შპს "სელმა" - მეორე აუქციონის შედეგების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ინფორმაცია შპს „სელმა ს“ (თბილისი, ბაქრაძის ქ. №4, ბ. 26,ს/კ 202391072) სამეურვეო ქონების ღია აუქციონის წესით გაყიდვისთვის გამართული მეორე აუქციონის შედეგების თაობაზე
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს „სელმა ს“გაკოტრების მმართველმა შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენმა“ გამოაცხადა აუქციონი შპს „სელმა ს“ სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გაკოტრების მმართველის მიერ გამოქვეყნდა განცხადებები აუქციონის ჩატარების შესახებ:
ა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ – 2011 წლის 10 ივნისი;
ბ)„საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ – 2011 წლის 17 ივნისი.
აუქციონი ჩატარდა შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71, ბლოკი 4.სართული 2,შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი“, ოფისი №11.
2011წლის7ივლისს 11 საათზე გაიხსნა აუქციონი, რომელსაც ატარებდა გაკოტრების მმართველი, იურიდიული პირი– შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის“ დირექტორი პაატა კუნჭულია.
მეორე აუქციონზე გასაყიდი ერთიანი სამეურვეო ქონების საწყის ფასად განისაზღვრა – 56102.5 (ორმოცდათექვსმეტი ათას ას ორი) ლარი.
აუქციონში მონაწილეობის მსურველს გაკოტრების მმართველისთვის უნდა მიემართა არა უგვიანეს2011 წლის6 ივლისს 18 საათისა განაცხადით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71, მე-4 ბლოკი, მე-2 სართული, შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი“ (+995 95 959 997), აუქციონში მონაწილეობის თაობაზე და წარედგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
ა) დოკუმენტი სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ბეს სახით გაკოტრების მმართველის ანგარიშზე განთავსების თაობაზე ან წარმოადგინოს საბანკო გარანტია სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ოდენობით, რომლითაც მოხდება აუქციონზე დაფიქსირებული შესყიდვის ფასის გადახდის უზრუნველყოფა. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 15 საბანკო დღისა;
ბ) იურიდიული პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის შემთხვევაში პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და კომპანიის გადაწყვეტილება ქონების აუქციონზე შესყიდვის თაობაზე;
გ) პირადობის მოწმობა.
აუქციონის დანიშვნის შესახებ გაკოტრების მმართველის მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში მითითებული დროის შემდეგ მონაწილეთა განცხადებების მიღება არ დაიშვებოდა. აუქციონზე გამარჯვების კრიტერიუმი იყო მაქსიმალური ფასის შეთავაზება, მაგრამ არანაკლებ საწყისი ფასისა. აუქციონზე ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ქონების შემძენს ევალებოდა გაკოტრების მმართველის ანგარიშზე შეეტანა გადასახდელი თანხა სრულად 7 საბანკო დღის განმავლობაში, რომლის შემდეგაც შემძენს, დადგენილი წესით, წარმოეშობოდა საკუთრების უფლება. თუ შემძენი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდიდა ქონების ფასს, აუქციონის შედეგები ანულირდებოდა და გადახდილი ბე არ დაუბრუნდება, ან ამოქმედდებოდა საბანკო გარანტია.
გაკოტრების მმართველის ინფორმაციით, შპს „სელმა ს“სამეურვეო ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით გამართულ მეორე აუქციონზე განაცხადი არავის შემოუტანია. ამდენად, შპს „სელმა ს“სამეურვეო ქონების გაყიდვასთან დაკავშირებული მეორე აუქციონი გამოცხადდეს ვერშემდგარ აუქციონად.
ცნობის სახით, აღინიშნოს, რომ „გადახდისუუნარობის შესახებ“საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 91, მე-10 და მე-13 პუნქტების შესაბამისად, თუ მეორე აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, განმეორებითი აუქციონის ჩატარებამდე პირს შეუძლია შეიძინოს ეს ქონება მეორე აუქციონზე გამოცხადებულ საწყის ფასად. ამავე დროს, სამეურვეო ქონების ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით შემძენი (შემძენები) სურვილისამებრ შესაძლოა დარეგისტრირდეს ამ საწარმოს ერთადერთ პარტნიორად. საკუთრების უფლების გადასვლის შედეგად საწარმო ახალ შემძენზე გადადის დაუტვირთავი და ვალებისგან თავისუფალი. თუ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ აუქციონზე გაყიდული სამეურვეო ქონების პირველად მესაკუთრე იურიდიული პირის საკუთრებაში აღმოჩნდა რაიმე ქონება, ეს ქონებაც საკუთრების უფლებით ახალშემძენს ეკუთვნის. გარდა ზემოაღნიშნულისა, მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონების რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც ერთიანი კომპლექსის სახით, ისე ნაწილ-ნაწილ. მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონების ნაწილ-ნაწილ რეალიზაციის ფორმაზე გადაწყვეტილების ხმათა უმრავლესობით მიღება შეუძლიათ კრედიტორებს მეორე აუქციონის ჩატარებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში კრედიტორები თავად განსაზღვრავენ სამეურვეო ქონების თითოეული ლოტის საწყის ფასს. თუ კრედიტორები დათქმულ ვადაში ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ საკითხზე, მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონება გაიყიდება ერთიანი კომპლექსის სახით. ამ შემთხვევაში სამეურვეო ქონების საწყისი ფასი შეადგენს მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების საწყისი ფასის ნახევარს.
გაკოტრების მმართველის სახელით,
პ. კუნჭულია