შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 26.09.1998
ძალაში შესვლა 21.09.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480220000.02.002.000376
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/11/2000
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით (ხელმოწერილია) | სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 73.3pt 56.7pt 78.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
შეთანხმება
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ მხარეებად“ წოდებულნი,
იღებენ რა მხედველობაში ორივე სახელმწიფოს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს,
სურთ რა განავითარონ ეკონომიკური, სამრეწველო და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობა,
აღიარებენ რა, რომ სამრეწველო საკუთების ეფექტური დაცვა წარმოადგენს ასეთი თანამშრომლობის განვითარების აუცილებელ პირობას,
აცნობიერებენ რა ამ მიზნით ურთიერთხელსაყრელი პირობების შექმნის აუცილებლობას ავტორთა და სამრეწველო საკუთრების მფლობელთა უფლებების დაცვისა და გამოყენებისათვის,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები ახორციელებენ და ავითარებენ თანამშრომლობას გამოგონებების, სამრეწველო ნიმუშების, სასაქონლო ნიშნების, საქონლისა და სამრეწველო საკუთრების სხვა ობიექტების წარმოშობის ადგილების დაცვისა და მათზე უფლებების გამოყენებისათვის უფრთიერთსარგებლიანობისა და თანასწორობის საფუძველზე, საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომელთა მონაწილეებსაც ისინი წარმოადგენენ ან გახდებიან.
მუხლი 2🔗
მხარეთა თანამშრომლობა მიმართული იქნება:
- სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე უფლებების გამოყენებასა და დაცვასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებისაკენ;
- საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის განმცხადებლისა და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს განმცხადებლის დაცვითი დოკუმენტების გაცემაზე განცხადების წარდგენისა და განხილვის პროცედურის ურთიერთგამარტივებისაკენ
- ინფორმაციის, ნორმატიული და სხვა დოკუმენტების, ასევე, სამრეწველო საკუთრების სფროში მიღებული გამოცდილების გაცვლისაკენ.
მუხლი 3🔗
სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში ერთი მხარის ფიზიკური და იურიდიული პირები მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ისარგებლებენ იმავე უფლებებითა და უპირატესობებით, რომლებიც სადღეისოდ ენიჭებათ ან მიენიჭებათ ამ მეორე მხარის კანონმდებლობით, თავის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. აქედან გამომდინარე, ამ მეორე მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნათა დაცვისას, ისინი ისარგებლებენ სამართლებრივი დაცვის იმავე საშუალებებით, იმავე საფუძველზე და იმავე მოცულობით, როგორც მათი საკუთარი ფიზიკური და იურიდიული პირები.
ამასთან, წინამდებარე შეთანხმებით დაურეგულირებელი საკითხების მიმართ მხარეები გამოიყენებენ 1883 წლის 20 მარტის პარიზის კონვენციის დებულებებს სამრეწველო საკუთრების დაცვის თაობაზე, რომელიც გადასინჯულ იქნა სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს და შეცვლილ იქნა 1979 წლის 2 ოქტომბერს.
მუხლი 4🔗
მხარეები მიიღებენ აუცილებელ ზომებს საკანონმდებლო აქტების მისაღებად, რომლებიც უზრუნველყოფენ:
- გამოგონებების და სამრეწველო ნიმუშების ავტორთა უფლებების ეფექტური დაცვის განხორციელებას, რომლებზეც გაცემულ იქნა სსრკ-ს საავტორო მოწმობა გამოგონებებზე ან სსრკ-ს მოწმობები სამრეწველო ნიმუშებზე;
- გამოგონებებზე სსრკ-ს საავტორო მოწმოებებისა და სამრეწველო ნიმუშებზე სსრკ-ს მოწმოებების ეროვნულ პატენტებად გარდაქმნის უფლებას, დარჩენილ ვადასა და მხარეთა კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებზე.
მუხლი 5🔗
საქართველოს ან სომხეთის რესპუბლიკის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი ინარჩუნებს გამოგონების ან სამრეწველო ნიმუშის გამოყენების უფლებას სალიცენზიო ხელშეკრულების დადების გარეშე, თუ ამ გამოგონების ან სამრეწველო ნიმუშის გამოყენება მართლზომიერად დაიწყო გამოგონებაზე ან სამრეწველო ნიმუშზე ეროვნული პატენტის გაცემის შესახებ, სხვა პირების მიერ შუამდგომლობის აღძვრის თარიღამდე, რომლებზეც მანამდე იყო განხორციელებული განაცხადი სსრკ-ს დაცვითი დოკუმენტის გაცემაზე ან გაცემული იყო სსრკ-ს დაცვითი დოკუმენტი. ამასთან, ავტორისათვის (ავტორებისათვის) ანაზღაურება ხორციელდება მხარეთა სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომლის ტერიტორიაზეც გამოიყენება ასეთი გამოგონება ან სამრეწველო ნიმუში.
მუხლი 6🔗
მხარეები, მხარეების კომპეტენტური ორგანოების განცხადების საფუძველზე, ატარებენ საინფორმაციო ძიებას ტექნიკის დონის განსაზღვრისათვის ამ განცხადების მიხედვით პატენტების გაცემის შესაძლებლობების თაობაზე წინადადების შემუშავებით, ამასთან, უზრუნველყოფენ რა მიღებული მასალების კონფიდენციალურობას.
მითითებული სამუშაო განხორციელდება სახელშეკრულებო საფუძველზე მხარეთა შესაბამისი ხარჯების დაფინანსებით.
მუხლი 7🔗
მხარეები იღებენ ვალდებულებებს ეკონომიკურ, სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ შეთანხმებებში სამრეწველო საკუთრების ობიექტების დაცვის უზრუნველყოფის დებულებათა ჩართვის შესახებ.
მუხლი 8🔗
დაცვითი დოკუმენტების გაცემაზე განაცხადების წარდგენის დროს, დაცვითი დოკუმენტების მიღებისას და მათი ძალაში ყოფნის მხარდაჭერისას ორივე სახელმწიფოს საპატენტო რწმუნებულებს ნაცვალგების პრინციპზე შეუძლიათ მხარეთა საპატენტო უწებებთან საქმე აწარმოონ უშუალოდ, ამასთან, წარმოადგენენ რა მხოლოდ ეროვნული განმცხადებლის ინტერესებს. ერთი მხარის სახელმწიფოს ეროვნულ განმცხადებელს ასევე ნაცვალგების პრინციპზე უფლება ენიჭება უშუალოდ აწარმოოს საქმე დაცვითი დოკუმენტების მიღებისა და მათი ძალაში ყოფნის მხარდაჭერისათვის მეორე მხარის საპატენტო უწეყებასთან.
მუხლი 9🔗
მხარეები მიიღებენ ზომებს საპატენტო დოკუმენტაციის, მათ შორის, სამრეწველო საკუთრების დაცვის სფროს მიკუთვნილი პოლიგრაფიული პროდუქციის მათ საზღვრებზე უბაჟო გატარებისათვის.
მუხლი 10🔗
ყველა დოკუმენტი, რომელიც წინამდებარე შეთანხმების რეალიზაციის მსვლელობისას ერთ-ერთი მხარის მიერ ეგზავნება მეორე მხარეს, წარდგენილი იქნება რუსულ ენაზე.
მუხლი 11🔗
წინამდებარე შეთანხმების რეალიზაციაზე პასუხისმგებლებს წარმოადგენენ მხარეთა საპატენტო უწებებები:
საქართველოში – საქართველოს საპატენტო უწყება „საქპატენტი“;
სომხეთის რესპუბლიკაში – სომხეთის რესპუბლიკის საპატენტო სამმართველო.
საპატენტო უწყებათა თანამშრომლობის წესი და პირობები განისაზღვრება მათ შორის სპეციალური შეთანხმებით.
მუხლი 12🔗
ყველა სადავო საკითხი, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასთან ან განმარტებასთან, გადაწყდება კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 13🔗
მხარეთა შეთანხმებით, წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს შესწორებები და დამატებები, რომლებიც ფორმდება ცალკე ოქმებით, წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედიან წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლში განსაზღვრული წესით.
მუხლი 14🔗
წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის უკანასკნელი შეტყობინების თარიღიდან მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი პროცედურების შესრულების თაობაზე.
წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას წყვეტს, წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე ერთ-ერთი მხარის შეტყობინების მომენტიდან ექვსი თვის ამოწურვის შემდეგ.
მუხლი 15🔗
წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ მოქმედებას წყვეტს შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ხელმოწერილია ქ. ერევანში, 1993 წლის 3 დეკემბერს.
შესრულებულია ქ. ერევანში, 1998 წლის 26 სექტემბერს, ორ ნამდვილ პირად, თითოეული ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა.
წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტების მიზნებისათვის გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით
(ხელმოწერილია)
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)