შეთანხმება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის დიპლომატიური მუშაკების მომზადების შესახებ

მიღების თარიღი 04.04.2006
ძალაში შესვლა 04.04.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 480040030.03.030.000585
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/04/2006
matsne.gov.ge 1,131 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.04.2006 მიღება
04.04.2006 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის დიპლომატიური მუშაკების მომზადების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის დიპლომატიური მუშაკების მომზადების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი), ხელმძღვანელობენ რა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ 1993 წლის 13 აპრილს დადებული ოქმით, აღნიშნავენ რა დიპლომატიური კადრების მომზადებაში თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, ნდობასა და თითოეული მხარის ინტერესებს, ითვალისწინებენ რა დიპლომატიური მუშაკების მომზადებისათვის ურთიერთქმედების აუცილებლობას, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗. მიზნები სახელმწიფოების დიპლომატიური სამსახურების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მხარეები განახორციელებენ შეთანხმებულ მოქმედებებს, რომლებითაც გათვალისწინებულია მხარეთა სასწავლო დაწესებულებებში თავიანთი დიპლომატიური მუშაკების (შემდგომში – მსმენელების) მომზადება ამ შეთანხმებითა და მისი დამატებითი ოქმებით (შემდგომში – დამატებითი ოქმებით) განსაზღვრული პირობების თანახმად.     მუხლი 2🔗. თანამშრომლობის ორგანიზება 2.1. მსმენელთა სწავლება განხორციელდება საქართველოში – ქართულ ენაზე, უკრაინაში უკრაინულ ენაზე მხარეთა სასწავლო დაწესებულებებში დამტკიცებული გეგმებისა და პროგრამების შესაბამისად მსმენელთა მომზადების დონის გათვალისწინებით. აუცილებლობის შემთხვევაში, სასწავლო გეგმები და პროგრამები მხარეთა მიერ შეთანხმებული უნდა იქნეს. 2.2. მხარეები არ მოსთხოვენ მსმენელს ისეთი დავალებების შესრულებას, რომლებიც არ არის დაკავშირებული სასწავლო დაწესებულებაში მის სწავლებასთან და სცილდება მისი, როგორც მსმენელის მოვალეობების შესრულების ფარგლებს. 2.3. მსმენელები სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ვადებში სარგებლობენ ყოველწლიური შვებულებით. მუხლი 3🔗. დამატებითი ოქმები 3.1. დამატებითი ოქმების დადება განხორციელდება მხარეების მიერ 10 ნოემბრამდე, რომლებიც წინ უსწრებს სწავლის დაწყებას. ოქმები წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილია და ძალაში შევა ხელმოწერის დღიდან. 3.2. დამატებით ოქმებში უნდა მიეთითოს: – სასწავლო დაწესებულების დასახელება; – მსმენელთა რაოდენობა, ცალ-ცალკე სწავლის სრული ვადით და მოკლევადიანი კურსისათვის; –  სპეციალობა და სპეციალიზაცია; – მსმენელის სახელი და გვარი, თანამდებობა, დიპლომატიური რანგი და განათლების დონე; – საცხოვრებლით უზრუნველყოფის პირობები; – სწავლის ვადა; – მოსამზადებელი ენის კურსის გავლის აუცილებლობა, რომელიც ითვალისწინებს სპეციალური ტერმინოლოგიის შესწავლას; – მხარეთა  შორის ფინანსური ანგარიშსწორების პირობები. მუხლი 4🔗. მსმენელის მოვალეობანი 4.1. მსმენელს სასწავლო დაწესებულებაში ჩასვლისას თან უნდა ჰქონდეს: – ავტობიოგრაფია; – განათლების შესახებ დოკუმენტების დამოწმებული ასლები; – ქვეყნის მოქალაქის პასპორტი; – ჯანმრთელობის ცნობა, რომლის ხანდაზმულობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს; – შიდსზე გამოკვლევის უარყოფითი შედეგების შესახებ დოკუმენტი; – სადაზღვევო პოლისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევასთან დაკავშირებით; – დაბადების მოწმობის დამოწმებული ასლი; – 6 ფოტოსურათი (40/60 მმ); – სამშობლოში უკან დასაბრუნებელი ბილეთი შეუვსებელი თარიღით ერთ წლამდე ვადით. 4.2. თუ მსმენელი საპატიო მიზეზის გარეშე არ ჩავა სასწავლებლად სასწავლო დაწესებულებაში სწავლების დაწყების განსაზღვრული ვადიდან 15 დღის განმავლობაში, იგი გაირიცხება სასწავლო დაწესებულებიდან, რის შესახებაც ეცნობება მის წარმგზავნ მხარეს. 4.3. მსმენელმა უნდა დაიცვას იმ სახელმწიფოს კანონმდებლობა,სადაც იგი იმყოფება, პატივი სცეს მისი ხალხის წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს.     მუხლი 5🔗. მიმღები მხარის მოვალეობანი მხარე, რომელიც იღებს მსმენელს სასწავლებლად, უზრუნველყოფს მას: – პედაგოგიური შემადგენლობით და დამხმარე პერსონალით; – სასწავლო წიგნებით, დამხმარე სახელმძღვანელოებით, საკლასო ოთახებისა და ლაბორატორიების მოწყობილობებით, პრაქტიკული მეცადინეობებისათვის საჭირო სხვა საშუალებებით, აგრეთვე სხვა მოწყობილობებითა და მასალებით, რომლებიც აუცილებელია სასწავლო პროცესის წარმართვისათვის სასწავლო გეგემებისა და პროგრამების შესაბამისად; – ბიბლიოთეკით, სამკითხველო დარბაზით, სპორტული დარბაზითა და სხვა შენობებით სარგებლობის შესაძლებლობით, რომლებიც აუცილებელია სწავლის პროცესში; – საცხოვრებელი შენობით საკუთარი ნორმების თანახმად, რომლებიც დადგენილია შესაბამისი კატეგორიის სპეციალისტებისათვის (თუ დამატებითი ოქმით სხვა წესი არ არის გათვალისწინებული).     მუხლი 6🔗. წარმგზავნი მხარის მოვალეობანი 6.1. მხარე, რომელიც აგზავნის მსმენელს სასწავლებლად, უზრუნველყოფს: – მის დროულად ჩასვლას სასწავლო დაწესებულებაში, აგრეთვე მსმენელის გადაყვანას, მისი ბარგის გადაზიდვას სწავლის ადგილამდე და საპირისპირო მიმართულებით, აგრეთვე უზრუნველყოფს მსმენელს ბილეთებით და გადაყვანის დროს საცხოვრებლით; – მსმენელის მიერ შვებულების გატარების წესის განსაზღვრას, შვებულების გატარების ადგილამდე მგზავრობას და უკან დაბრუნებას დამატებით ოქმებში მითითებული ვადის შესაბამისად; – მსმენელისათვის ხელფასის გადახდას (ხელფასი ან სტიპენდია). ყველა სხვა შემთხვევაში, მგზავრობის ხარჯებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული სწავლასთან, მსმენელი თავად აანაზღაურებს. 6.2. წარმგზავნი მხარე ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სასწავლო დაწესებულებებში მსმენელის მიერ სწავლის დროს მასწავლებელთა ყველა რეკომენდაციის შესრულების უზრუნველსაყოფად.     მუხლი 7🔗. მსმენელის პასუხისმგებლობა 7.1. მსმენელი, რომელმაც სწავლის პერიოდში ჩაიდინა სამართალდარღვევა, პასუხს აგებს იმ სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელშიც იგი იმყოფება. 7.2. თუ მსმენელი, რომელიც არღვევს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობას, რომელშიც იგი იმყოფება, არ იცავს საზოგადოებრივ წესრიგს და სასწავლო დაწესებულების შინაგანაწესს, არ ასრულებს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ აკმაყოფილებს სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელ მოთხოვნებს, აღიშნული პირის თობაზე მიმღები მხარე დოკუმენტებს გადასცემს წარმგზავნ მხარეს, რათა ამ უკანასკნელმა მიიღოს გადაწყვეტილება სასწავლო დაწესებულებიდან მსმენელის გარიცხვისა და სამშობლოში დაბრუნების შესახებ.     მუხლი 8🔗. სამედიცინო უზრუნველყოფა მიმღები მხარე უზრუნველყოფს მსმენელს სამედიცინო დახმარებით, ხოლო, აუცილებლობის შემთხვევაში, ახორციელებს მის ჰოსპიტალიზაციას მხარეთა სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 9🔗. ტრაგიკული შემთხვევები 9.1. მსმენელის გარდაცვალების შემთხვევაში მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის დროს წარმგზავნი მხარე, რომელმაც გააგზავნა იგი სასწავლებლად, თავად აანაზღაურებს გარდაცვლილის სამშობლოში გაგზავნასთან დაკავშირებულ ხარჯებს. 9.2. მსმენელის გარდაცვალების შემთხვევაში მიმღები მხარე დაუყოვნებლივ აცნობებს წარმგზავნ მხარეს, რომელმაც გააგზავნა იგი სასწავლებლად, ხოლო მსმენელის გარდაცვალების მიზეზს დაადგენენ კომპეტენტური ორგანოები. მიმღები მხარე მსმენელის გარდაცვალებასთან დაკავშირებული მასალების ასლებს მიაწვდის წარმგზავნ მხარეს, რომელმაც გააგზავნა იგი სასწავლებლად.     მუხლი 10🔗. სწავლის დასრულება 10.1. მსმენელს, რომელმაც აითვისა სასწავლო პროგრამა, ჩააბარა გამოცდები და დაიცვა სადიპლომო ნაშრომი (პროექტი, დავალება) ენიჭება კვალიფიკაცია სპეციალობის შესაბამისად, გადაეცემა დიპლომი და სახელმწიფო ნიმუშის სამკერდე ნიშანი. 10.2. მსმენელზე, რომელმაც დაამთავრა მოკლევადიანი კურსები, გაიცემა მოწმობა.     მუხლი 11🔗. სასწავლო მასალების გადაცემა მსმენელთა სამეცნიერო და სადიპლო მონაშრომები, სამაგისტრო შრომები შეიძლება გადაეცეს წარმგზავნ მხარეს მიმღები მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ მიერ სწავლის დამთავრებიდან ერთი წლის ვადაში.     მუხლი 12🔗. სხვა დებულებანი არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს თავისი უფლებები და მოვალეობანი მესამე მხარეს ერთ-ერთი მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.     მუხლი 13🔗. პასუხისმგებელი ორგანოები ამ შეთანხმების რეალიზებისათვის მხარეები გადასცემენ უფლებამოსილებას: ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი; ბ) უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კადრების დეპარტამენტს.     მუხლი 14🔗. დასკვნითი დებულებანი 14.1. ეს შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის თარიღიდან. 14.2. მხარეთა შორის წერილობითი თანხმობის საფუძველზე ამ შეთანხმებაში შეიძლება შტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ფორმდება დამატებითი ოქმებით და აღნიშნული შეთანხმების განუყოფელი ნაწილია. ზემოაღნიშნული ოქმები ძალაში შედიან ამ შეთანხმების აღნიშნული მუხლის 14.1 პუნქტის შესაბამისად. 14.3. ეს შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით, თითოეულ მხარეს უფლება აქვს შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება, მაგრამ არაუადრეს 6 თვისა ასეთი განზრახვის შესახებ მეორე მხარის მიერ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან. 14.4. შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში მისი დებულებები ვრცელდება იმ მსმენელების მიმართ, რომლებმაც მომზადება გაიარეს ამ შეთანხმების ფარგლებში და შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის მომენტისათვის არ დაუმთავრებიათ სწავლის სრული პროგრამა ან მოკლევადიანი კურსი. შესრულებულია ქ. კიევში, 04 აპრილს, 2006 წელს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და უკრაინულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი ავთენტურია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია)