საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.05.2006
ძალის დაკარგვა 23.01.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №525
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.008668
გამოქვეყნების წყარო სსმ, 75, 05/06/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Arial Unicode MS","sans-serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 46.35pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.668
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №525
2006 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ
,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დროებითი წესდება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დროებითი წესდება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია (შემდგომში – ობსერვატორია) არის ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების შესაბამისად შექმნილი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. ობსერვატორია თავის საქმიანობას წარმართავს საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე.
2. ობსერვატორიას აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში, შტამპი და ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
3. წინამდებარე დროებითი წესდების დანიშნულებაა ობსერვატორიის სტატუსის, ამოცანებისა და მიზნების სამართლებრივი, ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობის განსაზღვრა. დროებითი წესდება არეგულირებს ობსერვატორიის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციით და ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ობსერვატორიის წესდების დამტკიცებამდე.
მუხლი 2🔗. ობსერვატორიის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. ობსერვატორიის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეცნიერო კადრების მომზადებაში მონაწილეობა.
2. ობსერვატორია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული დამხმარე საქმიანობა, მათ შორის, საპროექტო და ტექნოლოგიური საქმიანობა.
მუხლი 3🔗. ობსერვატორიის მართვა
1. ობსერვატორიას მართავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. კონკრეტული საკითხის მომზადების ან/და შესწავლის მიზნით დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფები/კომისიები სათათბირო ხმის უფლებით.
მუხლი 4🔗. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
1. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს ობსერვატორიის საქმიანობას და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
2. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) შეთანხმებით ამტკიცებს ობსერვატორიის საშტატო განრიგს;
ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ობსერვატორიის სტრუქტურასა და სტრუქტურული ერთეულების დროებით დებულებებს;
გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად აცხადებს ღია კონკურსებს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სამეცნიერო თანამდებობებზე;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნის საკონკურსო კომისიებს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისა და სამეცნიერო თანამდებობებზე თანამშრომელთა შესარჩევად;
ე) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს ობსერვატორიის თანამშრომლებს, უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით, დადგენილი სახელფასო ფონდის ფარგლებში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, აიყვანოს ობსერვატორიის საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი თანამშრომლები;
ვ) ხელს უწყობს კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან;
ზ) ობსერვატორიის სახელით დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის, ხელშეკრულებებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
თ) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ობსერვატორიის ფინანსურ სახსრებს;
ი) დანიშვნიდან 4 თვის ვადაში სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მონაწილეობით შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ობსერვატორიის წესდების პროექტს ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
კ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ობსერვატორიის შინაგანაწესს;
ლ) უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
მ) უფლებამოსილია, არა უმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით, დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი/შემსრულებლები;
ნ) ასრულებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პასუხისმგებელია ობსერვატორიის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე.
მუხლი 5🔗. ობსერვატორიის პერსონალი
1. ობსერვატორიის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისგან.
2. ობსერვატორიის სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის პირები – მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.
3. ობსერვატორიის სამეცნიერო თანამდებობებს მიეკუთვნება:
ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა;
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა;
გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა.
4. ობსერვატორიის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნებიან:
ა) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
ბ) დირექტორის მოადგილის/მოადგილეების მოვალეობის შემსრულებელი, რომელსაც თანამდებობაზე ინდივიდუალური აქტით ნიშნავს დირექტორი.
5. ადმინისტრაციულ პერსონალს არ შეიძლება ამავე დაწესებულებაში ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს ობსერვატორიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
6. ობსერვატორიის სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ჩამონათვალი განისაზღვრება საშტატო განრიგით.
7. ობსერვატორიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები არ არიან ადმინისტრაციული თანამდებობის პირები.
მუხლი 6🔗. ობსერვატორიის საშტატო განრიგის დამტკიცება
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დანიშვნიდან 1 კვირის ვადაში უზრუნველყოფს ობსერვატორიის საშტატო განრიგის შემუშავებას და სამინისტროში შესათანხმებლად წარდგენას. საშტატო განრიგს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამტკიცებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 7🔗. ობსერვატორიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. ობსერვატორიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე.
2. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
მუხლი 8🔗. საკონკურსო კომისია
1. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სამეცნიერო თანამდებობებზე კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს ობსერვატორიის საკონკურსო კომისია.
2. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატურების შესარჩევი საკონკურსო კომისია შედგება 7 წევრისაგან, მათ შორის არის ობსერვატორიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ობსერვატორიის არა უმეტეს 2 თანამშრომელი და მოწვეული სპეციალისტები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას კონკურსში. საკონკურსო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს ობსერვატორიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. სამეცნიერო თანამდებობზე კანდიდატურების შესარჩევი საკონკურსო კომისია შედგება 8 წევრისაგან. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირებისა, შედის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
4. საკონკურსო კომისიის სხდომებს თავმჯდომარეობს ობსერვატორიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
5. საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება არანაკლებ 5 წევრისა. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია.
6. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 9🔗. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
1. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.
2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის დოქტორანტი (ასპირანტი) ან აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.
4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.
მუხლი 10🔗. კონკურსის ჩატარების წესი
1. ობსერვატორიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი საშტატო განრიგის დამტკიცებიდან 1 კვირის ვადაში უზრუნველყოფს ობსერვატორიის საშტატო განრიგის შესაბამისი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობებზე ღია კონკურსის გამოცხადებას, ხოლო სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების თანამდებობებზე დანიშვნიდან 1 კვირის ვადაში – სამეცნიერო თანამდებობებზე ღია კონკურსის გამოცხადებას.
2. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სამეცნიერო თანამდებობებზე კონკურსის შესახებ განაცხადი ქვეყნდება არა უგვიანეს 1 თვით ადრე საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დასრულებამდე ყოველდღიურ ბეჭდვით ორგანოში, რომელიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. საკონკურსო განაცხადი ასევე ქვეყნდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ობსერვატორიის ვებგვერდებზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და გამოიკვრება ობსერვატორიაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
3. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთოს:
ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) კალენდარული ავტობიოგრაფია;
გ) დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისი აკადემიური, ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი, ხოლო დოქტორანტებისათვის (ასპირანტებისათვის) – ცნობა შესაბამისი საგანმანათლებლო (სამეცნიერო) დაწესებულებიდან;
დ) გამოქვეყნებული, მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში, სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
ე) 1 სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
ვ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განვითარების ხედვა (საკვლევი პრობლემები, მოსალოდნელი შედეგები, საჭირო რესურსები და ა.შ.) – მხოლოდ მათთვის, ვისაც სურთ სამეცნიერო სტრუქტული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება;
ზ) შესაბამისი დარგის 3 მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ განმცხადებელს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი) (სასურველია);
თ) სამეცნიერო გრანტების ჩამონათვალი (სასურველია);
ი) პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი (სასურველია).
4. საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღისა საკონკურსო კომისია ამტკიცებს:
ა) იმ პირთა ნუსხას, რომელთა საკონკურსო დოკუმენტაცია სრულყოფილად არის წარდგენილი და შეესაბამება ამ წესდებით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ბ) იმ პირთა ნუსხას, რომელთა საკონკურსო დოკუმენტაცია სრულყოფილად არ არის წარდგენილი ან/და არ შეესაბამება ამ წესდებით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
5. საკონკურსო კომისია ატარებს გასაუბრებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებთან, რაც ფორმდება ოქმით.
6. საკონკურსო თანამდებობებზე კანდიდატთა შერჩევისას შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები, პატენტები, მონაწილეობა სამეცნიერო სიმპოზიუმებში, კონფერენციებში, საგრანტო, მათ შორის, საერთაშორისო თემატიკაში.
7. საკონკურსო კომისიის დასკვნის საფუძველზე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიშნავს წარდგენილ კანდიდატს შესაბამის თანამდებობაზე და აფორმებს მასთან შრომით ხელშეკრულებას არა უმეტეს 3 წლის ვადით.
მუხლი 11🔗. სამეცნიერო თანამდებობების დაკავების წესი
1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი ტარდება ამ წესდების მე-10 მუხლითა და ამ მუხლით დადგენილი წესით.
3. საკონკურსო კომისია სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ ისმენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პოზიციას განსახილველ კანდიდატურასთან დაკავშირებით.
მუხლი 12🔗. ქონება და ფინანსები
1. ობსერვატორიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფოსაგან უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს ქონება დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით ობსერვატორიას შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ობსერვატორიის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ხოლო ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.
4. ობსერვატორიის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
გ) გრანტებით მიღებული შემოსავალი;
დ) შემოწირულობები;
ე) საგამომცემლო საქმიანობის შედეგად მოპოვებული სახსრები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
5. ობსერვატორიაში შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ობსერვატორიის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
6. ობსერვატორია ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. ობსერვატორიის საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 13🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ობსერვატორიის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც აკონტროლებს ობსერვატორიის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ობსერვატორია ვალდებულია სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს შესაბამისი ახსნა-განმარტებანი.
მუხლი 14🔗. დროებით წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი, ობსერვატორიის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
1. ობსერვატორიის დროებით წესდებაში ცვლილებების შეტანა, მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ობსერვატორიის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.