ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 29.06.2011
ძალის დაკარგვა 11.12.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.016039
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110712001, 15/07/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 07.12.2018
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.a, li.a, div.a { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.75in 46.3pt 26.95pt 45.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
@page Section2 {size:595.3pt 841.9pt; margin:40.8pt 45.1pt 45.1pt 11.9pt; border:windowtext 16.0pt; padding:24.0pt 24.0pt 24.0pt 24.0pt;}
div.Section2 {page:Section2;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება
№
24
2011 წლის
29 ივნისი
ქ.
ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების
შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად
, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი დანართი №1-ისა და შესაბამისი მოწმობის
– სერტიფიკატის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე
ლ. კონჯარია
დანართი №1
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანია აღნიშნული წესის საფუძველზე უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა.
მუხლი 2🔗
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც არ ანაზღაურდება;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში;
გ) კანდიდატი – პირი, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარადგენს განაცხადს სტაჟირების შესახებ;
დ) უშუალო ხელმძღვანელი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
თავი II
სტაჟიორის სტატუსი
მუხლი 3🔗
1. სტაჟიორად მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი შესაბამისი სპეციალობის მიხედვით.
2. კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს:
ა) იყოს საქართველოს მოქალაქე;
ბ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
გ) ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამას;
დ) იცოდეს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი და ზუგდიდის მუნიციპალტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი).
მუხლი 4🔗
1. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
დ) ავტობიოგრაფია (CV, რეზიუმე);
ე) ორი ფოტოსურათი (3X4).
2. განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს ორი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გადის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, თავმჯდომარის მოადგილესთან, აპარატის უფროსთან და აპარატის იურისტთან მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტში მითითებული სამართლებრივი აქტების ირგვლივ.
3. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე განსაზღრავს სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას.
4. სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს.
5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟიორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ ერთეულს საკრებულოს აპარატის შესაბამის განყოფილებებში.
6. სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება 11 სთ-დან 15 სთ-მდე.
თავი III
სტაჟიორის უფლებები და ვალდებულებები
მუხლი 5🔗
სტაჟიორს უფლება აქვს:
1. გაეცნოს სტაჟირებისთვის საჭირო დოკუმენტაციას და სხვა მასალებს, ისარგებლოს სათანადო სამეცნიერო და ანალიტიკური ინფორმაციით.
2. დაესწროს საკრებულოს საჯარო სხდომებს, მონაწილეობა მიიღოს მათ ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში.
მუხლი 6🔗
სტაჟიორი ვალდებულია:
1. გაეცნოს და იხელმძღვანელოს იმ ნორმატიული აქტებით, რომლებიც აწესრიგებენ და განსაზღვრავენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს, დაიცვას შრომის კანონმდებლობით და შინაგანაწესით დადგენილი ნორმები.
2. დადგენილ ვადაში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ყველა მითითება და მოთხოვნა.
3. გაეცნოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, საქმიანობის სფეროს, საზედამხედველო და ორგანიზაციულ საქმიანობას, სხვადასხვა საკითხების მომზადებისა და დოკუმენტების შედგენის პრაქტიკას; თანამშრომელთა ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის.
4. უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები.
5 გაეცნოს და დაემორჩილოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებას ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“.
თავი IV
ზუგდიდის მუნიციპ
ალიტეტის საკრებულოს ვალდებულება სტაჟიორის მიმართ
მუხლი 7🔗
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა;
ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით;
გ) ხელი შეუწყოს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.
თავი V
სტაჟირების სხვა პირობები
მუხლი 8🔗
1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია:
ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში ან სტაჟირების ვადის 1/4-ის განმავლობაში სტაჟირების ადგილას გამოუცხადებლობა;
ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) სტაჟირების ვადის გასვლა (სტაჟირების დასრულება).
2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
3. სტაჟირების პროცედურის საერთო კოორდინაციას ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აპარატის უფროსი, რომელიც იბარებს კანდიდატთა საბუთებს და უზრუნველყოფს ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებას.
თავი VI
სტაჟირების დასრულება და სერტიფიკატის გაცემა
მუხლი 9🔗
1. სტაჟირების დასრულების შემდგომ სტაჟიორის მიერ შეძენილ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს აფასებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
2. სტაჟირების შედეგები შეიძლება შეფასდეს დადებითად ან უარყოფითად.
3. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
დანართი №2
სერტიფიკატი ეძლევა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სახელი, გვარი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების კურსის
წარმატებით დასრულებისათვის
–––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––
ხელმოწერა
თარიღი