 6🔗
მგზავრთა არარეგულარული სატრანზიტო გადაყვანები, რომლებიც ხორციელდება ერთ–ერთი ქვეყნის ტერიტორიის გავლით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მეშვეობით მეორე ქვეყნის ტერიტირიაზე არ საჭიროებს ნებართვას.
მუხლი 7🔗
1. რეგულარული გადაყვანები ხორციელდება ნებართვების საფუძველზე, რომელთაც გასცემს იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანო რომლის ტერიტორიაზეც გადის მარშრუტი.
2. რეგულარული გადაყვანების ნებართვები გაიცემა სამ წლამდე ვადით და შეიძლება გაგრძელდეს შესაბამისი მოთხოვნის თანახმად.
3. ნებართვა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
გადაზიდვის სახეობა;
გადამზიდველის დასახელება;
მარშრუტი გამგზავრების, დანიშნულებისა და შუალედური გაჩერებების მითითებით;
ნებართვის მოქმედების ვადა.
4. ნებართვის დანართი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, გადამზიდველის, მარშრუტის (რომელიც აგრეთვე რუქაზეა ნაჩვენები), განრიგის, ტარიფების, გადაზიდვების სიხშირესა და შუალედური გაჩერებების პუნქტების შესახებ, სადაც ხორციელდება მგზავრთა ჩასხდომა და გადმოსხდომა, აგრეთვე ინფორმაციას ავტობუსების შესახებ, რომლებიც მოემსახურებიან მარშრუტს.
5. ერთი ქვეყნის კომპეტენტური ორგანო უგზავნის სარეკომენდაციო წერილს მეორე ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ამ მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად. თანხმობის შემთხვევაში მეორე ქვეყნის კომპეტენტური ორგანო გასცემს ნებართვას მარშრუტის იმ მონაკვეთზე, რომელიც გადის მისი ქვეყნის ტერიტორიაზე.
6. ნებართვა და დანართები უნდა იქნას ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული მათი გამცემი კომპეტენტური ორგანოს ბეჭდით.
7. ნებართვების გაცვლის პირობები განისაზღვრება მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ.
8. დაზიანებული ავტობუსის შეცვლა სხვა ავტობუსით ნებართვას არ საჭიროებს.
მუხლი 8🔗
1. მგზავრთა რეგულარული გადაყვანისათვის, რომელიც ხორციელდება ერთ–ერთი ქვეყნის ტერიტორიის გავლით (ტრანზიტი), მეორე ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საჭიროა ნებართვა. ნებართვა გაცემული უნდა იქნეს იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება რეგულარული გადაყვანა, მეორე ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს განაცხადის საფუძველზე.
2. მგზავრთა რეგულარული გადაყვანების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცვლილი იქნება შესაბამისი ნებართვები ყველა აუცილებელ დანართებთან ერთად.
3. ორგანო, რომელმაც გასცა ნებართვა რეგულარული სამგზავრო გადაყვანების განსახორციელებლად, უფლებამოსილია შეაჩეროს იგი, იმ შემთხვევაში თუ გადამზიდველი არ ასრულებს მოთხოვნებს რომლის საფუძველზეც გაიცა ნებართვა, რის თაობაზეც უნდა ეცნობოს მეორე ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს.
მუხლი 9🔗
მგზავრთა გადაყვანის სხვადასხვა სახის მომსახურებებს შორის, მხარეთა გადამზიდველები სასაზღვრო გადასასვლელებზე მხოლოდ რეგულარული მომსახურებისას თავისუფლდებიან გზების შენახვასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ გადასახადებისა და ანაკრებებისაგან, გარდა ფასიანი გზების გადასახადისა.
ნაწილი II. ტვირთის გადაზიდვა
მუხლი 10🔗
1. ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ გადამზიდველს უფლება აქვს განახორციელოს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები, მხარეთა ტერიტორიებს შორის, ტრანზიტით მათი ტერიტორიების გავლით, აგრეთვე მესამე ქვეყანაში/ დან ნებართვის საფუძველზე, რომელიც გაიცემა მეორე ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ.
2. ნებართვა მოქმედია დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისათვის ორივე მიმართულებით.
3. ყოველწლიურად მხარეთა კომპეტენტური ორგანოები და წინამდებარე შეთანხმების 22 მუხლში მოხსენიებული ერთობლივი კომისია განსაზღვრავენ ნებართვების რაოდენობას (კვოტა), რომელიც აძლევს უფლებას მხარეთა გადამზიდველებს, განახორციელონ ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვები.
მუხლი 11🔗
მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ან წინამდებარე შეთანხმების 22 მუხლში მოხსენიებული ერთობლივი კომისია ათანხმებენ ნებართვების ბლანკების ფორმასა და მათი გაცვლის პროცედურას.
მუხლი 12🔗
წინამდებარე შეთანხმების მე–10 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ორივე მხარის კომპეტენტური ორგანოები ყოველწლიურად გაცვლიან ნებართვების შეთანხმებულ რაოდენობას მომავალი კალენდარული წლის დაწყებამდე ორი თვით ადრე.
მუხლი 13🔗
1. წინამდებარე შეთანხმების მე–10 მუხლის დებულებებში მითითებული ნებართვები არ ესაჭიროება გადაზიდვების შემდეგ სახეობებს:
ტვირთის გადაზიდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელთა მაქსიმალური საერთო წონა მისაბმელის ჩათვლით არ აღემატება 6 ტონას ან მაქსიმალური ტვირთამწეობა მისაბმელის ტვირთამწეობის ჩათვლით არ აღემატება 3,5 ტონას.
ტვირთის გადაზიდვისას სამოქალაქო აეროპორტიდან სხვა აეროპორტში თვითმფრინავის ავარიის ან ნებისმიერი უბედური შემთხვევის გამო, კურსის ცვლილების ან საგანგებო მდგომარეობის გამო თვითმფრინავის იძულებითი დაშვებისას, რეისების გაუქმების შემთხვევაში;
დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების გადაზიდვისას;
მიცვალებულთა გადასატანად;
ფოსტის გადაზიდვისას;
ბაზრობებისა და გამოფენების ტვირთის გადაზიდვისას;
თეატრალური, მუსიკალური და სხვა კულტურული ღონისძიებების, საცირკო წარმოდგენების, ფილმების ჩვენების, რადიო და სატელევიზიო გადაცემებისათვის განკუთვნილი დეკორაციებისა და სხვა ტვირთების გადაზიდვისას;
სტიქიური მოვლენების დროს გამოწვეული უბედურების შემთხვევაში, დახმარების სახით მედიკამენტების და სხვა ნებისმიერი მასალების გადაზიდვისას;
აგრეთვე არ მოეთხოვება ნებართვა შემდეგი სახის მგზავრობებს:
სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც მიემგზავრებიან ტექნიკური დახმარების გასაწევად;
ცარიელ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაცვლად ტვირთების გადაზიდვების განსახორციელებლად;
ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც განკუთვნილია მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაცვლელად.
2. მძღოლს უნდა გააჩნდეს იმის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ მის მიერ განხორციელებული გადაზიდვა წარმოადგენს ზემოთჩამოთვლილი გადაზიდვის ერთ–ერთ სახეობას.
ნაწილი III. ზოგადი დებულებები
მუხლი 14🔗
1. ერთ–ერთი მხარის გადამზიდველები, რომლებიც ახორციელებენ გადაზიდვებს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, განთავისუფლებულნი არიან საბაჟო გადასახდელებისაგან მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე შეტანილი:
ძრავასთან კონსრტუქციულად დ ტექნოლოგიურად დაკავშირებული ქარხანა–დამამზადებლის მიერ დამზადებულ ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების სტანდარტული ზომის ავზში მყოფი საწვავის რაოდენობაზე, ქვეყანაში მოქმედი შიდაკანონმდებლობით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში;
რეისის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საკმარისი საპოხი საშუალებების რაოდენობაზე;
შეტანილ სათადარიგო ნაწილებზე იმ დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაკეთებლად, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო გადაზიდვებს.
2. გადამზიდველები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვის დროს პარიტეტული პირობების გათვალისწინებით შეთანხმებული კვოტის ფარგლებში ნებართვების საფუძველზე თავისუფლდებიან გადასახადებისაგან, რომლებიც დაკავშირებულია გზების შენახვასა და გამოყენებაზე, გარდა ფასიანი გზებისა, ხიდებისა და გვირაბებისა.
მუხლი 15🔗
1. თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაბარიტების, ღერძზე დატვირთვისა და საერთო წონასთან მიმართებაში არ გამოიყენონ უფრო შემზღუდველი პირობები, ვიდრე თავიანთ ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ.
2. იმ შემთხვევაში თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების გაბარიტები, საერთო წონა ან ღერძზე დატვირთვა, ტვირთით ან ტვირთის გარეშე აღემატება მეორე ქვეყანაში დადგენილ ნორმებს, საჭიროა სპეციალური ნებართვა, რომელსაც გასცემს ამ ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო.
3. საშიში ტვირტების გადაზიდვა ხორციელდება მხარის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად სპეციალური ნებართვის საფუძველზე, რომელსაც გასცემს იმ ქვეყნის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო, რომლის ტერიტორიაზეც გადის მარშრუტი.
4. ცხოველებისა და მალეფუჭებადი ტვირთების გადაზიდვების დროს სასაზღვრო, საბაჟო და სანიტარული კონტროლი განხორციელდება რიგგარეშე.
მუხლი 16🔗
1. მგზავრთა გადაყვანები და ტვირთის გადაზიდვები უნდა ხორციელდებოდეს წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო სშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პირობით.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ასრულებს საერთაშორისო გადაზიდვებს უნდა გააჩნდეს თავისი ქვეყნის სარეგისტრაციო და განმასხვავებელი ნიშნები.
3. მისაბმელებს და ნახევარმისაბმელებს შეიძლება გააჩნდეს სხვა ქვეყნის სარეგისტრაციო და განმასხვავებელი ნიშნები იმ პირობით, რომ სატვირთო ავტომობილი ან გამწე ავტომობილი რეგისტრირებულია საქართველოში ან ბელორუსიის რესპუბლიკაში.
მუხლი 17🔗
მგზავრთა გადაყვანისას და ტვირთის გადაზიდვისას კაბოტაჟი აკრძალულია.
მუხლი 18🔗
1. ყველა საჭირო დოკუმენტები, როგორიცაა ნებართვა, საკონტროლო დოკუმენტი (ფორმულარი), სხვა ნებართვები, ისევე როგორც დოკუმენტი, რომელიც გათვალისწინებულია მრავალმხრივი და ორმხრივი შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეებიც არიან მხარეები, მხარეთა კანონმდებლობის თანახმად უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და მძღოლის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს მაკონტროლებელი ორგანოს მოთხოვნისთანავე.
2. ნებართვა გაიცემა გადამზიდველზე და იგი არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირს.
მუხლი 19🔗
1. იმ შემთხვევაში თუ გადამზიდველი, რომელიც რეგისტრირებულია ერთ ქვეყანაში, იმყოფება მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე და დაარღვევს ამ ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას ან წინამდებარე შეთანხმების დებულებებს იმ ქვეყნის კომპეტენტურმა ორგანომ, რომლის ტერიტორიაზეც დარღვევას ჰქონდა ადგილი, უნდა აცნობოს მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც მიიღებს ზომებს გათვალისწინებულს თავისი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
მხარეთა კომპეტენტური ორგანოები აცნობებენ ერთმანეთს გატარებული ზომების შესახებ.
2. საკითხები, რომლებიც არ არის დარეგულირებული წინამდებარე შეთანხმებით, აგრეთვე საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეებიც არიან ორივე მხარეთა სახელმწიფოები, გადაწყვეტილი იქნება თითოეული ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 20🔗
წინამდებარე შეთანხმება არ ეხება სხვა საერთაშორისო შეთანხმებებს, რომელთა მონაწილეებიც არიან მხარეები.
მუხლი 21🔗
მხარეთა კომპეტენტური ორგანოები განახორციელებენ კონტროლს წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესრულებაზე და იღებენ ვალდებულებას საჭირო ინფორმაციის გაცვლაზე მხარეთა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 22🔗
1. მხარეთა კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებისაგან იქმნება ერთობლივი კომისია, რათა გადაწყვიტოს საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია მგზავრებისა და ტვირთების საავტომობილო გადაზიდვებთან, აგრეთვე იმ პრობლემების დასარეგულირებად, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისას.
2. წელიწადში ერთხელ ან ერთ–ერთი მხარის კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნით, ერთობლივი კომისია მართავს სხდომებს მონაცვლეობით, მხარეთა ტერიტორიებზე. თითოეული სხდომა სრულდება ოქმის გაფორმებით, რომელიც ხელმოწერილი იქნება მხარეთა დელეგაციების ხელმძღვანელების მიერ.
ნაწილი IV. დასკვნითი დებულებები
მუხლი 23🔗
წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება მხარეთა შორის შეთანხმებით გაფორმებული ოქმების საფუძველზე, რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 24🔗
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის 30 დღის შემდეგ, რაც მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობით შეატყობინებენ ერთმანეთს მათ მიერ ყველა საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების თაობაზე.
2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში იქნება ხუთი წლის განმავლობაში და ვადის ამოწურვის შემთხვევაში გაგრძელებული იქნება შემდგომი ხუთი წლის პერიოდით, იმ პირობით, რომ არცერთი მხარე არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილების თაობაზე შეწყდეს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, არა უგვიანეს ექვსი თვით ადრე მისი მოქმედების ვადის გასვლამდე.
შესრულებულია ქ. მინსკში 2002 წლის 7 მარტს ორ ორიგინალურ პირად ქართულ, ბელორუსულ და რუსულ ენებზე. თითოეული ტექსტი თანაბარ ავთენტურია.
გაუგებრობის წამოჭრის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
ბელორუსიის რესპუბლიკის მთავრობის სახელით