შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის

მიღების თარიღი 06.09.1994
ძალაში შესვლა 13.03.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000220
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 29/10/1998
matsne.gov.ge 583 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.09.1994 მიღება
13.03.1998 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის მხრიდან (ხელმოწერილია) მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა, ერთი მხრივ, და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (მსო), შემდგომ მოხსენიებული, როგორც ორგანიზაცია, მეორე მხრივ, ითვალისწინებენ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 26 მაისიდან ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსით ყოფნას, გრამოხატავენ საქართველოს რესპუბლიკასა და ორგანიზაციას შორის მეგობრული ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების სურვილს, მხედველობაში იღებენ ორგანიზაციის კონსტიტუციის 27 მუხლს, რომელიც ორგანიზაციას ანიჭებს იურიდიული პირის სტატუსსა და ისეთ სამართლებრივ უფლებუნარაინობას, რომელიც საჭირო იქნება ორგანიზაციის ფუნქციების შესრულებისა და მიზნების განხორციელებისათვის, და რომ ორგანიზაცია და მისი მომსახურე პერსონალი უნდა სარგებლობდეს კონსტიტუტციის 28-ე მუხლში მოცემული პრივილეგიებითა და იმუნიტეტით, განიხილავენ ორგანიზციის მიზნებს, ფუნქციებსა და საქმიანობას, რომელსაც ორგანიზაცია და მისი შტატი ეწევა ქვეყანაში, ანიჭებს მათ არსებითად იდენტურ პრივილეგიებსა და იმუნიტეტს, რაც გაეროს სპეციალიზებულ ორგანიზაციებსა და მის პერსონალს გააჩნია, იღებენ შემდეგ გადაწყვეტილებას:     მუხლი 1🔗 ორგანიზაცია სარგებლობს იგივე პრივილეგიებითა და იმუნიტეტით, რომელიც მინიჭებული აქვს გაეროს პეციალიზებულ ორგანიზაციებს 1947 წლის 21 ნოემბრის კონვენციით, სპეციალიზებული ორგანიზაციების პრივილეგიებსა და იმუნიტეტზე და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული იმ კანონებისა და წესების მიხედვით, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედებენ.     მუხლი 2🔗 ორგანიზაციის გენერალური დირექტორი და გენერალური დირექტორის მოადგილე, ერთი მხრივ და ორგანიზაციის პერსონალი, მეორე მხრივ, საქართველოს რესპუბლიკაში სარგებლობენ იგივე პრივილეგიებითა და იმუნიტეტით, რომელიც მინიჭებული აქვს, შესაბამისად, გაეროს ხელმძღვანელობასა და სპეციალიზებულ ორგანიზაციებს და მის პერსონალს 1947 წლის 21 ნოემბრის კონვენციით, სპეეციალიზებულ ორგანიზაციათა პრივილეგიებსა და იმუნიტეტზე, და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი კანონებისა და წესების შესაბამისად.     მუხლი 3🔗 1. მმართველი ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა და არსებული ფონდების მიხედვით, ორგანიზაციას შეუძლია დანერგოს საქართველოს რესპუბლიკაში მიგრაციული პროგრამები: სახელმწიფოს შესაძლებლობათა ფორმირება-განვითარება, კონსულტაციები, ტექნიკური თანამშრომლობა მიგრაციულ საკითხებზე, მიგრაციული ინფორმაცია,   ადგილობრივი მოსახლეობის და უცხოელთა მიგრაცია, ლტოლვილების, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გადაადგილებულთა და სხვა გაჭირვებაში მყოფი პირების მიგრაცია, კვალიფიცირებული ჰუმანიტარული რესურსების დაბრუნება, შერჩევითი/სელექციური მიგრაცია. 2. ორგანიზაცია უფლებამოსილია გახსნას წარმომადგენლობა საქართველოში და დაიქირაოს მუშაობის საწარმოებლად აუცილებელი პერსონალი.     მუხლი 4🔗 საჭიროების შემთხვევაში მხარეებს შორის თანამშრომლობის პირობათა დეტალები, რომლებიც არსებული და მომავალი პროგრამების განხორციელებას შეეხება, შესაძლოა შეთანხმებულ იქნეს წერილობითი ფორმით და ეს დოკუმენტი განიხილება, როგორც ხელშეკრულების ნაწილი, თუკი მას ასეთად მიიჩნევენ.     მუხლი 5🔗 საქართველოს მთავრობასა და ორგანიზაციას შორის ნებისმიერი ხასიათის დავა შეთანხმების ინტერპრეტაციისა და შესრულების შესახებ, გადასაწყვეტად სამი არბიტრისაგან შემდგარ სასამართლოს გადაეცემა, რომელთაგან ერთ-ერთს ირჩევს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მეორეს – ორგანიზაციის დირექტორი, მესამე კი, სასამართლოს თავმჯდომარე, პირველი ორი არბიტრის მიერ ინიშნება.     მუხლი 6🔗 ამ შეთანხმების პირობები შესაძლებელია შეიცვალოს ან განახლდეს ნებისმიერ დროს მხარეთა შორის ორმხრივი თანხმობის საფუძველზე. მოლაპარაკება ამ მიზნით გაიმართება ნებისმიერი მხარის მოთხოვნის საფუძველზე.     მუხლი 7🔗 ეს შეთანხმება ძალაში შევა ორივე მხარის წარმომადგენელთა ხელის მოწერისთანავე.     მუხლი 8🔗 ეს შეთანხმება ძალას კარგავს 12 თვის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც ერთ-ერთი მხარე წერილობით შეტყობინებას მიიღებს მეორე მხარისაგან შეთანხმებაზე მისი გადაწყვეტილების შესახებ. ზემოთქმულის დასადასტურებლად, ამ შეთანხმებას ხელს აწერენ: დადებულია ქ. თბილისი, თარიღი 06.09.94 ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენაზე. ამასთან, ორივე ტექსტი თანაბარი ძალის მქონეა. საქართველოს მთავრობის მხრიდან (ხელმოწერილია) მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან (ხელმოწერილია)