⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.10.2014)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.06.2011
ძალის დაკარგვა 09.10.2014
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016071
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110711022, 13/07/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,621 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.06.2011 მიღება
09.10.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.a, li.a, div.a {mso-style-name:"Абзац списка"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.aCxSpFirst, li.aCxSpFirst, div.aCxSpFirst {mso-style-name:"Абзац спискаCxSpFirst"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.aCxSpMiddle, li.aCxSpMiddle, div.aCxSpMiddle {mso-style-name:"Абзац спискаCxSpMiddle"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.aCxSpLast, li.aCxSpLast, div.aCxSpLast {mso-style-name:"Абзац спискаCxSpLast"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in 55.3pt 27.0pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 2011 წლის 29 ივნისი დაბა ხულო ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა. 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №29 დადგენილება (სსმ V, №52 17.11.2010 წ., მუხ.1536). 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე     ნ. თავართქილაძე დანართი ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 1. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №24 დადგენილებით და ამ დებულებით. 2. სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად.     მუხლი 2🔗 1. სამსახური იყენებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბლანკს საკუთარი დასახელების აღნიშვნით. 2. სამსახურის იურიდიული მისამართია: ხულოს მუნიციპალიტეტი, დაბა ხულო, ტბელ აბუსერისძის ქ.№1. თავი II  სამსახურის ამოცანები და ფუნქციები     მუხლი 3🔗 სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; ბ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნობრივ პროგრამათა შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელების კოორდინაცია; გ) თვითმმართველი ერთეულის საინვესტიციო პოლიტიკის განმსაზღვრელი პროექტების შემუშავება და შემდგომ მის განხორციელებაში მონაწილეობა; დ) თვითმმართველი ერთეულის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში და მის განხორციელებაში მონაწილეობა. 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნობრივი პროგრამების პროექტების შემუშავების სამუშაოთა კოორდინაცია. დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამების შესრულების მიმდინარეობის პერიოდული ანალიზი; ბ) უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი და მიწის რესურსების აღრიცხვა, მართვა, მათი რაციონალური გამოყენება და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება საკრებულოსთვის წარსადგენად; გ) კონტროლი გაუწიოს გარემოს მდგომარეობას, გარემოს ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებას და გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებას; დ) უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული დასახლებების დაგეგმარება-მოწყობა, მშენებლობის კოორდინაცია. ხელი შეუწყოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის საინჟინრო-კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის განხორციელება; ე) უზრუნველყოს ადგილობრივი მოსაკრებლების დადგენილი წესით გადახდევინება. ვ) თვითმმართველი ერთეულის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების, წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ზ) თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიზნობრივი დაფინანსების მისაღებად შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვა და მომზადება; თ) თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება; ი) თვითმმართველი ერთეულის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის ბიუჯეტგარეშე კაპიტალის (ინვესტიციები, კრედიტი) მოზიდვა, ეფექტური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა; კ) თვითმმართველი ერთეულის ინტერესებიდან გამომდინარე სამეწარმეო, მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის შესაბამისისი ეკონომიკური ღონისძიებების შემუშავება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში თვითმმართველი ერთეულის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური განვითარების საკითხებში წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა. თვითმმართველი ერთეულის ინფრასტრუქტურის სტრატეგიის მართვაში მონაწილეობა, მოსახლეობის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით ინფრასტრუქტურული პროგრამების შემუშავება, შესაბამის სამსახურებთან ერთად; მ) მოამზადოს მის კომპეტენციაში არსებულ ყველა სახის მშენებლობაზე, რეკონსტრუქციაზე, კაპიტალურ შეკეთებაზე (რემონტზე), რესტავრაციაზე, ტერიტორიების კეთილმოწყობაზე, საინჟინრო ნაგებობებისა და კომუნალური ობიექტების დაპროექტებაზე არქიტექტურულ-გამაგრებითი დავალებები; ნ) განახორციელოს სხვა ფუნქციები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  თავი II სამსახურის სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია     მუხლი 4🔗 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის სტრუქტურული განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული განყოფილებებია: ა) შესყიდვების განყოფილება; ბ) სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება; გ) ქონების, მიწის მართვისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილება. 3. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, ხოლო განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოხელე გამგებლის დავალებით; 6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.     მუხლი 5🔗 1. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) აკონტროლებს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; დ) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და აგებს პასუხს სამსახურზე დაკისრებულ ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ე) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე შუამდგომლობს იმ ფინანსური და მატერიალური სახსრების გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად; ვ) სამსახურის საჯარო მოსამსახურეთაგან პერიოდულად ისმენს ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ზ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. თ) ესწრება გამგებლის თათბირებსა და საჭიროების შემთხვევაში ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს; ი) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მოქმედი კანონმდებლობის, აგრეთვე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტების, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. 2. სამსახურის უფროსის არყოფნის, მოვალეობის დროებით შეუსრულებლობის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს ამ სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.     მუხლი 6🔗 შესყიდვების განყოფილების ფუნქციებია: ა) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; ბ) სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მომზადება; გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადება და გამოქვეყნება; დ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადება; ე) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადება; ვ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.     მუხლი 7🔗  სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების ფუნქციებია: ა) უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად არქიტექტურულ-მშენებლობით პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განახორციელება; ბ) მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაცია მშენებლობის ნებართვის გასაცემად და წარუდგინოს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს; გ) შეადგინოს ხულოს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული პოლიტიკის განხორციელებისათვის, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული არქიტექტურულ-სამშენებლო სტრატეგიის შემცველი დოკუმენტაცია და დადგენილი წესით წარუდგინოს გამგებელს; დ) გასცეს ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ მშენებლობის, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, ტერიტორიის დაპროექტების და არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება; ე) შეითანხმოს განსახორციელებელი გეგმარებითი პროექტები, აგრეთვე საბინაო, სამოქალაქო, სამრეწველო, საინჟინრო და საკომუნიკაციო ნაგებობებისა და კომუნალური დანიშნულების ობიექტების საპროექტო დოკუმენტაცია, ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებები; ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კოორდინაცია გაუწიოს მშენებლობა-დამთავრებული ობიექტების ექსპლოატაციაში მიღებას; ზ) უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი სივრცითი მოწყობის და მშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპის განხორციელება; თ) შეითანხმოს შენობა-ნაგებობების (მიწისზედა, მიწისქვეშა) პროექტები, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაცია მშენებლობის ნებართვის გასაცემად და წარუდგინოს გამგებელს; ი) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში.  მუხლი 8🔗 ქონების, მიწის მართვისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილების ფუნქციებია: ა) თვითმართველი ერთეულის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის წესების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ბ) წინადადებების მომზადება თვითმმართველი ერთეულის სამეწარმეო (კომერციული) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, მათ წესდებაში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე საწარმოთა საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანის შესახებ; გ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვა-ინვენტარიზაციასთან და ქონების მიზნობრივ გამოყენებაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება; დ) წინადადებების მომზადება თვითმართველი ერთეულის ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ; ე) თვითმმართველი ერთეულის ამორტიზებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ვ) უზრუნველყოს წინადადების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემის შესახებ, რომლებიც კანონის შესაბამისად, ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადაცემას; ზ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოამზადოს მასალები თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისათვის; თ) განახორციელოს მონიტორინგი იჯარით გაცემულ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გამოყენების პროცესზე და საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე, ხოლო შესაბამისი ფიზიკური და ან იურიდიული პირების (მოიჯარეების) მხრიდან მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში დასვას საკითხი გამგებლის წინაშე ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. თავი III სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები     მუხლი 9🔗 სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის გამგებელი.     მუხლი 10🔗  სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ სამსახურის უფროსს წინადადებები სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სრულყოფის თაობაზე და მიიღონ მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; ბ) ისარგებლონ მათი საქმიანობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; გ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; დ) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკითა და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; ე) ისარგებლონ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის უფლებებითა და გარანტიებით.     მუხლი 11🔗 სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურებრივი მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) განუხრელად შეასრულონ დაწესებულებების შინაგანაწესის მოთხოვნები; დ) გაუფრთხილდნენ მათ გამოყენებაში არსებულ სამსახურის ინვენტარსა და ქონებას.