სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 18.09.2006
ძალის დაკარგვა 15.07.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №1020
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.009267
გამოქვეყნების წყარო სსმ, 131, 25/09/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadMtavr;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadMtavr;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 42.5pt 27.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.009.267
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №1020
2006 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დებულების დამტკიცების თაობაზე
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-12 პუნქტისა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის“ თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვისა და საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 28 სექტემბრის №386 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ტყეშელაშვილი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ტერმინთა განმარტება
ამ ბრძანებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
ბ) აუქციონი – ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით გასამართი ღია ან დახურული აუქციონი;
გ) პრეტენდენტი – აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით განაცხადის შემომტანი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირი;
დ) კონკრეტული ფასი – პრეტენდენტის მიერ ზუსტად განსაზღვრული თანხის ოდენობა მასში გარკვეული ცვლადების მითითების გარეშე
მუხლი 2🔗. დებულების რეგულირების საგანი და ლიცენზიის გამცემი ორგანოები
1. დებულება არეგულირებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით აუქციონის ჩატარებისას წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს, ადგენს აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესსა და პირობებს.
2. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა (შემდგომში – ლიცენზიის გამცემი ორგანო) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), ხოლო ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 იანვრის №21 დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში – აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო.
3. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით ტარდება ღია ან დახურული აუქციონი.
4. დახურული აუქციონის გამართვის თაობაზე, განსაკუთრებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას იღებს და აუქციონს აცხადებს სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.
თავი II
აუქციონის ჩატარების ორგანიზაციული ღონისძიებები და ლიცენზიის საწყისი ფასის განსაზღვრის წესი
მუხლი 3🔗. აუქციონის ჩატარების ორგანიზება
1. აუქციონის გამართვის მიზანია:
ა) ღია აუქციონის ჩატარებისას სარგებლობის უფლება მიენიჭოს იმ პრეტენდენტს, რომელიც რესურსით სარგებლობისათვის ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს სახელმწიფოს;
ბ) დახურული აუქციონის ჩატარებისას სარგებლობის უფლება მიანიჭოს პრეტენდენტს, მათ მიერ შემოთავაზებული თანხის პროპორციულად.
2. აუქციონი ტარდება ღია წესით და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
3. აუქციონი შეიძლება გაიმართოს:
ა) ლიცენზიის გამცემი ორგანოს შენობაში;
ბ) ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ სხვა მისამართზე;
4. ლიცენზიის გამცემი ორგანო ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციას არა უგვიანეს ერთი თვისა აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში.
5. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ლიცენზიის გამცემის დასახელებას;
ბ) სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტულ ობიექტს;
გ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების მიღებისა და აუქციონის გამართვის ვადებს;
დ) კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს;
ე) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;
ვ) გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
ზ) ლიცენზიის საწყის ფასს;
თ) სხვა მონაცემებს – ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით.
6. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის გამცემ ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) წერილობით განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი სახის ლიცენზიის მიღებას მოითხოვს იგი;
ბ) განცხადებას უნდა ერთოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
გ) ბეს გადახდის ქვითარი;
დ) დამატებით წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7. დახურული აუქციონის შემთხვევაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საბუთები წარმოდგენილ უნდა იქნეს ღიად, ხოლო დალუქული კონვერტით წარმოდგენილი უნდა იყოს კონკრეტული ფასი, რომელიც არ უნდა იყოს სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საწყის ფასზე ნაკლები.
8. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს 15 დღისა.
მუხლი 4🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადის მიღება მთავრდება გამოცხადებულ დღეს და საათს. ამის შემდეგ შემოსული განაცხადები არ მიიღება.
2. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის მიღების ბოლო დღე დაემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო, პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. ღია აუქციონის შემთხვევაში, თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, პრეტენდენტი იღებს სპეციალურად აუქციონისათვის დამზადებულ (კომპიუტერულად დაბეჭდილ) ე.წ. ,,მონაწილეობის ბილეთს“, რის შემდეგაც იგი იძენს პრეტენდენტის სტატუსს.
4. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით შეიტანოს ბე, რომელიც კონკრეტული სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ფასის 20%-ის ტოლია.
5. პრეტენდენტს ღია აუქციონში ვერგამარჯვების შემთხვევაში უბრუნდება გადახდილი ბე, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, ბეს თანხა ითვლება აუქციონის საბოლოო ფასში.
6. ბე უკან დაბრუნებას არ ექვებდებარება, თუ:
ა) არასაპატიო მიზეზით პრეტენდენტი ღია აუქციონზე არ გამოცხადდა;
ბ) დახურული აუქციონის შემთხვევაში მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნას;
გ) თუ პრეტენდენტი დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე მის მიერ დასახელებულ თანხას (რომელიც დაფიქსირებულია ოქმში).
მუხლი 5🔗. უარი აუქციონში მონაწილეობაზე
აუქციონში მონაწილეობისათვის არ დაიშვება პრეტენდენტი, თუ:
ა) დაგვიანებით წარმოადგინა აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია;
ბ) მან წარადგინა წინასწარ ყალბი, არაზუსტი ან არასრული ინფორმაცია (მათ შორის ქვითარი, რომელიც ადასტურებს მაძიებლის მიერ ბეს გადახდას);
გ) იგი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქციონში.
მუხლი 6🔗. ლიცენზიის საწყისი ფასი
1. ლიცენზიის საწყისი ფასი დგინდება შემდეგი ფორმულით:
ა) სადაც:
ა.ა) P – სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ფასია;
ა.ბ) Q – ლიცენზიით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსის მთლიანი მოცულობა (ტონა, მ3, გრამი ან სხვა);
ა.გ) L – ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა (ლარებში);
ა.დ) K – დისკონტირების კოეფიციენტი 0,15;
ა.ე) n – ლიცენზიით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ვადა (წლებში);
ა.ვ) t – პერიოდები წლების მიხედვით.
2. განსაკუთრებული მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ფასი, როგორც წესი, დგინდება შემდეგი ფორმულით:
შენიშვნა: ამ ფორმულით განსაზღვრულ პირობით აღნიშვნებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მოყვანილ პირობით აღნიშვნებს.
3. იმ სასარგებლო წიაღისეული რესურსების სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ფასი, რომელთა შესწავლა არ განხორციელებულა და, შესაბამისად, არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება სახელმწიფო გეოლოგიურ ფონდებში, განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:
შენიშვნა: ამ ფორმულით განსაზღვრულ პირობით აღნიშვნებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მოყვანილ პირობით აღნიშვნებს, ხოლო: Q1 ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში განსაზღვრული ბუნებრივი რესურსების მოცულობაა, რომელიც ტონებსა და მ3-ში განისაზღვრება 1000 ერთეულით, ხოლო გრამებში, კარატებსა და კ.კალორიებში – 10000 ერთეულით.
4. მიწიქვეშა სივრცეების გამოყენების ლიცენზიის აუქციონის საწყის ფასს ,,ლიცენზიისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონისა და ამ მუხლის პრინციპების გათვალისწინებით თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრავს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
5. სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება თითოეულ ჰექტარზე 10 ლარის ოდენობით.
6. აუქციონის საწყისი ფასი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება მინისტრის მიერ, არა უმეტეს ამ მუხლში განსაზღვრული აუქციონის საწყისი ფასის ოდენობისა.
7. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 იანვრის №21 დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში აუქციონის საწყისი ფასი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ ამ მუხლით განსაზღვრული სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის ფორმულის შესაბამისად.
თავი III
აუქციონის ჩატარების პროცედურები
მუხლი 7🔗. ღია აუქციონის ჩატარების პროცედურა
1. ღია აუქციონი ტარდება საჯაროდ.
2. ღია აუქციონს ორგანიზებას უწევს და ატარებს ლიცენზიის გამცემი ორგანოს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფი (შემდგომში – მეაუქციონე).
3. პრეტენდენტი ღია აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, წარადგენს ,,მონაწილის ბილეთს“ და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
4. მეაუქციონე ადარებს გაცემული ნომრიანი დაფის რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობას, რითაც აზუსტებს, რამდენი პრეტენდენტი ესწრება ვაჭრობას.
5. ღია აუქციონზე გამოტანილი რესურსით ვაჭრობის დაწყებისას, მეაუქციონე საჯაროდ აცხადებს ღია აუქციონზე გამოტანილი რესურსის შესახებ ინფორმაციას (მათ შორის, მის საწყის ფასს). ღია აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება რესურსის საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი, რომელიც ფიქსირდება დროის აღნიშვნით.
6. პრეტენდენტი, რომელსაც სურს დაიწყოს ვაჭრობა, ზევით სწევს თავის ნომერს ისე, რომ თვალსაჩინო იყოს მეაუქციონისათვის და ასახელებს თავის ფასს. თუ ამ ფასის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდება მომდევნო ფასი, მეაუქციონე აფიქსირებს მას და სთხოვს პრეტენდენტებს გააგრძელონ ვაჭრობა მანამ, სანამ რომელიმე პრეტენდენტი არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. გამარჯვებულად ითვლება პრეტენდენტი, რომლის შეთავაზებული ფასიც მისი სამჯერ გამოცხადების შემდეგ აღმოჩნდება ყველაზე მაღალ შეთავაზებულ ფასად.
7. სააუქციონო ვაჭრობა მიმდინარეობს ბიჯის მეშვეობით და იგი საწყისი ფასის არა უმეტეს 10%-ის ტოლია.
8. ბიჯი წარმოადგენს თანხის იმ ოდენობას, რომლითაც პრეტენდენტმა შეიძლება გაზარდოს სხვა პრეტენდენტის მიერ დასახელებული ფასი. ფასის გაზრდა ბიჯის ოდენობაზე ნაკლები თანხის ოდენობით დაუშვებელია.
მუხლი 8🔗. დახურული აუქციონის ჩატარების წესი
1. დახურული აუქციონი ტარდება საჯაროდ.
2. დახურულ აუქციონს ორგანიზებას უწევს და ატარებს სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფი.
3. სამინისტრო პრეტენდენტების წინადადებებს განიხილავს მათ მიერ შემოთავაზებული ფასიდან გამომდინარე.
4. სამინისტროს მიერ დადგენილ დღეს და საათზე სამინისტროს მიერ იხსნება კონვერტები.
5. პრეტენდენტებს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს უფლება აქვს დაესწროს მხოლოდ კონვერტის გახსნას.
6. სამინისტრო იხილავს მონაწილეთა წინადადებებს, მათი დასწრების გარეშე, რის შედეგადაც იღებს გადაწყვეტილებას ბუნებრივი რესურსის დადგენილი კვოტის განაწილების შესახებ.
7. სამინისტრო გადაწყვეტილებას დახურულ აუქციონის შედეგების თაობაზე, როგორც წესი, აცხადებს კონვერტის გახსნის დღეს. სამინისტროს უფლება აქვს აღნიშნული გამოაცხადოს კონვერტის გახსნიდან არა უმეტეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
8. კვოტის განაწილება ხდება თითოეულ პრეტენდენტზე მათ მიერ შემოთავაზებული ფასების პროპორციულობით, შემდეგი ფორმულის მიხედვით:
Vi
Yi= ------------------------ X Q
Vi+V2+…+Vn
სადაც,
ა.ა) Yi – ცალკეული პრეტენდენტის მიერ მოსაპოვებელი ბუნებრივი რესურსის მოცულობა; (i=1,2,3…n);
ა.ბ) Vi – ცალკეული პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასი;
ა.გ) n – პრეტენდენტების რაოდენობა;
ა.დ) Q – ბუნებრივი რესურსების მთლიანი მოცულობა;
9. თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული თანხა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საწყის ფასზე ნაკლებია მის მიერ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
მუხლი 9🔗. აუქციონის ჩაშლა
1. ღია აუქციონი ცხადდება ჩაშლილად, თუ:
ა) ლიცენზიის გამცემ ორგანოში არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი განაცხადი აუქციონში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
ბ) აუქციონზე არ გამოცხადდა არც ერთი პრეტენდენტი;
გ) არც ერთმა ,,პრეტენდენტმა“, რომელიც ესწრებოდა აუქციონს, საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობა არ მიიღო;
დ) არ იქნა შემოთავაზებული საწყის ფასზე მაღალი ფასი;
ე) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე მის მიერ დასახელებულ თანხას (რომელიც დაფიქსირებულია ოქმში);
ვ) დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.
2. დახურული აუქციონი ჩაშლილად ცხადდება, თუ:
ა) სამინისტროში არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი განაცხადი აუქციონში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
ბ) თუ არც ერთი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი განაცხადი არ შეესაბამება მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.
მუხლი 10🔗. აუქციონის შედეგების გაფორმების წესი
1. სააუქციონო ვაჭრობის დამთავრებიდან 3 დღის ვადაში დგება ოქმი, რომელშიც აისახება ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები.
2. ოქმს ხელს აწერს:
ა) ღია აუქციონის შემთხვევაში გამარჯვებული, ხოლო დახურული აუქციონის შემთხვევაში – აუქციონში მონაწილე ყველა პირი;
ბ) ლიცენზიის გამცემი ორგანოს შესაბამისი ქვედანაყოფის უფროსი და მდივანი (ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი).
3. აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში პრეტენდენტს ერთმევა გამარჯვებულისა და მასზე გათვალისწინებული კვოტის მიღების სტატუსი.
4. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი ჩაიშალა, დაუყოვნებლივ ფორმდება არშემდგარი აუქციონის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ლიცენზიის გამცემი ორგანოს შესაბამისი ქვედანაყოფის უფროსი და მდივანი, აგრეთვე ის პრეტენდენტები, რომლებიც ესწრებოდნენ აუქციონს, მაგრამ საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობა არ მიიღეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 11🔗. ანგარიშსწორების წესი
1. აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს თხუთმეტი დღის ვადაში პრეტენდენტმა ოქმში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. თუ მთავრობის გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი ცალკეულ ობიექტზე აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასის მიხედვით განისაზღვრება ანგარიშსწორების შემდეგი წესი:
ა) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი შეადგენს 50 000-დან 150 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 45 დღის ვადაში, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი შეადგენს 150 000-დან 300 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში, ყოველთვიურად, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადასახდელი თანხის პროპორციულად;
გ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი შეადგენს 300 000-დან 500 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 6 თვის ვადაში, ყოველთვიურად, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადასახდელი თანხის პროპორციულად;
დ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი შეადგენს 500 000-დან 1 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 9 თვის ვადაში, ყოველთვიურად, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადასახდელი თანხის პროპორციულად;
ე) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი შეადგენს 1 000 000-დან 5 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 12 თვის ვადაში, კვარტალურად, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადასახდელი თანხის პროპორციულად;
ვ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი შეადგენს 5 000 000-დან 10 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 18 თვის ვადაში, კვარტალურად, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადასახდელი თანხის პროპორციულად;
ზ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 000 000-დან 20 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 24 თვის ვადაში, კვარტალურად, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადასახდელი თანხის პროპორციულად;
თ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი შეადგენს 20 000 000 ლარზე მეტს, პრეტენდენტის მოთხოვნის გათვალისწინებით, მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს გრაფიკს თანხის გადახდის გადავადების თაობაზე. მთავრობის მიერ ინფორმაციის მოწონების შემთხვევაში, მინისტრი ამტკიცებს თანხის გადახდის შესაბამის გრაფიკს.
2. თუ გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ღია აუქციონზე მის მიერ დასახელებულ თანხას (რომელიც დაფიქსირებულია ოქმში) აუქციონი ცხადდება ჩაშლილად და ძალადაკარგულად ცხადდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის თაობაზე.
3. დახურულ აუქციონში პრეტენდენტის მიერ გაცხადებული თანხის დადგენილ ვადაში არგადახდის შემთხვევაში (რომელიც დაფიქსირებულია ოქმში) ძალადაკარგულად ცხადდება მინისტრის გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის თაობაზე და დარჩენილი კვოტის გადანაწილება ხდება მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 12🔗. ანგარიშსწორების სპეციალური მოთხოვნები
1. ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მოპოვების მიზნით აუქციონზე გასატანი ტყეკაფების გამოყოფა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დაუშვებელია ამ მიზნით კერძო დაფინანსების გამოყენება.
2. ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელმა აუქციონის შედეგების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში, ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე, ვალდებულია შეიტანოს ის ფულადი თანხა, როელიც შეესატყვისება მის მიერ მოპოვებული ხე-ტყის რესურსის ტყეკაფების გამოყოფისათვის გაწეულ ხარჯებს.
3. ტყით მოსარგებლეს ტყეკაფი გადაეცემა ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიისა და ტყეკაფის გამოყოფისათვის გაწეული ხარჯების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე.