,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №16
2011 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით (ვებპორტალი, 08.04.2011) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) ტენდერი არ შედგა – სტატუსი, რომელიც ტენდერს სისტემის მეშვეობით ავტომატურად ენიჭება მას შემდეგ, რაც ტენდერმა მიიღო ამ პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსი და არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ტენდერში;“;
ბ) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჩ) სატენდერო წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითებული სატენდერო წინადადების ფასი (შემდგომში – წინადადება);“;
გ) ჰ4 და ჰ5 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ჰ4) პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისას გასაწევი მომსახურების ერთეულების სავარაუდო ჯამური ღირებულება;
ჰ5) პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება – გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ერთეულების საბოლოო ჯამური ღირებულება;“;
2. მე-3 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) არსებობს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით და 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო ვადებს. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი შესყიდვის განხორციელების გაჭიანურებას, რათა ხელოვნურად არ შეიქმნას შესყიდვის გადაუდებლად განხორციელების აუცილებლობა. თუ გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობა გამოწვეულია ტენდერისათვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,რ“-„ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების მიზეზით, ასეთ შემთხვევაში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულების დადება შეიძლება მხოლოდ იმ მიმწოდებელთან, რომელიც აკმაყოფილებს ტენდერით გათვალისწინებული სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს.გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას გამარტივებული შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რაც წერილობით უნდა შეთანხმდეს შემსყიდველის ზემდგომ ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოსთან/თანამდებობის პირთან ან შემსყიდველი ორგანიზაციის დამფუძნებელთან ანდა მნიშვნელოვანი წილის მფლობელთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და წარმოადგინოს ამ პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი. სახელმწიფო შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას უნდა განხორციელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების და შემსყიდველის ზემდგომი ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის ან შემსყიდველი ორგანიზაციის დამფუძნებლის ანდა მნიშვნელოვანი წილის მფლობელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის მიღებიდან გონივრულ ვადაში;“;
ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) არსებობს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით და 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო ვადებს. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი შესყიდვის განხორციელების გაჭიანურებას, რათა ხელოვნურად არ შეიქმნას შესყიდვის გადაუდებლად განხორციელების აუცილებლობა. თუ გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობა გამოწვეულია ტენდერისათვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,რ“-„ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების მიზეზით, ასეთ შემთხვევაში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულების დადება შეიძლება მხოლოდ იმ მიმწოდებელთან, რომელიც აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პრინციპების გათვალისწინებით.გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას გამარტივებული შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რაც წერილობით უნდა შეთანხმდეს შემსყიდველის ზემდგომ ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოსთან/თანამდებობის პირთან ან შემსყიდველი ორგანიზაციის დამფუძნებელთან ანდა მნიშვნელოვანი წილის მფლობელთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და წარმოადგინოს ამ პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი. სახელმწიფო შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას უნდა განხორციელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების და შემსყიდველი ორგანიზაციის ზემდგომი ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის ან შემსყიდველი ორგანიზაციის დამფუძნებლის ანდა მნიშვნელოვანი წილის მფლობელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის მიღებიდან გონივრულ ვადაში;“;
გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-3 და მე-4 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„3. თუ გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობა გამოწვეულია ტენდერისათვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,რ“-„ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების მიზეზით, ასეთ შემთხვევაში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულების დადება შეიძლება მხოლოდ იმ მიმწოდებელთან, რომელიც აკმაყოფილებს ტენდერით გათვალისწინებული სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს შემდეგი პრინციპებით:
ა) დაუშვებელია გამარტივებული შესყიდვისას ერთეულის ფასი აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ერთეულის ფასს;
ბ) დაუშვებელია გამარტივებული შესყიდვისას მიმწოდებლის გამოცდილება და სხვა პერსონალური მახასიათებლები (წლიური ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და სხვ.) უარესი/უფრო მცირე იყოს, ვიდრე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ანალოგიური მონაცემები;
გ) დაუშვებელია გამარტივებული შესყიდვისას შესყიდვის ობიექტის ხარისხობრივი, თვისობრივი ან სხვაგვარი მონაცემები უარესი/უფრო მცირე იყოს, ვიდრე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ანალოგიური მონაცემები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების დაუცველობის შემთხვევაში, აღნიშნული უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ გარემოებებს, რაც უნდა დასაბუთდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ და დაერთოს ხელშეკრულებას.“.
3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს ,,თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ი“ და ,,კ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ი) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი –უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი ახორციელებს ლიტერატურის (ბეჭდური, ელექტრონულ ან აუდიო-ვიზუალურ მატარებელზე განთავსებული) შესყიდვას;
კ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვას რეგენტთა საბჭოს თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, რეგენტთა საბჭოს თანხმობა გაიცემა შემსყიდველი ორგანიზაციის მოტივირებული მიმართვის საფუძველზე.“.
4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სისტემაში რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის. შემსყიდველმა ორგანიზაციამ და ტენდერებში მონაწილეობის მიღების მიზნით მიმწოდებელმა დადგენილი წესით უნდა გაიარონ რეგისტრაცია სისტემაში.“.
5. მე-8 მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ ერთ სამუშაო დღეს სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარმოდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპითა და ფასის კლების ბიჯის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა შაბათ-კვირას ან უქმე დღეს, სატენდერო წინადადების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს.
3. ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ თხუთმეტ დღეს, სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან ხუთი დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარმოდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპითა და ფასის კლების ბიჯის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა შაბათ-კვირას ან უქმე დღეს, სატენდერო წინადადების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს.“;
ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით;
„31. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში 18.00 საათის შემდეგ განთავსების შემთხვევაში, სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების ვადის ათვლა დაიწყება მომდევნო სამუშაო დღიდან .“;
გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სისტემაში განთავსებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სააგენტო უზრუნველყოფს სატენდერო განცხადების, ამ მუხლის მე–8 პუნქტით გათვალისწინებულ დამატებით ველში მითითებული ინფორმაციის გარდა, სისტემის მეშვეობით დამატებით გამოსაქვეყნებლად გაზეთ ,,24 საათში გაგზავნას.”.
6. მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები, ტექნიკური სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, ესკიზები და სხვა მასალები შეუსაბამოს საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებულ სტანდარტებს, ტექნიკურ მაჩვენებლებს, ტერმინოლოგიას და პირობით აღნიშვნებს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიუთითოს შესაბამის გამოყენებულ სტანდარტზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).”.
7. მე-12 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს სამი სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ფაილის სახით (რომელიც არ იკითხება) შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება არ აქვს პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით. ტექნიკური დოკუმენტაციის, მათ შორის ხარჯთარიცხვის დაზუსტების მოთხოვნა, დასაშვებია მხოლოდ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნამდე.”.
ბ) მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა შემსყიდველ ორგანიზაციაში შესაძლებელია განხორციელდეს სისტემის გამოყენების გარეშე ან სისტემის მეშვეობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით.
9. პრეტენდენტს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით გაცემული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები (ელექტრონული სახით) შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს სისტემის მეშვეობით. ამ შემთხვევაში საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით წარმოდგენის ვალდებულება პრეტენდენტს წარმოეშობა ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის.
10. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების სისტემის მეშვეობით წარდგენის შემთხვევაში, პრეტენდეტის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით წარმოუდგენლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაცის ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.”.
8. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც სატენდერო დოკუმენტაცია არ შეიცავდა პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენის მოთხოვნას – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სატენდერო წინადადების სატენდერო განცხადებასთან და სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება ხელშეკრულება. აღნიშნული ვადის გაგრძელება შესაძლებელია არა უმეტეს ხუთი სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება ობიექტური მიზეზები, რომელთა გამოც ვერ მოხერხდა ხელშეკრულების დადება დადგენილ ვადაში.
9. მე-16 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის სისტემაში არსებული ავტომატური საშუალებების დროებითი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, ელექტრონული გარანტიის წარდგენა და საფასურის გადახდა ყოველ კონკრეტულ ტენდერში შესაძლებელია განხორციელდეს სისტემის გამოყენების გარეშე, სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმებით. სააგენტოს წინასწარი თანხმობის მიღება ხდება წერილობითი ფორმით ან სააგენტოს ელექტრონული ფოსტის info@procurement.gov.geმეშვეობით.“;
ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს 71 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„71.გარანტორი ვალდებულია სააგენტოს მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს გარანტიების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული ელექტრონული გარანტიის შესრულების ან გარანტიით გათვალისწინებულ უფლებაზე უარის თქმის შესახებ სისტემის მეშვეობით სააგენტოს მიერ ელექტრონული შეტყობინების სახით გაგზავნილი მოთხოვნის შესრულება.“.
10. მე-19 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტი არის ნავთობპროდუქცია (საწვავი), რომლის ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე ან/და ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს მისაწოდებელი საქონლის ერთეულის ფასი. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ ნავთობპროდუქციის (საწვავი) შესყიდვაზე. ამ პუნქტში აღნიშნული ფასი გამოთვლილი უნდა იქნეს შემდეგი ერთ-ერთი ფორმულის მიხედვით:
T=Rx(P+Z)x(100%+18%) ან C=Rx(P+Z)x(100%+18%)x D/1000, სადაც:
ა) T = ნავთობპროდუქტის (საწვავის) ერთი ტონის ფასი (ლარში);
ბ) C = ნავთობპროდუქტის (საწვავის) ერთი ლიტრის ფასი (ლარში);
გ) R = წინადადების წარმოდგენის, ელექტრონული ვაჭრობის დასრულების ან ხელშეკრულების დადების შემდეგ შემსყიდველის მიერ საწვავის მიწოდების მოთხოვნის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში (ცვლადი კომპონენტი);
დ) P = წინადადების წარმოდგენის, ელექტრონული ვაჭრობის დასრულების ან ხელშეკრულების დადების შემდეგ შემსყიდველის მიერ საწვავის მიწოდების მოთხოვნის დღიდან PLATTS EUROPEAN MARKETSCAN-ის FOB Med (Italy) ბირჟაზე დაფიქსირებული (გამოქვეყნებული) საწვავის ერთი მეტრული ტონის წინა სამი მონაცემის საშუალო ფასი (ცვლადი კომპონენტი);
ე) Z = ტრანსპორტირებასთან, ლოჯისტიკასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ზედნადები ხარჯები, საწარმოს მოგება და აქციზი;
ვ) 18% = დღგ;
ზ) D = წინადადებით წარმოდგენილი ნავთობობპროდუქტის (საწვავის) სიმკვრივის მაჩვენებელი.“;
ბ) მე-6 პუნქტს „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„თ) სატენდერო განცხადების ნომერი, თუ ხელშეკრულება იდება ტენდერის ჩატარების შედეგად.“;
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.“.
11. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება ამ წესის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებზე.“.
12. 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა, მათი მოთხოვნისას, გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში შესაძლებელია წარედგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას ხელშეკრულების დადების შემდგომ, ხოლო ტენდერის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში წარდგენილ ი უნდა იქნ ე ს ხელშეკრულების დადებამდე.“.
13. 26-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ტენდერის მეშვეობით ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. პრეისკურანტის საფუძველზე ტენდერის ჩატარებისას, შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო დოკუმენტაციაში თვითონ განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ერთეულების ღირებულების დადგენის წესს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებაში.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ს.“;
დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5. პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ს.“.
მუხლი 2
1. ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის და მე-13 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა ამოქმედდეს ამოქმედებისთანავე.
2. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
3. პირველი მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი და მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
4. პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტი და მე-13 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 15 სექტემბრიდან.
ტ. ურჯუმელაშვილი