2011-2012 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 12.07.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №274
სარეგისტრაციო კოდი 190020060.10.003.016434
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110714009, 14/07/2011
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.07.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
2011-2012 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial Unicode MS","sans-serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 55.35pt 45.0pt 62.95pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №274
2011 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
2011-2012 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ3“ ქვეპუნქტის, „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა (ორგანიზაციული კოდი – 32 12 05) და „2011-2012 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, საერთო სამაგისტრო გამოცდას, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გრანტის წლიური მოცულობის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მაისის №224 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაფინანსება განხორციელდეს შემდეგი სახით:
მუხლი 1🔗. დაფინანსების ოდენობა
1. 2011-2012 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებისთვის გამოიყოს 112 500 (ას თორმეტი ათას ხუთასი) ლარი.
2. სოციალური პროგრამის ფარგლებში 2011-2012 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარისა.
მუხლი 2🔗. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირი
1. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს 50 (ორმოცდაათი) სტუდენტმა, რომელთაც მინიჭებული აქვთ იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსი და რომლებიც საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლისა და სისხლის სამართლის (საერთაშორისო სისხლის სამართალი) დარგზე/სპეციალობაზე და ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი.
2. მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება, მაგრამ კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ვერ მიიღებს დაფინანსებას სოციალური პროგრამის ფარგლებში.
მუხლი 3🔗. დაფინანსების პრინციპი
1. თუ ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიაში შემავალი სტუდენტების რაოდენობა აღემატება ამავე პუნქტით განსაზღვრული ადგილების რაოდენობას, თანხა გაიცემა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მოპოვებული აბსოლუტური ქულის მიხედვით რანჟირებულ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიაში უმაღლესი ქულების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებზე.
2. თუ ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტებისთვის განსაზღვრული ადგილების ფარგლებში სტუდენტებმა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მოპოვებული აბსოლუტური ქულის მიხედვით რანჟირებული დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისთვის საკმარისი არ არის გამოყოფილი ადგილების რაოდენობა, დაფინანსება არ გაიცემა.
3. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე, დარჩენილი თანხა განაწილდება მაგისტრანტობის კანდიდატებზე პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მოპოვებული აბსოლუტური ქულის მიხედვით რანჟირებულ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიაში უმაღლესი ქულების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებზე, რომელთაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი შემდეგი თანმიმდევრობის დაცვით:
ა) საინჟინრო;
ბ) საბუნებისმეტყველო;
გ) ჰუმანიტარული;
დ) სოციალური;
ე) განათლება და პედაგოგიკა;
ვ) მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები;
ზ) აგრარული;
თ) ხელოვნება.
4. „2011-2012 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, საერთო სამაგისტრო გამოცდას, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გრანტის წლიური მოცულობის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მაისის №224 დადგენილების პირველი მუხლის მე‑3 პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან 87 500 (ოთხმოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარი განაწილდება მაგისტრანტობის კანდიდატებზე პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მოპოვებული აბსოლუტური ქულის მიხედვით რანჟირებულ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიაში უმაღლესი ქულების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებზე, რომელთაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი შემდეგი თანმიმდევრობის დაცვით:
ა) საინჟინრო;
ბ) საბუნებისმეტყველო;
გ) ჰუმანიტარული;
დ) სოციალური;
ე) განათლება და პედაგოგიკა;
ვ) მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები;
ზ) აგრარული;
თ) ხელოვნება.
5. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხების განაწილებისას სტუდენტებმა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მოპოვებული აბსოლუტური ქულის მიხედვით რანჟირებული დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისთვის საკმარისი არ არის დარჩენილი თანხის ოდენობა, დაფინანსება არ გაიცემა.
მუხლი 4🔗. განცხადების წარდგენა
1. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტი წარადგენს განცხადებას, რომლის ფორმა და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად წარადგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არა უგვიანეს 2011 წლის 31 ოქტომბრისა.
მუხლი 5🔗. გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესახებ
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 6🔗. პროგრამის გავრცელება და ხელმისაწვდომობა
2011-2012 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მიწოდება და ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება.
მუხლი 7🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური