განჩინება - შპს "სელმა"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/438-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110715039, 18/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 2011 წლი ს 14 ივლისი                   

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძემ განიხილა შპს ,,სელმას“ გაკოტრების მმართველის შპს ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის“ განცხადება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია შპს ,,სელმას“ გაკოტრების საქმე.

2011 წლის 12 ივლისს შპს ,,სელმას“ გაკოტრების მმართველმა შპს ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენმა“ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და განმარტა, რომ 2011 წლის 7 ივლისს დანიშნული იყო მეორე აუქციონი, რომელიც მყიდველის არარსებობის გამო გამოცხადდა არშემდგარად. მესამე აუქციონი უნდა ჩატარდეს მეორე აუქციონის ჩატარებიდან 30 დღის განმავლობაში. მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონების რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც ერთიანი კომპლექსის სახით, ისე ნაწილ-ნაწილ. ნაწილ-ნაწილ რეალიზაციისას გაკოტრების მმართველი განსაზღვრავს თითოეული სარეალიზაციო ლოტის საწყის ფასს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაკოტრების მმართველი მოითხოვს შპს ,,სელმას“ კრედიტორთა კრების მოწვევას შემდეგი დღის წესრიგით: შპს ,,სელმას“ სამეურვეო ქონების ნატურით მიღების ან გაკოტრების მმართველისათვის ქონების გაყიდვის წესის განსაზღვრის თაობაზე.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნ ე ს შპს ,,სელმას“ კრედიტორთა კრება 2011 წლის 25 ივლისს 17:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №21 სხდომის დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

2. დაევალოს შპს ,,სელმას“ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა განჩინება განთავსდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლო დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

3. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე       ე. ცისკარიძე