შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქმენეთის მთავრობას შორის მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის შესახებ
მიღების თარიღი 26.06.1999
ძალაში შესვლა 26.06.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480270000.02.002.000381
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/11/2000
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით (ხელმოწერილია) | თურქმენეთის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქმენეთის მთავრობას შორის მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 63.0pt 56.7pt 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქმენეთის მთავრობას შორის მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის შესახებ
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და თურქმენეთის მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი,
ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარების მიზნით,
ესწრაფვიან რა პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
ერთი მხარის მოქალაქეებს შეუძლიათ იმგზავრონ მეორე მხარის ტერიტორიაზე საზღვარგარეთ გასვლისათვის განკუთვნილი მოქმედი დოკუმენტებით ამ შეთანხმებაში გათვალისწინებული პირობების დაცვით.
მუხლი 2🔗
ამ შეთანხმების მიხედვით საზღვარგარეთ მგზავრობისათვის განკუთვნილი მოქმედ დოკუმენტებს განეკუთვნება:
1. საქართველოს მოქალაქეებისათვის:
– საქართველოს დიპლომატიური პასპორტი;
– საქართველოს სამსახურებრივი პასპორტი;
– საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
– საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის ფრენის მოწმობა (ეკიპაჟის შემადგენლობაში მგზავრობის დროს);
– მეზღვაურის წიგნაკი;
– საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა (მხოლოდ საქართველოში დასაბრუნებლად).
2. თურქმენეთის მოქალაქეებისათვის:
– თურქმენეთის დიპლომატიური პასპორტი;
– თურქმენეთის სამსახურებრივი პასპორტი;
– თურქმენეთის მოქალაქის პასპორტი;
– ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვარგარეთის საერთო სამოქალაქო პასპორტი თურქმენეთის მოქალაქეობის აღმნიშვნელი ჩანაწერით;
– საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის ფრენის მოწმობა (ეკიპაჟის შემადგენლობაში მგზავრობის დროს);
– მეზღვაურის პასპორტი;
– თურქმენთში დასაბრუნებელი მოწმობა (მხოლოდ თურქმენეთში დასაბრუნებლად).
მუხლი 3🔗
1. ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ ან სამსახურებრივ პასპორტებს შედიან, გადიან და იმყოფებიან, აგრეთვე გაივლიან ტრანზიტად მეორე მხარის ტერიტორიაზე შესაბამისად უვიზოდ, 30 დღის განმავლობაში საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან.
2. იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოქალაქეები აპირებენ მეორე მხარის ტერიტორიაზე 30 დღის ვადაზე მეტით ყოფნას, მათ მიერ ვიზის მისაღებად აუცილებელია იმ მხარის სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წერილობითი მიმართვა, რომლის მოქალაქეებსაც ისინი წარმოადგენენ.
მუხლი 4🔗
1. ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს და წარმოადგენენ ამ მხარის დიპლომატიური წარმომადგენლობის და საკონსულო დაწესებულების, ოფიციალური წარმომადგენლობის, აგრეთვე მეორე მხარის ტერიტორიაზე არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებს, შედიან, გადიან და იმყოფებიან მეორე მხარის ტერიტორიაზე უვიზოდ მათი მუშაობის მთელ პერიოდში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება აგრეთვე მითითებული მოქალაქეების ოჯახის წევრებზეც (მეუღლეები, შვილები, მშობლები, აგრევთე სხვა პირები, რომლებიც იმყოფებიან მის კმაყოფაზე), რომლებიც ცხოვრობენ მათთან ერთად მათი ოფიციალური ყოფნის განმავლობაში და ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, სამსახურებრივ ან ეროვნულ პასპორტებს.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში მითითებულ პირებს უნდა გააჩნდეთ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სათანადო აკრედიტაცია.
მუხლი 5🔗
ამ შეთანხმებმის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტებით უვიზო შესვლის წესი ვრცელდება:
ა) მოქმედი ეროვნული პასპორტების მქონე სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის წევრებზე, გენერალურ დეკლარაციაში ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში (საფრენოსნო დავალება);
ბ) მოქმედი მეზღვაურის პასპორტების (წიგნაკების) მფლობელ საზღვაო და სამდინარო ხომალდების ეკიპაჟის წევრებზე, გემის როლში შესაბამისი ჩანაწერის, ან მისი ამონაწერის არსებობის შემთხვევაში;
გ) მოქმედი ეროვნული პასპორტების მფლობელ მატარებლების, რეფრეჟერატორების და სალოკომოტივო ბრიგადების მუშაკებზე, სახელობითი სიისა და სამარშრუტო ფურცლების არსებობის შემთხვევაში, რომლებიც მტკიცდება ყოველი რეისისას;
დ) მოქმედი ეროვნული პასპორტებისა და მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტების მფლობელი სამთავრობათაშორისო საფელდეგერო კავშირის თანამშრომლებზე.
მუხლი 6🔗
ერთი მხარის მოქალაქეებმა მეორე მხარის ვიზის მისაღებად ამ სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკოსნულო დაწესებულებაში უნდა წარადგინონ მიმღები სახელმწიფსო შესაბამისი იურიდიული ან ფიზიკური პირისაგან მიღებული და დადგენილი წესით გაფორმებული მოწვევა, ამ შეთანხმებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა.
მუხლი 7🔗
ორივე მხარე გამოიყენებს ვიზების გაფორმების გამარტივებულ წესს მეორე მხარის მოქალაქეებზე, რომლებიც მგზავრობენ ტურისტულად.
გამარტივების მექანიზმი მხარეების მიერ შეთანხმდება დიპლომატიური არხებით ნოტების გაცვლის შედეგად.
მუხლი 8🔗
მხარეთა უფლებამოსილი ორგანოები გასცემენ 24 საათის განმავლობაში უფასოდ ვიზებს პირებზე, რომლებიც მიემგზავრებიან ავადმყოფი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მოსანახულებლად; ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის დაკრძალვაზე დასასწრებად, მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტის წარდგენისას.
მუხლი 9🔗
მხარეები, ნაცვალგების საფუძველზე, გამოიყენებენ ვიზის გაცემისათვის საკონსულო მოსაკრებლის შეღავათიან ტარიფებს:
1. პირებზე, რომლებიც მგზავრობენ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე სამეცნიერო, ტექნიკის, განათლების, კულტურის, ხელოვნების; სპორტის სფეროში გაცვლის წესით.
2. პირებზე, რომლებიც მიემგზავრებიან ახლო ნათესავებსი საფლავის მოსანახულებლად, დაკრძალვის ადგილის დამადასტურებელი დოკოუმენტის არსებობის შემთხვევაში (შვიდი დღის ვადით და არაუმეტეს წელიწადში ერთხელ).
მუხლი 10🔗
მხარეთა უფლებამოსილი ორგანოები გასცემენ ერთ წლამდე მრავალჯერად ვიზებს პირებს, რომლებსაც ჰყავთ მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ახლო ნათესავები, თუ ისინი წარადგენენ მოწვევას ამ ნათესავებისაგან, რომლებიც ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად იქნება დამოწმებული.
მუხლი 11🔗
საკონსულო მოსაკრებლის ტარიფები მხარეთა მიერ დგინდება ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, დიპლომატიური არხებით, ნოტების გაცვლის შედეგად.
მუხლი 12🔗
ვიზის გაცემისათვის საკოსნულო მოსაკრებელი არ იკრიფება ერთი მხარის მოქალაქეებისაგან, რომლებიც სწავლობენ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ სასწავლო დაწესებულებებში.
მუხლი 13🔗
ორივე მხარის მოქალაქეებს, რომლებზეც ვრცელდება ამ შეთანხმების მოქმედება, შეუძლიათ შევიდნენ, გავიდნენ და გაიარონ ტრანზიტით ერთ-ერთი მხარის ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლსიათვის გახსნილ გამშვებ პუნქტებში, იმ ფორმოალობების დაცვით, რომლებიც აუცილებელაი მხარეთა ნაციონალური კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 14🔗
1. ორივე მხარის მოქალაქეები მეორე მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას ვალდებულნი არიან დაიცვან ამ მხარის კანონები და წესები, მათ შორის უცხოელ მოქალაქეებისათვის დადგენილი რეგისტრაციის, ყოფნისა და გადაადგილების წესები.
2. ეს შეთანხმება არ ზღუდავს მხარეთა უფლებას, განუცხადონ უარი შესვლაზე ან შეუზღუდონ ყოფნის ვადა მეორე მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომელთა ყოფნაც მათ ტერიტორიაზე იქნება არასასურველი. თითოეული მხარე მიიღებს უპირობოდ და ნებისმიერ დროს თავის მოქალაქეებს, რომელთაც უნდა დატოვონ მეორე სახელმწიფო ვადამდე იქნებიან გაძევებულნი. მითითებული პირების გადაცემისა და მიღების წესი განისაზღვრება ცალკეული შეთანხმებით.
მუხლი 15🔗
განსაკუთრებულ შემთხვევაში (საფრთხე ეროვნული უშიშროებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგისა ან მოქალაქეთა ჯანმრთელობისათვის, მათ შორის ეპიდემიები; სტიქიური უბედურებები), მხარეები ინარჩუნებენ უფლებას შეაჩერონ ამ შეთანხმების მოქმედება დოებით, მთლიანად ან ნაწილობრივ. ამ შეთანხმების მოქმედების შეჩერების, ასევე მისი ხელახლა ამოქმედებას შესახებ მხარეები, შეძლებისდაგვარად, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა გადაწყვეტილების მიღებიდან, აცნობებენ ერთმანეთს დიპლომატიური არხებით.
მუხლი 16🔗
მხარეთა საგარეო საქმეთა სამინისტროები დიპლომატიური არხებით გაცვლიან იმ დოკუმენტების ნიმუშებს, რომლებზეც ვრცელდება ამ შეთანხმების მოქმედება.
მხარეთა მიერ ამ მუხლში მითითებული ახალი დკოუმენტების სამოქმედოდ შემოღების შემთხვევაში, მხარეები, არაუგვიანეს 1 თვისა მათ სამოქმედოდ შემოღებამდე, დიპლომატიური არხებით გაცვლიან იმ დოკუმენტების ნიმუშებს.
მუხლი 17🔗
მხარეთა შეთანხმებით ამ შეთანხმებაში შესაძლოა შეტანილ იქნეს ცვლილებები ან დამატებები, რაც გაფორმდება ნოტების გაცვლით ან ცალკეული ოქმებით, რომლებიც წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედიან ამ შეთანხმების მე-19 მუხლში აღნიშნული წესის შესაბამისად.
მუხლი 18🔗
მხარეები, აუცილებლობის შემთხვევაში, ჩაატარებენ კონსულტაციებს რიგრიგობით თბილისსა და აშხაბადში ამ შეთანხმების შესრულების მსვლელობის ანალიზისათვის და განიხილავენ მასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ნებისმიერი უთანხმოება ან სადავო საკითხი, რომელიც წამოიჭრება ამ შეთანხმების შესრულებისას ან მისი დებულებების გამოყენებისას, გადაიჭრება მხარეთა შორის კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 19🔗
ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და აგრძელებს მოქმედებას 30 დღის განმავლობაში იმ დღიდან, როცა ერთი მხარე მიიღებს მეორე მხარის ოფიციალურ შეტყობინებას შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ.
შესრულებულია ქ. თბილისში, 1999 წლის 26 ივნისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, თურქმენულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა.
ამ შეთანხმების დებულებების განმარტებისას მხარეები გამოიყენებენ ტექსტს რუსულ ენაზე.
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით
(ხელმოწერილია)
თურქმენეთის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)