დამატებითი ოქმი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს შორის ორგანიზებული დანაშაულის, კერძოდ მისი ორგანიზებული ფორმების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
მიღების თარიღი 15.03.2002
ძალაში შესვლა 30.05.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480390000.02.001.000500
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 08/06/2004
დოკუმენტის ტექსტი
დამატებითი ოქმი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს შორის ორგანიზებული დანაშაულის, კერძოდ მისი ორგანიზებული ფორმების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
დამატებითი ოქმი
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს შორის ორგანიზებული დანაშაულის, კერძოდ მისი ორგანიზებული ფორმების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
პრეამბულა
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) წევრი სახელმწიფოების მთავრობები, შემდგომში მოხსენიებული როგორც „მხარეები“,
1998 წლის 2 ოქტომბერს ქალაქ კერკირაში ხელმოწერილი „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს შორის ორგანიზებული დანაშაულის, კერძოდ, მისი ორგანიზებული ფორმების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ შეთანხმების“ მე–5 მუხლის 2, 4, 6 და 10 პარაგრაფების თანახმად, რომელიც შემდგომში მოხსენიებულია როგორც „BSEC–ის შეთანხმება“,
აცნობიერებენ რა დამნაშავეობასთან ბრძოლაში რეგიონალური ინიციატივების მზარდ როლს და მნიშვნელობას,
კვლავ ადასტურებენ მტკიცე განზრახვას ერთობლივი ძალისხმევით განუხრელად გააუმჯობესონ „BSEC–ის შეთანხმების“ დებულებების განხორციელება,
მიზნად ისახავენ რა მონაწილე სახელმწიფოების ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის კოორდინაციის სათანადო დონის მიღწევას,
თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1🔗. კავშირისათვის პასუხისმგებელი მოხელეების ქსელის შექმნა
დამნაშავეობასთან საბრძოლველად მხარეები დააარსებენ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის კავშირებისათვის პასუხისმგებელი მოხელეების ქსელს, რომელიც შემდგომში მოხსენიებულია როგორც „ქსელი“. ქსელის შემადგენლობაში შევლენ წევრი სახელმწიფოების მიერ დანიშნული კავშირისათვის პასუხისმგებელი მოხელეები, რომლებიც მათი წარმომადგენლები იქნებიან.
მუხლი 2🔗. მიზნები
ქსელის მიზნებია:
1. თანამშრომლობის გაძლიერება დამნაშავეობის კონტროლის მიზნით და მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის ურთიერთქმედების კოორდინირება;
2. „BSEC–ის შეთანხმების“ თანახმად წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლის ქსელის დაარსება დამნაშავეობის და ბოროტმოქმედების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისათვის.
მუხლი 3🔗. ამოცანები და ფუნქციები
ქსელის კავშირისათვის პასუხისმგებელი მოხელეები ახორციელებენ შემდეგ ამოცანებს და ასრულებენ შემდეგ ფუნქციებს:
1. კავშირისათვის პასუხისმგებელი მოხელეები უზრუნველყოფენ, რათა „BSEC–ის შეთანხმების“ მე-5 მუხლის დებულებების თანახმად გამოგზავნილი განცხადება შესაბამის ქვეყნებს მიაწოდონ ერთ დღეში (თუ სასწრაფოა), სხვა შემთხვევებში – სამ დღეში;
2. აწვდიან მხარეებს მათ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას „BSEC–ის შეთანხმების“ მე–9 მუხლის დებულებების თანახმად;
3. აწყობენ პერიოდულ შეხვედრებს რეგიონში ტრანსნაციონალური დანაშულის ტენდენციების განსახილველად. იმ მიზნით, რომ მოხდეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის ახალი ფორმების იდენტიფიციფრება;
4. ანგარიშს აბარებენ სათანადო უწყებებს და შეაქვთ წინადადებები თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების გზების შესახებ;
5. ხელს უწყობენ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებს შორის ტრანსნაციონალური დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო დოკუმენტების და პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას.
მუხლი 4🔗. ქსელის სტატუსი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლების ფარგლებში
ქსელი წარმოადგენს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის ჯგუფს, რომელიც დაარსებულია „BSEC-ის შეთანხმების“ მე-6 მუხლის თანახმად.
მუხლი 5🔗. ქსელის შეხვედრის ადგილები
თუ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის თავმჯდომარის ინიციატივით სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ქსელის შეხვედრები გაიმართება შავი ზვის ეკონომიკური თანამშრომლობის მუდმივი საერთაშორისო სამდივნოს შენობაში.
მუხლი 6🔗. ორგანიზაცია და საქმიანობა
1. ქსელი საქმიანობს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წესდების და რეგლამენტის, აგრეთვე „BSEC–ის შეთანხმების“ თანახმად.
2. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი თითოეული ქვეყანა, რომელიც ამ დამატებითი ოქმის ხელმომწერი მხარეა, ნიშნავს კავშირისათვის პასუხისმგებელ მოხელეს და მის მოადგილეს.
3. ქსელის კავშირისათვის პასუხისმგებელი მოხელის დანიშვნის ან მოხსნის შემთხვევაში მხარეები შეტყობინებას გზავნიან შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის მუდმივ საერთაშორისო სამდივნოში, რათა ეს ინფორმაცია ყველა წევრმა სახელმწიფომ მიიღოს.
4. ქსელი პერიოდულად, სულ მცირე წელიწადში ერთხელ, მართავს შეხვედრებს.
5. თავის ამოცანებს ქსელი ახორციელებს დამნაშავეობასთან, კერძოდ მის ორგანიზებულ ფორმებთან ბრძოლაში თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობით.
მუხლი 7🔗. ხარჯები
კავშირისათვის პასუხისმგებელი მოხელეების ყველა ხარჯს, დაკავშირებულს ამ დამატებითი ოქმის დებულებების განხორციელებასთან, გაიღებს მათი გამომგაზვნი მხარე.
მუხლი 8🔗. ეროვნული საკონტაქტო პირები
მხარეები ეროვნულ საკონტაქტო პირს დანიშნავენ თავიანთი სამართალდამცავების რიცხვიდან, სასურველია საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილებით (ინტერპოლი, SECI სასაზღვრო დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი და ა.შ.).
მუხლი 9🔗. ინფორმაციის და პერსონალურ მონაცემების დაცვა
1. მომთხოვნი მხარე ისევე დაიცავს ამ დამატებითი ოქმის თანახმად მოკვლეული ინფორმაციის კონფიდენციალურობას, როგორც ამას ინფორმაციის მიმწოდებელი მხარე იცავს.
2. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი ქვეყნების – „BSEC–ის შეთანხმების“ და ამ დამატებითი ოქმის ხელშემკვრელი მხარეების შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებებისათვის ზიანის მიუყენებლად, წინამდებარე ოქმის თანახმად მოკვლეული პერსონალური მონაცემები დაცული იქნება ეკვივალეტურად იმისა, როგორც ამ მონაცემების მომწოდებელი მხარე უზრუნველყოფდა.
მუხლი 10🔗. დამკვირვებლები და სტუმრები
1. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის დამკვირვებელ სახელმწიფოებს შეუძლიათ დაესწრონ ქსელის მუშაობას „BSEC–ის წესდებისა და რეგლამენტის თანახმად.
2. სათანადო საერთაშორისო უწყებებსა და სააგენტოებს შეუძლიათ დაესწრონ ქსელის შეხვედრებს.
მუხლი 11🔗. საბოლოო დებულებები
1. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს შეუძლია ხელი მოაწეროს და შეუერთდეს ამ დამატებით ოქმს.
2. ამ დამატებითი ოქმის დეპოზიტარი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის მუდმივი საერთაშორისო სამდივნო იქნება. აღნიშნული ოქმის დედნის ინგლისურ ენაზე შესრულებული ერთადერთი ეგზემპლიარი დეპონირებულია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის მუდმივ საერთაშორისო სამდივნოში, რომელიც დამოწმებულ ასლებს უგზავნის თითოეულ მხარეს.
3. ეს დამატებითი ოქმი ძალაში შედის იმ თარიღიდან ოცდაათი დღის გასვლის შემდეგ, რა თარიღითაც ხდება რატიფიკაციის ან დამტკიცების მესამე დოკუმენტის დეპონირება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის მუდმივ საერთაშორისო სამდივნოში.
4. თითოეული მხარისათვის, რომელიც რატიფიკაციის ან დამტკიცების მესამე დოკუმენტის დეპონირების შემდეგ ახდენს ამ დამატებითი ოქმის რატიფიცირებას ან დამტკიცებას, აღნიშნული დამატებითი ოქმი ძალაში შევა ხსენებული მხარის მეირ რატიფიკაციის ან დამტკიცების დოკუმენტის დეპონირებიდან ოცდამეათე დღეს.
5. ნებისმიერ მხარეს შეუძლია უარი თქვას ამ დამატებით ოქმზე მას შემდეგ, რაც ოფიციალურ შეტყობინებას გაგზავნის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის მუდმივი საერთაშორისო სამდივნოს სახელზე. უარი ძალაში შედის მუდმივი საერთაშორისო სამდივნოს მიერ უარის შესახებ შეტყობინების მიღების დღიდან სამი თვის განმავლობაში.
6. ნებისმიერ მხარეს შეუძლია წამოაყენოს წინადადება წინამდებარე დამატებით ოქმში შესწორებების შეტანის შესახებ. შესწორებების შეტანა ყველა ხელშემკვრელი მხარის თანხმობით ხდება და ძალაში შედის ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით.
7. ამ დამატებითი ოქმის ძალაში შესვლისდან ორი წლის განმავლობაში მხარეები აგრძელებენ აღნიშნული ოქმის დებულებების შესრულების შედეგების შუალედურ მიმოხილვას. საბოლოო შეფასება გაკეთდება ამ დამატებითი ოქმის ძალაში შესვლიდან ოთხი წლის შემდეგ იმ მიზნით, რომ გაუმჯობესდეს შემდგომი თანამშრომლობა.
შესრულებულია კიევში, 2002 წლის თხუთმეტ მარტს.
ალბანეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
საქართველოს მთავრობის სახელით
საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
რუმინეთის მთავრობის სახელით
რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელით
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
უკრაინის მთავრობის სახელით