შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა გაცვლის შესახებ
მიღების თარიღი 18.02.1997
ძალაში შესვლა 25.02.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000253
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, -, 24/02/1999
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა გაცვლის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml {mso-style-name:kvekana_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა გაცვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდეგში მხარეებად წოდებულნი,
ხელმძღვანელობენ რა მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთუშიშროების განმტკიცების შესახებ 1996 წლის 8 მარტის ხელშეკრულებისა და სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ 1996 წლის 8 მარტის ხელშეკრულების დებულებებით,
ხაზგასმით აღნიშნავენ რა, რომ ასეთი თანამშრომლობა განხორციელდება თანასწორობის, ურთიერთგაგებისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების საფუძველზე,
ანიჭებენ რა დიდ მნიშვნელობას ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებასა და განვითარებას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები ცვლიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ქ. ბაქოში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ქ. თბილისში, შემდგომში – წარმომადგენლებს.
მუხლი 2🔗
წარმომადგენლები თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით, აგრეთვე ორ ქვეყანას შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.
მუხლი 3🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წამომადგენელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და მტკიცდება საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წამომადგენელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის და მტკიცდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრის მიერ.
მუხლი 4🔗
წარმომადგენლები ასრულებენ შემდეგ ამოცანებს:
ა) წარმოადგენენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებს ადგილსამყოფელ ქვეყანაში, შინაგან საქმეთა ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში;
ბ) მონაწილეობენ ორივე ქვეყნის შინაგან საქმეთა ორგანოებს შორის ურთიერთქმედების დამყარების სამუშაოებში;
გ) ხელს უწყობენ დამნაშავეობასთან ბრძოლის სფეროში შინაგან საქმეთა ორგანოების ამოცანების შესრულებას.
მუხლი 5🔗
წარმომადგენლები, მათზე დაკისრებული ამოცანების შესაბამისად:
ა) შეისწავლიან ადგილსამყოფელი ქვეყნის შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაობის პრაქტიკას და თავისი სახელმწიფოს შინაგან საქმეთა სამინისტროში წარადგენენ წინადადებას შინაგან საქმეთა ორგანოების საქმიანობაში დადებითი გამოცდილების დანერგვის ტაობაზე;
ბ) განსახილველად ამზადებენ საკითხებს, რომლებზეც მიღებული უნდა იქნას ერთობლივი გადაწყვეტილება;
გ) ხელს უწყობენ შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა სოციალურ–სამართლებრივი დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფის საკითხების გადაწყვეტას;
დ) ხელს უწყობენ ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროების დელეგაციების ვიზიტების მომზადებასა და ჩატარებას.
მუხლი 6🔗
წარმომადგენლები მათზე დაკისრებულ ამოცანებს ასრულებენ ადგილსამყოფელ ქვეყანაში თავიანთი ქვეყნების დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობებისა და სხვა საზღვარგარეთის დაწესებულებებთან მჭიდრო კონტაქტით, თავისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის საერთო ხელმძღვანელობით.
მუხლი 7🔗
ამ შეთანხმების დებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ წარმომადგენელთა ხარჯებს იღებს წარმგზავნი მხარე.
მხარეები წარმომადგენლებს აღმოუჩენენ საჭირო დახმარებას სამსახურებრივი, საცხოვრებელი სათავსოების, სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყოფაში.
მუხლი 8🔗
ამ შეთანხმების შესრულებასა და განმარტებასთან დაკავშირებული დავები წყდება მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით.
მუხლი 9🔗
მხარეები ამ შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის განხორციელებისას იყენებენ ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებს.
მუხლი 10🔗
ორივე მხარის თანხმობით ამ შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები.
მუხლი 11🔗
ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების დამადასტურებელი უკანასკნელი შეტყობინების თარიღიდან და მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. შეთანხმების მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება შემდეგი ხუთწლიანი პერიოდებით, თუ არცერთი მხარე შეთანხმების მოქმედების ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვას შეწყვიტოს მისი მოქმედება.
შესრულებულია ქ. ბაქოში, 1997 წლის 18 თებერვალს ორ პირად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს მთავრობის სახელით
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით