ქ. რუსთავის პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.03.2005
ძალის დაკარგვა 12.10.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №138
სარეგისტრაციო კოდი 004003000.22.220.007197
გამოქვეყნების წყარო სსმ, 38, 04/04/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,747 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.03.2005 მიღება
12.10.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქ. რუსთავის პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"Acad Nusx Geo";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Acad Nusx Geo","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:21.3pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-21.3pt; font-size:14.0pt; font-family:"Acad Nusx Geo","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:16.0pt; font-family:"Acad Nusx Geo","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.197 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №138 2005 წლის 29 მარტი ქ. თბილისი ქ. რუსთავის პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იურიდიუ­ლი პირის შესახებ” მე-5 მუხლისა და საქართველოს კა­ნო­ნის ,,განათლების შესახებ” 24-ე მუხლის სა­ფუძველზე, ვბრძანებ: 1. ქ. რუსთავის პროფესიული ლიცეუმი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. 2. დამტკიცდეს ქ. რუსთავის პროფესიული ლიცეუმის წესდება. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ქ. რუსთავის პროფესიული ლიცეუმის  წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. რუს­თავის პროფესიული ლიცეუმი, როგორც დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ახორციელებს დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. 2. ლიცეუმი თავის საქმიანობას წარმართავს საქარ­თველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, ,,გა­ნათ­ლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საფუძველზე. 3. ლიცეუმი წარმოადგენს დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო-საკონსულტაციო დაწესებულებას, რომელიც ასრულებს საქართველოს კანონით ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილ ყველა საგანმანათლებლო პროგრამას ამაღლებული კვალიფიკა­ციის მინიჭების უფლებით, ახორციელებს პროფესიული სწავლების ახალი შინაარსის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, აპრობაციასა და გამოცდას. 4. ლიცეუმი დამოუკიდებელია რელიგიურ და პოლიტიკურ გაერთიანებათაგან. 5. ლიცეუმს გააჩნია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ატრიბუტიკა – საკუთარი წესდება, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა. 6. ლიცეუმის იურიდიული მისამართია: ქ. რუსთავი, ჟიული შარტავას ქ. №3.     მუხლი 2🔗. მიზნები და ამოცანები 1. ლიცეუმის მიზანია: ა) საქართველოს კანონით ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილი საგანმანათლებლო პროგ­რამების შესრულება მაღალი კვალიფიკაციის მინიჭების უფლებით; ბ) საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების შესაბამისად მოსახლეობისათვის პროფე­სიული განათლების პირობების შექმნა პროფესიული განათლება ყველასათვის – პრინციპის საფუძველზე; გ) საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების შესაბამისად რეგიონის მოსახლეობისათვის პროფესიული განათლების პრობების შექმნა, სამეწარმეო საქმიანობისათვის საჭირო ცოდნის გავრცელება, სპეციალისტთა მომზადება ახალ ეკონომიკურ პროფესიებში და ამ გზით მცირე ბიზნესისა და სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისათვის ხელის შეწყობა; დ) სასოფლო-სამეურნეო, ფერმერული საქმიანობი­სათვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების სწავლება, ეკოლოგიური ცოდნის გავრცელება; ე) სპეციალისტთა მომზადება მშენებლობისა და ქალაქის ინფრასტრუქტურისათვის; ვ) დამატებითი პროფესიული განათლების პროგ­რამებით, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მეშვეობით ზრდასრული მოსახლეობის, მათ შორის უმუ­შე­ვართა პრო­ფესიული მომზადება-გადამზადება, წარმოებაში დასაქმებულ პირთა პროფესიული გადამ­ზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; ზ) სწავლებაში ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა და მოსახლეობის კომპიუტერული წიგნიერების ამაღლების ხელშეწყობა; თ) სწავლას ჩამოცილებული, ობოლი, მზრუნველობას მოკლებული მოზარდების, სოციალურად გაუცხოებული ადამიანების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, უნარშეზღუდული ბავშვების ჩაბმა პროფესიულ განათლებაში, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მიზნით; ი) სწავლების შინაარსის სრულყოფა დამსაქმებელთა და შრომის ბაზრის მოთხოვნების საფუძველზე, ახალი ტექნოლოგიებისა და პროგრამების აპრობაცია, გამოცდა და დანერგვა; კ) წვლილის შეტანა ქვეყნის ისტორიულ-კულტურული ტრადიციების შენარჩუნებასა და აღორძინებაში ხალხური რეწვის პროფესიების სწავლების გზით.     მუხლი 3🔗. ლიცეუმის უფლებამოსილებანი 1. ლიცეუმი სახელმწიფო კონტროლით დამოუკი­დებლად ახორციელებს საქმიანობას. 2. მისი უფლებამოსილებანი დადგენილია ,,განათ­ლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებით. 3. ლიცეუმს საქართველოს კანონმდებლობის, სახელ­მწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტან­დარტების და ამ წესდების შესაბამისად, უფლება აქვს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული საკითხები. 4. ლიცეუმს უფლება აქვს: ა) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) განსაზღვროს საგანმანათლებლო პროგრამები პროფესიების მიხედვით სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და საქართველოს განათლებისა და მეც­ნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგან­მანათლებლო პროგრამის საფუძველზე; გ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, განახორციელოს ცალკეულ პროფესიებში სწავლების შინაარსის სრულყოფა, აპრობაცია და გამოცდა; დ) მოსამზადებელი პროფესიების შესაბამისად, სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების ფარ­გლებში, დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი სხვა იური­­დიულ და ფიზიკურ პირებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სოციალურ პარტნიორებთან (მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთან­ხმებების საფუძველზე); ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს სასწავლებლის ქონება და ფინანსური სახსრები; ვ) მოიზიდოს არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერია­ლური სახსრები; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინოს და განკარგოს ფასიანი ქაღალდები, რომლის შემოსავალი სრულად მოხმარდება ლიცეუმის მიზნების განხორ­ციელებას (ამ მიზნით მას უფლება არა აქვს გამოიყენოს საბიუჯეტო სახსრები და თავისი საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის მიღებული საფასური); თ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ლიცეუმს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სხვა დაინტერესებულ დაწესებულებებს, საწარ­მოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად შეუძლია შექმნას საგანმანათლებლო გაერთია­ნებები (ასოციაციები, კავშირები) საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით; ი) საკუთარი საფინანსო სახსრების ფარგლებში განათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთან­ხმებით დაადგინოს ლიცეუმის მართვის სტრუქტურა, საშტატო განრიგი და თანამდებობრივი ფუნქციები. 5. ლიცეუმი საქართველოს კანონმდებლობით დადგე­ნი­ლი წესით გადის ატესტაციასა და აკრედიტაციას. 6. ლიცეუმი უფლებამოსილია გამოვიდეს სასამარ­თლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.     მუხლი 4🔗. საგანმანათლებლო პროგრამები 1. ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ლიცეუმი ასრულებს ყველა სახის დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას მაღალი კვალიფიკაციის მინიჭების უფლებით. 2. ლიცეუმი ასრულებს: ა) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ ზოგადი საშუალო განათლების პროგრამასთან ერთად (სწავლების ვადა 3-დან 4 წლამდე); ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, ზოგადი საშუალო განათლების პროგრამის გარეშე (სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე); გ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ (სწავლების ვადა 6 თვიდან 2 წლამდე); დ) სახელობო მომზადების პროგრამას, დაწყებითი ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე; ე) დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამებს (პროფესიული მომზადების პროგრამას – სწავლების ვადით 10 თვემდე; პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას – სწავლების ვადით 10 თვემდე). 3. საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება საბოლოო ატესტაციით, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა საქართველოს კანონით ,,დაწყებით პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი: ა) დაწყებითი პროფესიული განათლება საბაზო ზოგადი განათლების შემდეგ, საშუალო ზოგადი განათლების პროგ­რამასთან ერთად – ზოგადსაგანმანათლებლო სა­შუალო განათლების ატესტატი და დაწყებითი პროფე­სიუ­ლი განათლების დიპლომი; ბ) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საბაზო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი; გ) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საშუა­ლო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პრო­ფესიული განათლების დიპლომი; დ) სახელობო მომზადება დაწყებითი ზოგადი განათ­ლების შემდეგ – მოწმობა; ე) დამატებითი პროფესიული განათლება (პროფე­სიული მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღ­ლება) – მოწმობა. 4. კურსდამთავრებული, რომელიც სრულყოფილად ვერ აითვისებს საგანმანათლებლო პროგრამას, მიიღებს ცნობას სწავლის კურსის მოსმენის შესახებ.     მუხლი 5🔗. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზაცია 1. ლიცეუმში საგანმანათლებლო პროცესი მოიცავს: ა) თეორიულ სწავლებას (ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალური საგნების სწავლება); ბ) საწარმოო სწავლებას და პრაქტიკას; გ) მოსწავლეებთან აღმზრდელობით მუშაობას. 2. ზოგადსაგანმანათლებლო სწავლების პროგრამა ხორ­­ციელდება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათ­ლებლო სტანდარტების საფუძველზე. 3. სასწავლო პროცესის გრაფიკი და არდადეგების ხანგრძლივობა განისაზღვრება განათლებისა და მეცნიე­რების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. 4.მოსამზადებელი პროფესიები შეირჩევა შრომის ბაზრის მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო დაკვეთით და ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი საგანმანათ­ლებლო მომსახურებით. 5.ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტროს მიერ დადგენილი წესით. 6. ცალკეულ საგნებსა და საწარმოო სწავლებაში ჯგუფების გაყოფა ხდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. 7. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საწარმოო სწავლებასა და პრაქტიკის პროცესში, სასწავლებელი ეწევა სასწავლო-საწარმოო საქმიანობას, მოსწავლეთა მონაწილეობით ქმნის პროდუქციას, ეწევა ანაზღაურებად, მათ შორის ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას. 8. სასწავლო-საწარმოო საქმიანობის პროცესში მოსწავ­ლის მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება სამუშაოს მოცულობის და ხელშეკრულებით გათვა­ლისწინებული განაკვეთის შესაბამისად. 9. ლიცეუმში ზოგადსაგანმანათლებლო და პროფე­სიული სწავლების შინაარსისა და სწავლების მეთოდიკის სრულყოფის თვალსაზრისით, დაწესებულების პედაგო­გიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას საგნობრივი მეთოდური გაერთიანებები.     მუხლი 6🔗. ლიცეუმის მართვა 1. ლიცეუმის მართვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესდების საფუძველზე. 2. ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების, დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულებისა და ამ წესდებით განსაზღვრულ უფლებამო­სილებათა ფარგლებში, ლიცეუმს მართავს დირექტორი, რომელიც ამასთანავე არის ლიცეუმის წარმომადგენ­ლობაზე უფლებამოსილი პირი. 3. დირექტორს დადგენილი წესით ნიშნავს და ათავი­სუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 4. დირექტორი უფლებამოსილია: ა) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სამუშაოზე მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი; ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნისტროს მიერ დადგენილი წესით, პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით, შეადგინოს ლიცეუმის პედაგოგიური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის განრიგი. 5. დირექტორი ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრუ­ლებით ნაკისრი ვალდებულებები; ბ) პასუხისმგებელია ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის; გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს; დ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას და მი­ზან­შეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალის­წინებული სახსრები; ე) უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროცესის გან­ხორციელებაზე კონტროლი. 6. დირექტორი ხელმძღვანელობს ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს. 7. დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის, ტიპური დებულებისა და ამ წესდების შესაბამისად განაგებს ლიცეუმის ქონებას და საფინანსო სახსრებს. 8. დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე. 9. დირექტორი პასუხისმგებელია ლიცეუმის საქმია­ნობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე. 10. დირექტორის არყოფნის ან მოვალეობის შესრუ­ლების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე სასწავლო-საწარ­მოო მუშაობაში. 11. ადმინისტრაციის წევრთა უფლება-მოვალეობანი თანამდებობრივი საკვალიფიკაციო დახასიათებების საფუძველზე დგინდება ლიცეუმის შინაგანაწესით.     მუხლი 7🔗. პედაგოგიური საბჭო 1. პედაგოგიური საბჭო ,,განათლების შესახებ” და ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქარ­თვე­ლოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს არჩევით ორგანოს. 2. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა. 3. პედაგოგიური საბჭოს წევრთა რიცხვი უნდა შეად­გენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-ს და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულებების პედა­გოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. პედაგოგიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი განისაზ­ღვრება დაწესებულების წესდებით. 4. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს დირექტორს და დაწესებუ­ლების ნებისმიერ პედაგოგს. 5. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭის­ყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვე­ტილებით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარ­ჩევად ჩატარდეს ფარული კენჭისყრაც. 6. ლიცეუმის პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს დირექტორი. 7. სათათბირო ხმით პედაგოგიური საბჭოს მუშაო­ბაში მონაწილეობს ყველა პედაგოგი. 8. პედაგოგიური საბჭო წარმართავს საგანმანათ­ლებლო პროცესს, სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ მუშაობას. 9. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს. 10. პედაგოგიური საბჭო განიხილავს ლიცეუმში არსებულ მდგომარეობას და აფასებს მას. 11. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობა აირჩევა ყოველწლიურად სასწავლო წლის დასაწყისში. 12. საბჭო ასრულებს ამ წესდებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 13. პედაგოგიური საბჭო მოიწვევა თვეში ერთხელ.     მუხლი 8🔗. სამეურვეო საბჭო 1. ლიცეუმში მატერიალური და ფინანსური სახსრების მოზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით, იქმნება სამეურვეო საბჭო. 2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის ლიცეუმის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი 1 წევრი, მშობელი, სოციალური პარტნიორი, დამსაქმებელი ან საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმომადგენელი. 3. სამეურვეო საბჭო აირჩევა სამი წლის ვადით. 4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. 5. სამეურვეო საბჭოს ერთ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს პედაგოგიური საბჭო. დანარჩენი 4 წევრი აირჩევა მშობელთა საერთო კრებაზე, ღია კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმებს დააგროვებს. 6. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი წევრის არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრებაზე, უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა.     მუხლი 9🔗. მოსწავლეები 1. მოსწავლე არის პირი, რომელიც არჩეული პროფე­სიისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესასწავლად, განსაზღვრული ასაკის, განათლების დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად ირიცხება სასწავლებელში. 2. სახელმწიფო დაკვეთით განსაზღვრული ადგილების დაკავება ხდება კონკურსის წესით, რომლის პირობებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დადგენილი წესის შესაბამისად ადგენს პედაგოგიური საბჭო. 3. ლიცეუმში ჩარიცხვისას მოსწავლეს, მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელსა და დირექტორს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნება: ა) უფასო ან ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურების სახე და მისი განხორციელების პირობები; ბ) განათლების მიღების ფორმა; გ) საგანმანათლებლო პროგრამა და მისი შესრულების პირობები; დ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის. 4. მოსწავლეები მიიღებიან: ა) სახელობო მომზადების პროგრამით – 12 წლის ასაკიდან; ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრა­მით – 14-15 წლის ასაკიდან. 5. მოსწავლეებს უფლება აქვთ: ა) აირჩიონ პროფესია და საგანმანათლებლო პროგრამა; ბ) მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა და პიროვ­ნული ღირსებების პატივისცემა; გ) თავისუფლად გამოთქვან აზრი; დ) დაეუფლონ დამატებით, მათ შორის ფასიან საგანმანათლებლო პროგრამებს; ე) გადავიდნენ შესაბამისი დონის სხვა საგანმა­ნათლებლო დაწესებულებაში ამ უკანასკნელის თანხმობით დადგენილი წესის შესაბამისად; ვ) საწარმოო სწავლებისა და პრაქტიკის პერიოდში ეწეოდნენ ანაზღაურებად სასწავლო-საწარმოო საქმიანობას; ზ) სწავლის პერიოდში არასასწავლო დროს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით ეწეოდნენ თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის შესაბამის შრომით საქმიანობას; თ) სამედიცინო უკუჩვენების გამო, არჩეული პროფე­სიით სწავლის გაგრძელების შეუძლებლობის შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეს უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე მიიღოს სხვა პროფესია; ი) 18 წლის ასაკამდე პირს ზოგადი განათლების დონის გათვალისწინებით, უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე ერთხელ გაიაროს სახელობო მომზადების კურსი ან მიიღოს დაწყებითი პროფესიული განათლება. 6. მოსწავლეები ვალდებულნი არიან: ა) აითვისონ საგანმანათლებლო პროგრამა, დაეუფლონ არჩეულ პროფესიას; ბ) დაიცვან ლიცეუმის შინაგანაწესი; გ) პატივი სცენ თანატოლების, პედაგოგებისა და სხვა თანამშრომელთა უფლებებს; დ) გაუფრთხილდნენ სასწავლებლის ქონებას, მისთვის ზარალის მიყენების შემთხვევაში აანაზღაურონ იგი; ე) შინაგანაწესის სისტემატური დარღვევებისათვის მოსწავლის მიმართ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტი­ლებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული ზომები.     მუხლი 10🔗. პედაგოგიური მუშაკები 1. პედაგოგიურ მუშაკებს საკონკურსო შერჩევის სა­ფუძველზე, სამუშაოზე იღებს და ათავისუფლებს დირექ­ტორი. 2. პედაგოგიურ მუშაკებად მიიღებიან შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირები. არაპედაგო­გიური განათლების მქონე სპეციალური საგნების მასწავ­ლებლები და საწარმოო სწავლების ოსტატები სამუშაოზე დანიშვნისას აუცილებელი წესით გადიან მომზადებას პედაგოგიური ცოდნის მინიმუმის მისაღებად. 3. პედაგოგიური მუშაკები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გადიან სწავლებასა და ატესტაციას. 4. დირექტორსა და მუშაკს შორის დადებულ ხელშეკრულებაში აღინიშნება: ა) შესასრულებელი სამუშაო და მისი შესრულების პირობები; ბ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისათვის; გ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები. 5. პედაგოგთა ხელფასი დგინდება მათი კატეგორიის შესაბამისად დადგენილი განაკვეთის მიხედვით. 6. ლიცეუმის ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქმნას მუშაკს შრომისათვის საჭირო პირობები, დაიცვას მისი უფ­ლებები, ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღლებასა და შემოქმედებით წინსვლაში. 7. არასაბიუჯეტო სახსრების არსებობის შემთხვევაში, სასწავლებლის ადმინისტრაციას უფლება აქვს პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით გასცეს ხელფასის დანამატები, საკუთარი სტიპენდიები, პრემიები და ფინანსური დახმარებები მოსწავლეებსა და თანამშრომლებზე. 8. ლიცეუმის ყველა მუშაკი ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს; გ) პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მოვალეობას, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალ­დებულებები; დ) დაიცვას მოსწავლეთა უფლებები; ე) აიმაღლოს კვალიფიკაცია, წარმოაჩინოს აქტივობა, ინიციატივა და შემოქმედებითი უნარი სწავლების ში­ნაარსისა და მეთოდების დახვეწის და ახალი ტექნო­ლოგიების დანერგვის თვალსაზრისით; ვ) მოსწავლეებთან მუშაობა წარმართოს თანამშრომ­ლობის პრინციპით, მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით. 9. პედაგოგს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა; ბ) აირჩიოს სწავლებისა და აღზრდის მეთოდები, მეცადინეობის ფორმები, მეთოდები და საშუალებები; გ) მონაწილეობა მიიღოს ლიცეუმის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში; დ) ისარგებლოს პედაგოგიურ მუშაკთათვის კანონმდებ­ლობით დადგენილი ყველა უფლებითა და შეღავათით.     მუხლი 11🔗. ლიცეუმის ქონება 1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორ­ციელებლად ლიცეუმს სახელმწიფოს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით. 2. ლიცეუმი მისთვის გადაცემულ ქონებას ფლობს და სარგებლობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 12🔗. დაფინანსება 1. ლიცეუმის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებუ­ლი შემოსავლები; გ) სასწავლო-საწარმოო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; დ) ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახუ­რებიდან მიღებული შემოსავლები; ე) შემოწირულობებით, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით, გრანტებით მიღებული შემოსავლები; ვ) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება; ზ) სოციალურ პარტნიორთა სახსრები; თ) დამკვეთის სახსრებით წარმოების მუშახელის პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავლები; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები. 2. ლიცეუმის სახსრები და შემოსავლები განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. ლიცეუმის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალუ­ლია.     მუხლი 13🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. ლიცეუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწი­ფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს ლიცეუმის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზ­ღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ლიცეუმის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ლიცეუმი ვალდებულია დადგენილი წესით აწარ­მოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. დაწესებულების საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სა­­მინ­ისტ­რო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ლიცეუმის დირექტორის ბრძანება, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და დაწესებულების წესდებას. 6. ლიცეუმი ვალდებულია განათლებისა და მეცნიე­რების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვნისთანავე წა­რუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავ­შირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.     მუხლი 14🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანა ლიცეუმის წესდებაში ცვლილებების შეტანა, და­წე­სე­ბულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორ­ციელდება მოქმედი კანონმდებლობით.     მუხლი 15🔗. ლიცეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ლიცეუმის, როგორც საჯარო სამართლის იური­დიული პირის, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 16🔗. გარდამავალი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. რუს­თავის პროფესიული ლიცეუმი წარმოადგენს ქ. რუსთავის პროფესიული ლიცეუმის უფლებამონაცვლეს.