საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბუნებრივი რესურსების სააგენტოში კონკურსის ჩატარებისა და თანამშრომელთა კონკურსის ფორმით მიღების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.07.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №117
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.025.016031
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110715002, 15/07/2011
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.07.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბუნებრივი რესურსების სააგენტოში კონკურსის ჩატარებისა და თანამშრომელთა კონკურსის ფორმით მიღების წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .75in 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №117
2011 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტოში კონკურსის ჩატარებისა და თანამშრომელთა კონკურსის ფორმით მიღების წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტოში კონკურსის ჩატარებისა და თანამშრომელთა კონკურსის ფორმით მიღების წესი“.
მუხლი 2🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტოში კონკურსის ჩატარებისა და თანამშრომელთა კონკურსის ფორმით მიღების წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) კონკურსის ჩატარებისა და თანამშრომელთა კონკურსის ფორმით მიღების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს სააგენტოში თანამშრომელთა კონკურსის ფორმით მიღების და კონკურსის ჩატარების, მათ შორის, კონკურსის ფორმით სააგენტოს თანამშრომელთა რეზერვის (შემდგომში – რეზერვი) შექმნის წესს.
მუხლი 2🔗. კონკურსის მიზნები და ამოცანები
1. კონკურსის მიზნებია:
ა) ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით ან/და სააგენტოში დასაქმების მიზნით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა;
ბ) რეზერვის შექმნა შემდგომში სააგენტოს ვაკანტური თანამდებობის შევსების მიზნით.
2. კონკურსის ამოცანებია:
ა) კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება;
ბ) კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
მუხლი 3🔗. სააგენტოს საკონკურსო კომისია
1. კონკურსის ჩატარების მიზნით, სააგენტოში იქმნება მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სააგენტოს უფროსი.
2. სააგენტოს უფროსი განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, ასევე კომისიის წევრთაგან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს.
3. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტები.
4. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
5. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
7. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით.
8. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
9. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
10. პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით, სააგენტოს უფროსს შეუძლია შექმნას კომისია (კომისიები) სპეციალიზებული შემადგენლობით. კონკურსის სხვადასხვა ეტაპების განხორციელების მიზნით შეიძლება შეიქმნას სპეციალიზებული კომისია (კომისიები) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (შემდგომში – აკადემია), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს აკადემია სააგენტოსთან შეთანხმებით.
11. კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს სააგენტოს უფროსი.
12. სამდივნოს ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელსაც ნიშნავს სააგენტოს უფროსი.
13. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიისათვის ან/და სპეციალიზირებული კომისიისთვის (კომისიებისთვის) წარდგენა.
მუხლი 4🔗. კონკურსის ჩატარების პროცედურა
1. კონკურსს ატარებს კომისია.
2. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:
ა) ტესტირება;
ბ) გასაუბრება;
გ) მომზადება (სწავლება) შეფასებითი ტესტირებით.
3. კონკურსის პროგრამას, ფორმებსა და პირობებს განსაზღვრავს სააგენტოს უფროსი.
4. ტესტირების შემდგომ გასაუბრებაზე დაიშვება ის კანდიდატი, რომელიც ტესტირების შედეგად დააგროვებს გამსვლელ ქულას, რომელიც დგინდება კომისიის გადაწყვეტილებით ან აკადემიის მიერ სააგენტოსთან შეთანხმებით.
მუხლი 5🔗. კონკურსის გამოცხადება, საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის
1. კონკურსს აცხადებს სააგენტოს უფროსი.
2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა სამდივნოში უნდა წარადგინოს:
ა) ანკეტა-რეზიუმე, რომლის ფორმაც მტკიცდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით;
ბ) განათლებისა ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ორი ფოტოსურათი (3X4).
3. კონკურსის გამოცხადებისას სააგენტოს უფროსს შეუძლია დაადგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
4. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სამდივნოს დამატებით უნდა წარუდგინოს:
ა) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
ბ) ცნობა ნასამართლობის შესახებ.
5. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
ბ) მომხმარებლის დონეზე უნდა შეეძლოს პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობა.
6. კანდიდატთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით.
მუხლი 6🔗. ტესტირება
1. ტესტირების ჩატარების წესს განსაზღვრავს სააგენტოს უფროსი ან აკადემია სააგენტოსთან შეთანხმებით.
2. კომისიის ნებართვის გარეშე (ნებართვა გაიცემა, თუ ტესტების შევსებისთვის აუცილებელია რაიმე ლიტერატურის გამოყენება) ტესტურ გამოცდაზე აკრძალულია ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის შეტანა. ტესტურ გამოცდაზე აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებების, ასევე მობილური ტელეფონის გამოყენება დაუშვებელია. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალის უნებართვოდ გამოყენებაში, მოიხსნება გამოცდიდან.
3. ტესტირება შესაძლებელია ჩატარდეს როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით კომპიუტერული ტექნიკის საშუალებების გამოყენებით.
მუხლი 7🔗. გასაუბრება
კანდიდატთან გასაუბრება ტარდება კანდიდატის მიერ განსახორციელებელ ფუნქციებთან კანდიდატის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების, თეორიული ცოდნის და პირადი თვისებების შესაბამისობის შეფასების მიზნით.
მუხლი 8🔗. მომზადება (სწავლება)
1. სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით, კონკურის ერთ-ერთ ეტაპად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კანდიდატის თეორიული სწავლება აკადემიაში, სააგენტოში შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობების სპეციფიკის შესაბამისი სასწავლო პროგრამით.
2. თეორიული სწავლების დასრულების შემდეგ კანდიდატს უტარდება ტესტირება სასწავლო პროგრამის თემატიკის შესაბამისად.
მუხლი 9🔗. კონკურსის ხარჯები
კონკურსის ჩატარების, მათ შორის, აკადემიაში მომზადების ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს სააგენტო. შესაძლებელია აღნიშნული ხარჯების ანაზრაურება სხვა წყაროების მეშვეობით.
მუხლი 10🔗. კონკურსის შედეგი
1. კონკურსის შედეგებიდან გამომდინარე, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე სააგენტოს უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის ან პირის რეზერვში ჩარიცხვის შესახებ.
2. რეზერვი არის მონაცემთა ერთობლიობა იმ პირთა შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ კანდიდატებს სააგენტოში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
3. რეზერვიდან სააგენტოს ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით.