„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№93
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016160
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110715044, 15/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №93

2011 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის        30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია, რეგისტრაციიდან მოხსნა, საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და აღრიცხვიდან მოხსნა, პირადობის და ბინადრობის მოწმობების გაცემა და შეცვლა;“.

2. მე -2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის :

ა) „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტები:

„ვ1)პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის :

1 .ა) გაცემის (შეცვლის) შესახებ განცხადების მიღება და განხილვა;

1 .ბ) პერსონალიზაცია;

1 .გ) დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;

2) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის გარეშე ციფრული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების შექმნა;“;

ბ)  „ი8“ ქვეპუნქტი:

„ი8) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მომსახურება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ (ადგილზე მომსახურება);“.

3. მე -2 მუხლის:

ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11 . სააგენტოს ამბროლაურის, ახალქალაქის, ბოლნისის, მარნეულის, მცხეთის, ნინოწმინდის, გორის, ჭიათურის, ხელვაჩაურის, აბაშის, ადიგენის, ასპინძის, ახალგორის, ახმეტის, ბაღდათის, ბორჯომის, გარდაბნის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, თეთრიწყაროს, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, ლენტეხის, მარტვილის, მესტიის, ონის, საგარეჯოს, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, სიღნაღის, ტყიბულის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წალკის, წყალტუბოს, ხონის, ხარაგაულის, ხაშურის, ხობის, ქობულეთის, ქედის, ხულოს, შუახევის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით ( გარდა პირველი პუნქტის „ვ1“, „ვ2“, „ზ.ბ“, „ზ1 .ბ“,„ი3 “ და „ი8“ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“;

ბ) 21 და 22 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის, ვაკის, ისანი-სამგორის, საბურთალოს, ზუგდიდის, თელავის, ოზურგეთის, ფოთის, ახალციხის, ქუთაისის და ბათუმის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ1“, „ვ2“, „ზ.ბ“, „ზ1 .ბ“ და „ი8“  ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

22 . სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით იღებენ „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დევნილთა განცხადებებს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ, რომლებსაც უგზავნიან აფხაზეთის, ცხინვალის ა და ახალგორის ტერიტორიულ სამსახურებს პირადობის მოწმობის დასამზადებლად. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ასევე ახორციელებენ აღნიშნული წესით დამზადებული პირადობის მოწმობების გადაცემას დევნილებზე.“;

გ) 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42 . სააგენტოს ცხინვალის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა „ვ1“, „ვ2“, „ზ“, „ზ1 “, „ი3 “ და „ი8“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა და უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის და ბინადრობის მოწმობის გაცემისა.“.

4. მე -2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 43 და 44 პუნქტები:

„43. სააგენტოს ძველი თბილისის სამსახური კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებ ს ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ1“, „ვ2“, „ზ.ბ“, „ზ1 .ბ“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

44. სააგენტოს რუსთავის სამსახური კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებ ს ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ1 .ბ“, „ზ.ბ“, „ზ1 .ბ“ და „ი8“ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

5. მე -2 მუხლის:

ა) მე -7 პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებიდან მიღებული რეგისტრაციიდან მოხსნის ბარათების დამუშავება და შენახვა ერთიან საინფორმაციო კარტოთეკაში;“;

ბ)  მე -8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ცენტრები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ1 .ბ“, „ვ1 .გ“ და   „ზ.ბ“ და „ზ1 .ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

6. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა, სააგენტოში წარადგენს ინფორმაციას სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;“.

7. მე -5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების სამოქმედო ტერიტორია, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, არის:

ა) გლდანი-ნაძალადევის სამსახური: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქების ტერიტორია, ასევე სოფელი გლდანი და ზაჰესი;

ბ ) ვაკის სამსახური: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორია, ასევე წყნეთი, ბეთანია და ახალდაბა;

გ ) ისანი-სამგორის სამსახური: საქართველოს ცენტრალური საარჩევ ნ ო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქების ტერიტორია, ასევე დიდი ლილო და პატარა ლილო;

დ ) ძველი თბილისის სამსახური: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის საარჩევნო ოლქების ტერიტორია, ასევე წავკისი, კოჯორი, ოქროყანა, შინდისი და ტაბახმელა;

ე ) საბურთალოს სამსახური: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორია, ასევე  სოფელი დიღომი და მუხათგვერდი;

ვ) სააგენტოს სხვა ტერიტორიული სამსახურები: შესაბამისი მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ქალაქის) ტერიტორია.“.

8. მე -5 მუხლის მე -2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. მე -5 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ დებულების მე-2 მუხლის 11 , 21 , 43და 44 პუნქტებით გათვალისწინებული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ (გარდა სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენისა და გაუქმებისა), „ბ1“, „ბ2“,  „გ“, „გ1“,  „ზ“ (გარდა „ზ.ბ“ ქვეპუნქტისა) და „ზ1 “ (გარდა „ზ1 .ბ“ ქვეპუნქტისა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდული სამოქმედო ტერიტორიით.“.

10. მე -5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 და 34 პუნქტები:

„33 . სააგენტოს რუსთავის სამსახური ამ დებულების მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ1“ (გარდა „ვ1.ბ“ ქვეპუნქტისა) და „ვ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას არ არი ს შეზღუდული სამოქმედო ტერიტორიით.

34. ამ დებულების მე -2 მუხლის „ი8“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას სააგენტოს ძველი თბილისის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა ქ. თბილისის ( თვითმმართველი ქალაქის) და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. ძველი თბილისის სამსახური ასევე უფლებამოსილია ადგილზე მომსახურების მიზნით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე მიიღოს განაცხადი იმ მომსახურების განხორციელებაზე, რომელიც არ განეკუთვნება მის სამოქმედო ტერიტორიაზე განსახორციელებელ მომსახურებას. ”.

11. მე-5 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) 42 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე -6 პუნქტი ამოღებულ იქნეს .

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ . ადეიშვილი