შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ
მიღების თარიღი 17.07.1992
ძალაში შესვლა 17.07.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000264
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 29/03/1999
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 79.3pt 56.7pt 66.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
შეთანხმება
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი;
ითვალისწინებენ თითოეულ სახელმწიფოში ეკონომიკური რეფორმების ეტაპების თავისებურებებს;
ესწრაფვიან მსოფლიო სამეურნეო ურთიერთობებში მხარეების ეკონომიკის ინტეგრირებას;
მხედველობში იღებენ ეკონომიკის ლიბერალიზაციის მიმდინარე პროცესს;
ხელმძღვანელობენ თანასწორუფლებიანობის, ურთიერთხელსაყრელობისა და ურთიერთდაინტერესებულობის პრინციპით;
შეგნებული აქვთ დამყარებული ტრადიციული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების განსაკუთრებული მნიშვნელობა;
ეყრდნობიან საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები მიიღებენ ყველა აუცილებელ ზომას სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და გაფართოების უზრუნველსაყოფად გრძელვადიან, სტაბილურ და შეწონასწორებულ საფუძველზე და რეალური შესაძლებლობების ფარგლებში განამტკიცებენ ეკონომიკურ თანამშრომლობას თითოეული მხარის არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეკონომიკური თანამშრომლობის ურთიერთხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ერთმანეთს მიანიჭებენ უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმს.
მუხლი 3🔗
მხარეებმა დათქვეს, შეთანხმებული ნუსხის შესაბამისად, მთავრობათა დონეზე განახორციელონ უმნიშვნელოვანეს სახეობათა პროდუქციისა და საქონლის მიწოდების რეგულირება.
მხარეთა რწმუნებული სახელმწიფო ორგანოები ყოველი წლის 1 ოქტომბრამდე ათანხმებენ და ხელს აწერენ ყოველი მომდევნო წლისათვის „პროდუქციისა და საქონლის ურთიერთმიწოდების მოცულობებს“, რაც აღნიშნული შეთანხმების განუყოფელი ნაწილი იქნება.
მხარეების შეთანხმებით შეიძლება შეიცვალოს ან შეივსოს პროდუქციისა და საქონლის მიწოდების ნომენკლატურა და მოცულობები.
მუხლი 4🔗
მხარეები სამეურნეო სუბიექტებს ხელსაყრელ პირობებს უქმნიან პროდუქციისა და საქონლის ურთიერთმიწოდების შენარჩუნებისა და განვითარების, საქონლის წარმოებაში კოოპერაციისა და სპეციალიზაციის, ერთობლივი საწარმოებისა და მსოფლიო პრაქტიკაში მიღებული თანამშრომლობის სხვა ფორმებისათვის.
მუხლი 5🔗
მხარეები შეთანხმდნენ, დაავალონ საქართველოს რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროებს, უწყებებს და სხვა სამეურნეო სუბიექტებს, 1992 წლის 1 დეკემბრამდე დაასრულონ დათქმული მოცულობების შემცველი პროდუქციის მიწოდების შეთანხმებების ხელის მოწერა. სამეურნეო სუბიექტებს შეუძლიათ დადონ კონტრაქტები პროდუქციისა და საქონლის მიწოდებაზე, რომლებსაც არ შეიცავს შეთანხმებული მოცულობები. მხარეები ხელს შეუწყობენ შეთანხმებებისა და ოქმების ხელის მოწერას ურთიერთსაინტერესო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა მიმართულებებშიც.
მუხლი 6🔗
მხარეები შეთანხმდნენ, რომ რომელიმე მხარის მიერ ეროვნული ვალუტის შემოღების შემთხვევაში ანგარიშსწორებისა და გადახდის წესი დარეგულირდება დამატებითი შეთანხმებით, რომელიც მხარეების რწმუნებულ ბანკებს შორის დაიდება არაუგვიანეს 30 დღისა ამგვარი ვალუტის შემოღების შესახებ განცხადების შემდეგ.
მუხლი 7🔗
მხარეები შეთანხმდნენ, ერთი თვის ვადაში დადონ ხელშეკრულება ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტრანზიტის წესით ტვირთების გადაზიდვის შესახებ და 1992 წლის ბოლომდე – ხელშეკრულება საბაჟო თანამშრომლობაზე.
მუხლი 8🔗
მხარეები წაახალისებენ ორივე სახელმწიფოს რეგიონების, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებსა და ბაზრობებზე, სავაჭრო-სამრეწველო პალატების თანამშრომლობას, კონტაქტებს მეწარმეებს შორის, ინფორმაციის გაცვლას, აგრეთვე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა ფორმების განვითარებას.
მუხლი 9🔗
მოცემული შეთანხმების დებულებებთან დაკავშირებით სადავო საკითხების წარმოშობის შემთხვევაში მხარეები საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით გადაწყვეტენ მათ, მოლაპარაკების გზით.
მუხლი 10🔗
მხარეთა ორმხრივი დასტურით აღნიშნულ შეთანხმებაში შეიძლება ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.
მუხლი 11🔗
აღნიშნული შეთნხმება იდება ხუთი წლით, ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მისი მოქმედება არ წყდება, თუ ერთ–ერთი მხარე არაუგვიანეს ექვსი თვით ადრე წერილობით არ განაცხადებს, რომ განზრახული აქვს შეწყვიტოს მისი მოქმედება.
შესრულებულია ქ. 1992 წლის ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, სომხრურ და რუსულ ენებზე. ამასთან, სამივე ტექსტს ერთნაირი ძალა აქვს.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)