საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1631
სარეგისტრაციო კოდი
090.000.000.05.001.001.128
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 23, 24/07/2002

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 08.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. 606-ე მუხლის მესამე ნაწილს სიტყვის „ინვალიდობის,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ხანდაზმულობის ასაკის“.

2. 608-ე მუხლის:

ა) სათაურში სიტყვის „ავადმყოფობის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან ხანდაზმულობის ასაკის“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე და „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მსჯავრდებულის შუამდგომლობით ან/და სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინებით, ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირის, აგრეთვე სამედიცინო დასკვნის საფუძველზე მძიმე ან განუკურნებელი სენით დაავადებულის მიმართ სასამართლოს უფლება აქვს გამოიტანოს განჩინება (დადგენილება) მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ.“.

გ) მეორე ნაწილში სიტყვის „ავადმყოფობის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან ხანდაზმულობის ასაკის“.

3. 616-ე მუხლის მესამე ნაწილში სიტყვის „ავადმყოფობის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან ხანდაზმულობის ასაკის“.

4. 617-ე მუხლის მეოთხე ნაწილში სიტყვების „სასჯელის მოხდისაგან“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ხანდაზმულობის ასაკის გამო ან“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2002 წლის 4 ივლისი.

№1631–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.07.2002.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 04.07.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1631. სარეგისტრაციო კოდი — 090.000.000.05.001.001.128.
სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.07.2002 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“, №1631, 04.07.2002, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.001.128 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/14026/