,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 21 მარტის №41/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№124/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016161
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110715021, 19/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №124/ნ

2011 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 21 მარტის №41/ნ ბრძანებ აში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 21 მარტის №41/ნ ბრძანებით (ვებ პორტალი, 110321024, 24.03.2011) დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. უნივერსიტეტის გერბი წარმოადგენს ფარს, რომლის არქიტექტონიკაში ძირითადი ადგილი უჭირავს ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ, ძველი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნის II ნახევრით დათარიღებულ, ქართული საინჟინრო აზროვნების მხატვრული სამსხმელოწარმოების ნიმუშს – ბრინჯაოს არწივის გამოსახულებას. ფარს ზემოთ გვირგვინად ადგას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აბრევიატურა ,,სტუ”, რომელშიც ჩაწნულია ბაფთა უნივერსიტეტის დევიზით ,,ცოდნა ძალაა” ლათინურ ენაზე ,,Scientia potestas est”. ფარზე არწივის ქვემოთ განთავსებულია უნივერსიტეტის დასახელება ქართულ და ლათინურ ენებზე, შესაბამისად: ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი” და ,,GEORGIAE UNIVERSITAS RERUM TECHNICI”. ფარზე კომპოზიციას ამთავრებს უნივერსიტეტის დაარსების წელი ,,1922” და ზეთისხილის ტოტები, როგორც სიმბოლო სიბრძნისა და განახლებისა”.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

,,31. უნივერსიტეტის დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, გვერდების თანაფარდობით 2:3, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა მუქი წითელი ფერის ჯვარი, ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავების გადაკვეთაზე მოთავსებულია უნივერსიტეტის გერბი. დროშის სიმბოლურ-აზრობრივ გადაწყვეტას საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო დროშის ძირითადი კომპოზიცია. უნივერსიტეტის დროშაზე ნაჩვენები ყველა ფერი შეიცავს გარკვეულ მნიშვნელობას: თეთრი – უმანკოებას, უბიწოებას, სიწმინდეს, სიბრძნეს. ყვითელი (ოქროსფერი) – განათლებას, კეთილდღეობას, სიმდიდრეს და დიდებას. მუქი წითელი – სიმამაცეს, ვაჟკაცობას, სამართლიანობას და სიყვარულს.

32. უნივერსიტეტის ჰიმნი, მსგავსად გერბისა, შინაარსით სიმბოლურია, ის პატივს მიაგებს მის სახელოვან წარსულს, დღევანდელ ზნეობრივ-ეთიკურ იდეალებს და ორიენტირებულია მომავლის ღირებულებებზე”.

3. 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ)შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შეუსრულებლობა აკადემიური ხარისხის ან/და შუალედური კვალიფიკაციის მოსაპოვებლად დადგენილ ვადებში”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი     ა. სეფერთელაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 21 მარტის №41/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.07.2011.
როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 21 მარტის №41/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 21 მარტის №41/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 15.07.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №124/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.022.016161.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 21 მარტის №41/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 21 მარტის №41/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 21 მარტის №41/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 21 მარტის №41/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №124/ნ, 15.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016161 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1406756/