,,განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაცემისა და საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №63/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№118/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430010000.22.022.016155
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110712013, 12/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №118/ნ

2011 წლის 1 1 ივლისი

ქ. თბილისი

„განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაცემისა და საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №63/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაცემისა და საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №63/ნ ბრძანებით (ვებპორტალი, 110504009, 04/05/2011) დამტკიცებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაცემისა და საფასურის განსაზღვრის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შევსებული ფორმები გაიცემა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სააგენტოსათვის გადაცემული, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასების მიღების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალ უ რ-ადმინისტრაციული აქტით დამტკიცებული სიის საფუძველზე, თუ საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ წარმოდგენილი იქნება შემდეგი დოკუმენტები:

ბ.ა) განაცხადი;

ბ.ბ) საბოლოო შეფასების უწყისის მიხედვით შედგენილი მოსწავლეთა საშუალო საფეხურის სახელობითი ნუსხა;

ბ.გ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;

ბ.დ) საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობა;

ბ.ე) ოქროსმედალოსანი პირების სია;

ბ.ვ) ვერცხლისმედალოსანი პირების სია;

ბ.ზ) განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების პირების სია;

ბ.თ) იმ პირთა სია, რომლებმაც ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე დაძლიეს ექსტერნატის ფორმით.

გ) იმ მოსწავლეებზე, რომლებიც სწავლობენ განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის) და სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების მიხედვით სპეციალიზებულ სკოლებში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“„ბ.ბ“„ბ.გ“და „ბ.დ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება აღნიშნულ მოსწავლეთა, სპეციალიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად, სკოლის გამოსაშვები გამოცდის/გამოცდების ჩაბარებისა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვების ფაქტი;”.

2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12 გარდამავალი დებულებები

იმ პირებზე, რომლებმაც „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5 მარტის №15/ნ ბრძანების შესაბამისად სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის და ამ კლასში შემავალი ცალკეული საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაუძლევლობის გამო ვერ მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისი საგანი/საგნები არ შედის სკოლის გამოსაშვები გამოცდების იმ საგანთა ჩამონათვალში, რომელთა დაძლევა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მიღების საფუძველს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“„ბ.ბ“„ბ.გ“და „ბ.დ“ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების საფუძველზე.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი