შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრთა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ

მიღების თარიღი 20.11.1993
ძალაში შესვლა 07.10.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000205
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 22/10/1998
matsne.gov.ge 1,405 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.11.1993 მიღება
07.10.1998 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრთა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრთა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი, აქვთ რა სურვილი ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის მგზავრების გადაყვანას და ტვირთის გადაზიდვას საავტომობილო ტრანსპორტით, ისევე როგორც ტრანზიტს მათი ქვეყნების ტერიტორიის გავლით. შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗. საქმიანობის სფერო ამ შეთანხმების საფუძველზე გადამზიდავები უფლებამოსილნი არიან გადაზიდონ ტვირთი და მგზავრები საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ გზებზე რომელიმე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებით ხელშემკვრელ მხარეებს შორის ტერიტორიებზე, მათი ტერიტორიებიდან მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე და ტრანზიტით მათ ტერიტორიაზე.     მუხლი 2🔗. განსაზღვრებანი ტერმინი „გადამზიდავი” ნიშნავს საქართველოს ან ირანის ისლამური რესპუბლიკის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, უფლებამოსილს გადაიყვანოს მგზავრები ან გადაზიდოს ტვირთი ხელშემკვრელი მხარეების ქვეყნების წესებისა და დადგენილებების გათვალისწინებით. ტერმინი „სატრანსპორტო საშუალება” ნიშნავს: ა) ტვირთების გადასაზიდად სატვირთო ავტომობილს, სატვირთო ავტომობილს მისაბმელით, ავტომობილს გამწევით ან გამწევის ნახევარმისაბმელით; ბ) მგზავრების გადასაყვანად – ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც განსაზღვრულია მგზავრების გადასაყვანად და რომელსაც გააჩნია არაუმცირეს 8 დასაჯდომი ადგილისა, მძღოლის ადგილის გარდა;  ტერმინი „ნებართვა” ნიშნავს ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემულ დოკუმენტს საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ნებას რთავს ერთი ხელშემკვრელი მხარის, სატრანსპორტო საშუალებას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლას, გამოსვლას და ტრანზიტით გავლას, ისევე როგორც ამ შეთანხმებით შემუშავებულ სხვა ნებართვებსაც.  ტერმინი „რეგულარულ მგზავრთა გადაყვანის მომსახურება” ნიშნავს მგზავრთა გადაყვანას ორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებს შორის დადგენილი მარშრუტით, ტარიფებითა და განრიგით, გადაყვანის მომსახურეობის პერიოდულობისა და ვადების, ისევე როგორც მგზავრთა დატოვებისა და აყვანისათვის გაჩერების გათვალისწინებით. ტერმინი „მაქოსებური რეისი” ნიშნავს მგზავრების ორგანიზებულ გადაყვანას საერთაშორისო მიმოსვლაში, რომლებიც წინასწარ არიან თავმოყრილი ჯგუფში ერთი და იმავე მარშრუტისა და უკან დასაბრუნებელი წინასწარ განსაზღვრული ერთი და იმავე დროის მიხედვით (ამ ჯგუფში მყოფი მგზავრები ვალდებულნი არიან დაბრუნდნენ იმავე ჯგუფთან ერთად. პირველი უკან დასაბრუნებელი რეისი დანიშნულების ადგილიდან და ბოლო რეისი დანიშნულების ადგილისაკენ განხორციელდება მგზავრების გარეშე). ტერმინი „მგზავრთა გადაყვანა დახურული კარით” (მგზავრთა ჩარტერული გადაყვანა) ნიშნავს მგზავრთა გადაყვანას საერთაშორისო მიმოსვლაში, როდესაც ერთი და იმავე მგზავრების ჯგუფი ერთი და იმავე ტრანსპორტით მგზავრობს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის ერთი პუნქტიდან მეორე ხელშემკვრელი მხარის პუნქტამდე მგზავრთა აყვანის ან ჩამოსმის გარეშე. ტერმინი „ტრანზიტული გადაზიდვა/გადაყვანა” ნიშნავს მგზავრების გადაყვანას და ტვირთის გადაზიდვას ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის გავლით ორ პუნქტს შორის, რომელიც არ იმყოფება აღნიშნული ქვეყნის ტერიტორიაზე.     მუხლი 3🔗. გადასახადები და ფასები არც ერთი ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია დააწესოს არანაირი გადასახადები და ფასები მეორე ხელშემკვრელი მხარის სატრანსპორტო საშუალებებზე, გარდა: ა) გადასახადი ფასიანი საგზაო ინფრასტრუქტურების ქსელის გამოყენებისათვის (ბეგარა გზებზე და ხიდებზე); ბ) გადასახადი არადისკრიმინაციულ საფუძვენზე, რათა დაიფაროს სხვაობა საწვავის საერთაშორისო და ეროვნულ ფასებს შორის, რომელიც მძღოლს გააქვს თითოეული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან უმეტეს ერთი სტანდარტული ავზისა; გ) გადასახადი, როდესაც სატრანსპორტო საშუალების წონა, მოცულობა აღემატება ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფო კანონმდებლობის მიხედვით განსაზღვრულ ნორმებს.     მუხლი 4🔗. ერთობლივი კომისია 1. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები შექმნიან თავიანთი წარმომადგენლობისაგან ერთობლივ კომისიას, რომელიც გადაწყვეტს ამ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. 2. ერთობლივი კომისია შეიკრიბება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში.     მუხლი 5🔗. მგზავრების გადაყვანა 1. ერთი ხელშემკვრელი მხარის გადამზიდველმა უნდა განახორციელოს რეგულარული და ტრანზიტული მომსახურება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე სპეციალური ყოველწლიური ნებართვების საფუძველზე, რომელიც გაცემულია მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ. 2. „მგზავრების გადაყვანა დახურული კარით” ან „მაქოსებური რეისი”, განხორციელებული სატრანსპორტო საშუალებით ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიისაკენ ან ტერიტორიიდან, არ საჭიროებს ნებართვას.     მუხლი 6🔗. ტვირთის გადაზიდვა ტვირთის გადაზიდვა ხელშემკვრელ მხარეებს შორის ან ტრანზიტით მათი ტერიტორიების გადაკვეთისას დადგენილი კვოტებიდან გამომდინარე საჭიროებს წინასწარი ნებართვების მიღებას, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) ავადმყოფთა გადაყვანა; ბ) ხელოვნების ნიმუშების გადაზიდვა; ც) დაზიანებული და წყობიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვა; დ) საფოსტო გზავნილების გადაზიდვა; ე) შემთხვევითი ტვირთის გადატანა აეროპორტისაკენ და პირიქით ფრენის მარშრუტის შეცვლის შემთხვევაში; ფ) სტიქიური უბედურების დროს დახმარების საგნების გადაზიდვა; გ) ბაზრობებისა და გამოფენებისათვის ტვირთის გადაზიდვა; ჰ) სხვა შემთხვევაში, რომლებზეც იქნება ერთობლივი კომისიის მიერ შეთანხმებული ორმხრივი გადაწყვეტილება.     მუხლი 7🔗. ნებართვები 1. ტვირთების ყოველი გადაზიდვისათვის გაცემული უნდა იქნეს ცალკეული ნებართვა, რომელიც ერთი რეისის განხორციელების უფლებას იძლევა. გაცემული ნებართვა იძლევა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დატვირთვის უფლებას. 2. ნებართვები ძალაშია ერთი წლის განმავლობაში და შემდგომი წლის ნებართვები გაიცვლება ყოველი წლის ნოემბერში. დამატებითი ნებართვები გაიცემა საჭიროების შემთხვევაში ორი ხელშემკვრელი მხარის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.  ნებართვა ძალაშია ერთი საავტომობილო საშუალებისათვის. ორივე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური პირები უნდა შეთანხმდნენ ნებართვის ფორმისა და რაოდენობის თაობაზე. 3. ნებართვა და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ამ შეთანხმების შესაბამისად მოითხოვება, უნდა ახლდეს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც ისინი განეკუთვნებიან და რომლებიც წარედგინებიან კომპეტენტურ საკონტროლო ორგანოებს.     მუხლი 8🔗. სპეციალური ტრანსპორტირება 1. იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო მოწყობილობების და ასაფეთქებელი საშუალებების გადაზიდვა ხელშემკვრელ მხარეებს შორის ან ტრანზიტი რომელიმე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ექვემდებარება ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ პირთა მიერ გაცემულ სპეციალურ ნებართვას. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც საშიში ტვირთის გადაზიდვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, გადამზიდავმა ეს სპეციალური ნებართვა უნდა მიიღოს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოებისაგან. 3. როდესაც დატვირთული ან დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების წონა და გაბარიტები აღემატებიან მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დადგენის ნორმებს, გადამზიდველმა უნდა მიიღოს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოებისაგან სპეციალური ნებართვა. 4. თუ ამ მუხლის პირველ, მეორე და მესამე პუნქტებში ნახსენები ნებართვები ითვალისწინებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რაიმე გარკვეულ მარშრუტს, მაშინ გადაზიდვა უნდა განხორციელდეს ამ მარშრუტის მიხედვით.     მუხლი 9🔗. ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა საავტომობილო გზით ამ ხელშეკრულების საფუძველზე, უნდა ექვემდებარებოდეს ტვირთის გადაზიდვის საერთაშორისო კონვენციას. ითვალისწინებდეს TIR-ის მოთხოვნებს, აგრეთვე შეესაბამებოდეს ეროვნულ კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებს.     მუხლი 10🔗. ძირითადი დებულებანი-აკრძალვა შიდა ტრანსპორტირებაზე გადამზიდავს ეკრძალება მგზავრების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა მეორე ხელშემკვრელი მხარის ორ პუნქტს შორის.     მუხლი 11🔗. გადაზიდვები მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე და პირიქით გადამზიდავს შეუძლია განახორციელოს გადაზიდვები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან მესამე ქვეყანაში და აგრეთვე მესამე ქვეყნის ტერიტორიიდან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, თუ ამის განხორციელებისათვის მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემულია სპეციალური ნებართვა.     მუხლი 12🔗. დაზღვევა ამ შეთანხმების საფუძველზე საერთაშორისო გადაზიდვები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ყოველი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამოქალაქო პასუხისმგებლობის წინასწარი დაზღვევის პირობით.     მუხლი 13🔗. დარღვევები 1. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გაუწიონ ზედამხედველობა ამ შეთანხმების დებულებების დაცვას გადამზიდავების მიერ. 2. ხელშემკვრელი მხარეების ის ორგანოები, სადაც სატრანსპორტო საშუალება არის რეგისტრირებული, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მყოფი სატრანსპორტო საშუალებების, მძღოლებისა და გადამზიდავების მიერ ამ შეთანხმების მუხლებისა და ამ ტერიტორიაზე ძალაში მყოფი კანონებისა და მოძრაობისა და ტრანსპორტირების წესების დარღვევის შემთხვევაში ახორციელებენ შემდეგ ღონისძიებებს, თუ ამის შესახებ მეორე ხელშემკვრელი მხარისაგან მიღებული აქვთ თხოვნა: ა) გაფრთხილება; ბ) ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც ადგილი ჰქონდა დარღვევას, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ნებართვის შეჩერება ნაწილობრივ, დროებით ან მთლიანად. 3. პირველი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო ვალდებულია შეატყობინოს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული ზომების შესახებ. 4. ეს მუხლი ეხმაურება იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლო ან აღმასრულებელი ორგანოს მხრიდან ნებისმიერ კანონიერ ნაბიჯს, რომლის ტერიტორიაზეც ჰქონდა ადგილი დარღვევას.     მუხლი 14🔗. საწვავი საწვავი, რომელიც მოთავსებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზებში, თავისუფლდება საბაჟო და ყველა სხვა სახის გადასახადისაგან. სტანდარტული ავზი არის ავზი, რომელიც დამზადებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ.     მუხლი 15🔗. სათადარიგო ნაწილები სათადარიგო ნაწილები, რომლებიც შეცვლილი იქნა დაზიანებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, ექვემდებარება რეექსპორტს ან განადგურებას საბაჟო ორგანოების ზედამხედველობის ქვეშ ან საბაჟო ორგანოებისათვის მათ გადაცემას. სათადარიგო ნაწილების იმპორტი უნდა ექვემდებარებოდეს ხელშემკვრელი მხარის ეროვნულ კანონებსა და დადგენილებებს.     მუხლი 16🔗 უბედური შემთხვევების, დაზიანების და სხვა სიძნელეების შემთხვევაში, ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანოებმა, რომლის ტერიტორიაზეც ადგილი ჰქონდა შემთხვევას, უნდა მიაწოდოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს რეზულტატები და ყველა საჭირო ინფორმაცია შემთხვევის, მისი შედეგებისა და გამოძიების გარშემო.     მუხლი 17🔗. ეროვნული კანონების გამოყენება სატრანსპორტო საშუალებები და მათი ეკიპაჟი, რეგისტრირებული ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ, უნდა დაემორჩილოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საგზაო კანონებსა და დადგენილებებს.  ყველა სხვა შემთხვევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებით უნდა დაექვემდებაროს ხელშემკვრელი მხარეების კანონებს, დადგენილებებსა და წესებს.     მუხლი 18🔗. კომპეტენტური ორგანოები ამ შეთანხმების განხორციელებისათვის კომპეტენტურ ორგანოებს წარმოადგენენ: 1. საქართველოს რესპუბლიკაში – ტრანსპორტის სამინისტროს 2. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში – ტრანსპორტირებისა და გზების სამინისტრო.     მუხლი 19🔗. ძალაში შესვლა ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელი მხარეების მიერ მათი სახელმწიფო კანონმდებლობის მიხედვით საჭირო პროცედურების შესრულების შესახებ ნოტების გაცვლის დღიდან და რჩება ძალაში ერთი წლის განმავლობაში. მისი მოქმედება ავტომატურად გრძელდება ერთწლიანი პერიოდებით, თუ არცერთი ხელშემკვრელი მხარე ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს მისი მოქმედების შეწყვეტის შესახებ. შესრულებულია ქ. თეირანში, 1993 წლის 20 იანვარს (30.10.1371) ერთ პრეამბულად და ცხრამეტ მუხლად, ორ ორიგინალურ პირად, თითოეული ქართულ, სპარსულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყოველი ტექსტი ავთენტურია. განმარტების დროს დავების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს რესპუბლიკის                      ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის სახელით                                  მთავრობის სახელით