„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება№114
2011 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით ( სსმ, 07.04.2011, ვებგვერდი, 110406013.) დამტკიცებულ დებულებ აში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. თევზსარეწი ტრალები – გუდისებური ფორმის აქტიური თევზსარეწი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება წყლის სატრანსპორტო საშუალებების მეშვეობით გაქაჩვით ( ბუქსირებით) გარკვეული მოცულობის წყალგაწურვას. თევზჭერის პრინციპითა და კონსტრუქციული თავისებურებების მიხედვით ტრალები შეიძლება იყოს:
ა) პ ე ლაგიურ ი – რომ ე ლიც შეესაბამება შემდეგ მონაცემებს:
ა.ა) ტრალის ტომარა უნდა შედგებოდეს 4 ან მეტი პლასტისგან;
ა.ბ) ტრალს არ უნდა გააჩნდეს სკვერი, გრუნტროპი, ტრალის ტომრის ქვედა პლასტი და შემკრები არ უნდა იყოს აღჭურვილი საფარველით (ფართუკით);
ა.გ) ტრალის ქვედა კიდე შესაძლებელია იყოს აღჭურვილი დამატებითი კიდით ან საძირავებით (მაგალითად, ლითონის ჯაჭვით), თუმცა ასეთ შემთხვევაში დამატებითი კიდე უნდა იყოს წარმოდგენილი ლითონის (დიამეტრით არა უმეტეს 22 მმ-ი სა) ან კომბინირებული (დიამეტრით არა უმეტეს 65 მმ-ი სა) ბაგირით, რომელიც მჭიდროდ უნდა იყოს მიბმული ტრალის ქვედა კიდესთან და მისი სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს ქვედა კიდის აღჭურვილი (ტრალის ქსოვილით დატვირთული) ნაწილის სიგრძეს; საძირავების საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 60 კგ-ს;
ა.დ) ტრალის ტომარის წინა ნაწილის (შემკრების გამოკლებით) ნახევარზე მეტი (ტოპენანტზე სიგრძით) უნდა იყოს წარმოდგენილი თოკისა და ბაგირის ელემენტებით შედგენილი ქსოვილით, სადაც თვლის ზომა 79 სმ-ზე მეტია;
ბ) ფსკერული – რომელიც არაა პელაგიური.“.
2. მე-2 მუხლ ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91-95 პუნქტები:
„91. პლასტი – ტრალის ტომრის (შემკრების გამოკლებით) ნაწილი. პლასტების სიგანე თანაბარია ან განსხვავდება ერთმანეთისგან მაქსიმუმ 20%-ით. პლასტები ერთმანეთთან დაკავშირებულია ერთგვარი ნაკერებით.
92. ტოპენანტი – პლასტების შეერთების (ნაკერების) ადგილზე გამავალი გვარლი ან ბაგირი.
93. სკვერი – ტრალის ტომრის ზედა პლასტის (პლასტების) წინაფრა, რის გამოც ზედა პლასტი (პლასტები) ფრთების გამოკლებით უფრო გრძელია, ვიდრე ქვედა.
94. საფარველი (ფართუკი) – ტრალი შემკრების ქვედა ნაწილის მე-3 ან უფრო მეტი ფენა.
95. გრუნტროპი – ტრალის ქვედა კიდეზე სპეციალური სამაგრებით (ჯაჭვებით, გვარლით და სხვა) 0.2 მეტრზე მეტი დაშორებით ჩამოკიდებული ლითონის გვარლი, რომელზეც შესაძლოა დახვეული იყოს ლითონის მავთული ან ბაგირი, გრუნტროპი ასევე შესაძლებელია აღჭურვილი იყოს ლითონის ან რეზინის კოჭებით, ბურთულებით და სხვა საგნებით.“.
3. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ს „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეთა შესართავებში და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 300 მეტრის მანძილზე;”.
4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ს „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ქამბალა-კალკანის –1 მაისიდან 1 ივლისამდე;”.
5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ს „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ცეცხლსასროლი იარაღებით;”.
6. მე-9 მუხლის:
ა)პირველი პუნქტი ს „ზ” და „თ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ)მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. მე-10 მუხლის:
ა)პირველი პუნქტი ს „დ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) პირველი პუნქტი ს „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ტრალის პელაგიური ვარიანტის ჭერილში ტიპური ფსკერული თევზების და სხვა ჰიდრობიონტების, კერძოდ: სკაროსების, ზუთხისნაირების, ქამბალასნაირების, ღორჯოსებრთა, ნემსთევზასებრთა, ზღვის მამლისებრთა, თაგვთევზასებრთა, ზღვის ფინიასებრთა, გველთევზასებრთა, სკორპენას (ზღვის ჩიქვი), ზღვის ურჩხულის, ზღვის ძროხის (ვარსკვლავთმრიცხველის), ხონთქარას (ბარაბულის), ოფიდიონის, ცხენთევზას, ზღვის ღლაბუტას, კიბოსნაირებისა და მოლუსკების საერთო წილი აღემატებოდეს 5%-ს (დათვლით).“;
გ) პირველი პუნქტი ს „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ქისა ბადეების გამოყენება, რომელთა სიმაღლე (სიღრმე) აღემატება 300 მეტრს;”;
დ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შიდა წყალსატევებში ერთ სტაციონარში ( ჩადგმაში) ბადის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 200 მეტრს, ხოლო სტაციონარებს შორის მანძილი არ უნდა იყოს 500 მეტრზე ნაკლები.”.
8. მე-10 მუხლ ს დაემატოს შემდეგი შინაარის მე-5 პუნქტი:
„5. აკრძალულია თევზჭერა ყოველგვარი კონსტრუქციის დრაგი ს, მათ შორის, ხიჟნიაკის კონსტრუქციი ს და ტრალის ფსკერული ვარიანტი ს გამოყენებით შემდეგი კოორდინატებით განსაზღვრული ზონების ფარგლებს გარეთ:
ა) I ზონა
| № | X | Y |
| 1 | 719019.2442 | 4670904.9309 |
| 2 | 697037.7754 | 4670877.8887 |
| 3 | 729921.4741 | 4641179.4795 |
| 4 | 707740.4720 | 4641915.7101 |
| WGS = 1984. | ||
ბ) IIზონა
| № | X | Y |
| 1 | 727742.0535 | 4625744.9823 |
| 2 | 707216.0765 | 4634329.8567 |
| 3 | 726175.5805 | 4620758.1139 |
| 4 | 706497.6148 | 4631045.9888 |
| WGS = 1984. | ||
გ) IIIზონა
| № | X | Y |
| 1 | 719634.3215 | 4615174.0879 |
| 2 | 701907.4086 | 4628351.9638 |
| 3 | 714788.7771 | 4609603.5223 |
| 4 | 695919.6695 | 4621317.3775 |
| WGS = 1984. | ||
“.
9. მე-12 მუხლ ის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალურ სიგრძედ მიიჩნევა უკუდისფარფლოდ, ანუ მანძილი მილიმეტრებში დინგის წვეროდან ( დახურული პირის დროს) კუდის ფარფლამდე, ხოლო ქაფშიისათვის მინიმალურ სიგრძედ მიიჩნევა მანძილი მილიმეტრებში დინგის წვეროდან ( დახურული პირის დროს) კუდის ფარფლ ის ჩათვლით. დამუშავებული, დამარილებული, გამხმარი, შებოლილი და გამოყვანილი თევზის გაზომვისას სიგრძე 4 %- ით იზრდება.“.
10. მე-13 მუხლ ის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თევზმომპოვებელი ვალდებულია იმგვარად აწარმოოს თევზჭერა, რომ ჭერისათვის დაშვებული მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილი არ აღემატებოდეს 20%-ს (დათვლით). ხოლო ქაფშიის მოპოვების შემთხვევაში მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილი არ უნდა აღემტებოდეს 40%-ს (დათვლით). ჭერისათვის დაშვებული მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილის გადამეტება ითვლება თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.”.
11. მე-1 9 მუხლ ის მეოთხე პუნქტ ს დაემატოს შემდეგი შინაარის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) ქისა ბადით სამრეწველო თევზჭერისას, მცურავი საშუალების საერთო ტევადობის მიუხედავად, მე-7, მე- 8 და მე-10 სვეტების შევსება ხდება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე, სხვა (გარდა გასხვისების) შემთხვევაში თევზჭერის ცდის დამთავრები დან დაჭერილი თევზის წონის დადგენისთანავე, მაგრამ თევზჭერის ცდის დამთავრები დან არა უმეტეს 48 საათისა ;“.
12. დანართი № 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
თევზსაჭერი ბადეების თვლების ზომა მოსაპოვებელი თევზის სახეობების მიხედვით
| თევზსაჭერი იარაღები | თვლის მინიმალური ზომები მმ-ში | თვლის მაქსიმალური ზომები მმ-ში |
| მოსასმელი ბადე | 12 | – |
| თევზმახეები | 12 | – |
| ქისა ბადე | 6,5 | – |
| ტრალი | 6,5 | – |
| კონუსური ბადე | 12 | – |
| პარაშუტისებრი ბადე | 12 | – |
| მოსაყრელი ბადე (ჭილოფით, ე.წ. ლასპორი) | 20 | – |
| ფაცერი (ე.წ. ობობა ბადე) | 20 | – |
| სახლართი ბადე | 18 | – |
| სხვა თევზსარეწი იარაღები | 12 | – |
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა . ხეთაგური